პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვისთან იკერავს კაბებს გიული ალასანია
ვისთან იკერავს კაბებს გიული ალასანია

მაკა ნაც­ვლიშ­ვი­ლი მრა­ვა­ლი წე­ლია, რაც მო­დის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ობს. ოც­და­ა­თწ­ლი­ა­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, ამ თე­მა­ზე თა­მა­მად ისა­უბ­როს. ჯერ კი­დევ მა­შინ, თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში არე­უ­ლო­ბა რომ იყო და ია­რაღს ის­როდ­ნენ, მაკა ჩვე­ნე­ბებს მარ­თავ­და და იქ, იმ გა­რე­მო­ში, თით­ქოს სხვა სამ­ყა­რო­ში ხვდე­ბო­დი. შემ­დეგ მხატ­ვრო­ბა­ში გა­და­ეშ­ვა, ორი წლის წინ პო­პარ­ტით და­ინ­ტე­რეს­და. ორ­ჯერ გა­მო­ფე­ნაც ჰქონ­და. ბოლო დროს ძი­რი­თა­დად ბან­კე­ტის კა­ბე­ბის კერ­ვი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი, თუმ­ცა ერ­თგუ­ლი კლი­ენ­ტე­ბი მა­ინც შე­მორ­ჩნენ.

მა­კას­თან იკე­რა­ვენ ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე, ექი­მი ცი­ცი­ნო შურ­ღა­ია, პრე­ზი­დენ­ტის დედა - გი­უ­ლი ალა­სა­ნია. მის მიერ შექ­მნი­ლი სა­მო­სი ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი ლე­დის გარ­დე­რობ­შიც ინა­ხე­ბა.

- 1983 წლი­დან ვმუ­შა­ობ ამ სფე­რო­ში და თით­ქმის ოც­და­ა­თწ­ლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს. თა­ვი­დან კერ­ძო პრაქ­ტი­კას გავ­დი­ო­დი. შემ­დეგ იყო მო­დის სახ­ლი "ირი­და". მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­კუ­თა­რი სტუ­დია "ნო­ე­მა" და­ვა­არ­სე. პირ­ვე­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ე­ბი, ჩვე­ნე­ბე­ბი ჩემს სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა. 2007 წელს პა­ნა­მის მე­რის მიწ­ვე­ვით მო­დის ფეს­ტი­ვალ­ზე სტუმ­რის სტა­ტუ­სით ვი­ყა­ვი, სა­დაც ჩემს კო­ლექ­ცი­ას ძა­ლი­ან დიდი მო­წო­ნე­ბა ხვდა წი­ლად. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ძი­რი­თა­დად დი­ზა­ი­ნე­რად ვმუ­შა­ობ, მაგ­რამ აკა­დე­მია მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი და ვხა­ტავ. ბოლო ორი წელი ჩემს შე­მოქ­მე­დე­ბას პო­პარ­ტი და­ვა­მა­ტე და ორ­ჯერ გა­მო­ფე­ნა­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი.

- დღეს რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით მო­დის სფე­როს სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- ბევ­რი ეტა­პი გა­ი­ა­რა, მა­გა­ლი­თად, "ირი­დას" პე­რი­ოდ­ში სა­ქო­ნე­ლიც არ იშო­ვე­ბო­და და თუ რამე სი­ახ­ლე გქონ­და, ყო­ველ­თვის დიდ გა­მოხ­მა­უ­რე­ბას იღებ­დი. მა­შინ ძა­ლი­ან კარ­გი მო­დე­ლე­ბის ჯგუ­ფი შე­იკ­რი­ბა, ქეთი ქო­ბუ­ლია, ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე, მაია კან­კა­ვა. ფრან­გულ "ვოგ­ში" გაჟ­ღერ­და ჩვენ შე­სა­ხებ, სლა­ვა ზა­ი­ცე­ვი ჩა­მო­ვი­და, რომ ჩვე­ნი წა­მო­წყე­ბა ენა­ხა. შო­უ­რუმს რომ ვა­წყობ­დით, სა­ღა­მოს უკვე კო­ლექ­ცია აღარ იყო, ყვე­ლა­ფე­რი იყი­დე­ბო­და. 90-იან წლებ­ში, რო­დე­საც სა­კუ­თა­რი სტუ­დია ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბე, ქა­ლაქ­ში არა­ფე­რი ხდე­ბო­და, ის­როდ­ნენ. ხომ იცით, როცა ქვე­მე­ხე­ბი ის­ვრი­ან, მუ­ზე­ბი დუ­მან და ამ დროს თბი­ლი­სის ბო­მონ­დი, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჩვე­ნე­ბებს ეს­წრე­ბოდ­ნენ. მძი­მე პე­რი­ო­დი იდგა, ქვე­ყა­ნა­ში ომი იყო და ჩვენ ერთ სივ­რცე­ში ვი­ყა­ვით შე­ყუ­ჟუ­ლე­ბი, სა­დაც ძა­ლი­ან კარ­გი გა­რე­მო იყო. შემ­დეგ კო­მერ­ცი­ულ ხაზს ავ­ცდი და შე­მოქ­მე­დე­ბა­ში გა­და­ვი­ჭე­რი.

- რამ­დე­ნად ჯან­სა­ღია კონ­კუ­რენ­ცია მო­დის სფე­რო­ში დღეს? ძა­ლი­ან ბევ­რი ახა­ლი დი­ზა­ი­ნე­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში.

- მხო­ლოდ სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მია ყო­ველ წელს ორ­მო­ცამ­დე დი­ზა­ი­ნერს უშ­ვებს და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, სამ­მი­ლი­ო­ნი­ან ქვე­ყა­ნას ყო­ველ წე­ლი­წადს ორ­მო­ცი ახა­ლი დი­ზა­ი­ნე­რი სჭირ­დე­ბო­დეს. კო­ლე­გი­ა­ლო­ბას ყო­ველ­თვის ვი­ცავ, მაგ­რამ ჩემი ხედ­ვა და გე­მოვ­ნე­ბა მაქვს. ამ თა­ო­ბი­დან ძა­ლი­ან მომ­წონს თა­მუ­ნა ინ­გო­როყ­ვა, სა­ლო­მე ტყაბ­ლა­ძე და კი­დევ რამ­დე­ნი­მე. ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია ხა­რის­ხი.

- ქარ­თველ დი­ზა­ი­ნე­რებ­ზე ხში­რად ამ­ბო­ბენ, რომ ლი­ლო­ში ნა­ყი­დი ქსო­ვი­ლე­ბით კე­რა­ვენ.

- ლი­ლოს ვერც ერთი დი­ზა­ი­ნე­რი ვერ აუქ­ცევს გვერდს, მაგ­რამ ერ­თა­დერთ წყა­როდ არ უნდა იქ­ცეს. იქაც არის სხვა­დას­ხვა ფა­სის ქსო­ვი­ლე­ბი, შენ უნდა იცო­დე, რას ყი­დუ­ლობ. სა­ერ­თოდ, დიდი უბე­დუ­რე­ბა არ არის, რომ დი­ზა­ი­ნე­რი ლი­ლო­ში წა­ვი­დეს ქსო­ვი­ლის შე­სა­ძე­ნად, მაგ­რამ ისე­თი ხა­რის­ხის უნდა იყი­დოს, რომ თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბას არ გა­და­ა­ბი­ჯოს.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბულ მო­დის კვი­რე­უ­ლებს რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით?

- მო­დის ორი კვი­რე­უ­ლი აბ­სო­ლუ­ტუ­რად ზედ­მე­ტი იყო, რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს არ გა­აჩ­ნია მო­დე­ლე­ბი­სა და დი­ზა­ი­ნე­რე­ბის ამ­ხე­ლა რე­სურ­სი. მარ­თა­ლია, ახლა ერთი გა­უქ­მდა, მაგ­რამ იმ­დე­ნი წელი იბუქ­სა­ვეს, ზოგ­ჯერ ვფიქ­რობ, რომ ქარ­თულ მო­დას სა­ხე­ლი გა­უ­ფუ­ჭეს.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

ლია
2

ნაცვლიშვილო თუ გინდა კლიენტები დაკარგო განაგრძე გიულისთვის კაბების კერვა.მაინც ვერაფერს მოახდენ მაგის ტანზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ვისთან იკერავს კაბებს გიული ალასანია

ვისთან იკერავს კაბებს გიული ალასანია

მაკა ნაცვლიშვილი მრავალი წელია, რაც მოდის სფეროში მოღვაწეობს. ოცდაათწლიანი საქმიანობა საშუალებას აძლევს, ამ თემაზე თამამად ისაუბროს. ჯერ კიდევ მაშინ, თბილისის ქუჩებში არეულობა რომ იყო და იარაღს ისროდნენ, მაკა ჩვენებებს მართავდა და იქ, იმ გარემოში, თითქოს სხვა სამყაროში ხვდებოდი. შემდეგ მხატვრობაში გადაეშვა, ორი წლის წინ პოპარტით დაინტერესდა. ორჯერ გამოფენაც ჰქონდა. ბოლო დროს ძირითადად ბანკეტის კაბების კერვითაა დაკავებული, თუმცა ერთგული კლიენტები მაინც შემორჩნენ.

მაკასთან იკერავენ ლიკა ქავჟარაძე, ექიმი ციცინო შურღაია, პრეზიდენტის დედა - გიული ალასანია. მის მიერ შექმნილი სამოსი ქვეყნის პირველი ლედის გარდერობშიც ინახება.

- 1983 წლიდან ვმუშაობ ამ სფეროში და თითქმის ოცდაათწლიანი გამოცდილება მაქვს. თავიდან კერძო პრაქტიკას გავდიოდი. შემდეგ იყო მოდის სახლი "ირიდა". მოგვიანებით საკუთარი სტუდია "ნოემა" დავაარსე. პირველი სატელევიზიო შოუები, ჩვენებები ჩემს სახელს უკავშირდება. 2007 წელს პანამის მერის მიწვევით მოდის ფესტივალზე სტუმრის სტატუსით ვიყავი, სადაც ჩემს კოლექციას ძალიან დიდი მოწონება ხვდა წილად. მთელი ცხოვრება ძირითადად დიზაინერად ვმუშაობ, მაგრამ აკადემია მაქვს დამთავრებული და ვხატავ. ბოლო ორი წელი ჩემს შემოქმედებას პოპარტი დავამატე და ორჯერ გამოფენაშიც ვმონაწილეობდი.

- დღეს როგორ შეაფასებდით მოდის სფეროს საქართველოში?

- ბევრი ეტაპი გაიარა, მაგალითად, "ირიდას" პერიოდში საქონელიც არ იშოვებოდა და თუ რამე სიახლე გქონდა, ყოველთვის დიდ გამოხმაურებას იღებდი. მაშინ ძალიან კარგი მოდელების ჯგუფი შეიკრიბა, ქეთი ქობულია, ლიკა ქავჟარაძე, მაია კანკავა. ფრანგულ "ვოგში" გაჟღერდა ჩვენ შესახებ, სლავა ზაიცევი ჩამოვიდა, რომ ჩვენი წამოწყება ენახა. შოურუმს რომ ვაწყობდით, საღამოს უკვე კოლექცია აღარ იყო, ყველაფერი იყიდებოდა. 90-იან წლებში, როდესაც საკუთარი სტუდია ჩამოვაყალიბე, ქალაქში არაფერი ხდებოდა, ისროდნენ. ხომ იცით, როცა ქვემეხები ისვრიან, მუზები დუმან და ამ დროს თბილისის ბომონდი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ჩვენებებს ესწრებოდნენ. მძიმე პერიოდი იდგა, ქვეყანაში ომი იყო და ჩვენ ერთ სივრცეში ვიყავით შეყუჟულები, სადაც ძალიან კარგი გარემო იყო. შემდეგ კომერციულ ხაზს ავცდი და შემოქმედებაში გადავიჭერი.

- რამდენად ჯანსაღია კონკურენცია მოდის სფეროში დღეს? ძალიან ბევრი ახალი დიზაინერია საქართველოში.

- მხოლოდ სამხატვრო აკადემია ყოველ წელს ორმოცამდე დიზაინერს უშვებს და როგორ შეიძლება, სამმილიონიან ქვეყანას ყოველ წელიწადს ორმოცი ახალი დიზაინერი სჭირდებოდეს. კოლეგიალობას ყოველთვის ვიცავ, მაგრამ ჩემი ხედვა და გემოვნება მაქვს. ამ თაობიდან ძალიან მომწონს თამუნა ინგოროყვა, სალომე ტყაბლაძე და კიდევ რამდენიმე. ჩვენი პროფესიისთვის აუცილებელია ხარისხი.

- ქართველ დიზაინერებზე ხშირად ამბობენ, რომ ლილოში ნაყიდი ქსოვილებით კერავენ.

- ლილოს ვერც ერთი დიზაინერი ვერ აუქცევს გვერდს, მაგრამ ერთადერთ წყაროდ არ უნდა იქცეს. იქაც არის სხვადასხვა ფასის ქსოვილები, შენ უნდა იცოდე, რას ყიდულობ. საერთოდ, დიდი უბედურება არ არის, რომ დიზაინერი ლილოში წავიდეს ქსოვილის შესაძენად, მაგრამ ისეთი ხარისხის უნდა იყიდოს, რომ თავმოყვარეობას არ გადააბიჯოს.

- საქართველოში ჩატარებულ მოდის კვირეულებს როგორ შეაფასებდით?

- მოდის ორი კვირეული აბსოლუტურად ზედმეტი იყო, რადგან საქართველოს არ გააჩნია მოდელებისა და დიზაინერების ამხელა რესურსი. მართალია, ახლა ერთი გაუქმდა, მაგრამ იმდენი წელი იბუქსავეს, ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ქართულ მოდას სახელი გაუფუჭეს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია