პირველ პაემანზე ცუდმა ვარცხნილობამ, ზედმეტმა მაკიაჟმა ან ვულგარულმა სამოსმა შესაძლოა, სასურველი მამაკაცი ჰორიზონტიდან გააქროს.
პოპულარული გაცნობის საიტის Flirt.com-ის ადმინისტრაციამ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის მამაკაცი გამოკითხა და დაინტერესდა, რა სამოსია მათთვის მისაღები პაემანზე.
კაცებს ყველაზე მეტად მკვეთრი მაკიაჟი და ხელოვნურად გარუჯული სხეული აღიზიანებთ. მამაკაცების დიდი ნაწილი ამბობს, რომ მოკლე ვარცხნილობის ქალებს სექსუალურად ვერ აღიქვამენ. სპეციალისტები ქალებს ურჩევენ, პაემანზე ექსტრემალური მოდის მოყვარულად თავი არ წარმოაჩინონ. კაცების დიდი ნაწილი მოდაში საერთოდ ვერ ერკვევა.
გამოკითხული მამაკაცების 50%-ს ყველაზე მეტად მოსწონთ მოკლე შავი კაბა (თუმცა არა ვულგარული, მუხლიდან მაქსიმუმ 8 სანტიმეტრი) და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. აღმოჩნდა, რომ კაცებს ყველაზე მეტად ჯინსი ხიბლავთ. 40% ამბობს, რომ ტანზე მოტკეცილი ჯინსი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და დეკოლტიანი სვიტერი ქალის ტანადობას იდეალურად წარმოაჩენს და პაემანზე სწორედ ამ სტილში გამოწყობილი ქალის დანახვა გაახარებდა.
მომზადებულია Flirt.com-ის მიხედვით.