პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავი დაანებონ ტლიკინს და კომპეტენტურ ხალხს ხელს ნუ შეუშლიან, მათი ჩასვრილი გამოასწორონ"
"თავი დაანებონ ტლიკინს და კომპეტენტურ ხალხს ხელს ნუ შეუშლიან, მათი ჩასვრილი გამოასწორონ"

"სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სფე­რო­ში ვი­თა­რე­ბა რომ და­ლაგ­დეს, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი უნდა იყ­ვნენ და არა სა­სა­ცი­ლო დი­ლე­ტან­ტე­ბი. მინ­და ჩემს ქვე­ყა­ნა­ში კულ­ტუ­რა და ხე­ლოვ­ნე­ბა იყოს, რად­გან მად­ლი­ე­რე­ბის გრძნო­ბა მაქვს იმ ქვეყ­ნი­სა და ხალ­ხი­სად­მი, რო­მელ­მაც გამ­ზარ­და. სა­ნამ შე­მიძ­ლია, გა­მო­მი­ყე­ნე", - აცხა­დებს "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" დი­რი­ჟო­რი გოგი ჭი­ჭი­ნა­ძე:

- ხე­ლო­ვან­მა ორ რა­მე­ზე უნდა ილა­პა­რა­კოს: სა­კუ­თარ საქ­მე­ზე და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პო­ზი­ცია გა­მო­ხა­ტოს. ხე­ლო­ვა­ნი, რომ­ლის სუ­ლიც მუ­დამ ოპო­ზი­ცი­ის­კენ უნდა ილ­ტვო­დეს, არ შე­იძ­ლე­ბა ტაშს უკ­რავ­დეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. ხე­ლო­ვა­ნის ად­გი­ლი ოპო­ზი­ცი­ა­შია, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს უმა­დუ­რო­ბა­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უაზ­რო ლან­ძღვას.

- დღეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა წუხს, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა იგ­ვი­ა­ნებ­სო.

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, ახლა ნაკ­ლე­ბად მა­ინ­ტე­რე­სებს, ვინ რო­გორ და­ის­ჯე­ბა. რა თქმა უნდა, დამ­ნა­შა­ვე უნდა და­ი­სა­ჯოს და წარ­თმე­უ­ლი ქო­ნე­ბა უნდა დაბ­რუნ­დეს, მაგ­რამ ეს არ არის საკ­მა­რი­სი. ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა, რო­მე­ლიც დღეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მა­ღალ პო­ზი­ცი­ა­ზეა, ამიხ­სნა, ჩვენ ვცხოვ­რობთ ქვე­ყა­ნა­ში, რომ­ლის ძი­რი­თა­დი შე­მო­სა­ვა­ლი უცხო­ეთ­ში მცხოვ­რე­ბი ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ფუ­ლი­აო. თურ­მე სამ­შობ­ლო­დან გა­ხიზ­ნუ­ლი ხალ­ხის გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ფული ბრუ­ნავს ქვე­ყა­ნა­ში! უნდა გა­კეთ­დეს ყვე­ლა­ფე­რი, რომ ასეთ სა­მარ­ცხვი­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღარ ვი­ყოთ. ტრა­გე­დი­აა ის, რომ კულ­ტუ­რის სფე­რო­ში იმა­ზე უა­რე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა, ვიდ­რე ადრე იყო.

- რა მხრივ?

- ზოგი არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი პირი დარ­ჩა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და ზო­გიც, ბევ­რად არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი, სა­სა­ცი­ლო მოღ­ვა­წე­ო­ბას შე­უდ­გა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში კულ­ტუ­რის პო­ლი­ტი­კა ჩაშ­ვე­ბუ­ლია, არ არ­სე­ბობს. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი ნი­ვე­ლი­რე­ბუ­ლია. უც­ნა­უ­რად მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით გაგ­დე­ბუ­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბი თე­ატ­რებ­ში ზო­გან და­აბ­რუ­ნეს, ზო­გან - არა.

ოპე­რის მთა­ვა­რი დი­რი­ჟო­რი ზაზა აზ­მა­ი­ფა­რაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც 2008 წელს პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს (და მეც მი­მა­ყო­ლეს) დღემ­დე არ და­უბ­რუ­ნე­ბი­ათ. ზაზა ნიკა რუ­რუ­ას ბრძა­ნე­ბით მოხ­სნეს, მაგ­რამ მი­ზე­ზი ვერ და­ა­სა­ხე­ლეს. ამა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და ოპე­რის დი­რექ­ტო­რი, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ჟან­დარ­მი დათო საყ­ვა­რე­ლი­ძეც, ეს სა­ცო­და­ვი კაცი. აზ­მა­ი­ფა­რაშ­ვი­ლი ალ­ბათ, იმი­ტომ და­ა­ვი­წყდათ, რომ არ წი­ვის და არ აქ­ტი­უ­რობს.

- ჩვენ 9 წელი ისეთ რე­ა­ლო­ბა­ში ვი­ცხოვ­რეთ, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას კულ­ტუ­რა­ზე მე­ტად ადა­მი­ა­ნის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფა­ი­ლე­ბის შექ­მნა აინ­ტე­რე­სებ­და, რათა შემ­დეგ და­ე­შან­ტა­ჟე­ბი­ნა და ემარ­თა.

- რო­მე­ლი ჭკუ­ა­თამ­ყო­ფე­ლი ადა­მი­ა­ნი იტყვის, რომ ეს კარ­გია. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის გა­და­ღე­ბა მო­გი­ვი­დეს აზ­რად? მაგ­რამ მა­გათ ყვე­ლა­ფე­რი მოს­დი­ო­დათ თავ­ში. მხო­ლოდ ქაჯი მი­იჩ­ნევს, რომ მის­გან იწყე­ბა მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ის ათ­ვლა. ორი წიგ­ნი წა­ი­კი­თხა, ერთი სე­მესტრი კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ის­წავ­ლა და ჰგო­ნია, ამე­რი­კას იც­ნობს. სა­ნამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში იქ­ნე­ბა, უნდა მო­ას­წროს და გა­და­ატ­რი­ა­ლოს ეროვ­ნუ­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბა, წა­შა­ლოს ის­ტო­რი­უ­ლი მეხ­სი­ე­რე­ბა და ტრა­დი­ცი­ე­ბი. მთე­ლი 9 წე­ლი­წა­დი უნა­მუ­სო რი­ტო­რი­კა­სა და დე­მა­გო­გი­ას ვის­მენ­დით. "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" იმა­საც არ ფიქ­რობ­დნენ, და­მა­ჯე­რე­ბე­ლი ტყუ­ი­ლი მა­ინც ეთ­ქვათ. ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ნა­ხი­რი ეგო­ნათ, სა­კუ­თა­რი თავი კი ერის მხსნე­ლე­ბი.

ერ­თმა ბრწყინ­ვა­ლე იუ­რის­ტმა მი­თხრა, შა­რი­ათ­ზე სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო არ არ­სე­ბობს, თუ მო­ი­პა­რე, ხელს მო­გაჭ­რი­ა­ნო. მო­რა­ლუ­რად ვერც შე­ე­და­ვე­ბი ამას, მაგ­რამ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­მარ­თა­ლი ერთი და იგი­ვე არ არის. ნორ­ვე­გი­ელ­მა ბრე­ი­ვიკ­მა რაც გა­ა­კე­თა, ამის სა­მარ­თლი­ა­ნი პა­სუ­ხი ის იქ­ნე­ბო­და, რომ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლი ნა­კუწ-ნა­კუწ აე­ჩე­ხათ, მაგ­რამ ამის თქმაც კი არ შე­იძ­ლე­ბა, თუკი გვინ­და, ადა­მი­ა­ნე­ბი ვი­ყოთ. ბრე­ი­ვი­კის მიერ და­ხო­ცი­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის მშობ­ლე­ბი ჩუ­მად უნდა იყ­ვნენ და ით­მი­ნონ, როცა ბრე­ი­ვი­კი ინ­ტერ­ნე­ტის გა­უ­მარ­თა­ო­ბა­ზე ჩი­ვის. ამას ემო­ცი­უ­რად თუ მი­უდ­გე­ბი, წარ­მო­უდ­გენ­ლად გეჩ­ვე­ნე­ბა, მაგ­რამ თუ გვინ­და, შეგ­ნე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა გვქონ­დეს, ემო­ცი­ე­ბის მარ­თვა უნდა ვის­წავ­ლოთ და არ გა­და­ვუხ­ვი­ოთ სა­მარ­თლებ­რივ ნორ­მებს.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

"თავი დაანებონ ტლიკინს და კომპეტენტურ ხალხს ხელს ნუ შეუშლიან, მათი ჩასვრილი გამოასწორონ"

"თავი დაანებონ ტლიკინს და კომპეტენტურ ხალხს ხელს ნუ შეუშლიან, მათი ჩასვრილი გამოასწორონ"

"სახელოვნებო სფეროში ვითარება რომ დალაგდეს, ხელმძღვანელობაში პროფესიონალები უნდა იყვნენ და არა სასაცილო დილეტანტები. მინდა ჩემს ქვეყანაში კულტურა და ხელოვნება იყოს, რადგან მადლიერების გრძნობა მაქვს იმ ქვეყნისა და ხალხისადმი, რომელმაც გამზარდა. სანამ შემიძლია, გამომიყენე", - აცხადებს "კვირის პალიტრასთან" დირიჟორი გოგი ჭიჭინაძე:

- ხელოვანმა ორ რამეზე უნდა ილაპარაკოს: საკუთარ საქმეზე და საზოგადოებრივი პოზიცია გამოხატოს. ხელოვანი, რომლის სულიც მუდამ ოპოზიციისკენ უნდა ილტვოდეს, არ შეიძლება ტაშს უკრავდეს ხელისუფლებას. ხელოვანის ადგილი ოპოზიციაშია, მაგრამ ეს არ ნიშნავს უმადურობასა და ხელისუფლების უაზრო ლანძღვას.

- დღეს საზოგადოება წუხს, სამართლიანობის აღდგენა იგვიანებსო.

- სიმართლე გითხრათ, ახლა ნაკლებად მაინტერესებს, ვინ როგორ დაისჯება. რა თქმა უნდა, დამნაშავე უნდა დაისაჯოს და წართმეული ქონება უნდა დაბრუნდეს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩემმა მეგობარმა, რომელიც დღეს ხელისუფლებაში მაღალ პოზიციაზეა, ამიხსნა, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომლის ძირითადი შემოსავალი უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების გამოგზავნილი ფულიაო. თურმე სამშობლოდან გახიზნული ხალხის გამოგზავნილი ფული ბრუნავს ქვეყანაში! უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რომ ასეთ სამარცხვინო მდგომარეობაში აღარ ვიყოთ. ტრაგედიაა ის, რომ კულტურის სფეროში იმაზე უარესი მდგომარეობაა, ვიდრე ადრე იყო.

- რა მხრივ?

- ზოგი არაკომპეტენტური პირი დარჩა თანამდებობაზე და ზოგიც, ბევრად არაკომპეტენტური, სასაცილო მოღვაწეობას შეუდგა.

საქართველოში კულტურის პოლიტიკა ჩაშვებულია, არ არსებობს. პროფესიონალიზმი ნიველირებულია. უცნაურად მეჩვენება, რომ პოლიტიკური ნიშნით გაგდებული ხელოვანები თეატრებში ზოგან დააბრუნეს, ზოგან - არა.

ოპერის მთავარი დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი, რომელიც 2008 წელს პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს (და მეც მიმაყოლეს) დღემდე არ დაუბრუნებიათ. ზაზა ნიკა რურუას ბრძანებით მოხსნეს, მაგრამ მიზეზი ვერ დაასახელეს. ამაში მონაწილეობდა ოპერის დირექტორი, "ნაციონალების" ჟანდარმი დათო საყვარელიძეც, ეს საცოდავი კაცი. აზმაიფარაშვილი ალბათ, იმიტომ დაავიწყდათ, რომ არ წივის და არ აქტიურობს.

- ჩვენ 9 წელი ისეთ რეალობაში ვიცხოვრეთ, როდესაც ხელისუფლებას კულტურაზე მეტად ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილების შექმნა აინტერესებდა, რათა შემდეგ დაეშანტაჟებინა და ემართა.

- რომელი ჭკუათამყოფელი ადამიანი იტყვის, რომ ეს კარგია. როგორ შეიძლება ადამიანის პირადი ცხოვრების გადაღება მოგივიდეს აზრად? მაგრამ მაგათ ყველაფერი მოსდიოდათ თავში. მხოლოდ ქაჯი მიიჩნევს, რომ მისგან იწყება მსოფლიო ისტორიის ათვლა. ორი წიგნი წაიკითხა, ერთი სემესტრი კოლუმბიის უნივერსიტეტში ისწავლა და ჰგონია, ამერიკას იცნობს. სანამ ხელისუფლებაში იქნება, უნდა მოასწროს და გადაატრიალოს ეროვნული ცნობიერება, წაშალოს ისტორიული მეხსიერება და ტრადიციები. მთელი 9 წელიწადი უნამუსო რიტორიკასა და დემაგოგიას ვისმენდით. "ნაციონალები" იმასაც არ ფიქრობდნენ, დამაჯერებელი ტყუილი მაინც ეთქვათ. ქართველი ხალხი ნახირი ეგონათ, საკუთარი თავი კი ერის მხსნელები.

ერთმა ბრწყინვალე იურისტმა მითხრა, შარიათზე სამართლიანი სასამართლო არ არსებობს, თუ მოიპარე, ხელს მოგაჭრიანო. მორალურად ვერც შეედავები ამას, მაგრამ სამართლიანობა და დემოკრატიული სამართალი ერთი და იგივე არ არის. ნორვეგიელმა ბრეივიკმა რაც გააკეთა, ამის სამართლიანი პასუხი ის იქნებოდა, რომ უამრავი ადამიანის მკვლელი ნაკუწ-ნაკუწ აეჩეხათ, მაგრამ ამის თქმაც კი არ შეიძლება, თუკი გვინდა, ადამიანები ვიყოთ. ბრეივიკის მიერ დახოცილი ახალგაზრდების მშობლები ჩუმად უნდა იყვნენ და ითმინონ, როცა ბრეივიკი ინტერნეტის გაუმართაობაზე ჩივის. ამას ემოციურად თუ მიუდგები, წარმოუდგენლად გეჩვენება, მაგრამ თუ გვინდა, შეგნებული საზოგადოება გვქონდეს, ემოციების მართვა უნდა ვისწავლოთ და არ გადავუხვიოთ სამართლებრივ ნორმებს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია