მსოფლიო

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შრომის კოდექსში" ცვლილებები ისევ შევიდა
"შრომის კოდექსში" ცვლილებები ისევ შევიდა

ნორ­მი­რე­ბულ სა­მუ­შაო კვი­რას­თან, ანა­ზღა­უ­რე­ბად შვე­ბუ­ლე­ბებ­თან და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­წყვე­ტას­თან და­კავ­ში­რე­ბულ მუხ­ლებ­ში დამ­საქ­მე­ბელ­თა ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი ისევ შე­ვი­და.

ეს ის სა­კი­თხე­ბია, რომ­ლის გა­მოც "შრო­მის კო­დექსში" შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტი ბიზ­ნეს­სექ­ტო­რის და პარ­ლა­მენ­ტში ბიზ­ნე­სი­დან მი­სუ­ლი რამ­დე­ნი­მე დე­პუ­ტა­ტის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია.

ჯან­დაც­ვის კო­მი­ტე­ტის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, დამ­საქ­მებ­ლის მიერ გან­სა­ზღვრუ­ლი სა­მუ­შაო დრო­ის ხან­გრძლი­ვო­ბა კვი­რა­ში 40 სა­ათს არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს, თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რე­ჟი­მი შე­მო­დის ე.წ. სპე­ცი­ფი­კურ სა­წა­მო­ებ­ში მო­მუ­შა­ვე­თათ­ვის და მათ­თვის შრო­მი­თი პრო­ცე­სი კვი­რა­ში 48 სა­ათს არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს.

ანა­ზღა­უ­რე­ბა­დი შვე­ბუ­ლე­ბე­ბის ნა­წილ­ში კა­ნონპ­რო­ექ­ტის იმ ნა­წი­ლის კო­რექ­ტი­რე­ბა მოხ­და, რო­მე­ლიც მძი­მე, მავ­ნე და სა­შიშ­პი­რო­ბე­ბი­ან სა­მუ­შა­ო­ებ­ზე და­საქ­მე­ბულ პი­რებს ეხე­ბათ. კერ­ძოდ, მათ­თვის გან­სა­ზღვრუ­ლი და­მა­ტე­ბით ანა­ზღა­უ­რე­ბა­დი შვე­ბუ­ლე­ბის პე­რი­ო­დი შემ­ცირ­და და ის ნაც­ვლად წე­ლი­წად­ში 15 დღი­სა, რო­გორც ამას პრო­ექ­ტის თავ­და­პირ­ვე­ლი ვა­რი­ან­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, სულ მცი­რე 10 კა­ლენ­და­რუ­ლი დღით იქ­ნე­ბა გან­სა­ზღვრუ­ლი.

ცვლი­ლე­ბე­ბია შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­წყვე­ტი­სას დამ­საქ­მებ­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის ნა­წილ­შიც. რო­გორც ცნო­ბი­ლია, კა­ნონპ­რო­ექ­ტის თა­ნახ­მად, შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­წყვე­ტი­სას, დამ­საქ­მე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია არა­ნაკ­ლებ 30 კა­ლენ­და­რუ­ლი დღით ადრე გა­აფრ­თხი­ლოს და­საქ­მე­ბუ­ლი, წი­ნას­წა­რი წე­რი­ლო­ბი­თი შე­ტყო­ბი­ნე­ბის გაგ­ზავ­ნის გზით. ამას­თან, და­საქ­მე­ბულს უნდა მი­ე­ცეს კომ­პენ­სა­ცია არა­ნაკ­ლებ ერთი თვის შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის ოდე­ნო­ბით, 30 კა­ლენ­და­რუ­ლი დღის ვა­და­ში. ამ შემ­თხვე­ვა­ში კა­ნონ­ში კი­დევ ერთი და­მა­ტე­ბი­თი პუნ­ქტი იდე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­წყვე­ტი­სას, დამ­საქ­მე­ბე­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი იქ­ნე­ბა არა ნაკ­ლებ 3 კა­ლენ­და­რუ­ლი დღით ადრე გა­აფრ­თხი­ლოს და­საქ­მე­ბუ­ლი წი­ნას­წა­რი წე­რი­ლო­ბი­თი შე­ტყო­ბი­ნე­ბის გაგ­ზავ­ნით, თუმ­ცა ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, და­საქ­მე­ბულს მი­ე­ცე­მა კომ­პენ­სა­ცია არა­ნაკ­ლებ ორი თვის შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის ოდე­ნო­ბით, შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­წყვე­ტი­დან 30 კა­ლენ­და­რუ­ლი დღის ვა­და­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

"შრომის კოდექსში" ცვლილებები ისევ შევიდა

"შრომის კოდექსში" ცვლილებები ისევ შევიდა

ნორმირებულ სამუშაო კვირასთან, ანაზღაურებად შვებულებებთან და ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებულ მუხლებში დამსაქმებელთა ინტერესების გათვალისწინებით გარკვეული ცვლილებები ისევ შევიდა.

ეს ის საკითხებია, რომლის გამოც "შრომის კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტი ბიზნესსექტორის და პარლამენტში ბიზნესიდან მისული რამდენიმე დეპუტატისთვის მიუღებელია.

ჯანდაცვის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მიღწეული შეთანხმების გათვალისწინებით, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა კვირაში 40 საათს არ უნდა აღემატებოდეს, თუმცა ამ შემთხვევაში განსხვავებული რეჟიმი შემოდის ე.წ. სპეციფიკურ საწამოებში მომუშავეთათვის და მათთვის შრომითი პროცესი კვირაში 48 საათს არ უნდა აღემატებოდეს.

ანაზღაურებადი შვებულებების ნაწილში კანონპროექტის იმ ნაწილის კორექტირება მოხდა, რომელიც მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე დასაქმებულ პირებს ეხებათ. კერძოდ, მათთვის განსაზღვრული დამატებით ანაზღაურებადი შვებულების პერიოდი შემცირდა და ის ნაცვლად წელიწადში 15 დღისა, როგორც ამას პროექტის თავდაპირველი ვარიანტი ითვალისწინებდა, სულ მცირე 10 კალენდარული დღით იქნება განსაზღვრული.

ცვლილებებია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებლის ვალდებულების ნაწილშიც. როგორც ცნობილია, კანონპროექტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას, დამსაქმებელი ვალდებულია არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული, წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ამასთან, დასაქმებულს უნდა მიეცეს კომპენსაცია არანაკლებ ერთი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, 30 კალენდარული დღის ვადაში. ამ შემთხვევაში კანონში კიდევ ერთი დამატებითი პუნქტი იდება, რომლის თანახმადაც, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას, დამსაქმებელი უფლებამოსილი იქნება არა ნაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით, თუმცა ასეთ შემთხვევაში, დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ ორი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა