მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგა ზედანია - ეს კანონპროექტი უკან გადადგმული ნაბიჯია
გიგა ზედანია - ეს კანონპროექტი უკან გადადგმული ნაბიჯია

პო­ლი­ტო­ლო­გი გიგა ზე­და­ნია "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე "უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექ­ტში შე­სა­ტან ცვლი­ლე­ბებს ეხ­მა­უ­რე­ბა.

"არ­გუ­მენ­ტი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც აქამ­დე პრე­ზი­დენტს ჰქონ­და რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის და­ნიშ­ვნის უფ­ლე­ბა, ახლა ის პრე­მი­ერს გა­და­ე­ცე­მა და ამი­ტომ არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ ხდე­ბა, არის ყალ­ბი. პრე­ზი­დენტს ეს უფ­ლე­ბა, კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, აღარ ჰქონ­და 2006 წლის შემ­დეგ, ანუ მას შემ­დეგ, რაც უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში გაჩ­ნდა აკა­დე­მი­უ­რი საბ­ჭო­ე­ბი. რო­გო­რიც არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო რე­ა­ლუ­რი პრაქ­ტი­კა აქამ­დე, სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე დღე­ვან­დე­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად უკან­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ავ­ტო­ნო­მი­ი­სათ­ვის. თუ ვინ­მეს წინა წლე­ბის პრაქ­ტი­კა არ მოს­წონ­და უკე­თე­სი კა­ნო­ნის პი­რო­ბებ­ში, ის უნდა მიხ­ვდეს, რომ პრაქ­ტი­კაც გა­უ­ა­რეს­დე­ბა უა­რე­სი კა­ნო­ნის პი­რო­ბებ­ში", - წერს ზე­და­ნია.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა გუ­შინ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­უ­ბა­რი იმის თა­ო­ბა­ზე, რომ რექ­ტო­რებს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და­ნიშ­ნავს და ისი­ნი არ­ჩე­უ­ლე­ბი აღარ იქ­ნე­ბი­ან, აბ­სურ­დია.

ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც დღემ­დე კერ­ძო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბი იყ­ვნენ, კვლავ გახ­დე­ბი­ან სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის სტა­ტუ­სის მქო­ნე­ე­ბი, რაც, მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის შე­ფა­სე­ბით, ლო­გი­კუ­რია, რად­გან სა­ჯა­რო სტა­ტუ­სი უფრო მა­ღა­ლი იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის სტა­ტუ­სია.

მი­სი­ვე თქმით, კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, უწყე­ბის სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­ულ პი­რად გა­დას­ვლის შემ­დეგ, რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დროს მმარ­თვე­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელს სა­ხელ­მწი­ფო ნიშ­ნავს. ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ამ შემ­თხვე­ვა­ში რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დროს დრო­ე­ბით შემ­სრუ­ლე­ბელს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის წარ­დგი­ნე­ბით და­ნიშ­ნავს.

"ჩვენ ვა­პი­რებთ შე­მოდ­გო­მის­თვის შე­ვი­ტა­ნოთ ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ უფრო მეტი ავ­ტო­ნო­მია იყოს და უნი­ვერ­სი­ტეტს თა­ვად ჰქონ­დეს მმარ­თვე­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის წა­მო­ყე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, უბ­რა­ლოდ ჯერ ვერ შევ­ჯერ­დით რო­გორ უნდა იყოს", - გა­ნა­ცხა­და და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი თა­ვად გა­და­წყვეტს, თუ ვის აირ­ჩევს რექ­ტო­რად. ამას­თან, მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­ზღუდ­ვა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც პრო­ფე­სო­რი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს დოქ­ტო­რის ხა­რის­ხის მქო­ნე არ შე­ე­ხე­ბა სა­ხე­ლოვ­ნე­ბო უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

გიგა ზედანია - ეს კანონპროექტი უკან გადადგმული ნაბიჯია

გიგა ზედანია - ეს კანონპროექტი უკან გადადგმული ნაბიჯია

პოლიტოლოგი გიგა ზედანია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონპროექტში შესატან ცვლილებებს ეხმაურება.

"არგუმენტი, რომლის მიხედვითაც აქამდე პრეზიდენტს ჰქონდა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის უფლება, ახლა ის პრემიერს გადაეცემა და ამიტომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, არის ყალბი. პრეზიდენტს ეს უფლება, კანონის მიხედვით, აღარ ჰქონდა 2006 წლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტებში გაჩნდა აკადემიური საბჭოები. როგორიც არ უნდა ყოფილიყო რეალური პრაქტიკა აქამდე, საკანონმდებლო დონეზე დღევანდელი კანონპროექტი ერთმნიშვნელოვნად უკანგადადგმული ნაბიჯია უნივერსიტეტების ავტონომიისათვის. თუ ვინმეს წინა წლების პრაქტიკა არ მოსწონდა უკეთესი კანონის პირობებში, ის უნდა მიხვდეს, რომ პრაქტიკაც გაუარესდება უარესი კანონის პირობებში", - წერს ზედანია.

როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, დავით ზურაბიშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საუბარი იმის თაობაზე, რომ რექტორებს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს და ისინი არჩეულები აღარ იქნებიან, აბსურდია.

ზურაბიშვილის განმარტებით, ცვლილებების თანახმად უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც დღემდე კერძო სამართლის იურიდიული პირები იყვნენ, კვლავ გახდებიან საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მქონეები, რაც, მინისტრის მოადგილის შეფასებით, ლოგიკურია, რადგან საჯარო სტატუსი უფრო მაღალი იურიდიული პირის სტატუსია.

მისივე თქმით, კანონის თანახმად, უწყების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გადასვლის შემდეგ, რეორგანიზაციის დროს მმართველის მოვალეობის შემსრულებელს სახელმწიფო ნიშნავს. ზურაბიშვილის განმარტებით, ამ შემთხვევაში რეორგანიზაციის დროს დროებით შემსრულებელს პრემიერ-მინისტრი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წარდგინებით დანიშნავს.

"ჩვენ ვაპირებთ შემოდგომისთვის შევიტანოთ ცვლილებები, რომ უფრო მეტი ავტონომია იყოს და უნივერსიტეტს თავად ჰქონდეს მმართველის მოვალეობის შესრულების წამოყენების საშუალება, უბრალოდ ჯერ ვერ შევჯერდით როგორ უნდა იყოს", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის განცხადებით, სახელმწიფო უნივერსიტეტი თავად გადაწყვეტს, თუ ვის აირჩევს რექტორად. ამასთან, მისივე ინფორმაციით, შეზღუდვა, რომლის თანახმადაც პროფესორი აუცილებლად უნდა იყოს დოქტორის ხარისხის მქონე არ შეეხება სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლებს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს