სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკა გრიგოლიას ყოფილი ცოლი საქართველოში პირველი ფიტნესმოდელია
ნიკა გრიგოლიას ყოფილი ცოლი საქართველოში პირველი ფიტნესმოდელია

ია უძი­ლა­უ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ რამ­დე­ნი­მე წლის წინ იუ­მო­რისტ ნიკა გრი­გო­ლი­ას მე­უღ­ლის რან­გში გა­იც­ნო. მა­შინ ია დას­თან, მიშა ან­დღუ­ლა­ძის მე­უღ­ლეს­თან ერ­თად დი­ზა­ი­ნე­რო­ბით იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით წყვი­ლი და­შორ­და, თუმ­ცა სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავთ - ნი­კო­ლოზ გრი­გო­ლია. ჰქონ­დათ და­ძა­ბუ­ლი პე­რი­ო­დი ცხოვ­რე­ბა­ში, მაგ­რამ ახლა, რო­გორც ია ამ­ბობს, მათი ურ­თი­ერ­თო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­და. ცოტა ხნის წინ ია "კო­მე­დი შოუს" სე­რი­ალ­ში გა­მოჩ­ნდა - "ვნე­ბე­ბის ჭუჭ­რუ­ტა­ნა". მისი გმი­რი პან­ჩი­ტა მო­სამ­სა­ხუ­რე გო­გო­ნაა, რო­მელ­საც ბა­ტო­ნი ეტ­რფის.

თუმ­ცა იას­თვის დღეს სე­რი­ო­ზუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა ბო­დი­ბილ­დინ­გია და პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ფიტ­ნეს­მო­დე­ლია. ახ­ლა­ხან შე­ჯიბ­რე­ბა­ზეც გა­მო­ვი­და, მაგ­რამ რად­გან მის გარ­და სხვა ქალ­ბა­ტო­ნი არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და, მხო­ლოდ საჩ­ვე­ნე­ბე­ლი გა­მოს­ვლით დაკ­მა­ყო­ფილ­და.

- ბავ­შვო­ბი­დან სპორ­ტუ­ლი ვი­ყა­ვი, მოყ­ვა­რუ­ლის დო­ნე­ზე ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი ტურ­ნი­რებ­ში - ფეხ­ბურ­თის, ფრენ­ბურ­თის... ვცდი­ლობ­დი, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სით მე­ცხოვ­რა. ვარ­ჯი­ში ყო­ველ­თვის მა­ინ­ტე­რე­სებ­და და სახ­ლის პი­რო­ბებ­ში ვვარ­ჯი­შობ­დი მსუ­ბუ­ქად, ჰან­ტე­ლე­ბით. ვა­კე­თებ­დი პრესს. შარ­შან შე­მოდ­გო­მა­ზე სპორ­ტულ დარ­ბაზ­ში გა­და­ვი­ნაც­ვლე. რა თქმა უნდა, იქ უკე­თე­სი პი­რო­ბე­ბი მქონ­და და მეტი მო­ტი­ვა­ცი­აც.

- ამ სპორ­ტში ასა­კობ­რი­ვი შე­ზღუდ­ვა თუ არ­სე­ბობს?

- არა, ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის არ არ­სე­ბობს. ასე­თი ვარ­ჯი­ში ბავ­შვე­ბის­თვის და მო­ზარ­დე­ბის­თვის სა­სურ­ვე­ლი არ არის, თუმ­ცა მსოფ­ლი­ო­ში მა­ინც არის პრე­ცე­დენ­ტე­ბი, არ­სე­ბო­ბენ ბო­დი­ბილ­დე­რი ბავ­შვე­ბიც. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩემ­პი­ო­ნა­ტი ბო­დი­ბილ­დინ­გში წინა წლებ­შიც ტარ­დე­ბო­და, მაგ­რამ გო­გო­ნა არ გა­მო­სუ­ლა. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს იყ­ვნენ ქალი მო­ნა­წი­ლე­ე­ბიც. ჩვენ­თან ბოლო ხა­ნებ­ში სულ უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა ბო­დი­ბილ­დინ­გი, თუმ­ცა არ­სე­ბობს სტე­რე­ო­ტი­პი, რომ ქალს ძა­ლის­მი­ე­რი ვარ­ჯი­ში არ უხ­დე­ბა, ჰგო­ნი­ათ, რომ ძა­ლი­ან უნდა და­ი­კუნ­თო, არა­და, ბო­დი­ბილ­დინ­გშიც სხვა­დას­ხვა კა­ტე­გო­რია არ­სე­ბობს. არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი და­კუნ­თვა, თა­ნაც ეს არც ისე ად­ვი­ლია, რო­გორც ჰგო­ნი­ათ (იღი­მე­ბა).

- ში­ნა­გან ორ­გა­ნო­ებ­ზე უარ­ყო­ფი­თად არ მოქ­მე­დებს სიმ­ძი­მე­ე­ბის აწე­ვა?

- როცა ყვე­ლა­ფერს სწო­რად აკე­თებ - არა. მე არაფ­რის მე­ში­ნია, რად­გან მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო მწვრთნე­ლი მყავს. ის ექი­მიც არის, დი­ე­ტას და ჯან­მრთე­ლო­ბას აკონ­ტრო­ლებს, პა­ტა­რა, თით­ქოს უმ­ნიშ­ვნე­ლო წვრილ­მა­ნებ­საც კი. ამ სპორ­ტში ვარ­ჯიშ­ზე არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დი­ე­ტაა, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ რთუ­ლია - ნაკ­ლე­ბი ცხი­მი, მეტი ცილა, გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის სი­თხე. სამი თვის წინ გა­დავ­წყვი­ტე, შე­ჯიბ­რე­ბა­ზე გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი და მკაც­რად, გრა­მო­ბით გა­წე­რილ დი­ე­ტას პირ­ნათ­ლად ვას­რუ­ლებ­დი.

- არ გი­ჭირს ამ რე­ჟი­მით ცხო­ვრე­ბა?

- ძნე­ლია, მაგ­რამ მიზ­ნად და­ვი­სა­ხე, რომ შე­ჯიბ­რე­ბა­ზე გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. თან დე­დამ მა­ინ­ცდა­მა­ინც ახლა და­ი­წყო რა­ღა­ცე­ბის გა­მო­ცხო­ბა (იღი­მე­ბა). ოჯა­ხის წევ­რე­ბი თა­ვი­დან ვარ­ჯი­შით ჩემს და­ინ­ტე­რე­სე­ბას გა­ტა­ცე­ბად აღიქ­ვამ­დნენ და კრი­ტი­კუ­ლად უყუ­რებ­დნენ, დღეს, როცა ერ­თა­დერ­თი ფიტ­ნეს­მო­დე­ლი ვარ და სე­რი­ო­ზუ­ლად მოვ­კი­დე ხელი, უკვე მხარ­ში მიდ­გა­ნან. ახლა მეც ვა­ვარ­ჯი­შებ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს პერ­სო­ნა­ლუ­რად. თა­ვი­დან ამის სურ­ვი­ლი უცხო­ე­ლებ­მა გა­მოთ­ქვეს. ბევ­რი მწერს ხოლ­მე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და რჩე­ვებს მე­კი­თხე­ბა. სა­სი­ა­მოვ­ნოა, როცა სა­კუ­თარ თავ­ზე ხე­დავ შე­დეგს და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­სი­ა­მოვ­ნოა, როცა ამ შე­დეგს სხვა­ზეც, შენს მოს­წავ­ლე­ზე ხე­დავ.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­დე­ლე­ბის წონა და სი­მაღ­ლე ხში­რად ხდე­ბა კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი. შენ, თუ არ ვცდე­ბი, პირ­ვე­ლი ფიტ­ნეს­მო­დე­ლი ხარ...

- არ ვიცი, არი­ან სპორ­ტუ­ლი გო­გო­ნე­ბი, თუმ­ცა უშუ­ა­ლოდ ამ სპორ­ტით და­კა­ვე­ბუ­ლი არ გა­მი­გია. არა­და, ძა­ლი­ან მინ­დო­და, მარ­ტო არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი შე­ჯიბ­რე­ბა­ზე. ამ­ჯე­რად მხო­ლოდ საჩ­ვე­ნე­ბე­ლი გა­მოს­ვლა მქონ­და. იმე­დი მაქვს, მო­მა­ვალ წელს კონ­კუ­რენ­ცი­აც იქ­ნე­ბა.

- ბავ­შვი რო­გორ აღიქ­ვამს დე­დის ბო­დი­ბილ­დე­რო­ბას?

- ყვე­ლა­ზე მე­ტად დედა და ჩემი შვი­ლი მგულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ. თა­ვი­დან ოჯა­ხი სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებ­და ჩემს ვარ­ჯიშს. ფიქ­რობ­დნენ, მო­მიხ­დე­ბო­და თუ არა, მაგ­რამ დე­დას ახლა ძა­ლი­ან უხა­რია და ყვე­ლა­ფერ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს. სა­ნამ აქ­ტი­უ­რად ჩა­ვერ­თვე­ბო­დი, ბავ­შვს მა­ნამ­დეც მოს­წონ­და, გი­რე­ბით რომ ვვარ­ჯი­შობ­დი. ბავ­შვებს მოს­წონთ ნა­ვარ­ჯი­შე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი, მათ­თვის სიძ­ლი­ე­რის სიმ­ბო­ლოა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ნიკა გრიგოლიას ყოფილი ცოლი საქართველოში პირველი ფიტნესმოდელია

ნიკა გრიგოლიას ყოფილი ცოლი საქართველოში პირველი ფიტნესმოდელია

ია უძილაური საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ იუმორისტ ნიკა გრიგოლიას მეუღლის რანგში გაიცნო. მაშინ ია დასთან, მიშა ანდღულაძის მეუღლესთან ერთად დიზაინერობით იყო გატაცებული. მოგვიანებით წყვილი დაშორდა, თუმცა საერთო შვილი ჰყავთ - ნიკოლოზ გრიგოლია. ჰქონდათ დაძაბული პერიოდი ცხოვრებაში, მაგრამ ახლა, როგორც ია ამბობს, მათი ურთიერთობა გაუმჯობესდა. ცოტა ხნის წინ ია "კომედი შოუს" სერიალში გამოჩნდა - "ვნებების ჭუჭრუტანა". მისი გმირი პანჩიტა მოსამსახურე გოგონაა, რომელსაც ბატონი ეტრფის.

თუმცა იასთვის დღეს სერიოზული საქმიანობა ბოდიბილდინგია და პირველი ქართველი ფიტნესმოდელია. ახლახან შეჯიბრებაზეც გამოვიდა, მაგრამ რადგან მის გარდა სხვა ქალბატონი არ მონაწილეობდა, მხოლოდ საჩვენებელი გამოსვლით დაკმაყოფილდა.

- ბავშვობიდან სპორტული ვიყავი, მოყვარულის დონეზე ვმონაწილეობდი ტურნირებში - ფეხბურთის, ფრენბურთის... ვცდილობდი, ჯანსაღი ცხოვრების წესით მეცხოვრა. ვარჯიში ყოველთვის მაინტერესებდა და სახლის პირობებში ვვარჯიშობდი მსუბუქად, ჰანტელებით. ვაკეთებდი პრესს. შარშან შემოდგომაზე სპორტულ დარბაზში გადავინაცვლე. რა თქმა უნდა, იქ უკეთესი პირობები მქონდა და მეტი მოტივაციაც.

- ამ სპორტში ასაკობრივი შეზღუდვა თუ არსებობს?

- არა, ზრდასრული ადამიანისთვის არ არსებობს. ასეთი ვარჯიში ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის სასურველი არ არის, თუმცა მსოფლიოში მაინც არის პრეცედენტები, არსებობენ ბოდიბილდერი ბავშვებიც. საქართველოში ჩემპიონატი ბოდიბილდინგში წინა წლებშიც ტარდებოდა, მაგრამ გოგონა არ გამოსულა. საბჭოთა კავშირის დროს იყვნენ ქალი მონაწილეებიც. ჩვენთან ბოლო ხანებში სულ უფრო პოპულარული ხდება ბოდიბილდინგი, თუმცა არსებობს სტერეოტიპი, რომ ქალს ძალისმიერი ვარჯიში არ უხდება, ჰგონიათ, რომ ძალიან უნდა დაიკუნთო, არადა, ბოდიბილდინგშიც სხვადასხვა კატეგორია არსებობს. არ არის აუცილებელი დაკუნთვა, თანაც ეს არც ისე ადვილია, როგორც ჰგონიათ (იღიმება).

- შინაგან ორგანოებზე უარყოფითად არ მოქმედებს სიმძიმეების აწევა?

- როცა ყველაფერს სწორად აკეთებ - არა. მე არაფრის მეშინია, რადგან მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი მყავს. ის ექიმიც არის, დიეტას და ჯანმრთელობას აკონტროლებს, პატარა, თითქოს უმნიშვნელო წვრილმანებსაც კი. ამ სპორტში ვარჯიშზე არანაკლებ მნიშვნელოვანი დიეტაა, რომელიც საკმაოდ რთულია - ნაკლები ცხიმი, მეტი ცილა, გარკვეული რაოდენობის სითხე. სამი თვის წინ გადავწყვიტე, შეჯიბრებაზე გამოვსულიყავი და მკაცრად, გრამობით გაწერილ დიეტას პირნათლად ვასრულებდი.

- არ გიჭირს ამ რეჟიმით ცხო­ვრება?

- ძნელია, მაგრამ მიზნად დავისახე, რომ შეჯიბრებაზე გამოვსულიყავი. თან დედამ მაინცდამაინც ახლა დაიწყო რაღაცების გამოცხობა (იღიმება). ოჯახის წევრები თავიდან ვარჯიშით ჩემს დაინტერესებას გატაცებად აღიქვამდნენ და კრიტიკულად უყურებდნენ, დღეს, როცა ერთადერთი ფიტნესმოდელი ვარ და სერიოზულად მოვკიდე ხელი, უკვე მხარში მიდგანან. ახლა მეც ვავარჯიშებ რამდენიმე ადამიანს პერსონალურად. თავიდან ამის სურვილი უცხოელებმა გამოთქვეს. ბევრი მწერს ხოლმე სოციალურ ქსელში და რჩევებს მეკითხება. სასიამოვნოა, როცა საკუთარ თავზე ხედავ შედეგს და განსაკუთრებულად სასიამოვნოა, როცა ამ შედეგს სხვაზეც, შენს მოსწავლეზე ხედავ.

- საქართველოში მოდელების წონა და სიმაღლე ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი. შენ, თუ არ ვცდები, პირველი ფიტნესმოდელი ხარ...

- არ ვიცი, არიან სპორტული გოგონები, თუმცა უშუალოდ ამ სპორტით დაკავებული არ გამიგია. არადა, ძალიან მინდოდა, მარტო არ ვყოფილიყავი შეჯიბრებაზე. ამჯერად მხოლოდ საჩვენებელი გამოსვლა მქონდა. იმედი მაქვს, მომავალ წელს კონკურენციაც იქნება.

- ბავშვი როგორ აღიქვამს დედის ბოდიბილდერობას?

- ყველაზე მეტად დედა და ჩემი შვილი მგულშემატკივრობენ. თავიდან ოჯახი სკეპტიკურად უყურებდა ჩემს ვარჯიშს. ფიქრობდნენ, მომიხდებოდა თუ არა, მაგრამ დედას ახლა ძალიან უხარია და ყველაფერში მონაწილეობს. სანამ აქტიურად ჩავერთვებოდი, ბავშვს მანამდეც მოსწონდა, გირებით რომ ვვარჯიშობდი. ბავშვებს მოსწონთ ნავარჯიშები ადამიანები, მათთვის სიძლიერის სიმბოლოა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება