მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:25-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად. კარგი დღეა მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვანესა პარადი შვილს ნაადრევი პოპურალობისგან იცავს
ვანესა პარადი შვილს ნაადრევი პოპურალობისგან იცავს

ფრან­გი კი­ნო­ვარ­სკვლა­ვი ვა­ნე­სა პა­რა­დი იმ დე­დე­ბის რი­ცხვს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა, რომ­ლე­ბიც წარ­მა­ტე­ბით უთავ­სე­ბენ ერ­თმა­ნეთს კა­რი­ე­რა­სა და შვი­ლე­ბის აღ­ზრდას.

"თა­ვის მო­ტყუ­ე­ბა არ ღირს. იყო მსა­ხი­ო­ბი და თან დედა, ძა­ლი­ან რთუ­ლია. მაგ­რამ რო­დე­საც ვფიქ­რობ იმ ქა­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ფერს მარ­ტო აკე­თე­ბენ, რომ­ლებ­საც არ ჰყავთ დამ­ხმა­რე­ე­ბი, სამ­სა­ხუ­რი­დან შინ ბრუნ­დე­ბი­ან და სახ­ლის საქ­მე­ებ­საც მარ­ტო უძღვე­ბი­ან, მა­შინ ვხვდე­ბი, რომ ჩემ­თვის ეს გა­ცი­ლე­ბით ად­ვი­ლია. ყო­ველ­თვის მინ­დო­და დე­დო­ბა და იმე­დი მაქვს, ერ­თმა­ნეთს კარ­გად ვუ­თავ­სებ შე­მოქ­მე­დე­ბით კა­რი­ე­რას და შვი­ლე­ბის აღ­ზრდას", - აღ­ნიშ­ნა ვა­ნე­სა პა­რა­დიმ 7days-თან სა­უბ­რი­სას.

თა­ვად პა­რა­დი პო­პუ­ლა­რუ­ლი 14 წლის ასაკ­ში გახ­და და მან კარ­გად იცის ნა­ად­რე­ვი პო­პუ­ლა­რო­ბის უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბი. სწო­რედ ამი­ტომ ვარ­სკვლავს სურს შვი­ლე­ბი ამის­გან და­იც­ვას.

"არა­ფერს ვნა­ნობ, მაგ­რამ მინ­და, რომ ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი უფრო დიდ­ხანს დატ­კბეს სა­კუ­თა­რი ბავ­შვო­ბით. ლილი-რო­უზს ძა­ლი­ან უყ­ვარს სიმ­ღე­რა, თა­ვა­დაც წერს სიმ­ღე­რებს, მაგ­რამ იმე­დი მაქვს, შეძ­ლებს მოც­დას და ცხოვ­რე­ბის­თვის უკეთ მომ­ზა­დე­ბას. მე და ჯონი ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დით დაგ­ვეც­ვა ბავ­შვე­ბი სა­ჯა­რო­ო­ბი­სა და შო­უ­ბიზ­ნე­სის­გან. თუ ჩემს გო­გო­ნას შეს­თა­ვა­ზე­ბენ ალ­ბო­მის ჩა­წე­რას ან ფილმში გა­და­ღე­ბას, რა თქმა უნდა, არ და­ვუშ­ლი, მაგ­რამ ვეც­დე­ბი, ისე­თი­ვე სიყ­ვა­რუ­ლი და მზრუნ­ვე­ლო­ბა მივ­ცე, რო­გო­რიც თა­ვის დრო­ზე მე მომ­ცეს ჩემ­მა მშობ­ლებ­მა", - გა­ნა­ცხა­და ვა­ნე­სამ.

ვა­ნე­სა პა­რა­დიმ პი­რად სა­სიყ­ვა­რუ­ლო გა­მოც­დი­ლე­ბა­ზეც ისა­უბ­რა.

"სიყ­ვა­რულ­ში არ არ­სე­ბო­ბენ მარ­თლე­ბი და დამ­ნა­შა­ვე­ნი. ერთი ადა­მი­ა­ნის­თვის სიყ­ვა­რუ­ლი ერთს ნიშ­ნავს, მე­ო­რეს­თვის მე­ო­რეს. შე­უძ­ლე­ბე­ლია, ვინ­მეს შენი პი­რო­ბე­ბი წა­უ­ყე­ნო. თა­ვად ეს გრძნო­ბა მუდ­მივ მოძ­რა­ო­ბა­შია, იც­ვლე­ბა. ღრმა სი­ბე­რე­შიც კი შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი ახა­ლი რამ შე­ი­ტყო სიყ­ვა­რულ­ზე. სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი და ყვე­ლა­ზე ფა­ქი­ზი გრძნო­ბაა. მე არ მაქვს მზა რე­ცეპ­ტი იმი­სა, თუ რო­გორ უნდა გახ­დე ბედ­ნი­ე­რი. არ მეს­მის, რო­დე­საც ამ­ბო­ბენ: "ბევ­რი უნდა იმუ­შაო, რათა ურ­თი­ერ­თო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნო". სი­სუ­ლე­ლეა. მხო­ლოდ სურ­ვი­ლი უნდა გქონ­დეს, რომ დარ­ჩე ამ ადა­მი­ან­თან. თუ რა­ღაც თა­ვი­დან­ვე არ გა­მო­დის, არც ღირს ცდა", - აღ­ნიშ­ნა ვა­ნე­სა პა­რა­დიმ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია 7days.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოს საკითხი კვლავ საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია - რას აცხადებენ დეპუტატები

ვანესა პარადი შვილს ნაადრევი პოპურალობისგან იცავს

ვანესა პარადი შვილს ნაადრევი პოპურალობისგან იცავს

ფრანგი კინოვარსკვლავი ვანესა პარადი იმ დედების რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც წარმატებით უთავსებენ ერთმანეთს კარიერასა და შვილების აღზრდას.

"თავის მოტყუება არ ღირს. იყო მსახიობი და თან დედა, ძალიან რთულია. მაგრამ როდესაც ვფიქრობ იმ ქალებზე, რომლებიც ყველაფერს მარტო აკეთებენ, რომლებსაც არ ჰყავთ დამხმარეები, სამსახურიდან შინ ბრუნდებიან და სახლის საქმეებსაც მარტო უძღვებიან, მაშინ ვხვდები, რომ ჩემთვის ეს გაცილებით ადვილია. ყოველთვის მინდოდა დედობა და იმედი მაქვს, ერთმანეთს კარგად ვუთავსებ შემოქმედებით კარიერას და შვილების აღზრდას", - აღნიშნა ვანესა პარადიმ 7days-თან საუბრისას.

თავად პარადი პოპულარული 14 წლის ასაკში გახდა და მან კარგად იცის ნაადრევი პოპულარობის უარყოფითი მხარეები. სწორედ ამიტომ ვარსკვლავს სურს შვილები ამისგან დაიცვას.

"არაფერს ვნანობ, მაგრამ მინდა, რომ ჩემი ქალიშვილი უფრო დიდხანს დატკბეს საკუთარი ბავშვობით. ლილი-როუზს ძალიან უყვარს სიმღერა, თავადაც წერს სიმღერებს, მაგრამ იმედი მაქვს, შეძლებს მოცდას და ცხოვრებისთვის უკეთ მომზადებას. მე და ჯონი ყოველთვის ვცდილობდით დაგვეცვა ბავშვები საჯაროობისა და შოუბიზნესისგან. თუ ჩემს გოგონას შესთავაზებენ ალბომის ჩაწერას ან ფილმში გადაღებას, რა თქმა უნდა, არ დავუშლი, მაგრამ ვეცდები, ისეთივე სიყვარული და მზრუნველობა მივცე, როგორიც თავის დროზე მე მომცეს ჩემმა მშობლებმა", - განაცხადა ვანესამ.

ვანესა პარადიმ პირად სასიყვარულო გამოცდილებაზეც ისაუბრა.

"სიყვარულში არ არსებობენ მართლები და დამნაშავენი. ერთი ადამიანისთვის სიყვარული ერთს ნიშნავს, მეორესთვის მეორეს. შეუძლებელია, ვინმეს შენი პირობები წაუყენო. თავად ეს გრძნობა მუდმივ მოძრაობაშია, იცვლება. ღრმა სიბერეშიც კი შეიძლება ბევრი ახალი რამ შეიტყო სიყვარულზე. სიყვარული ყველაზე ძლიერი და ყველაზე ფაქიზი გრძნობაა. მე არ მაქვს მზა რეცეპტი იმისა, თუ როგორ უნდა გახდე ბედნიერი. არ მესმის, როდესაც ამბობენ: "ბევრი უნდა იმუშაო, რათა ურთიერთობა შეინარჩუნო". სისულელეა. მხოლოდ სურვილი უნდა გქონდეს, რომ დარჩე ამ ადამიანთან. თუ რაღაც თავიდანვე არ გამოდის, არც ღირს ცდა", - აღნიშნა ვანესა პარადიმ.

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება