ანკარაში პოლიციამ ანტისამთავრობო აქციაზე ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

ანკარაში პოლიციამ ანტისამთავრობო აქციაზე ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

ანკარაში პოლიციამ ანტისამთავრობო აქციაზე დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. როგორც უცხოური მედია წერს, ქუჩაში დაახლოებით 2000-მდე დემონსტრანტი იყო შეკრებილი და ანტისახელისუფლებო ლოზუნგებით გამოდიოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დააკავეს მძღოლი, რომელმაც ავტომანქანის საყვირის მეშვეობით აქციის მონაწილეების მხარდაჭერა გამოხატა.

თურქეთში ანტისამთავრობო აქციები ორ კვირაზე მეტია, რაც მიმდინარეობს.

თურქეთის ადამიანის უფლებადამცველი ფონდის მონაცემებით, ქვეყანაში მიმდინარე მასობრივ აქციებს სამი ადამიანი ესმხვერპლა, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაშავებულია 5 ათასზე მეტი დემონსტრანტი. ხელისუფლების ინფორმაციით, დაშავებულთა შორის 600 პოლიციელია.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა