პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ღარიბაშვილი - "თალიბების სახელით გავრცელებული ვიდეო საქართველოდან არის ატვირთული"
ირაკლი ღარიბაშვილი - "თალიბების სახელით გავრცელებული ვიდეო საქართველოდან არის ატვირთული"

არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, თა­ლი­ბე­ბის სა­ხე­ლით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დეო სა­ქარ­თვე­ლო­დან არის ატ­ვირ­თუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, IP მი­სა­მარ­თი არის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა დად­გე­ნი­ლია. "რაც შე­ხე­ბა გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ოს, რომ ეს ვი­დეო თა­ლი­ბე­ბის მიერ არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი, ფორ­მა­ლუ­რად, გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე არ მსურს სა­ბო­ლო­ოდ გა­მოვ­რი­ცხო ეს ვერ­სია, მაგ­რამ მინ­და და­ვა­დას­ტუ­რო, რომ ამ ვი­დე­ოს წარ­მო­მავ­ლო­ბას არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო თა­ლი­ბებ­თან. არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ვი­დეო ატ­ვირ­თუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­დან, IP მი­სა­მარ­თი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია და ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა დად­გე­ნი­ლია. ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, ჩარ­თუ­ლია მას­ში FBI და ასე­ვე აქ­ტი­უ­რად გვეხ­მა­რე­ბა ის­რა­ე­ლის მხა­რე", - აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მი­ნის­ტრის თქმით, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რე­ბის რეპ­ლი­კე­ბი, რომ გა­მო­ძი­ე­ბა ნელი ტემ­პით მიმ­დი­ნა­რე­ობს, ნიშ­ნავს იმას, რომ მათ ან წარ­მოდ­გე­ნა არ აქვთ გა­მო­ძი­ე­ბა­ზე ან ეს არის პი­არ­ზე გათ­ვლი­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რაც არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი და არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რია.

"თუ არ ენ­დო­ბი­ან FBI-სთან ერ­თად წარ­მო­ე­ბულ გა­მო­ძი­ე­ბას, მა­შინ გა­მო­ვიდ­ნენ და ღიად თქვან, თუ არა­და ნება იბო­ძონ და და­ე­ლო­დონ გა­მო­ძი­ე­ბას და მერე გა­ა­კე­თონ გან­ცხა­დე­ბე­ბი. არ არის ასე მარ­ტი­ვად გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლი ეს საქ­მე", - აღ­ნიშ­ნა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა. ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის შე­ფა­სე­ბით, ამ ვი­დე­ოს გავ­რცე­ლე­ბის მი­ზა­ნი არის პა­ნი­კის და­თეს­ვა და ეი­ფო­რი­ის შექ­მნა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

ირაკლი ღარიბაშვილი - "თალიბების სახელით გავრცელებული ვიდეო საქართველოდან არის ატვირთული"

ირაკლი ღარიბაშვილი - "თალიბების სახელით გავრცელებული ვიდეო საქართველოდან არის ატვირთული"

არსებული მონაცემებით, თალიბების სახელით გავრცელებული ვიდეო საქართველოდან არის ატვირთული, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, IP მისამართი არის იდენტიფიცირებული და ადგილმდებარეობა დადგენილია. "რაც შეხება გავრცელებულ ვიდეოს, რომ ეს ვიდეო თალიბების მიერ არის დამზადებული, ფორმალურად, გამოძიების დასრულებამდე არ მსურს საბოლოოდ გამოვრიცხო ეს ვერსია, მაგრამ მინდა დავადასტურო, რომ ამ ვიდეოს წარმომავლობას არაფერი აქვს საერთო თალიბებთან. არსებული მონაცემებით, ვიდეო ატვირთულია საქართველოდან, IP მისამართი იდენტიფიცირებულია და ადგილმდებარეობა დადგენილია. ამჟამად მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, ჩართულია მასში FBI და ასევე აქტიურად გვეხმარება ისრაელის მხარე", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მინისტრის თქმით, საპარლამენტო უმცირესობის წევრების რეპლიკები, რომ გამოძიება ნელი ტემპით მიმდინარეობს, ნიშნავს იმას, რომ მათ ან წარმოდგენა არ აქვთ გამოძიებაზე ან ეს არის პიარზე გათვლილი განცხადებები, რაც არაადეკვატური და არაკომპეტენტურია.

"თუ არ ენდობიან FBI-სთან ერთად წარმოებულ გამოძიებას, მაშინ გამოვიდნენ და ღიად თქვან, თუ არადა ნება იბოძონ და დაელოდონ გამოძიებას და მერე გააკეთონ განცხადებები. არ არის ასე მარტივად გამოსაძიებელი ეს საქმე", - აღნიშნა ღარიბაშვილმა. შინაგან საქმეთა მინისტრის შეფასებით, ამ ვიდეოს გავრცელების მიზანი არის პანიკის დათესვა და ეიფორიის შექმნა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ