პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციას 62 ქვეყანამ დაუჭირა მხარი
იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციას 62 ქვეყანამ დაუჭირა მხარი

იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა და ლტოლ­ვილ­თა სტა­ტუ­სის შე­სა­ხებ გა­ე­როს რე­ზო­ლუ­ცი­ას გუ­შინ­დელ სე­სი­ა­ზე 62 ქვე­ყა­ნამ და­უ­ჭი­რა მხა­რი, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა მაია ფან­ჯი­კი­ძემ სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მარ­თულ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ფან­ჯი­კი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რი­გით 67-ე სე­სი­ა­ზე, რო­მე­ლიც ნიუ იორკში გა­ი­მარ­თა, და­ფიქ­სირ­და 62 მხარ­დამ­ჭე­რი. თუმ­ცა, ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზის გამო, ელექტრო­ნუ­ლი ღი­ლა­კის გა­უ­მარ­თა­ო­ბის მი­ზე­ზით, სა­კუ­თა­რი მხარ­და­ჭე­რა ვერ და­ა­ფიქ­სი­რა აზერ­ბა­ი­ჯან­მა. შემ­დგომ გა­კეთ­და შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა და მას შემ­დეგ, რაც ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­დას­ტურ­დე­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მხარ­და­ჭე­რა, აღ­ნიშ­ნულ რე­ზო­ლუ­ცი­ას ეყო­ლე­ბა 63 მხარ­დამ­ჭე­რი.

რაც შე­ე­ხე­ბა მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებს, მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, სე­სი­ა­ზე რე­ზო­ლუ­ცი­ას ჰყავ­და 16 მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ქვე­ყა­ნა, რო­მელ­მაც მხა­რი არ და­უ­ჭი­რა რე­ზო­ლუ­ცი­ას, ხოლო 84-მა წევ­რმა ქვე­ყა­ნამ პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვა.

მაია ფან­ჯი­კი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ის ფაქ­ტი, რომ მხარ­დამ­ჭე­რე­ბის ზრდის ტენ­დენ­ცია გრძელ­დე­ბა, არის და­დე­ბი­თი და ქვეყ­ნის­თვის სა­სი­კე­თო. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ყვე­ლა მხარ­დამ­ჭერ ქვე­ყა­ნას და იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ ეს პრო­ცე­სი შე­დეგს გა­მო­ი­ღებს და მხარ­დამ­ჭე­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა უფრო გა­იზ­რდე­ბა.

ამას­თან, რო­გორც მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, ჯერ­ჯე­რო­ბით არ აქვს ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია იმ ქვეყ­ნე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­მაც მხა­რი და­უ­ჭი­რეს დღე­ვან­დელ სე­სი­ა­ზე ქარ­თულ მხა­რეს.

წინა სე­სი­ა­ზე აღ­ნიშ­ნულ რე­ზო­ლუ­ცი­ას, რომ­ლის სა­ხელ­წო­დე­ბაა "აფხა­ზე­თი­დან (სა­ქარ­თვე­ლო) და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი­დან (სამ­ხრეთ ოსე­თი/სა­ქარ­თვე­ლო) იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა და ლტოლ­ვილ­თა სტა­ტუ­სის შე­სა­ხებ", მხა­რი და­უ­ჭი­რა 60 ქვე­ყა­ნამ და მო­წი­ნა­აღ­მდე­გე იყო 15.

ამას­თან, რაც შე­ე­ხე­ბა 16 ქვე­ყა­ნას, რომ­ლე­ბაც გუ­შინ რე­ზო­ლუ­ცი­ას მხა­რი არ და­უ­ჭი­რეს. ეს ქვეყ­ნე­ბია - 1. ბე­ლო­რუ­სი, 2. ვე­ნე­სუ­ე­ლა, 3. ვი­ეტ­ნა­მი, 4. ზიმ­ბაბ­ვე, 5. კუბა, 6. ლა­ო­სი, 7. მი­ან­მა, 8. ნა­უ­რუ, 9. ნი­კა­რა­გუა, 10. რუ­სე­თი, 11. სერ­ბე­თი, 12. სი­რია, 13. სომ­ხე­თი, 14. სუ­და­ნი, 15. ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა და 16. შრი-ლან­კა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციას 62 ქვეყანამ დაუჭირა მხარი

იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციას 62 ქვეყანამ დაუჭირა მხარი

იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ გაეროს რეზოლუციას გუშინდელ სესიაზე 62 ქვეყანამ დაუჭირა მხარი, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, რიგით 67-ე სესიაზე, რომელიც ნიუ იორკში გაიმართა, დაფიქსირდა 62 მხარდამჭერი. თუმცა, ტექნიკური ხარვეზის გამო, ელექტრონული ღილაკის გაუმართაობის მიზეზით, საკუთარი მხარდაჭერა ვერ დააფიქსირა აზერბაიჯანმა. შემდგომ გაკეთდა შესაბამისი განცხადება და მას შემდეგ, რაც ოფიციალურად დადასტურდება აზერბაიჯანის მხარდაჭერა, აღნიშნულ რეზოლუციას ეყოლება 63 მხარდამჭერი.

რაც შეეხება მოწინააღმდეგეებს, მინისტრის განცხადებით, სესიაზე რეზოლუციას ჰყავდა 16 მოწინააღმდეგე ქვეყანა, რომელმაც მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას, ხოლო 84-მა წევრმა ქვეყანამ პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.

მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ მხარდამჭერების ზრდის ტენდენცია გრძელდება, არის დადებითი და ქვეყნისთვის სასიკეთო. საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა მხარდამჭერ ქვეყანას და იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესი შედეგს გამოიღებს და მხარდამჭერების რაოდენობა უფრო გაიზრდება.

ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჯერჯერობით არ აქვს ზუსტი ინფორმაცია იმ ქვეყნების შესახებ, რომლებმაც მხარი დაუჭირეს დღევანდელ სესიაზე ქართულ მხარეს.

წინა სესიაზე აღნიშნულ რეზოლუციას, რომლის სახელწოდებაა "აფხაზეთიდან (საქართველო) და ცხინვალის რეგიონიდან (სამხრეთ ოსეთი/საქართველო) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ", მხარი დაუჭირა 60 ქვეყანამ და მოწინააღმდეგე იყო 15.

ამასთან, რაც შეეხება 16 ქვეყანას, რომლებაც გუშინ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს. ეს ქვეყნებია - 1. ბელორუსი, 2. ვენესუელა, 3. ვიეტნამი, 4. ზიმბაბვე, 5. კუბა, 6. ლაოსი, 7. მიანმა, 8. ნაურუ, 9. ნიკარაგუა, 10. რუსეთი, 11. სერბეთი, 12. სირია, 13. სომხეთი, 14. სუდანი, 15. ჩრდილოეთ კორეა და 16. შრი-ლანკა.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"