ვახტანგ ბალავაძე არჩევნების შედეგების გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით დაიკითხება

ვახტანგ ბალავაძე არჩევნების შედეგების გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით დაიკითხება

პროკურატურა იმერეთში პრეზიდენტის რწმუნებულის, ვახტანგ ბალავაძის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში, იმერეთის გუბერნატორი ვახტანგ ბალავაძე და ხაშურის რესურსცენტის ყოფილი თანამშრომელი გიორგი შუბითიძე დღეს, 15.00 საათზე საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით, მოწმის სტატუსით დაიბარეს.

საქმე ეხება 2012 წლის 1 ოქტომბერს ხაშურის რაიონში საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბების ფაქტს, რომელზეც გამოძიება შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ