პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი სიგუა - სააკაშვილს ერთი ბოთლი წყალი ჰქონდა და ისიც სულ გამოცალა მაშინ, როცა ჩემ კითხვებს უსმენდა
 გიორგი სიგუა - სააკაშვილს ერთი ბოთლი წყალი ჰქონდა და ისიც სულ გამოცალა მაშინ, როცა ჩემ კითხვებს უსმენდა

ცოტა ხნის წინ სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლად გი­ორ­გი სი­გუა და­ი­ნიშ­ნა. სწო­რედ ტუ­რიზ­მის თე­მით და­ვი­წყეთ მას­თან სა­უ­ბა­რი:

- თქვენ გახ­დით ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, რა­საც გი­ლო­ცავთ. მსგავს სფე­რო­ში მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა თუ გაქვთ?

- რა თქმა უნდა, თან ძა­ლი­ან დიდი. მე ვცხოვ­რობ­დი 12 სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში და კი­დევ უფრო მეტ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ქა­ლაქ­ში. ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში გი­და­დაც ვმუ­შა­ობ­დი, ტურ-ოპე­რა­ტო­რა­დაც, ტუ­რის­ტებს ვეხ­მა­რე­ბო­დი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შეს­ყიდ­ვა­ში თუ სხვა სა­ხის ოპე­რა­ცი­ებ­ში. 2006 წელს მოვ­ხვდი უკ­რა­ი­ნა­ში, კი­ევ­ში და სამ­სა­ხუ­რის სა­პოვ­ნე­ლად მი­ვა­კი­თხე სას­ტუმ­რო "პრე­მი­ერ პა­ლასს", სა­დაც მი­თხრეს, რომ ვა­კან­სია არ ჰქონ­დათ, თუმ­ცა ჰქონ­დათ კონ­კურ­სი. უნდა გა­ეგ­ზავ­ნათ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი შვე­ი­ცა­რულ ტუ­რის­ტულ სას­წავ­ლე­ბელ­ში სას­წავ­ლებ­ლად. 14 000 ევ­რო­თი აფი­ნან­სებ­დნენ თი­თო­ე­ულს. მი­ვი­ღე კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და გა­ვი­მარ­ჯვე. გა­ვი­ა­რე კურ­სე­ბი და შემ­დეგ ვმუ­შა­ობ­დი "პერ­მი­ერ პა­ლას­ში"...

- რა იქ­ნე­ბა თქვე­ნი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი ახალ სამ­სა­ხურ­ში?

- 18 ივ­ნისს ვა­პი­რებ ჩა­ვა­ტა­რო მას­შტა­ბუ­რი შეხ­ვედ­რა კერ­ძო სექ­ტორ­თან, ტუ­რის­ტუ­ლი ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. ამის შემ­დეგ გა­გაც­ნობთ სა­მო­მავ­ლო სტრა­ტე­გი­ა­საც. თუმ­ცა მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა, რომ აუ­ცი­ლებ­ლად მი­ექ­ცე­ვა ყუ­რა­დღე­ბა შიდა ტუ­რიზმს. ტუ­რის­ტი ხომ მარ­ტო უცხო­ე­თი­დან ჩა­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნი არაა.

- არ­ცთუ ისე დიდი ხნის წინ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, რომ ტუ­რის­ტებ­ზე შე­საძ­ლოა ერ­თგვა­რი ლი­მი­ტი და­წეს­დეს ანუ ერთი ქვეყ­ნი­დან მხო­ლოდ გან­სა­ზღვრუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი ხალ­ხის შე­მოს­ვლა. თქვენ რას ფიქ­რობთ ამა­ზე?

- რას ქვია, ლი­მი­ტი უნდა და­წეს­დეს? და რა­ტომ? სი­მარ­თლე გი­თხრათ, ამა­ზე ინ­ფორ­მა­ცია არა მაქვს, ეს თქვენ­გან მეს­მის პირ­ვე­ლად, თუმ­ცა, ვერ ვხვდე­ბი, რა აზრი უნდა ჰქონ­დეს ამას.

- სოც.ქსე­ლებ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ თქვენ ხართ ფო­რუმ.ჯი-ს აქ­ტი­უ­რი იუ­ზე­რი, ნი­კით "უნ­ბე­სი­ტო". შე­ე­სა­ბა­მე­ბა თუ არა ეს სი­მარ­თლეს?

- რო­მელ ფო­რუმ­ზე? გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძის ფო­რუმ­ზე?

- სა­უ­ბა­რია www. Forum.ge - ზე.

- რა­ღაც მა­გის მსგავ­სი მეც გა­მი­გია, მაგ­რამ არა­ვი­თარ "უნ­ბე­სი­ტოს" არ ვიც­ნობ.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

გიორგი სიგუა - სააკაშვილს ერთი ბოთლი წყალი ჰქონდა და ისიც სულ გამოცალა მაშინ, როცა ჩემ კითხვებს უსმენდა

 გიორგი სიგუა - სააკაშვილს ერთი ბოთლი წყალი ჰქონდა და ისიც სულ გამოცალა მაშინ, როცა ჩემ კითხვებს უსმენდა

ცოტა ხნის წინ საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელად გიორგი სიგუა დაინიშნა. სწორედ ტურიზმის თემით დავიწყეთ მასთან საუბარი:

- თქვენ გახდით ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რასაც გილოცავთ. მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება თუ გაქვთ?

- რა თქმა უნდა, თან ძალიან დიდი. მე ვცხოვრობდი 12 სხვადასხვა ქვეყანაში და კიდევ უფრო მეტ საუნივერსიტეტო ქალაქში. ამ პერიოდის განმავლობაში გიდადაც ვმუშაობდი, ტურ-ოპერატორადაც, ტურისტებს ვეხმარებოდი უძრავი ქონების შესყიდვაში თუ სხვა სახის ოპერაციებში. 2006 წელს მოვხვდი უკრაინაში, კიევში და სამსახურის საპოვნელად მივაკითხე სასტუმრო "პრემიერ პალასს", სადაც მითხრეს, რომ ვაკანსია არ ჰქონდათ, თუმცა ჰქონდათ კონკურსი. უნდა გაეგზავნათ რამდენიმე ადამიანი შვეიცარულ ტურისტულ სასწავლებელში სასწავლებლად. 14 000 ევროთი აფინანსებდნენ თითოეულს. მივიღე კონკურსში მონაწილეობა და გავიმარჯვე. გავიარე კურსები და შემდეგ ვმუშაობდი "პერმიერ პალასში"...

- რა იქნება თქვენი პირველი ნაბიჯები ახალ სამსახურში?

- 18 ივნისს ვაპირებ ჩავატარო მასშტაბური შეხვედრა კერძო სექტორთან, ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებთან. ამის შემდეგ გაგაცნობთ სამომავლო სტრატეგიასაც. თუმცა მინდა ხაზი გავუსვა, რომ აუცილებლად მიექცევა ყურადღება შიდა ტურიზმს. ტურისტი ხომ მარტო უცხოეთიდან ჩამოსული ადამიანი არაა.

- არცთუ ისე დიდი ხნის წინ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა გააკეთა განცხადება, რომ ტურისტებზე შესაძლოა ერთგვარი ლიმიტი დაწესდეს ანუ ერთი ქვეყნიდან მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობით იქნება შესაძლებელი ხალხის შემოსვლა. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

- რას ქვია, ლიმიტი უნდა დაწესდეს? და რატომ? სიმართლე გითხრათ, ამაზე ინფორმაცია არა მაქვს, ეს თქვენგან მესმის პირველად, თუმცა, ვერ ვხვდები, რა აზრი უნდა ჰქონდეს ამას.

- სოც.ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ ხართ ფორუმ.ჯი-ს აქტიური იუზერი, ნიკით "უნბესიტო". შეესაბამება თუ არა ეს სიმართლეს?

- რომელ ფორუმზე? გუბაზ სანიკიძის ფორუმზე?

- საუბარია www. Forum.ge - ზე.

- რაღაც მაგის მსგავსი მეც გამიგია, მაგრამ არავითარ "უნბესიტოს" არ ვიცნობ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია