თსუ-ს რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა თანამდებობა დატოვა. გადადგომის შესახებ კვიტაშვილის განცხადება თსუ-ს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. საგანგებო განცხადება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე წუთში გაკეთდება. სავარაუდოდ, დღესვე დასახელდება თარიღი, როდესაც თსუ-ში რექტორის არჩევნები გაიმართება.