საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანდრო ბარნოვი - შესაძლო ტერაქტების პრეზიდენტის სახელთან დაკავშირება წმინდა წყლის პროვოკაციაა
ანდრო ბარნოვი - შესაძლო ტერაქტების პრეზიდენტის სახელთან დაკავშირება წმინდა წყლის პროვოკაციაა

ვი­დე­ო­ე­ბი­სა და შე­საძ­ლო ტე­რაქ­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტის სა­ხელ­თან ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით და­კავ­ში­რე­ბა წმინ­და წყლის პრო­ვო­კა­ცი­აა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­როს­მა ან­დრო ბარ­ნოვ­მა გა­ნა­ცხა­და.

ბარ­ნო­ვი გა­მო­ეხ­მა­უ­რა ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლის თა­ნახ­მად, შსს-ს მიერ ტე­რაქ­ტის მცდე­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­რა­დი მფრი­ნა­ვის სახ­ლში ცხოვ­რობ­დნენ. მისი გან­ცხა­დე­ბით, მსგავ­სი ფორ­მუ­ლი­რე­ბა თა­ვის­თა­ვად პრო­ვო­კა­ცი­უ­ლია.

"ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით ვი­დე­ო­ე­ბი­სა და შე­საძ­ლო ტე­რაქ­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტის სა­ხელ­თან და­კავ­ში­რე­ბა არის წმინ­და წყლის პრო­ვო­კა­ცია. ეს არის ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი პრო­ვო­კა­ცია. არა­ვის ნამ­დვი­ლად იქ არ ეშ­ლე­ბა და შემ­თხვე­ვით არა­ვინ არა­ფერს ამ­ბობს, ფორ­მუ­ლი­რე­ბე­ბი არის გა­კე­თე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რად ისე, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი და­უ­კავ­შირ­დეს პრე­ზი­დენ­ტის სა­ხელს. ვინ­მემ ამიხ­სნას, რას ნიშ­ნავს პრე­ზი­დენ­ტის პი­რა­დი მფრი­ნა­ვი?! კომ­პა­ნია "თუ­შე­თი", რო­მელ­ზეც იყო სა­უ­ბა­რი, არის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც და­ქი­რა­ვე­ბუ­ლია სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის მიერ. გთხოვთ ყვე­ლას, წარ­მო­იდ­გი­ნოთ, რომ პრე­ზი­დენ­ტი შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თოდ არც იც­ნობს ამ ადა­მი­ანს, სა­ხე­ზეც არ უნა­ხავს. ეს არის მფრი­ნა­ვი, რო­მე­ლიც და­ი­ქი­რა­ვა სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპეც­სამ­სა­ხურ­მა", - გა­ნა­ცხა­და ან­დრო ბარ­ნოვ­მა და დას­ძი­ნა, რომ დიდი ხა­ნია, რაც აღ­ნიშ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რი უკვე პრე­მი­ე­რის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­შია.

მი­სი­ვე თქმით, ჭო­რა­ო­ბა ყვი­თელ პრე­სა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით და­ი­წყო, სა­დაც სა­უ­ბა­რი იყო, რომ "თა­ლი­ბა­ნის" სა­ხე­ლით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ე­ბი პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში მო­მუ­შა­ვე პი­რე­ბის მიერ დამ­ზად­და.

"ეს არის ჭო­რე­ბის კამ­პა­ნია, რო­მე­ლიც და­ი­წყო ყვი­თელ პრე­სა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი "ვი­თომ ინ­ფორ­მა­ცი­ით", შემ­დეგ მე­ო­რე დღეს ეს აი­ტა­ცა მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა კოკა ყან­დი­აშ­ვილ­მა, მომ­დევ­ნო დღეს სა­ო­ცა­რია, მაგ­რამ ეს გა­ი­მე­ო­რა თა­ვად პრე­მი­ერ­მა და დღეს ვხე­დავთ ამ სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბარ, უპა­სუ­ხის­მგებ­ლო ფორ­მუ­ლი­რე­ბას. ეს ხდე­ბა სამ­წუ­ხა­როდ იმ ფონ­ზე, რო­დე­საც გა­მობ­რძან­და ბა­ტო­ნი პუ­ტი­ნი და გა­მო­ა­ცხა­და, რომ თურ­მე სა­ქარ­თვე­ლოს და რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი აპი­რე­ბენ ძა­ლი­ან მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბას. მე ეჭვი მაქვს, რომ ეს "მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა" უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს", - აღ­ნიშ­ნა ან­დრო ბარ­ნოვ­მა.

მი­სი­ვე თქმით, პრე­ზი­დენ­ტი სის­ხლხორ­ცე­უ­ლად და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია, რომ ვი­დე­ო­ე­ბი­სა და ახლა უკვე შე­საძ­ლო ტე­რაქ­ტის შე­სა­ხებ მა­სა­ლე­ბი ძა­ლი­ან სწრა­ფად იყოს გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი. "ჩვენ გვაქვს ძა­ლი­ან დიდი ეჭვი, რომ ეს აჟი­ო­ტა­ჟი და ფორ­მუ­ლი­რე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც კეთ­დე­ბა, ხდე­ბა იმი­ტომ, რომ გა­და­ი­ფა­როს კლი­პე­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბის სა­კი­თხე­ბი, რო­მე­ლიც, ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ უკავ­შირ­დე­ბა სწო­რედ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პი­რებს. თუ ეს ასე არ არის, გამჭვირ­ვა­ლე გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბი და­დოს შსს-მ და მო­ეშ­ვან ჭო­რა­ო­ბას ყვე­ლა­ნი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბით ბო­რო­ტად სარ­გებ­ლო­ბას", - გა­ნა­ცხა­და ან­დრო ბარ­ნოვ­მა და დას­ძი­ნა, რომ ის, რაც დღეს ხდე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბით ბო­რო­ტად სარ­გებ­ლო­ბა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის მცდე­ლო­ბაა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზაურ ქორ­თო­ში­ძე წარ­მო­შო­ბით ქის­ტია.

"ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სარ­წმუ­ნო წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, შსს-ს მიერ ტე­რაქ­ტის მცდე­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მფრი­ნა­ვის სახ­ლში ცხოვ­რობ­დნენ. აღ­ნიშ­ნუ­ლის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რის უფ­როსს, ნინო გი­ორ­გო­ბი­ანს და­უ­კავ­შირ­და.

შე­კი­თხვა­ზე: "ადას­ტუ­რებთ თუ არა ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ შსს-ს მიერ და­კა­ვე­ბუ­ლი მი­კა­ელ კა­დი­ე­ვი და რიზ­ვან ომა­რო­ვი პრე­ზი­დენ­ტის უახ­ლო­ე­სი გა­რე­მოც­ვის, კერ­ძოდ, მისი პი­რა­დი მფრი­ნა­ვის, ვერ­ტმფრე­ნე­ბის კომ­პა­ნია "თუ­შე­თის" მფლო­ბე­ლის, ზაურ ქორ­თო­ში­ძის კუთ­ვნილ სახ­ლში ცხოვ­რობ­დნენ?", გი­ორ­გო­ბი­ან­მა გა­ნა­ცხა­და: "დიახ, მე გი­დას­ტუ­რებთ, რომ კა­დი­ევს ნაც­ნო­ბო­ბა აკავ­ში­რებს ზაურ ქორ­თო­ში­ძეს­თან და გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ის ცხოვ­რობ­და ქორ­თო­ში­ძე­ე­ბის კუთ­ვნილ ბი­ნა­ში. ეს პი­როვ­ნე­ბა უკვე და­კი­თხუ­ლია ჩვენს მიერ და მან ამის შე­სა­ხებ გა­ნუ­ცხა­და უკვე გა­მო­ძი­ე­ბას".

რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მომ­ზა­დე­ბის სტა­დი­ა­ზე ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის ჩა­დე­ნის მცდე­ლო­ბა აღ­კვე­თა. რო­გორც სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე შსს-ს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა ნინო გი­ორ­გო­ბი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, სა­ქარ­თვე­ლოს ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის, შს სა­მი­ნის­ტროს სხვა ოპე­რა­ტი­უ­ლი და­ნა­ყო­ფე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მჭიდ­რო და ეფექ­ტუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, დღეს გამ­თე­ნი­ი­სას, ქ.თბი­ლის­ში და­კა­ვე­ბუ­ლი იქ­ნენ უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მი­კა­ილ კა­დი­ე­ვი და რიზ­ვან ომა­რო­ვი.

მათი დრო­ე­ბი­თი სა­ცხოვ­რი­სი­დან, ჩხრე­კის შე­დე­გად ამო­ღე­ბუ­ლი იქნა დიდი ოდე­ნო­ბით ძლი­ერ­მოქ­მე­დი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა (სა­ვა­რა­უ­დოდ, პლას­ტი­დი) და ელექტრო­დე­ტო­ნა­ტო­რე­ბი, აგ­რეთ­ვე, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, საბ­რძო­ლო მა­სა­ლა და პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტა­ცია.

გა­მო­ძი­ე­ბის ამ ეტაპ­ზე უტყუ­ა­რად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ ინ­ტერ­პო­ლის მიერ ძებ­ნი­ლი კა­დი­ე­ვი სა­ქარ­თვე­ლოს თავს 2011 წლი­დან აფა­რებ­და, თუმ­ცა პე­რი­ო­დუ­ლად ტო­ვებ­და ქვეყ­ნის ფარ­გლებს.

ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ტენ­სი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის მომ­ზა­დე­ბა­ში მხი­ლე­ბულ პირ­თა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი კავ­ში­რე­ბის - ხელ­შემ­წყო­ბე­ბი­სა და მფარ­ვე­ლე­ბის - გა­მოვ­ლე­ნი­სა და გა­უვ­ნე­ბელ­ყო­ფის მიზ­ნით რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, აგ­რეთ­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, ვი­ნა­ი­დან მი­კა­ილ კა­დი­ე­ვის მიერ სხვა ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე პირი და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ერთ-ერთი ქვეყ­ნის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მიერ ჯერ კი­დევ 2012 წელს იქნა და­კა­ვე­ბუ­ლი.

"ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის პე­რი­ო­დულ ინ­ფორ­მი­რე­ბას გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბის თა­ო­ბა­ზე და გვსურს და­გარ­წმუ­ნოთ, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გა­ა­კე­თებს ყვე­ლა­ფერს ტე­რო­რიზ­მის საფრ­თხის­გან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დაც­ვის მიზ­ნით", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გო­ბი­ან­მა.

სტა­დი­ა­ზე ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის ჩა­დე­ნის მცდე­ლო­ბა აღ­კვე­თა. რო­გორც სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე შსს-ს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა ნინო გი­ორ­გო­ბი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, სა­ქარ­თვე­ლოს ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის, შს სა­მი­ნის­ტროს სხვა ოპე­რა­ტი­უ­ლი და­ნა­ყო­ფე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მჭიდ­რო და ეფექ­ტუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, დღეს გამ­თე­ნი­ი­სას, ქ.თბი­ლის­ში და­კა­ვე­ბუ­ლი იქ­ნენ უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მი­კა­ილ კა­დი­ე­ვი და რიზ­ვან ომა­რო­ვი.

მათი დრო­ე­ბი­თი სა­ცხოვ­რი­სი­დან, ჩხრე­კის შე­დე­გად ამო­ღე­ბუ­ლი იქნა დიდი ოდე­ნო­ბით ძლი­ერ­მოქ­მე­დი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა (სა­ვა­რა­უ­დოდ, პლას­ტი­დი) და ელექტრო­დე­ტო­ნა­ტო­რე­ბი, აგ­რეთ­ვე, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, საბ­რძო­ლო მა­სა­ლა და პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტა­ცია.

გა­მო­ძი­ე­ბის ამ ეტაპ­ზე უტყუ­ა­რად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ ინ­ტერ­პო­ლის მიერ ძებ­ნი­ლი კა­დი­ე­ვი სა­ქარ­თვე­ლოს თავს 2011 წლი­დან აფა­რებ­და, თუმ­ცა პე­რი­ო­დუ­ლად ტო­ვებ­და ქვეყ­ნის ფარ­გლებს.

ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ტენ­სი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის მომ­ზა­დე­ბა­ში მხი­ლე­ბულ პირ­თა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი კავ­ში­რე­ბის - ხელ­შემ­წყო­ბე­ბი­სა და მფარ­ვე­ლე­ბის - გა­მოვ­ლე­ნი­სა და გა­უვ­ნე­ბელ­ყო­ფის მიზ­ნით რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, აგ­რეთ­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, ვი­ნა­ი­დან მი­კა­ილ კა­დი­ე­ვის მიერ სხვა ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე პირი და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ერთ-ერთი ქვეყ­ნის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მიერ ჯერ კი­დევ 2012 წელს იქნა და­კა­ვე­ბუ­ლი.

"ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის პე­რი­ო­დულ ინ­ფორ­მი­რე­ბას გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბის თა­ო­ბა­ზე და გვსურს და­გარ­წმუ­ნოთ, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გა­ა­კე­თებს ყვე­ლა­ფერს ტე­რო­რიზ­მის საფრ­თხის­გან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დაც­ვის მიზ­ნით", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გო­ბი­ან­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

ანდრო ბარნოვი - შესაძლო ტერაქტების პრეზიდენტის სახელთან დაკავშირება წმინდა წყლის პროვოკაციაა

ანდრო ბარნოვი - შესაძლო ტერაქტების პრეზიდენტის სახელთან დაკავშირება წმინდა წყლის პროვოკაციაა

ვიდეოებისა და შესაძლო ტერაქტების პრეზიდენტის სახელთან ნებისმიერი ფორმით დაკავშირება წმინდა წყლის პროვოკაციაა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა განაცხადა.

ბარნოვი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, შსს-ს მიერ ტერაქტის მცდელობისთვის დაკავებული პირები მიხეილ სააკაშვილის პირადი მფრინავის სახლში ცხოვრობდნენ. მისი განცხადებით, მსგავსი ფორმულირება თავისთავად პროვოკაციულია.

"ნებისმიერი ფორმით ვიდეოებისა და შესაძლო ტერაქტების პრეზიდენტის სახელთან დაკავშირება არის წმინდა წყლის პროვოკაცია. ეს არის ჩაფიქრებული პროვოკაცია. არავის ნამდვილად იქ არ ეშლება და შემთხვევით არავინ არაფერს ამბობს, ფორმულირებები არის გაკეთებული სპეციალურად ისე, რომ ეს ყველაფერი დაუკავშირდეს პრეზიდენტის სახელს. ვინმემ ამიხსნას, რას ნიშნავს პრეზიდენტის პირადი მფრინავი?! კომპანია "თუშეთი", რომელზეც იყო საუბარი, არის დამოუკიდებელი კომპანია, რომელიც დაქირავებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ. გთხოვთ ყველას, წარმოიდგინოთ, რომ პრეზიდენტი შეიძლება საერთოდ არც იცნობს ამ ადამიანს, სახეზეც არ უნახავს. ეს არის მფრინავი, რომელიც დაიქირავა სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურმა", - განაცხადა ანდრო ბარნოვმა და დასძინა, რომ დიდი ხანია, რაც აღნიშნული სამსახური უკვე პრემიერის დაქვემდებარებაშია.

მისივე თქმით, ჭორაობა ყვითელ პრესაში გამოქვეყნებული ინფორმაციით დაიწყო, სადაც საუბარი იყო, რომ "თალიბანის" სახელით გავრცელებული ვიდეოები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომუშავე პირების მიერ დამზადდა.

"ეს არის ჭორების კამპანია, რომელიც დაიწყო ყვითელ პრესაში გამოქვეყნებული "ვითომ ინფორმაციით", შემდეგ მეორე დღეს ეს აიტაცა მთავრობის კანცელარიის პრესსამსახურის დეპარტამენტის უფროსმა კოკა ყანდიაშვილმა, მომდევნო დღეს საოცარია, მაგრამ ეს გაიმეორა თავად პრემიერმა და დღეს ვხედავთ ამ სრულიად გაუგებარ, უპასუხისმგებლო ფორმულირებას. ეს ხდება სამწუხაროდ იმ ფონზე, როდესაც გამობრძანდა ბატონი პუტინი და გამოაცხადა, რომ თურმე საქართველოს და რუსეთის სპეცსამსახურები აპირებენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას. მე ეჭვი მაქვს, რომ ეს "მჭიდრო თანამშრომლობა" უკვე მიმდინარეობს", - აღნიშნა ანდრო ბარნოვმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი სისხლხორცეულად დაინტერესებულია, რომ ვიდეოებისა და ახლა უკვე შესაძლო ტერაქტის შესახებ მასალები ძალიან სწრაფად იყოს გამოძიებული. "ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ეჭვი, რომ ეს აჟიოტაჟი და ფორმულირებები, რომლებიც კეთდება, ხდება იმიტომ, რომ გადაიფაროს კლიპების წარმომავლობის საკითხები, რომელიც, ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ უკავშირდება სწორედ ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პირებს. თუ ეს ასე არ არის, გამჭვირვალე გამოძიების შედეგები დადოს შსს-მ და მოეშვან ჭორაობას ყველანი და საზოგადოების ნდობით ბოროტად სარგებლობას", - განაცხადა ანდრო ბარნოვმა და დასძინა, რომ ის, რაც დღეს ხდება, საზოგადოების ნდობით ბოროტად სარგებლობა და საზოგადოებრივი აზრის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.

მისივე ინფორმაციით, ზაურ ქორთოშიძე წარმოშობით ქისტია.

"ინტერპრესნიუსს" სარწმუნო წყაროს ინფორმაციით, შსს-ს მიერ ტერაქტის მცდელობისთვის დაკავებული პირები მიხეილ სააკაშვილის მფრინავის სახლში ცხოვრობდნენ. აღნიშნულის გადასამოწმებლად "ინტერპრესნიუსი" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსს, ნინო გიორგობიანს დაუკავშირდა.

შეკითხვაზე: "ადასტურებთ თუ არა ინფორმაციას, რომ შსს-ს მიერ დაკავებული მიკაელ კადიევი და რიზვან ომაროვი პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვის, კერძოდ, მისი პირადი მფრინავის, ვერტმფრენების კომპანია "თუშეთის" მფლობელის, ზაურ ქორთოშიძის კუთვნილ სახლში ცხოვრობდნენ?", გიორგობიანმა განაცხადა: "დიახ, მე გიდასტურებთ, რომ კადიევს ნაცნობობა აკავშირებს ზაურ ქორთოშიძესთან და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის ცხოვრობდა ქორთოშიძეების კუთვნილ ბინაში. ეს პიროვნება უკვე დაკითხულია ჩვენს მიერ და მან ამის შესახებ განუცხადა უკვე გამოძიებას".

როგორც ცნობილია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომზადების სტადიაზე ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა აღკვეთა. როგორც საგანგებო ბრიფინგზე შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის, შს სამინისტროს სხვა ოპერატიული დანაყოფებისა და საქართველოს პროკურატურის მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობის ფარგლებში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დღეს გამთენიისას, ქ.თბილისში დაკავებული იქნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები მიკაილ კადიევი და რიზვან ომაროვი.

მათი დროებითი საცხოვრისიდან, ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ძლიერმოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება (სავარაუდოდ, პლასტიდი) და ელექტროდეტონატორები, აგრეთვე, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია.

გამოძიების ამ ეტაპზე უტყუარად დადასტურებულია, რომ ინტერპოლის მიერ ძებნილი კადიევი საქართველოს თავს 2011 წლიდან აფარებდა, თუმცა პერიოდულად ტოვებდა ქვეყნის ფარგლებს.

ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ტერორისტული აქტის მომზადებაში მხილებულ პირთა დანაშაულებრივი კავშირების - ხელშემწყობებისა და მფარველების - გამოვლენისა და გაუვნებელყოფის მიზნით როგორც ქვეყნის შიგნით, აგრეთვე საერთაშორისო ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, ვინაიდან მიკაილ კადიევის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის თანამონაწილე პირი დასავლეთ ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის სამართალდამცავების მიერ ჯერ კიდევ 2012 წელს იქნა დაკავებული.

"ჩვენ გავაგრძელებთ საზოგადოების პერიოდულ ინფორმირებას გამოძიების შედეგების თაობაზე და გვსურს დაგარწმუნოთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკეთებს ყველაფერს ტერორიზმის საფრთხისგან საქართველოს მოქალაქეების დაცვის მიზნით", - განაცხადა გიორგობიანმა.

სტადიაზე ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა აღკვეთა. როგორც საგანგებო ბრიფინგზე შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის, შს სამინისტროს სხვა ოპერატიული დანაყოფებისა და საქართველოს პროკურატურის მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობის ფარგლებში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დღეს გამთენიისას, ქ.თბილისში დაკავებული იქნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები მიკაილ კადიევი და რიზვან ომაროვი.

მათი დროებითი საცხოვრისიდან, ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ძლიერმოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება (სავარაუდოდ, პლასტიდი) და ელექტროდეტონატორები, აგრეთვე, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია.

გამოძიების ამ ეტაპზე უტყუარად დადასტურებულია, რომ ინტერპოლის მიერ ძებნილი კადიევი საქართველოს თავს 2011 წლიდან აფარებდა, თუმცა პერიოდულად ტოვებდა ქვეყნის ფარგლებს.

ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ტერორისტული აქტის მომზადებაში მხილებულ პირთა დანაშაულებრივი კავშირების - ხელშემწყობებისა და მფარველების - გამოვლენისა და გაუვნებელყოფის მიზნით როგორც ქვეყნის შიგნით, აგრეთვე საერთაშორისო ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, ვინაიდან მიკაილ კადიევის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის თანამონაწილე პირი დასავლეთ ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის სამართალდამცავების მიერ ჯერ კიდევ 2012 წელს იქნა დაკავებული.

"ჩვენ გავაგრძელებთ საზოგადოების პერიოდულ ინფორმირებას გამოძიების შედეგების თაობაზე და გვსურს დაგარწმუნოთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკეთებს ყველაფერს ტერორიზმის საფრთხისგან საქართველოს მოქალაქეების დაცვის მიზნით", - განაცხადა გიორგობიანმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა