საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ორი შვილის დედა 30 წელია ადამიანის სისხლს სვამს
ორი შვილის დედა 30 წელია ადამიანის სისხლს სვამს

პენ­სილ­ვა­ნი­ის შტა­ტის მკვიდ­რი ჯუ­ლია კეპლსი 30 წე­ლია სი­ლა­მა­ზი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად თვე­ში 2 ლ ადა­მი­ა­ნის დო­ნო­რულ სის­ხლს სვამს. 45 წლის ჯუ­ლი­ას ორი შვი­ლი და მე­უღ­ლე ჰყავს. მისი თქმით, ამ უჩ­ვე­უ­ლო რა­ცი­ო­ნის მი­მართ ლტოლ­ვა პირ­ვე­ლი კოც­ნის შემ­დეგ გა­უჩ­ნდა.

კეპლსმა სის­ხლს გემო პირ­ვე­ლად 15 წლის ასაკ­ში გა­უ­სინ­ჯა, რო­დე­საც "ბო­იფ­რენ­დს" შემ­თხვე­ვით უკბი­ნა. მალე გო­გო­ნას წი­თე­ლი სი­თხის მი­მართ ნამ­დვი­ლი ლტოლ­ვა გა­უჩ­ნდა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ჩვე­ვა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბად ექცა.

"ეს რა­ღაც გა­ურ­კვე­ველ­მა ინ­სტინ­ქტმა მა­ი­ძუ­ლა. რო­დე­საც კანს ვუ­კბი­ნე, მა­შინ­ვე ეს მიმ­ზიდ­ვე­ლი გემო შე­ვიგ­რძე­ნი, - იხე­ნებს ჯუ­ლია, - სამ­წუ­ხა­როდ, ამ "კოც­ნის" შემ­დეგ ჩემი საყ­ვა­რე­ლი აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა".

ახლა კეპლსი იძუ­ლე­ბუ­ლია დო­ნო­რის სის­ხლი და­ლი­ოს, რათა თავი კარ­გად იგ­რძნოს. მისი თქმით, თუ სის­ხლს დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არ სვამს, ეს მის გან­წყო­ბა­ზე უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა, ხოლო მისი სი­ლა­მა­ზე ჭკნო­ბას იწყებს.

"ვიცი, რომ ადა­მი­ა­ნის სის­ხლი არც ისე ნოყი­ე­რია, მაგ­რამ მისი რე­გუ­ლა­რუ­ლი მი­ღე­ბით თავს უკეთ ვგრძნობ სუ­ლი­ე­რა­დაც და ფი­ზი­კუ­რა­დაც", - აცხა­დებს კეპლსი.

მო­თხოვ­ნი­ლე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად ჯუ­ლია იმ ადა­მი­ა­ნებს უკავ­შირ­დე­ბა, რომ­ლე­ბიც მზად არი­ან მის­თვის სა­კუ­თა­რი სის­ხლის გა­ი­ღონ. გარ­და ამი­სა, ის სის­ხლს ოკულ­ტურ მა­ღა­ზი­ებ­შიც ყი­დუ­ლობს, რომ­ლე­ბიც მის მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­შია.

ამე­რი­კე­ლი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ მისი ცხოვ­რე­ბა ვამ­პი­რიზ­მთან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე, დო­ნალდ ლა­ზა­რო­ვი­ჩი სწო­რედ ვამ­პი­რე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის სის­ხლის მი­მართ სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბის წყა­ლო­ბით გა­იც­ნო. მათი ქორ­წი­ნე­ბაც შე­სა­ბა­მი­სი იყო: სახ­ლი გო­თი­კურ სტილ­ში, სა­ზე­ი­მო კუ­ბო­ე­ბით იყო მორ­თუ­ლი.

და­ქორ­წი­ნე­ბას და შვი­ლე­ბის გა­ჩე­ნას ჯუ­ლი­ას­თვის ხელი არ შე­უშ­ლია სის­ხლის რე­გუ­ლა­რულ მოხ­მა­რე­ბა­ში. მე­უღ­ლის თქმით, რო­მელ­მაც "ვამ­პი­რიზ­მზე" ცოტა ხნის წინ თა­ვად თქვა უარი, 11 წლის ალექ­სიმ და 24 წლის არი­ელ­მა დე­დის მის­წრა­ფე­ბის შე­სა­ხებ იცი­ან, თუმ­ცა სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არა­ფე­რი აქვთ.

"მე მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პა­ტივს ვცემ. ის ვალ­დე­ბუ­ლი არაა ჩემს მა­გა­ლითს მი­ბა­ძოს, - ამ­ბობს დო­ნალ­დი, - უჩ­ვე­უ­ლო გა­ტა­ცე­ბა ჯუ­ლი­ას ხელს არ უშ­ლის, იყოს შე­სა­ნიშ­ნა­ვი დედა და კარ­გი მე­უღ­ლე".

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Daily Mail-ის მი­ხედ­ვით.

იხი­ლეთ ვი­დეო

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

ორი შვილის დედა 30 წელია ადამიანის სისხლს სვამს

ორი შვილის დედა 30 წელია ადამიანის სისხლს სვამს

პენსილვანიის შტატის მკვიდრი ჯულია კეპლსი 30 წელია სილამაზისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად თვეში 2 ლ ადამიანის დონორულ სისხლს სვამს. 45 წლის ჯულიას ორი შვილი და მეუღლე ჰყავს. მისი თქმით, ამ უჩვეულო რაციონის მიმართ ლტოლვა პირველი კოცნის შემდეგ გაუჩნდა.

კეპლსმა სისხლს გემო პირველად 15 წლის ასაკში გაუსინჯა, როდესაც "ბოიფრენდს" შემთხვევით უკბინა. მალე გოგონას წითელი სითხის მიმართ ნამდვილი ლტოლვა გაუჩნდა, მოგვიანებით კი ჩვევა დამოკიდებულებად ექცა.

"ეს რაღაც გაურკვეველმა ინსტინქტმა მაიძულა. როდესაც კანს ვუკბინე, მაშინვე ეს მიმზიდველი გემო შევიგრძენი, - იხენებს ჯულია, - სამწუხაროდ, ამ "კოცნის" შემდეგ ჩემი საყვარელი აღარ გამოჩენილა".

ახლა კეპლსი იძულებულია დონორის სისხლი დალიოს, რათა თავი კარგად იგრძნოს. მისი თქმით, თუ სისხლს დიდი ხნის განმავლობაში არ სვამს, ეს მის განწყობაზე უარყოფითად აისახება, ხოლო მისი სილამაზე ჭკნობას იწყებს.

"ვიცი, რომ ადამიანის სისხლი არც ისე ნოყიერია, მაგრამ მისი რეგულარული მიღებით თავს უკეთ ვგრძნობ სულიერადაც და ფიზიკურადაც", - აცხადებს კეპლსი.

მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ჯულია იმ ადამიანებს უკავშირდება, რომლებიც მზად არიან მისთვის საკუთარი სისხლის გაიღონ. გარდა ამისა, ის სისხლს ოკულტურ მაღაზიებშიც ყიდულობს, რომლებიც მის მშობლიურ ქალაქშია.

ამერიკელი დარწმუნებულია, რომ მისი ცხოვრება ვამპირიზმთან არის დაკავშირებული. მომავალი მეუღლე, დონალდ ლაზაროვიჩი სწორედ ვამპირებისა და ადამიანის სისხლის მიმართ საერთო ინტერესების წყალობით გაიცნო. მათი ქორწინებაც შესაბამისი იყო: სახლი გოთიკურ სტილში, საზეიმო კუბოებით იყო მორთული.

დაქორწინებას და შვილების გაჩენას ჯულიასთვის ხელი არ შეუშლია სისხლის რეგულარულ მოხმარებაში. მეუღლის თქმით, რომელმაც "ვამპირიზმზე" ცოტა ხნის წინ თავად თქვა უარი, 11 წლის ალექსიმ და 24 წლის არიელმა დედის მისწრაფების შესახებ იციან, თუმცა საწინააღმდეგო არაფერი აქვთ.

"მე მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. ის ვალდებული არაა ჩემს მაგალითს მიბაძოს, - ამბობს დონალდი, - უჩვეულო გატაცება ჯულიას ხელს არ უშლის, იყოს შესანიშნავი დედა და კარგი მეუღლე".

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"