სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტერაქტის მცდელობისთვის დაკავებული კადიევი მიხეილ სააკაშვილის მფრინავის სახლში ცხოვრობდა
ტერაქტის მცდელობისთვის დაკავებული კადიევი მიხეილ სააკაშვილის მფრინავის სახლში ცხოვრობდა

შსს-ს მიერ ტე­რაქ­ტის მცდე­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მფრი­ნა­ვის სახ­ლში ცხოვ­რობ­დნენ, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სარ­წმუ­ნო წყა­რომ აც­ნო­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რის უფ­როსს, ნინო გი­ორ­გო­ბი­ანს და­უ­კავ­შირ­და.

შე­კი­თხვა­ზე: "ადას­ტუ­რებთ თუ არა ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ შსს-ს მიერ და­კა­ვე­ბუ­ლი მი­კა­ელ კა­დი­ე­ვი და რიზ­ვან ომა­რო­ვი პრე­ზი­დენ­ტის უახ­ლო­ე­სი გა­რე­მოც­ვის, კერ­ძოდ, მისი პი­რა­დი მფრი­ნა­ვის, ვერ­ტმფრე­ნე­ბის კომ­პა­ნია "თუ­შე­თის" მფლო­ბე­ლის, ზაურ ქორ­თო­ში­ძის კუთ­ვნილ სახ­ლში ცხოვ­რობ­დნენ?", გი­ორ­გო­ბი­ან­მა გა­ნა­ცხა­და: "დიახ, მე გი­დას­ტუ­რებთ, რომ კა­დი­ევს ნაც­ნო­ბო­ბა აკავ­ში­რებს ზაურ ქორ­თო­ში­ძეს­თან და გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ის ცხოვ­რობ­და ქორ­თო­ში­ძე­ე­ბის კუთ­ვნილ ბი­ნა­ში. ეს პი­როვ­ნე­ბა უკვე და­კი­თხუ­ლია ჩვენს მიერ და მან ამის შე­სა­ხებ გა­ნუ­ცხა­და უკვე გა­მო­ძი­ე­ბას".

რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მომ­ზა­დე­ბის სტა­დი­ა­ზე ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის ჩა­დე­ნის მცდე­ლო­ბა აღ­კვე­თა. რო­გორც სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე შსს-ს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა ნინო გი­ორ­გო­ბი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, სა­ქარ­თვე­ლოს ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის, შს სა­მი­ნის­ტროს სხვა ოპე­რა­ტი­უ­ლი და­ნა­ყო­ფე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მჭიდ­რო და ეფექ­ტუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, დღეს გამ­თე­ნი­ი­სას, ქ.თბი­ლის­ში და­კა­ვე­ბუ­ლი იქ­ნენ უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მი­კა­ილ კა­დი­ე­ვი და რიზ­ვან ომა­რო­ვი.

მათი დრო­ე­ბი­თი სა­ცხოვ­რი­სი­დან, ჩხრე­კის შე­დე­გად ამო­ღე­ბუ­ლი იქნა დიდი ოდე­ნო­ბით ძლი­ერ­მოქ­მე­დი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა (სა­ვა­რა­უ­დოდ, პლას­ტი­დი) და ელექტრო­დე­ტო­ნა­ტო­რე­ბი, აგ­რეთ­ვე, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, საბ­რძო­ლო მა­სა­ლა და პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტა­ცია.

გა­მო­ძი­ე­ბის ამ ეტაპ­ზე უტყუ­ა­რად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ ინ­ტერ­პო­ლის მიერ ძებ­ნი­ლი კა­დი­ე­ვი სა­ქარ­თვე­ლოს თავს 2011 წლი­დან აფა­რებ­და, თუმ­ცა პე­რი­ო­დუ­ლად ტო­ვებ­და ქვეყ­ნის ფარ­გლებს.

ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ტენ­სი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის მომ­ზა­დე­ბა­ში მხი­ლე­ბულ პირ­თა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი კავ­ში­რე­ბის - ხელ­შემ­წყო­ბე­ბი­სა და მფარ­ვე­ლე­ბის - გა­მოვ­ლე­ნი­სა და გა­უვ­ნე­ბელ­ყო­ფის მიზ­ნით რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, აგ­რეთ­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, ვი­ნა­ი­დან მი­კა­ილ კა­დი­ე­ვის მიერ სხვა ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე პირი და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ერთ-ერთი ქვეყ­ნის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მიერ ჯერ კი­დევ 2012 წელს იქნა და­კა­ვე­ბუ­ლი.

"ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის პე­რი­ო­დულ ინ­ფორ­მი­რე­ბას გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბის თა­ო­ბა­ზე და გვსურს და­გარ­წმუ­ნოთ, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გა­ა­კე­თებს ყვე­ლა­ფერს ტე­რო­რიზ­მის საფრ­თხის­გან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დაც­ვის მიზ­ნით", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გო­ბი­ან­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ტერაქტის მცდელობისთვის დაკავებული კადიევი მიხეილ სააკაშვილის მფრინავის სახლში ცხოვრობდა

ტერაქტის მცდელობისთვის დაკავებული კადიევი მიხეილ სააკაშვილის მფრინავის სახლში ცხოვრობდა

შსს-ს მიერ ტერაქტის მცდელობისთვის დაკავებული პირები მიხეილ სააკაშვილის მფრინავის სახლში ცხოვრობდნენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სარწმუნო წყარომ აცნობა. აღნიშნულის გადასამოწმებლად "ინტერპრესნიუსი" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსს, ნინო გიორგობიანს დაუკავშირდა.

შეკითხვაზე: "ადასტურებთ თუ არა ინფორმაციას, რომ შსს-ს მიერ დაკავებული მიკაელ კადიევი და რიზვან ომაროვი პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვის, კერძოდ, მისი პირადი მფრინავის, ვერტმფრენების კომპანია "თუშეთის" მფლობელის, ზაურ ქორთოშიძის კუთვნილ სახლში ცხოვრობდნენ?", გიორგობიანმა განაცხადა: "დიახ, მე გიდასტურებთ, რომ კადიევს ნაცნობობა აკავშირებს ზაურ ქორთოშიძესთან და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის ცხოვრობდა ქორთოშიძეების კუთვნილ ბინაში. ეს პიროვნება უკვე დაკითხულია ჩვენს მიერ და მან ამის შესახებ განუცხადა უკვე გამოძიებას".

როგორც ცნობილია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომზადების სტადიაზე ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა აღკვეთა. როგორც საგანგებო ბრიფინგზე შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის, შს სამინისტროს სხვა ოპერატიული დანაყოფებისა და საქართველოს პროკურატურის მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობის ფარგლებში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დღეს გამთენიისას, ქ.თბილისში დაკავებული იქნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები მიკაილ კადიევი და რიზვან ომაროვი.

მათი დროებითი საცხოვრისიდან, ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ძლიერმოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება (სავარაუდოდ, პლასტიდი) და ელექტროდეტონატორები, აგრეთვე, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია.

გამოძიების ამ ეტაპზე უტყუარად დადასტურებულია, რომ ინტერპოლის მიერ ძებნილი კადიევი საქართველოს თავს 2011 წლიდან აფარებდა, თუმცა პერიოდულად ტოვებდა ქვეყნის ფარგლებს.

ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ტერორისტული აქტის მომზადებაში მხილებულ პირთა დანაშაულებრივი კავშირების - ხელშემწყობებისა და მფარველების - გამოვლენისა და გაუვნებელყოფის მიზნით როგორც ქვეყნის შიგნით, აგრეთვე საერთაშორისო ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, ვინაიდან მიკაილ კადიევის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის თანამონაწილე პირი დასავლეთ ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის სამართალდამცავების მიერ ჯერ კიდევ 2012 წელს იქნა დაკავებული.

"ჩვენ გავაგრძელებთ საზოგადოების პერიოდულ ინფორმირებას გამოძიების შედეგების თაობაზე და გვსურს დაგარწმუნოთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკეთებს ყველაფერს ტერორიზმის საფრთხისგან საქართველოს მოქალაქეების დაცვის მიზნით", - განაცხადა გიორგობიანმა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ