საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახი 100 ათას ლარს მიიღებს
საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახი 100 ათას ლარს მიიღებს

საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის დროს გარ­დაც­ვლი­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის ოჯა­ხი ერთჯე­რა­დი დახ­მა­რე­ბის სა­ხით ნაც­ვლად 15 ათა­სი­სა, 100 ათას ლარს მი­ი­ღებს. ამის შე­სა­ხებ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას ოფი­ცი­ა­ლურ "ფე­ის­ბუქ­ზე" მი­მარ­თვა გავ­რცელ­და.

"ჯა­რის­კა­ცი თა­ვი­სი სი­ცო­ცხლის ფა­სად იცავს სამ­შობ­ლოს, სამ­შობ­ლომ უნდა და­იც­ვას მისი ოჯა­ხი სა­ხელ­მწი­ფოს ღირ­სე­ბის საქ­მეა ღირ­სე­უ­ლად და­ა­ფა­სოს ყვე­ლა ის გმი­რი, ჩვე­ნი შვი­ლე­ბი თუ მა­მე­ბი, ვინც სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის­თვის თავი გა­წი­რა. სიმ­ბო­ლუ­რია, რომ დღეს ჩვე­ნი 7 გმი­რი, მი­ვა­ბა­რეთ მი­წას. გაც­ნობთ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ინი­ცი­ტი­ვას, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ და­უ­ჭი­რა მხა­რი, ჩვე­ნი გმი­რი ბი­ჭის ოჯა­ხე­ბის მხარ­და­ჭე­რის შე­სა­ხებ. სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის­თვის ჩვე­ნი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის, ერ­თი­ა­ნო­ბის­თვის ბრძო­ლა­ში და­ღუ­პუ­ლი ყვე­ლა გმი­რის ოჯა­ხი და­წყე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი­დან და დას­რუ­ლე­ბუ­ლი დღეს მიმ­დი­ნა­რე სა­ერ­თა­შო­რი­სო ოპე­რა­ცი­ე­ბით, მი­ი­ღე­ბენ ყო­ველ­თვი­უ­რად 1000 ლარს. ეს ცვლი­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ორ ეტა­პად, და­ი­წყე­ბა 2014 წელს და 2015 წელს დას­რულ­დე­ბა. ასე­ვე ცვლი­ლე­ბე­ბი შე­დის კა­ნონ­ში სამ­ხედ­რო მო­სამ­სხუ­რის შე­სა­ხებ. ამი­ე­რი­დან, საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის დროს გარ­დაც­ვლი­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის ოჯა­ხი ნაც­ვლად 15 ათა­სი­სა, მი­ი­ღებს 100 ათას ლარს ერთჯე­რად დახ­მა­რე­ბას. სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის დე­ვი­ზია - სამ­შობ­ლო, ღირ­სე­ბა, ერ­თგუ­ლე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმის­თვის, რომ ღირ­სე­უ­ლად და­ფას­დნენ ის გმი­რე­ბი, ვინც ჩვენ სამ­შობ­ლოს ბო­ლომ­დე უერ­თგუ­ლა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია მი­მარ­თვა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახი 100 ათას ლარს მიიღებს

საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახი 100 ათას ლარს მიიღებს

საბრძოლო მოქმედებების დროს გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახი ერთჯერადი დახმარების სახით ნაცვლად 15 ათასისა, 100 ათას ლარს მიიღებს. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას ოფიციალურ "ფეისბუქზე" მიმართვა გავრცელდა.

"ჯარისკაცი თავისი სიცოცხლის ფასად იცავს სამშობლოს, სამშობლომ უნდა დაიცვას მისი ოჯახი სახელმწიფოს ღირსების საქმეა ღირსეულად დააფასოს ყველა ის გმირი, ჩვენი შვილები თუ მამები, ვინც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის თავი გაწირა. სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენი 7 გმირი, მივაბარეთ მიწას. გაცნობთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინიციტივას, რომელსაც საქართველოს მთავრობამ დაუჭირა მხარი, ჩვენი გმირი ბიჭის ოჯახების მხარდაჭერის შესახებ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ყველა გმირის ოჯახი დაწყებული აფხაზეთის საბრძოლო მოქმედებებიდან და დასრულებული დღეს მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციებით, მიიღებენ ყოველთვიურად 1000 ლარს. ეს ცვლილება განხორციელდება ორ ეტაპად, დაიწყება 2014 წელს და 2015 წელს დასრულდება. ასევე ცვლილებები შედის კანონში სამხედრო მოსამსხურის შესახებ. ამიერიდან, საბრძოლო მოქმედებების დროს გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახი ნაცვლად 15 ათასისა, მიიღებს 100 ათას ლარს ერთჯერად დახმარებას. საქართველოს შეიარაღებული ძალების დევიზია - სამშობლო, ღირსება, ერთგულება. საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ღირსეულად დაფასდნენ ის გმირები, ვინც ჩვენ სამშობლოს ბოლომდე უერთგულა", - აღნიშნულია მიმართვაში.

"ინტერპრესნიუსი"

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?