პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გოჩა ეხვაია გუნავას ხელიდან ძლივს გამოვტაცეთ..."
"გოჩა ეხვაია გუნავას ხელიდან ძლივს გამოვტაცეთ..."

სა­მეგ­რე­ლო ზემო-სვა­ნე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რი თენ­გიზ გუ­ნა­ვა გოჩა ეხ­ვა­ი­ას ცე­მის ფაქ­ტზე სამ­ხა­რეო პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­ი­ბა­რეს (საქ­მე ეხე­ბა გუ­ნა­ვას სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სად მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდს). გოჩა ეხ­ვა­ი­ას ცე­მის ფაქ­ტი მა­შინ­დე­ლი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის, სო­ზარ სუ­ბა­რის 2008 წლის და აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის 2010 წლის ან­გა­რი­შებ­ში მოხ­ვდა.

ამო­ნა­რი­დი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის 2008 წლის ან­გა­რი­ში­დან: გა­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ნა­ბა­კე­ვის სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ექი­მი გოჩა ეხ­ვა­ია 2008 წლის 30 იან­ვარს ზუგ­დიდ­ში სახ­ლში მშობ­ლებ­სა და მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ტე­ლე­ვი­ზორს უყუ­რებ­და. ღა­მის ათ სა­ათ­ზე სახ­ლის კარი პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა შე­ა­ღეს და გოჩა ეხ­ვა­ი­ას გა­ნუ­ცხა­დეს, სახ­ლში ძებ­ნი­ლი (ვინ­მე ბად­რი) გყავთ და გვა­ნა­ხე­თო. ეს რომ იუ­ა­რა, ეხ­ვა­ი­ას პო­ლი­ცი­ა­ში და­სა­კი­თხად წა­ყო­ლა მოს­თხო­ვეს. გზა­ში პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი მო­ღა­ლა­ტეს ეძახ­დნენ და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­დნენ. სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ის ერთ-ერთ კა­ბი­ნეტ­ში ეხ­ვა­ი­ას პო­ლი­ცი­ის ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი დახ­ვდა. ერთი უნი­ფორ­მა­ში იყო, მე­ო­რე - სა­შუ­ა­ლო სი­მაღ­ლის, შავ ტან­საც­მელ­ში ჩაც­მუ­ლი, რო­მელ­მაც ეხ­ვა­ი­ას უთხრა, - სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ვარო. ეს მე­გის ქარ­და­ვა იყო. ქარ­და­ვამ ეხ­ვა­ი­ას უთხრა, გა­ლე­ლებს სა­ერ­თოდ აგი­ფეთ­ქებთ სა­ა­ვად­მყო­ფოს და მერე ხომ წა­მოხ­ვალთ იქი­და­ნო. ცოტა ხან­ში ოთახ­ში მა­ღა­ლი, ოდ­ნავ ჭა­ღა­რათ­მი­ა­ნი მა­მა­კა­ცი შე­ვი­და, რო­მელ­მაც ეხ­ვა­ი­ას ჰკი­თხა, სამ­სა­ხურ­ში შენ­თან და­ვით ნა­და­რა­ია ხომ არ მო­უყ­ვა­ნი­ათ ან მას­თან ხომ არ წა­უყ­ვა­ნი­ხარ ვინ­მე­სო.

ეხ­ვა­ი­ამ უპა­სუ­ხა, მო­რი­გე­ო­ბის დღეს გა­მო­ძა­ხე­ბა არ მქო­ნი­აო. პა­სუხ­მა პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გა­ა­ღი­ზი­ა­ნა. მა­ღალ­მა ჭა­ღა­რათ­მი­ან­მა მა­მა­კაც­მა, რო­მელ­საც უფ­როსს უწო­დებ­დნენ, ეხ­ვა­ი­ას კა­ლა­მი რამ­დენ­ჯერ­მე ეს­რო­ლა, უთხრა, სამ წუთს გაძ­ლევ მო­სა­ფიქ­რებ­ლად. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, რაც მო­გი­ვა, შენს თავს და­აბ­რა­ლეო. რაკი ვე­რა­ფე­რი ათ­ქმე­ვი­ნა, პო­ლი­ცი­ე­ლებს მი­უბ­რუნ­და, ერთი ამი­სიც, მო­კა­ლი­თო. ეხ­ვა­ი­ას პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ხე­ლე­ბით და ფე­ხე­ბით სცემ­დნენ. მან რამ­დენ­ჯერ­მე გო­ნე­ბა და­კარ­გა. უცებ ოთახ­ში პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი შე­მო­ვარ­და, - ეხ­ვა­ი­ას მშობ­ლე­ბი მო­ვიდ­ნე­ნო. უფ­როს­მა ბრძა­ნა, - წა­იყ­ვა­ნეთ და მდი­ნა­რე­ში გა­და­აგ­დეთ, ისე, რომ კვა­ლი არ და­ტო­ვო­თო. ეხ­ვა­ია ეზო­ში სხვა გა­სას­ვლე­ლი­დან გა­იყ­ვა­ნეს... გოჩა ეხ­ვა­ი­ას მან­ქა­ნა­ში ის პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ჩა­უს­ხდნენ, რომ­ლებ­მაც და­ა­კა­ვეს. გზა­ში ემუქ­რე­ბოდ­ნენ,–"ტრუ­პი" ხარო და თავ­ში მუშ­ტებს ურტყამ­დნენ. პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ხში­რად რე­კავ­დნენ მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით და ახ­სე­ნებ­დნენ კა­ტერს, რომ­ლი­თაც ეხ­ვა­ია ზღვა­ში უნდა გა­და­ეგ­დოთ. შს კომ­ბი­ნა­ტის ქვე­გან­ყო­ფი­ლე­ბას­თან ეხ­ვა­ია მან­ქა­ნი­დან გად­მო­იყ­ვა­ნეს. იქ დახ­ვდათ პო­ლი­ცი­ე­ლი, ქე­რათ­მი­ა­ნი ახალ­გაზ­რდა, რო­მე­ლიც ეხ­ვა­ი­ას 20 წუთი სცემ­და. ამის მერე მი­იყ­ვა­ნეს შს ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნულ სამ­მარ­თვე­ლო­ში, სა­დაც დახ­ვდათ დემ­კო გა­ბუ­ნია, რო­მელ­მაც ეხ­ვა­ი­ას მოს­თხო­ვა აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა ან იმ ექი­მის და­სა­ხე­ლე­ბა, რო­მელ­მაც შამ­გო­ნი­დან გა­ტა­ცე­ბულ პირს უმ­კურ­ნა­ლა. ეხ­ვა­ია არ და­თან­ხმდა ამ წი­ნა­და­დე­ბას.

იხი­ლეთ სტა­ი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

"გოჩა ეხვაია გუნავას ხელიდან ძლივს გამოვტაცეთ..."

"გოჩა ეხვაია გუნავას ხელიდან ძლივს გამოვტაცეთ..."

სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორი თენგიზ გუნავა გოჩა ეხვაიას ცემის ფაქტზე სამხარეო პროკურატურაში დაიბარეს (საქმე ეხება გუნავას სამხარეო პოლიციის უფროსად მუშაობის პერიოდს). გოჩა ეხვაიას ცემის ფაქტი მაშინდელი სახალხო დამცველის, სოზარ სუბარის 2008 წლის და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2010 წლის ანგარიშებში მოხვდა.

ამონარიდი სახალხო დამცველის 2008 წლის ანგარიშიდან: გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის სასწრაფო დახმარების ექიმი გოჩა ეხვაია 2008 წლის 30 იანვარს ზუგდიდში სახლში მშობლებსა და მეუღლესთან ერთად ტელევიზორს უყურებდა. ღამის ათ საათზე სახლის კარი პოლიციელებმა შეაღეს და გოჩა ეხვაიას განუცხადეს, სახლში ძებნილი (ვინმე ბადრი) გყავთ და გვანახეთო. ეს რომ იუარა, ეხვაიას პოლიციაში დასაკითხად წაყოლა მოსთხოვეს. გზაში პოლიციელები მოღალატეს ეძახდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. სამხარეო პოლიციის ერთ-ერთ კაბინეტში ეხვაიას პოლიციის ორი თანამშრომელი დახვდა. ერთი უნიფორმაში იყო, მეორე - საშუალო სიმაღლის, შავ ტანსაცმელში ჩაცმული, რომელმაც ეხვაიას უთხრა, - სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე ვარო. ეს მეგის ქარდავა იყო. ქარდავამ ეხვაიას უთხრა, გალელებს საერთოდ აგიფეთქებთ საავადმყოფოს და მერე ხომ წამოხვალთ იქიდანო. ცოტა ხანში ოთახში მაღალი, ოდნავ ჭაღარათმიანი მამაკაცი შევიდა, რომელმაც ეხვაიას ჰკითხა, სამსახურში შენთან დავით ნადარაია ხომ არ მოუყვანიათ ან მასთან ხომ არ წაუყვანიხარ ვინმესო.

ეხვაიამ უპასუხა, მორიგეობის დღეს გამოძახება არ მქონიაო. პასუხმა პოლიციის თანამშრომლები გააღიზიანა. მაღალმა ჭაღარათმიანმა მამაკაცმა, რომელსაც უფროსს უწოდებდნენ, ეხვაიას კალამი რამდენჯერმე ესროლა, უთხრა, სამ წუთს გაძლევ მოსაფიქრებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, რაც მოგივა, შენს თავს დააბრალეო. რაკი ვერაფერი ათქმევინა, პოლიციელებს მიუბრუნდა, ერთი ამისიც, მოკალითო. ეხვაიას პოლიციელები ხელებით და ფეხებით სცემდნენ. მან რამდენჯერმე გონება დაკარგა. უცებ ოთახში პოლიციის თანამშრომელი შემოვარდა, - ეხვაიას მშობლები მოვიდნენო. უფროსმა ბრძანა, - წაიყვანეთ და მდინარეში გადააგდეთ, ისე, რომ კვალი არ დატოვოთო. ეხვაია ეზოში სხვა გასასვლელიდან გაიყვანეს... გოჩა ეხვაიას მანქანაში ის პოლიციელები ჩაუსხდნენ, რომლებმაც დააკავეს. გზაში ემუქრებოდნენ,–"ტრუპი" ხარო და თავში მუშტებს ურტყამდნენ. პოლიციელები ხშირად რეკავდნენ მობილური ტელეფონით და ახსენებდნენ კატერს, რომლითაც ეხვაია ზღვაში უნდა გადაეგდოთ. შს კომბინატის ქვეგანყოფილებასთან ეხვაია მანქანიდან გადმოიყვანეს. იქ დახვდათ პოლიციელი, ქერათმიანი ახალგაზრდა, რომელიც ეხვაიას 20 წუთი სცემდა. ამის მერე მიიყვანეს შს ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, სადაც დახვდათ დემკო გაბუნია, რომელმაც ეხვაიას მოსთხოვა აღიარებითი ჩვენება ან იმ ექიმის დასახელება, რომელმაც შამგონიდან გატაცებულ პირს უმკურნალა. ეხვაია არ დათანხმდა ამ წინადადებას.

იხილეთ სტაიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ