სოფელ დუისის მოსახლეობა სკოლებში ჩეჩნური ენის შესწავლას ითხოვს. ადგილობრივების აზრით, ამ საგნის დამატება აუცილებელია იმისთვის, რომ ჩეჩენმა ბავშვებმა მშობლიური ენა არ დაივიწყონ. მოსახლეობა ცვლილებებს მომავალი სასწავლო წლიდან ელოდება.