სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სავალუტო ფონდის მისია მთავრობას მოუწოდებს, ენერგოფასების განსაზღვრისას წესებზე დამყარებულ მექანიზმს დაუბრუნდეს
 სავალუტო ფონდის მისია მთავრობას მოუწოდებს, ენერგოფასების განსაზღვრისას წესებზე დამყარებულ მექანიზმს დაუბრუნდეს

სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის მი­სი­ის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ტა­რი­ფე­ბის ბო­ლოდ­რო­ინ­დელ­მა შემ­ცი­რე­ბამ ელექტრო­ე­ნერ­გი­ის სა­დის­ტრი­ბუ­ციო კომ­პა­ნი­ე­ბის რენ­ტა­ბე­ლო­ბა შე­ამ­ცი­რა , რის კონ­ტექ­სტშიც ფონ­დი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ ინ­ვეს­ტი­რე­ბა შე­ფერ­ხდეს.

ამის შე­სა­ხებ მი­სია სა­ქარ­თვე­ლო­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ დას­კვნით გან­ცხა­დე­ბა­ში სა­უბ­რობს და მეტი გამჭვირ­ვა­ლო­ბის­თვის მთავ­რო­ბას ელექტრო­ე­ნერ­გი­ის სა­დის­ტრი­ბუ­ციო კომ­პა­ნი­ებ­თან მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბე­ბის პი­რო­ბე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

"მთავ­რო­ბამ ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოს, რომ მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ენერ­გე­ტი­კის სექ­ტორ­ში იყოს გამჭვირ­ვა­ლე­ბის და სა­მარ­თლი­ა­ნი "თა­მა­შის წე­სე­ბის" დაც­ვით, რის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა­საც ენერ­გე­ტი­კის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი უზ­რუნ­ველ­ყოფს. ტა­რი­ფე­ბის ბო­ლოდ­რო­ინ­დელ­მა შემ­ცი­რე­ბამ ელექტრო­ე­ნერ­გი­ის სა­დის­ტრი­ბუ­ციო კომ­პა­ნი­ე­ბის რენ­ტა­ბე­ლო­ბა შე­ამ­ცი­რა და შე­იძ­ლე­ბა შე­ა­ფერ­ხოს ინ­ვეს­ტი­რე­ბა. გამჭვირ­ვა­ლო­ბის მიზ­ნით მთავ­რო­ბას მო­ვუ­წო­დებთ გა­მო­აქ­ვეყ­ნოს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის სა­დის­ტრი­ბუ­ციო კომ­პა­ნი­ებ­თან მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბე­ბის პი­რო­ბე­ბი, რათა ტა­რი­ფე­ბის შემ­ცი­რე­ბის უკან მდგო­მი მი­ზე­ზე­ბი გა­სა­გე­ბი გახ­დეს", - ნათ­ქვა­მია მი­სი­ის დას­კვნით გან­ცხა­დე­ბა­ში.

ამას­თან, ორ­გა­ნი­ზა­ცია მი­იჩ­ნევს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს უზარ­მა­ზა­რი პო­ტენ­ცი­ა­ლის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის­თვის სა­ჭი­რო ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­სა­ზი­დად მთავ­რო­ბამ, თა­ვის პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად, დარ­გის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ჩარ­ჩო სის­ტე­მის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად უნდა იმუ­შა­ოს. იქვე მი­სია სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას მო­უ­წო­დებს, ენერ­გო­ფა­სე­ბის გან­სა­ზღვრი­სას წე­სებ­ზე დამ­ყა­რე­ბულ მე­ქა­ნიზმს და­უბ­რუნ­დეს.

"ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ მთავ­რო­ბას, და­უბ­რუნ­დნენ წე­სებ­ზე დამ­ყა­რე­ბულ მე­ქა­ნიზმს ენერ­გო­ფა­სე­ბის გან­სა­ზღვრი­სას და ოპე­რა­ტი­უ­ლად შე­ი­მუ­შა­ონ ენერ­გო პო­ლი­ტი­კის სტრა­ტე­გია. ზემ­ოთხსე­ნე­ბულ­მა ნა­ბი­ჯებ­მა უნდა შე­ამ­სუ­ბუ­ქონ ინ­ვეს­ტო­რე­ბის წუ­ხი­ლი იმის თა­ო­ბა­ზე, რომ მთავ­რო­ბა შე­იძ­ლე­ბა მო­მა­ვალ­შიც ჩა­ე­რი­ოს ფა­სე­ბი­სა და გა­დამ­ცე­მი ხა­ზე­ბის წვდო­მის გან­სა­ზღვრა­ში. ამით ახა­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა მოხ­დე­ბა. იგი­ვე მიდ­გო­მით შე­იძ­ლე­ბა შემ­ცირ­დეს ენერ­გი­ის გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი შეს­ყიდ­ვის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­თა აუ­ცი­ლებ­ლო­ბაც, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბას მნიშ­ვნე­ლოვ­ნად უზ­რდის სა­ვა­რა­უ­დო ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს და ამ­დე­ნად მხო­ლოდ ბოლო ინ­სტან­ცი­ად უნდა იქ­ნეს დაშ­ვე­ბუ­ლი - მას შემ­დეგ, რაც ენერ­გო პო­ლი­ტი­კის სტრა­ტე­გი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ყვე­ლა სხვა მე­თო­დი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­კუ­მენ­ტში.

რაც შე­ე­ხე­ბა ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ტა­რიფს, მი­სია მთავ­რო­ბას მო­უ­წო­დებს, რომ ბუ­ნებ­რივ აირ­ზე ფა­სე­ბის გან­სა­ზღვრის დროს მაქ­სი­მა­ლუ­რად მოხ­დეს პო­ტენ­ცი­უ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბა, რაც, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­ფა­სე­ბით­ვე, "ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის იმ­პორ­ტის და­ბა­ლი ფა­სით არის შექ­მნი­ლი".

სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის მი­სი­ის დას­კვნი­თი გან­ცხა­დე­ბა მიმ­დი­ნა­რე წლის 10 ივ­ნისს გა­მოქ­ვეყ­ნდა. ინ­ფორ­მა­ცია "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი თარ­გმა­ნის სა­ფუძ­ველ­ზე მომ­ზად­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

სავალუტო ფონდის მისია მთავრობას მოუწოდებს, ენერგოფასების განსაზღვრისას წესებზე დამყარებულ მექანიზმს დაუბრუნდეს

 სავალუტო ფონდის მისია მთავრობას მოუწოდებს, ენერგოფასების განსაზღვრისას წესებზე დამყარებულ მექანიზმს დაუბრუნდეს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის განცხადებით, საქართველოში ტარიფების ბოლოდროინდელმა შემცირებამ ელექტროენერგიის სადისტრიბუციო კომპანიების რენტაბელობა შეამცირა , რის კონტექსტშიც ფონდი არ გამორიცხავს, რომ ინვესტირება შეფერხდეს.

ამის შესახებ მისია საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ დასკვნით განცხადებაში საუბრობს და მეტი გამჭვირვალობისთვის მთავრობას ელექტროენერგიის სადისტრიბუციო კომპანიებთან მიღწეული შეთანხმებების პირობების გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს.

"მთავრობამ ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ მისი მონაწილეობა ენერგეტიკის სექტორში იყოს გამჭვირვალების და სამართლიანი "თამაშის წესების" დაცვით, რის მეთვალყურეობასაც ენერგეტიკის დამოუკიდებელი მარეგულირებელი უზრუნველყოფს. ტარიფების ბოლოდროინდელმა შემცირებამ ელექტროენერგიის სადისტრიბუციო კომპანიების რენტაბელობა შეამცირა და შეიძლება შეაფერხოს ინვესტირება. გამჭვირვალობის მიზნით მთავრობას მოვუწოდებთ გამოაქვეყნოს ელექტროენერგიის სადისტრიბუციო კომპანიებთან მიღწეული შეთანხმებების პირობები, რათა ტარიფების შემცირების უკან მდგომი მიზეზები გასაგები გახდეს", - ნათქვამია მისიის დასკვნით განცხადებაში.

ამასთან, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საქართველოს უზარმაზარი პოტენციალის რეალიზაციისთვის საჭირო ინვესტიციების მოსაზიდად მთავრობამ, თავის პარტნიორებთან ერთად, დარგის მარეგულირებელი ჩარჩო სისტემის გასაუმჯობესებლად უნდა იმუშაოს. იქვე მისია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ენერგოფასების განსაზღვრისას წესებზე დამყარებულ მექანიზმს დაუბრუნდეს.

"ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, დაუბრუნდნენ წესებზე დამყარებულ მექანიზმს ენერგოფასების განსაზღვრისას და ოპერატიულად შეიმუშაონ ენერგო პოლიტიკის სტრატეგია. ზემოთხსენებულმა ნაბიჯებმა უნდა შეამსუბუქონ ინვესტორების წუხილი იმის თაობაზე, რომ მთავრობა შეიძლება მომავალშიც ჩაერიოს ფასებისა და გადამცემი ხაზების წვდომის განსაზღვრაში. ამით ახალი ინვესტიციების წახალისება მოხდება. იგივე მიდგომით შეიძლება შემცირდეს ენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებათა აუცილებლობაც, რომელიც მთავრობას მნიშვნელოვნად უზრდის სავარაუდო ვალდებულებებს და ამდენად მხოლოდ ბოლო ინსტანციად უნდა იქნეს დაშვებული - მას შემდეგ, რაც ენერგო პოლიტიკის სტრატეგიაში აღნიშნული ყველა სხვა მეთოდი გამოყენებული იქნება", - აღნიშნულია დოკუმენტში.

რაც შეეხება ბუნებრივი აირის ტარიფს, მისია მთავრობას მოუწოდებს, რომ ბუნებრივ აირზე ფასების განსაზღვრის დროს მაქსიმალურად მოხდეს პოტენციურად მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებლის მიღება, რაც, ორგანიზაციის შეფასებითვე, "ბუნებრივი აირის იმპორტის დაბალი ფასით არის შექმნილი".

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის დასკვნითი განცხადება მიმდინარე წლის 10 ივნისს გამოქვეყნდა. ინფორმაცია "ინტერპრესნიუსის" არაოფიციალური თარგმანის საფუძველზე მომზადდა.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ