მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხონის სამკურნალო დაწესებულებაში 35 წლის პატიმარი გარდაიცვალა
ხონის სამკურნალო დაწესებულებაში 35 წლის პატიმარი გარდაიცვალა

ხო­ნის სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში პა­ტი­მა­რი, 35 წლის და­ვით ჭ. გარ­და­იც­ვა­ლა. იგი ხონ­ში გლ­და­ნის #8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან გა­და­იყ­ვა­ნეს.

გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი გლ­და­ნის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ექი­მებ­სა და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს უყუ­რა­დღე­ბო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გარ­დაც­ვლი­ლის დამ გა­ნუ­ცხა­და, ხო­ნის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში პა­ტიმ­რის გა­დაყ­ვა­ნა არ შე­იძ­ლე­ბო­და, თუმ­ცა მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს.

"ჩემი ძმა სას­ჯელს იხ­დი­და #8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, მო­უ­ლოდ­ნე­ლად წა­იყ­ვა­ნეს ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, სა­დაც ჩა­უ­ტა­რეს გა­მოკ­ვლე­ვე­ბი. შიდა სა­სა­მარ­თლო ჩა­ტარ­და და გა­და­იყ­ვა­ნეს ნა­ნე­იშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ხონი-ქუ­ტი­რის სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ში­გა­და­შიგ აწუ­ხებ­და, თუმ­ცა ამას­თან ერ­თად, ჰქონ­და კუჭ-ნაწ­ლა­ვის პრობ­ლე­მა და ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი რთულ ფორ­მებ­ში, რის გა­მოც, არ შე­იძ­ლე­ბო­და ხონ­ში გა­დაყ­ვა­ნა. ძა­ლი­ან ბევ­რი გან­ცხა­დე­ბა გვაქვს და­წე­რი­ლი მის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. შიდა სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბა 2 დღე­ში შეგ­ვეძ­ლო, მაგ­რამ იმ დღეს­ვე გა­და­იყ­ვა­ნეს ხონ­ში, სა­დაც არა­ნა­ი­რი პი­რო­ბა არ არის შექ­მნი­ლი მძი­მე ავად­მყო­ფო­ბით და­ა­ვა­დე­ბულ­თა სამ­კურ­ნა­ლოდ", - აცხა­დებს გარ­დაც­ვლი­ლი პა­ტიმ­რის და.

მი­სი­ვე თქმით, პა­ტიმ­რის მკურ­ნა­ლო­ბა მხო­ლოდ ხუ­და­დოვ­ზე და ქსნის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი, რაც გლ­და­ნის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა.

"ხო­ნის კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რი დაგვპირ­და, რომ პა­ტიმ­რის მდგო­მა­რე­ო­ბის სიმ­ძი­მის გამო, ისეთ ფორ­მას გა­ა­კე­თებ­და, რომ სა­სა­მარ­თლო სა­ჭი­რო აღარ იქ­ნე­ბო­და და პირ­და­პირ გა­და­აგ­ზავ­ნიდ­ნენ თბი­ლის­ში, თუმ­ცა ჩემი ძმა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე და­ი­ღუ­პა", - აცხა­დებს გარ­დაც­ვლი­ლის და.

მისი თქმით, პა­ტი­მა­რი ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, რომ მისი ტრან­სპორ­ტი­რე­ბაც საფრ­თხეს შე­ი­ცავ­და.

"სო­ზარ სუ­ბა­რის სა­ხელ­ზე და­წე­რი­ლი გან­ცხა­დე­ბის პა­სუ­ხი ჯერ კი­დევ არ მოგ­ვსვლია. გან­ცხა­დე­ბა­ში მი­ნისტრს მივ­წე­რეთ, რომ პა­ტი­მა­რი უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და დაგ­ვხმა­რე­ბო­და, მისი ქსნის ან ხუ­და­დო­ვის კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა­ში. ცი­ხე­ებ­ში ჯერ კი­დევ არ არის ისე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­გორც ჩვენ გვგო­ნია. ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე წა­მებს და წუ­თებს ით­ვლის. ამ მთავ­რო­ბას ეს არ უნდა ეშ­ლე­ბო­დეს. პა­ტიმ­რე­ბით მო­ვიდ­ნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. მე­გო­ნა რა­ღაც სა­მარ­თა­ლი არ­სე­ბობ­და", - გა­ნა­ცხა­და გარ­დაც­ვლი­ლის დამ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ხონის სამკურნალო დაწესებულებაში 35 წლის პატიმარი გარდაიცვალა

ხონის სამკურნალო დაწესებულებაში 35 წლის პატიმარი გარდაიცვალა

ხონის სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი, 35 წლის დავით ჭ. გარდაიცვალა. იგი ხონში გლდანის #8 დაწესებულებიდან გადაიყვანეს.

გარდაცვლილის ახლობლები გლდანის დაწესებულების ექიმებსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გარდაცვლილის დამ განუცხადა, ხონის დაწესებულებაში პატიმრის გადაყვანა არ შეიძლებოდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაითვალისწინეს.

"ჩემი ძმა სასჯელს იხდიდა #8 დაწესებულებაში, მოულოდნელად წაიყვანეს ფსიქიატრიული ექსპერტიზის განყოფილებაში, სადაც ჩაუტარეს გამოკვლევები. შიდა სასამართლო ჩატარდა და გადაიყვანეს ნანეიშვილის სახელობის ხონი-ქუტირის სამკურნალო დაწესებულებაში. ფსიქიკური პრობლემები შიგადაშიგ აწუხებდა, თუმცა ამასთან ერთად, ჰქონდა კუჭ-ნაწლავის პრობლემა და ტუბერკულოზი რთულ ფორმებში, რის გამოც, არ შეიძლებოდა ხონში გადაყვანა. ძალიან ბევრი განცხადება გვაქვს დაწერილი მის ჯანმრთელობაზე. შიდა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება 2 დღეში შეგვეძლო, მაგრამ იმ დღესვე გადაიყვანეს ხონში, სადაც არანაირი პირობა არ არის შექმნილი მძიმე ავადმყოფობით დაავადებულთა სამკურნალოდ", - აცხადებს გარდაცვლილი პატიმრის და.

მისივე თქმით, პატიმრის მკურნალობა მხოლოდ ხუდადოვზე და ქსნის დაწესებულებაში იყო შესაძლებელი, რაც გლდანის დაწესებულების ადმინისტრაციამ არ გაითვალისწინა.

"ხონის კლინიკის დირექტორი დაგვპირდა, რომ პატიმრის მდგომარეობის სიმძიმის გამო, ისეთ ფორმას გააკეთებდა, რომ სასამართლო საჭირო აღარ იქნებოდა და პირდაპირ გადააგზავნიდნენ თბილისში, თუმცა ჩემი ძმა ამ გადაწყვეტილებამდე დაიღუპა", - აცხადებს გარდაცვლილის და.

მისი თქმით, პატიმარი ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ მისი ტრანსპორტირებაც საფრთხეს შეიცავდა.

"სოზარ სუბარის სახელზე დაწერილი განცხადების პასუხი ჯერ კიდევ არ მოგვსვლია. განცხადებაში მინისტრს მივწერეთ, რომ პატიმარი უმძიმეს მდგომარეობაშია და დაგვხმარებოდა, მისი ქსნის ან ხუდადოვის კლინიკაში გადაყვანაში. ციხეებში ჯერ კიდევ არ არის ისეთი მდგომარეობა, როგორც ჩვენ გვგონია. ადამიანის სიცოცხლე წამებს და წუთებს ითვლის. ამ მთავრობას ეს არ უნდა ეშლებოდეს. პატიმრებით მოვიდნენ ხელისუფლებაში. მეგონა რაღაც სამართალი არსებობდა", - განაცხადა გარდაცვლილის დამ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ