სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალექსანდრე კვიტაშვილი: "არ მაქვს აკადემიური ხარისხი და არც არასდროს მიმაჩნდა ეს გადამწყვეტად"
ალექსანდრე კვიტაშვილი: "არ მაქვს აკადემიური ხარისხი და არც არასდროს მიმაჩნდა ეს გადამწყვეტად"

"უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, თსუ-ს რექ­ტორს - ალექ­სან­დრე კვი­ტაშ­ვილ­საც შე­ე­ხე­ბა", - გა­ნა­ცხა­და გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტში წარ­დგე­ნილ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მი­სი­ვე თქმით, უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის­თვის აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხი აუ­ცი­ლე­ბე­ლია."ბუ­ნებ­რი­ვია, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი უნდა იყოს აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხის მა­ტა­რე­ბე­ლი... ეს, სა­ვა­რა­უ­დოდ, ეხე­ბა სან­დრო კვი­ტაშ­ვილ­საც. პი­რა­დად, არ შე­მის­წავ­ლია და არ გა­მო­მი­თხო­ვია მისი სა­კი­თხი. თუ ვინ­მეს მსოფ­ლი­ო­ში აქვს ამა­ზე სა­კა­მა­თო, რომ უნი­ვერ­სი­ტეტს უნდა მარ­თავ­დეს აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხის მქო­ნე პირი, მე­კა­მა­თოს", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მტკი­ცე­ბით, ახა­ლი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა, რად­გან, როცა რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია ხდე­ბა, სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­ულ პი­რე­ბის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელს მთავ­რო­ბა ნიშ­ნავს, ასე იყო ყო­ველ­თვის..."უბ­რა­ლოდ, ახლა კა­ნო­ნით ზუს­ტდე­ბა, რომ გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის წარ­დგი­ნე­ბით, რექ­ტო­რებს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და­ნიშ­ნავს. ამას­თა­ნა­ვე გა­დავ­წყვი­ტეთ, უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის არც ერთ ხელ­მძღვა­ნელს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა არ შე­უ­წყდეს. სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ და მი­ნის­ტრის სა­ხე­ლი­თაც შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ არც ერთი რექ­ტო­რის შეც­ვლას არ ვა­პი­რებთ"...

რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ლო­დინ­შია თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი ალექ­სან­დრე კვი­ტაშ­ვი­ლიც.

- ბუ­ნებ­რი­ვია, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი მეც შე­მე­ხე­ბა, რად­გან ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის თა­ნახ­მად, უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რო­ბა მხო­ლოდ უმაღ­ლე­სი აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხის მქო­ნე ადა­მი­ანს შე­უძ­ლია. თუმ­ცა, მი­მაჩ­ნია, რომ ადა­მი­ა­ნის წარ­მა­ტე­ბუ­ლო­ბას ძა­ლი­ან ბევ­რი სხვა ფაქ­ტო­რიც შე­იძ­ლე­ბა გან­სა­ზღვრავ­დეს. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მაქვს შე­სა­ბა­მი­სი გა­ნათ­ლე­ბაც, უნა­რიც და ამ სფე­რო­ში მარ­თვის 20-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბაც. ამას მოწ­მობს ჩემი მა­გის­ტრის ხა­რის­ხიც. დიახ, არ მაქვს, აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხი, მაგ­რამ არას­დროს მი­მაჩ­ნდა, რომ ეს გა­დამ­წყვე­ტი იყო. არ ვიცი, რამ­დე­ნად იქ­ნე­ბო­და ჩემი, რო­გორც რექ­ტო­რის წარ­მა­ტე­ბუ­ლო­ბის გა­რან­ტი, ამ ხა­რის­ხის ქონა... ასე­ვე შეც­დო­მაა ის, რომ დოქ­ტო­რანტს არ შე­უძ­ლია ასის­ტენტ-პრო­ფეს­ო­რად იმუ­შა­ოს, - ამ შემ­თხვე­ვა­ში ახა­ლი კად­რის მო­დი­ნე­ბა შე­წყდე­ბა, რად­გან ინ­ტე­რე­სი და­ი­კარ­გე­ბა. თუ ლექ­ცი­ის წა­კი­თხვის გა­მოც­დი­ლე­ბა არ აქვს, დოქ­ტო­რან­ტი პრო­ფე­სო­რი ვერ გახ­დე­ბა, რაც სტი­მულს კლავს. ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ვღე­ლავ, თო­რემ ნამ­დვი­ლად არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, მე ვიქ­ნე­ბი აქ თუ სხვა, მთა­ვა­რია, ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მყო­ფი ადა­მი­ა­ნი აკა­დე­მი­ურ­მა საბ­ჭომ აირ­ჩი­ოს.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ალექსანდრე კვიტაშვილი: "არ მაქვს აკადემიური ხარისხი და არც არასდროს მიმაჩნდა ეს გადამწყვეტად"

ალექსანდრე კვიტაშვილი: "არ მაქვს აკადემიური ხარისხი და არც არასდროს მიმაჩნდა ეს გადამწყვეტად"

"უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, სავარაუდოდ, თსუ-ს რექტორს - ალექსანდრე კვიტაშვილსაც შეეხება", - განაცხადა განათლების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, უნივერსიტეტის რექტორისთვის აკადემიური ხარისხი აუცილებელია."ბუნებრივია, რომ უნივერსიტეტის რექტორი უნდა იყოს აკადემიური ხარისხის მატარებელი... ეს, სავარაუდოდ, ეხება სანდრო კვიტაშვილსაც. პირადად, არ შემისწავლია და არ გამომითხოვია მისი საკითხი. თუ ვინმეს მსოფლიოში აქვს ამაზე საკამათო, რომ უნივერსიტეტს უნდა მართავდეს აკადემიური ხარისხის მქონე პირი, მეკამათოს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

განათლების მინისტრის მოადგილის, დავით ზურაბიშვილის მტკიცებით, ახალი არაფერი მომხდარა, რადგან, როცა რეორგანიზაცია ხდება, საჯარო სამართლის იურიდიულ პირების მოვალეობის შემსრულებელს მთავრობა ნიშნავს, ასე იყო ყოველთვის..."უბრალოდ, ახლა კანონით ზუსტდება, რომ განათლების მინისტრის წარდგინებით, რექტორებს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს. ამასთანავე გადავწყვიტეთ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების არც ერთ ხელმძღვანელს უფლებამოსილება არ შეუწყდეს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და მინისტრის სახელითაც შემიძლია გითხრათ, რომ არც ერთი რექტორის შეცვლას არ ვაპირებთ"...

რეორგანიზაციის მოლოდინშია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილიც.

- ბუნებრივია, საკანონმდებლო ცვლილებები მეც შემეხება, რადგან ახალი ინიციატივის თანახმად, უნივერსიტეტის რექტორობა მხოლოდ უმაღლესი აკადემიური ხარისხის მქონე ადამიანს შეუძლია. თუმცა, მიმაჩნია, რომ ადამიანის წარმატებულობას ძალიან ბევრი სხვა ფაქტორიც შეიძლება განსაზღვრავდეს. საბედნიეროდ, მაქვს შესაბამისი განათლებაც, უნარიც და ამ სფეროში მართვის 20-წლიანი გამოცდილებაც. ამას მოწმობს ჩემი მაგისტრის ხარისხიც. დიახ, არ მაქვს, აკადემიური ხარისხი, მაგრამ არასდროს მიმაჩნდა, რომ ეს გადამწყვეტი იყო. არ ვიცი, რამდენად იქნებოდა ჩემი, როგორც რექტორის წარმატებულობის გარანტი, ამ ხარისხის ქონა... ასევე შეცდომაა ის, რომ დოქტორანტს არ შეუძლია ასისტენტ-პროფესორად იმუშაოს, - ამ შემთხვევაში ახალი კადრის მოდინება შეწყდება, რადგან ინტერესი დაიკარგება. თუ ლექციის წაკითხვის გამოცდილება არ აქვს, დოქტორანტი პროფესორი ვერ გახდება, რაც სტიმულს კლავს. ამ ყველაფერზე ვღელავ, თორემ ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, მე ვიქნები აქ თუ სხვა, მთავარია, ამ თანამდებობაზე მყოფი ადამიანი აკადემიურმა საბჭომ აირჩიოს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია