კანადელმა ბეტი კონვერმა 90-ე დაბადების დღე ორიგინალურად აღნიშნა. მან ცათამბჯენ CN Tower-ის კიდეზე გაიარა, რომელიც მიწიდან 365 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მისი თქმით, 91-ე დაბადების დღეზე "სქაიდაივინგით" დაკავდება.
როგორც CBC News-ი იუწყება, კონვერის შვილები წინააღმდეგი იყვნენ იმისა, რომ დედას ასეთ სახიფათო ნაბიჯი გადაედგა, თუმცა ბეტის მხარდაჭერა შვილიშვილებმა გამოუცხადეს.
მოვლენას ბეტის ოჯახის სამი თაობა ადევნებდა თვალს. თავად იუბილარი აცხადებს, რომ ცათამბჯენის კიდეზე გასეირნება ერთ-ერთი იყო მოქმედებების სიიდან, რომლებიც სიკვდილამდე უნდა ჩაიდინოს.
მომზადებულია CBC News-ს მიხედვით.