კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგი უგულავა - "დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობა ღვინის, მანდარინის ან მწვანილის ფასად აფხაზეთს და სამაჩაბლოს არ დათმობს"
 გიგი უგულავა - "დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობა ღვინის, მანდარინის ან მწვანილის ფასად აფხაზეთს და სამაჩაბლოს არ დათმობს"

თბი­ლი­სის მერი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო და ქარ­თვე­ლი ხალ­ხი აფხა­ზეთ­სა და სა­მა­ჩაბ­ლოს "ღვი­ნის, მან­და­რი­ნის ან მწვა­ნი­ლის ფა­სად" არ დათ­მობს, - ამის შე­სა­ხებ გიგი უგუ­ლა­ვამ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის გან­ცხა­დე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სამ­წუ­ხა­როა, რომ არც სა­ქარ­თვე­ლოს და არც რუ­სე­თის მთავ­რო­ბა აკონ­კრე­ტე­ბენ, რა იგუ­ლის­ხმე­ბა რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნა­ში აფხა­ზე­თი­სა და ე.წ სამ­ხრეთ ოსე­თის სა­კი­თხის გან­ხილ­ვის გა­რე­შე.

"თვითმფრი­ნა­ვი აქამ­დეც დაფ­რი­ნავ­და და ადა­მი­ა­ნებს წას­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქამ­დეც ჰქონ­დათ. თუ ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნა­ში ვგუ­ლის­ხმობთ მხო­ლოდ ციტ­რუ­სის და ღვი­ნის შე­ტა­ნას, არა მგო­ნია, რო­მე­ლი­მე ჭკუ­ათ­მყო­ფელ ადა­მი­ანს ეს აფხა­ზე­თის და­კარ­გვის სა­ფა­სუ­რად მი­აჩ­ნდეს. ამი­ტომ აქამ­დე ერთი ნი­შან­დობ­ლი­ვი რამ იყო - მთავ­რო­ბა სა­უბ­რობ­და რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნა­ზე, მაგ­რამ არა­სო­დეს აკონ­კრე­ტებ­და, რა არის ამის სა­ფა­სუ­რი. დღეს რუ­სეთ­მა გა­დად­გა ნა­ბი­ჯი და თქვა - ჩვენ გვინ­და სა­ქარ­თვე­ლოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნა, მაგ­რამ ამის სა­ფა­სუ­რი იქ­ნე­ბა, რომ დათ­მოთ აფხა­ზე­თი და სამ­ხრეთ ოსე­თი. ვთვლი, ეს ის სა­ფა­სუ­რია, რო­მელ­საც ქარ­თვე­ლი ხალ­ხი არა­სო­დეს გა­და­იხ­დის, რად­გან ეს არის ხარ­კი და ჩვენ ხარკს არა­სო­დეს გა­და­ვიხ­დით. დღეს აფხა­ზე­თი და სა­მა­ჩაბ­ლო წარ­თმე­უ­ლია, ოკუ­პი­რე­ბუ­ლია და ასე­თად დარ­ჩე­ბა, ვიდ­რე არ გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა", - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

თბი­ლი­სის მე­რის აზ­რით, ვიდ­რე ეს პრობ­ლე­მე­ბი არ მოგ­ვარ­დე­ბა, რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი მო­წეს­რი­გე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

"ან უნდა დავ­თმოთ, ან ბო­ლომ­დე უნდა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა, თუნ­დაც ეკო­ნო­მი­კუ­რი სარ­გებ­ლის ფა­სად, თუნ­დაც ღვი­ნის, მან­და­რი­ნის ან მწვა­ნი­ლის ფა­სად აფხა­ზეთს და სა­მა­ჩაბ­ლოს არ დათ­მობს", - აღ­ნიშ­ნა უგუ­ლა­ვამ.

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა რუ­სულ-ქარ­თულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე russia today-სთან ისა­უბ­რა. რო­გორც ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა აღ­ნიშ­ნა, რუ­სეთს სა­ქარ­თვე­ლოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სრუ­ლად აღ­დგე­ნა სურს, თუმ­ცა აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის აღი­ა­რე­ბის უკან წა­ღე­ბას არ აპი­რებს. ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი რუ­სეთ­ში ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის რუ­სულ ბა­ზარ­ზე შეს­ვლა­საც მნიშ­ვნე­ლო­ვან მოვ­ლე­ნად აფა­სებს და აღ­ნიშ­ნავს, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

მოქალაქე
0

მაშინ უძრავ ქონებასაც ნუ ყიდით მაგათზე!!! თუ დეველოპერებს ხელს აფარებთ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

გიგი უგულავა - "დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობა ღვინის, მანდარინის ან მწვანილის ფასად აფხაზეთს და სამაჩაბლოს არ დათმობს"

 გიგი უგულავა - "დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობა ღვინის, მანდარინის ან მწვანილის ფასად აფხაზეთს და სამაჩაბლოს არ დათმობს"

თბილისის მერი დარწმუნებულია, რომ საქართველო და ქართველი ხალხი აფხაზეთსა და სამაჩაბლოს "ღვინის, მანდარინის ან მწვანილის ფასად" არ დათმობს, - ამის შესახებ გიგი უგულავამ ვლადიმერ პუტინის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ არც საქართველოს და არც რუსეთის მთავრობა აკონკრეტებენ, რა იგულისხმება რუსეთთან ურთიერთობის აღდგენაში აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის საკითხის განხილვის გარეშე.

"თვითმფრინავი აქამდეც დაფრინავდა და ადამიანებს წასვლის შესაძლებლობა აქამდეც ჰქონდათ. თუ ურთიერთობის აღდგენაში ვგულისხმობთ მხოლოდ ციტრუსის და ღვინის შეტანას, არა მგონია, რომელიმე ჭკუათმყოფელ ადამიანს ეს აფხაზეთის დაკარგვის საფასურად მიაჩნდეს. ამიტომ აქამდე ერთი ნიშანდობლივი რამ იყო - მთავრობა საუბრობდა რუსეთთან ურთიერთობის აღდგენაზე, მაგრამ არასოდეს აკონკრეტებდა, რა არის ამის საფასური. დღეს რუსეთმა გადადგა ნაბიჯი და თქვა - ჩვენ გვინდა საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენა, მაგრამ ამის საფასური იქნება, რომ დათმოთ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ვთვლი, ეს ის საფასურია, რომელსაც ქართველი ხალხი არასოდეს გადაიხდის, რადგან ეს არის ხარკი და ჩვენ ხარკს არასოდეს გადავიხდით. დღეს აფხაზეთი და სამაჩაბლო წართმეულია, ოკუპირებულია და ასეთად დარჩება, ვიდრე არ გათავისუფლდება", - განაცხადა უგულავამ.

თბილისის მერის აზრით, ვიდრე ეს პრობლემები არ მოგვარდება, რუსეთთან ურთიერთობის სრულმასშტაბიანი მოწესრიგება შეუძლებელი იქნება.

"ან უნდა დავთმოთ, ან ბოლომდე უნდა შევინარჩუნოთ. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობა, თუნდაც ეკონომიკური სარგებლის ფასად, თუნდაც ღვინის, მანდარინის ან მწვანილის ფასად აფხაზეთს და სამაჩაბლოს არ დათმობს", - აღნიშნა უგულავამ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე russia today-სთან ისაუბრა. როგორც ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რუსეთს საქართველოსთან ურთიერთობის სრულად აღდგენა სურს, თუმცა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღებას არ აპირებს. ვლადიმერ პუტინი რუსეთში ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე შესვლასაც მნიშვნელოვან მოვლენად აფასებს და აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.

"ინტერპრესნიუსი"