პუტინი საქართველოსთან ურთიერთობის სრულად აღდგენას გეგმავს, თუმცა აღიარებების უკან წაღებას არ აპირებს

პუტინი საქართველოსთან ურთიერთობის სრულად აღდგენას გეგმავს, თუმცა აღიარებების უკან წაღებას არ აპირებს

რუსეთის პრეზიდენტი საქართველოსთან ურთიერთობის სრულად აღდგენას გეგმავს, თუმცა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღებას არ აპირებს , - ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ტელეარხ Russia Today-ში სტუმრობისას განაცხადა.

"მიმაჩნია, რომ საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა დიდი შეცდომა დაუშვა და ვფიქრობ, არ უარყოფს ამას. მე მას ვუთხარი - მიხეილ ნიკალაევიჩ, დავუშვათ ყველაფერი, ოღონდ არავითარ შემთხვევაში არ მიიყვანოთ ეს სისხლისღვრამდე... თუმცა, სამწუხაროდ, ყველაფერი ომით დასრულდა. მომხდარზე საპასუხოდ კი რუსეთმა აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ამ საკითხზე უკან დახევა ვერ წარმომიდგენია. საქართველოსთვის ეს ცნობილია, როგორც წითელი ხაზი, რომლის იქით გადასვლა მათაც არ შეუძლიათ, რამდენადაც საქართველო, როგორც თავად მიიჩნევს, ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძვის", - განაცხადა პუტინმა.

მისი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებას არ ეყო მოთმინება და სახელმწიფოებრივი სიბრძნე, დაელაგებინა ურთიერთობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში. "სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა",- აღნიშნა პუტინმა.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტი ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმის გაუქმებას არ გამორიცხავს.

მისი თქმით, თუ ორი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოებისა და სპეცსამსახურების თანამშრომლობა შედგება, ეს იქნება უვიზო რეჟიმის აღდგენისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი.

"ჩვენ გვსურს თანამშრომლობა, მუშაობა და ურთიერთობის სრულად აღდგენა", - განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, რუსეთი მზად არის, სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს დახმარება მიიღოს.

"ჩვენ გვსურს ურთიერთობების აღდგენა. საქართველოსადმი ძალიან თბილი დამოკიდებულება გვაქვს. ჩვენ ძალიან ახლობელი ერები ვართ", - აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა ჰუმანიტარული კონტაქტები და მოხსნილია დაძაბულობა მოსკოვში საქართველოს წარმომადგენლობის ირგვლივ.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 1-ლი ივნისიდან 24 საათიან რეჟიმში მუშაობს საბაჟო-გამშვები პუნქტი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე", - აღნიშნა პუტინმა. მისი თქმით, რუსეთმა ქართული პროდუქცია საკუთარ ბაზარზე დაუშვა.

"ჩვენ გვესმის, რომ ეს მნიშვნელოვანია. შესაძლოა, ეს არ იყოს საკვანძო საკითხი, მაგრამ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მისი ეკონომიკისთვის. ჩვენ მომავალშიც ვიმოქმედებთ ამ მიმართულებით", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა