მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"4 წლის ბაღანა 11 კილოს იწონიდა, მაგრამ ჩვენი მოფერება მაინც შეეძლო" - გაჭირვებამ 4 წლის გოგონა იმსხვერპლა
"4 წლის ბაღანა 11 კილოს იწონიდა, მაგრამ ჩვენი მოფერება მაინც შეეძლო" - გაჭირვებამ 4 წლის გოგონა იმსხვერპლა

ამ დღე­ებ­ში კი­დევ ერთი ტრა­გე­დია მოხ­და, - სო­ცი­ა­ლუ­რი შე­ჭირ­ვე­ბას ამ­ჯე­რად ოზურ­გეთ­ში შე­ე­წი­რა ბავ­შვი მსხვერ­პლად. 4 წლის თა­მარ ხუ­ციშ­ვილს ძა­ლი­ან ცუდ დროს მო­უ­წია სიკ­ვდი­ლი, - ავ­ღა­ნეთ­ში და­ხო­ცი­ლი ჩვე­ნი ბი­ჭებ­ზე გლო­ვის გამო პა­ტა­რას სიკ­ვდილ­მა დიდი შე­ცხა­დე­ბის გა­რე­შე ჩა­ი­ა­რა. ამით იმის თქმა მინ­და, რომ ჩვენ რომ ვი­ცით, რამ­დე­ნი­მე დღეს ვიხ­მა­უ­რებთ და ისევ მივ­ყუჩ­დე­ბით, ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო ისე­თი დო­ნის ხმა­უ­რიც აღარ გა­მოგ­ვი­ვი­და. ეს, რო­გორც ვთქვი გა­ჭირ­ვე­ბის მო­რი­გი მსხვერ­პლი იყო. წე­სით, ასე არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რად­გან არც თუ ისე დიდი ხნის წინ, რო­დე­საც აჭა­რა­ში პა­ტა­რა გო­გი­ტა აბა­ში­ძე გარ­და­იც­ვა­ლა, ყვე­ლა თით­ქოს შე­თან­ხმდა, რომ სო­ცი­ა­ლურ სფე­რო­ში აუ­ცი­ლებ­ლად მო­ი­ძებ­ნე­ბო­და და­მა­ტე­ბი­თი მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რი­თაც სი­ღა­რი­ბის ზღვარს ქვე­მოთ მყო­ფი ოჯა­ხე­ბის შვი­ლებს ტრა­გე­დი­ე­ბი­სა­გან (არა მხო­ლოდ შიმ­ში­ლის) და­ვი­ცავ­დით. სა­უ­ბე­დუ­როდ, არა­ვინ იცის ამით ამო­ი­წუ­რე­ბა თუ არა ჩვე­ნი მსხვერ­პლი.

თა­მარ ხუ­ციშ­ვი­ლის ამ­ბა­ვი კი ზუს­ტად ისე­თი­ვე გა­რე­მო­ში გან­ვი­თარ­და, რო­გორ­შიც, ზო­გა­დად მსგავ­სი ამ­ბე­ბი ვი­თარ­დე­ბა, - ოზურ­გე­თის მიგ­დე­ბულ უბან­ში დამ­პა­ლი, ნეს­ტი­სა­გან შეჭ­მუ­ლი, ია­ტაკ და ფან­ჯრებ­ჩამ­ტვრე­უ­ლი ბინა და დღე­და­ღამ სა­შო­ვარ­ზე გა­სუ­ლი სამი შვი­ლის მამა, რომ­ლის შრო­მა­საც ხე­ი­რი არ აქვს. და, - დედა, რო­მე­ლიც ასე­ვე უგ­ზო­უკვლოდ შრო­მობს, მაგ­რამ მისი შრო­მა არ შე­ი­ცავს რე­სურსს, რო­მე­ლიც მისი შვი­ლე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. ანუ არც თა­მა­რის დე­დას აღ­მო­აჩ­ნდა ძალა და უნა­რი და­ეც­ვა შვი­ლე­ბის სი­ცო­ცხლე იმ უკი­დუ­რე­სი სი­ღა­ტა­კის ფონ­ზე, რა­შიც მისი ოჯა­ხი ცხოვ­რობს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას აფრ­თხი­ლებ­დნენ, რომ თუ სა­თა­ნა­დოდ ვერ უმ­კურ­ნა­ლებ­და და პი­რო­ბებს ვერ შე­უქ­მნი­და, მისი შვი­ლი მოკ­ვდე­ბო­და, ის გა­რე­მოს ვერ გა­უმკლავ­და.

ნინო ორაგ­ვე­ლი­ძე, თა­მარ ხუ­ციშ­ვი­ლის მკურ­ნა­ლი ექი­მი:

"მე ვერ ავი­ღებ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ამ ფაქ­ტზე, - ბავ­შვი ფილ­ტვე­ბის გარ­თუ­ლე­ბე­ბი ექ­ვსი თვი­დან და­ე­წყო. რად­გან ოჯა­ხი ძა­ლი­ან გა­ჭირ­ვე­ბუ­ლია, თა­ვი­დან სა­დღაც შო­უ­ლობ­დნენ თხის რძეს და იმით კვე­ბავ­დნენ. მერე სო­ცი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას­თან ერ­თად ბავ­შვს კვე­ბის ვა­უ­ჩე­რი და­ე­ნიშ­ნა და მდგო­მა­რე­ო­ბა თით­ქოს ცოტა გა­მოს­წორ­და, მაგ­რამ ამან საქ­მეს ვერ უშ­ვე­ლა, - თა­მარს სუნ­თქვი­თი სის­ტე­მის მწვა­ვე პრობ­ლე­მე­ბი აღ­მო­აჩ­ნდა. რამ­დენ­ჯერც დე­დამ ჩემ­თან გარ­თუ­ლე­ბუ­ლი პნევ­მო­ნი­ით მო­იყ­ვა­ნა, იმ­დენ­ჯერ ვუ­თხა­რი, წა­ვე­ჩხუ­ბე კი­დეც, რომ ბავ­შვი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა წა­იყ­ვა­ნო გა­მოკ­ვლე­ვებ­ზე, თო­რემ მოკ­ვდე­ბა-მეთ­ქი. და­აწ­ვენ­და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მაგ­რამ ბო­ლომ­დე არ რჩე­ბო­და, - ერთხელ ბავ­შვთა სამ­კურ­ნა­ლო ცენ­ტრი­დან შე­მა­ტყო­ბის­ნეს კი­დეც, გარ­ბი­სო. ბო­ლოს ბავ­შვს იაშ­ვი­ლის სამ­კურ­ნა­ლო ცენ­ტრში მკურ­ნა­ლობ­და. იქ და­უს­ვეს დი­აგ­ნო­ზი რომ ეს იყო ფილ­ტვე­ბის კის­ტო­ფიბ­რო­ზი. რომ დაბ­რუნ­დნენ, თით­ქოს ბავ­შვი უკე­თე­სად იყო. გა­მოკ­ვლე­ვებ­ზე კვლავ უნდა წა­სუ­ლიყ­ვნენ, რომ ამ დროს ბავ­შვს ტემ­პე­რა­ტუ­რამ კვლავ აუ­წია. ამის მი­უ­ხე­და­ვად შინ ორი დღე დარ­ჩნენ, მე­სა­მე დღეს კი დე­დამ შვი­ლი უკვე გარ­დაც­ვლი­ლი ნახა. ამ ამ­ბის გამო იმ­დე­ნი მაქვს ნა­ნერ­ვი­უ­ლე­ბი, რომ ლა­პა­რა­კის თა­ვისც აღარ მაქვს".

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

"4 წლის ბაღანა 11 კილოს იწონიდა, მაგრამ ჩვენი მოფერება მაინც შეეძლო" - გაჭირვებამ 4 წლის გოგონა იმსხვერპლა

"4 წლის ბაღანა 11 კილოს იწონიდა, მაგრამ ჩვენი მოფერება მაინც შეეძლო" - გაჭირვებამ 4 წლის გოგონა იმსხვერპლა

ამ დღეებში კიდევ ერთი ტრაგედია მოხდა, - სოციალური შეჭირვებას ამჯერად ოზურგეთში შეეწირა ბავშვი მსხვერპლად. 4 წლის თამარ ხუციშვილს ძალიან ცუდ დროს მოუწია სიკვდილი, - ავღანეთში დახოცილი ჩვენი ბიჭებზე გლოვის გამო პატარას სიკვდილმა დიდი შეცხადების გარეშე ჩაიარა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ რომ ვიცით, რამდენიმე დღეს ვიხმაურებთ და ისევ მივყუჩდებით, ბავშვის გარდაცვალების გამო ისეთი დონის ხმაურიც აღარ გამოგვივიდა. ეს, როგორც ვთქვი გაჭირვების მორიგი მსხვერპლი იყო. წესით, ასე არ უნდა ყოფილიყო, რადგან არც თუ ისე დიდი ხნის წინ, როდესაც აჭარაში პატარა გოგიტა აბაშიძე გარდაიცვალა, ყველა თითქოს შეთანხმდა, რომ სოციალურ სფეროში აუცილებლად მოიძებნებოდა დამატებითი მექანიზმები, რითაც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების შვილებს ტრაგედიებისაგან (არა მხოლოდ შიმშილის) დავიცავდით. საუბედუროდ, არავინ იცის ამით ამოიწურება თუ არა ჩვენი მსხვერპლი.

თამარ ხუციშვილის ამბავი კი ზუსტად ისეთივე გარემოში განვითარდა, როგორშიც, ზოგადად მსგავსი ამბები ვითარდება, - ოზურგეთის მიგდებულ უბანში დამპალი, ნესტისაგან შეჭმული, იატაკ და ფანჯრებჩამტვრეული ბინა და დღედაღამ საშოვარზე გასული სამი შვილის მამა, რომლის შრომასაც ხეირი არ აქვს. და, - დედა, რომელიც ასევე უგზოუკვლოდ შრომობს, მაგრამ მისი შრომა არ შეიცავს რესურსს, რომელიც მისი შვილების კეთილდღეობას უზრუნველყოფს. ანუ არც თამარის დედას აღმოაჩნდა ძალა და უნარი დაეცვა შვილების სიცოცხლე იმ უკიდურესი სიღატაკის ფონზე, რაშიც მისი ოჯახი ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ მას აფრთხილებდნენ, რომ თუ სათანადოდ ვერ უმკურნალებდა და პირობებს ვერ შეუქმნიდა, მისი შვილი მოკვდებოდა, ის გარემოს ვერ გაუმკლავდა.

ნინო ორაგველიძე, თამარ ხუციშვილის მკურნალი ექიმი:

"მე ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას ამ ფაქტზე, - ბავშვი ფილტვების გართულებები ექვსი თვიდან დაეწყო. რადგან ოჯახი ძალიან გაჭირვებულია, თავიდან სადღაც შოულობდნენ თხის რძეს და იმით კვებავდნენ. მერე სოციალურ დახმარებასთან ერთად ბავშვს კვების ვაუჩერი დაენიშნა და მდგომარეობა თითქოს ცოტა გამოსწორდა, მაგრამ ამან საქმეს ვერ უშველა, - თამარს სუნთქვითი სისტემის მწვავე პრობლემები აღმოაჩნდა. რამდენჯერც დედამ ჩემთან გართულებული პნევმონიით მოიყვანა, იმდენჯერ ვუთხარი, წავეჩხუბე კიდეც, რომ ბავშვი აუცილებლად უნდა წაიყვანო გამოკვლევებზე, თორემ მოკვდება-მეთქი. დააწვენდა საავადმყოფოში, მაგრამ ბოლომდე არ რჩებოდა, - ერთხელ ბავშვთა სამკურნალო ცენტრიდან შემატყობისნეს კიდეც, გარბისო. ბოლოს ბავშვს იაშვილის სამკურნალო ცენტრში მკურნალობდა. იქ დაუსვეს დიაგნოზი რომ ეს იყო ფილტვების კისტოფიბროზი. რომ დაბრუნდნენ, თითქოს ბავშვი უკეთესად იყო. გამოკვლევებზე კვლავ უნდა წასულიყვნენ, რომ ამ დროს ბავშვს ტემპერატურამ კვლავ აუწია. ამის მიუხედავად შინ ორი დღე დარჩნენ, მესამე დღეს კი დედამ შვილი უკვე გარდაცვლილი ნახა. ამ ამბის გამო იმდენი მაქვს ნანერვიულები, რომ ლაპარაკის თავისც აღარ მაქვს".

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია