65 წლის მამაკაცს ბავშვის გაუპატიურების მცდელობაში ედება ბრალი

65 წლის მამაკაცს ბავშვის გაუპატიურების მცდელობაში ედება ბრალი

კახეთში 65 წლის მამაკაცს ბავშვის გაუპატიურების მცდელობაში ედება ბრალი. როგორც ბავშვის დედა და მეზობლები ყვებიან, მამაკაცმა ბავშვი სახლში მოტყუებით შეიყვანა და სქესობრივი კავშირის დამყარება სცადა. ბავშვისთვის ძალადობის თავიდან აცილება დედამ შეძლო, რომელიც ფაქტის თვითმხილველი გახდა. ამ შემთხვევის შემდეგ, მამაკაცს სოფლის მოსახლეობა ფიზიკურად გაუსწორდა.

ძალადობაში ეჭვიტანილი მამაკაცი პოლიციამ უკვე დააკავა, მას ბრალს პროკურატურა დღეს წაუყენებს. შემთხვევა ორი კვირის წინ მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ