პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეა წულუკიანი - მექმნება შთაბეჭდილება, რომ ზურაბ ადეიშვილი ქვეყნის პრემიერი და პრეზიდენტიც კი იყო
თეა წულუკიანი - მექმნება შთაბეჭდილება, რომ ზურაბ ადეიშვილი ქვეყნის პრემიერი და პრეზიდენტიც კი იყო

მექ­მნე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი ქვეყ­ნის პრე­მი­ე­რი და პრე­ზი­დენ­ტიც კი იყო, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა ლიტ­ვის სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო BNS-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­სულ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას რთუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა დახ­ვდა - კო­რუფ­ცია მმარ­თველ გუნდში და პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც პირ­და­პირ შე­დი­ო­და იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სტრუქ­ტუ­რა­ში და ემორ­ჩი­ლე­ბო­და პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს - იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრს.

წუ­ლუ­კი­ა­ნის გან­მარ­ტე­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რის დე­პო­ლი­ტი­ზე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა მი­ი­ღო კა­ნო­ნი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი, ამა­ვე დროს, აღარ არის მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი, შე­სა­ბა­მი­სად, ის არ მო­ნა­წი­ლე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო პრო­ცეს­ში.

"ჩვენ არ მოგ­ვწონ­და ე.წ. ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის ეპო­ქა. მე მექ­მნე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ის ქვეყ­ნის პრე­მი­ე­რი და პრე­ზი­დენ­ტიც კი იყო. ეს ეპო­ქა დას­რულ­და", - გა­ნა­ცხა­და თეა წუ­ლუ­კი­ან­მა.

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა სა­ა­გენ­ტოს­თან სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ფი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის და­კა­ვე­ბა­ზეც ისა­უბ­რა. მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, არც ერთი თა­ნამ­დე­ბო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა იყოს იმუ­ნი­ტე­ტი. და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­თხვე­ვა­ში სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა შე­იძ­ლე­ბა და­ი­წყოს რო­გორც ყო­ფი­ლი, ისე მოქ­მე­დი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის მი­მართ. ამის მა­გა­ლი­თად თეა წუ­ლუ­კი­ან­მა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის და­კა­ვე­ბა მო­იყ­ვა­ნა.

ამას­თან, სა­უ­ბა­რი შე­ე­ხო ლიტ­ვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის, ვა­იტ­კა­ბი­ჩი­უ­სის და­კა­ვე­ბას. იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა გან­მარ­ტა, რომ ლიტ­ვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის და­კა­ვე­ბი­სას და­ცუ­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა სტან­დარ­ტი და მას მი­ე­ცა ოჯა­ხის წევ­რებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, ად­ვო­კა­ტი­სა და თარ­ჯიმ­ნის ყო­ლის უფ­ლე­ბა.

თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის თქმით, დღეს ბიზ­ნეს­მე­ნი თა­ვი­სუ­ფა­ლია და ყვე­ლა პი­რო­ბა აქვს, სა­კუ­თა­რი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა და­ამ­ტკი­ცოს.

წუ­ლუ­კი­ა­ნის ინ­ტერ­ვი­უს ნა­წი­ლი იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ გა­ავ­რცე­ლა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

თეა წულუკიანი - მექმნება შთაბეჭდილება, რომ ზურაბ ადეიშვილი ქვეყნის პრემიერი და პრეზიდენტიც კი იყო

თეა წულუკიანი - მექმნება შთაბეჭდილება, რომ ზურაბ ადეიშვილი ქვეყნის პრემიერი და პრეზიდენტიც კი იყო

მექმნება შთაბეჭდილება, რომ ზურაბ ადეიშვილი ქვეყნის პრემიერი და პრეზიდენტიც კი იყო, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ლიტვის საინფორმაციო სააგენტო BNS-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ხელისუფლებაში მოსულ პოლიტიკურ ძალას რთული მემკვიდრეობა დახვდა - კორუფცია მმართველ გუნდში და პოლიტიზებული პროკურატურა, რომელიც პირდაპირ შედიოდა იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურაში და ემორჩილებოდა პოლიტიკური თანამდებობის პირს - იუსტიციის მინისტრს.

წულუკიანის განმარტებით, პროკურატურის დეპოლიტიზებისთვის საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც, იუსტიციის მინისტრი, ამავე დროს, აღარ არის მთავარი პროკურორი, შესაბამისად, ის არ მონაწილეობს საგამოძიებო პროცესში.

"ჩვენ არ მოგვწონდა ე.წ. ზურაბ ადეიშვილის ეპოქა. მე მექმნება შთაბეჭდილება, რომ ის ქვეყნის პრემიერი და პრეზიდენტიც კი იყო. ეს ეპოქა დასრულდა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა სააგენტოსთან საქართველოში ყოფილი პოლიტიკური თანამდებობის პირების დაკავებაზეც ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, არც ერთი თანამდებობა არ შეიძლება იყოს იმუნიტეტი. დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი დევნა შეიძლება დაიწყოს როგორც ყოფილი, ისე მოქმედი თანამდებობის პირების მიმართ. ამის მაგალითად თეა წულუკიანმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება მოიყვანა.

ამასთან, საუბარი შეეხო ლიტველი ბიზნესმენის, ვაიტკაბიჩიუსის დაკავებას. იუსტიციის მინისტრმა განმარტა, რომ ლიტველი ბიზნესმენის დაკავებისას დაცული იყო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა სტანდარტი და მას მიეცა ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის, ადვოკატისა და თარჯიმნის ყოლის უფლება.

თეა წულუკიანის თქმით, დღეს ბიზნესმენი თავისუფალია და ყველა პირობა აქვს, საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცოს.

წულუკიანის ინტერვიუს ნაწილი იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა