ყველაზე მოკლე ლიტერატურული შედევრები. ზოგიერთ მწერალს შეუძლია გადმოგვცეს ბევრი რამ ძალიან მოკლედ.
1. ფრედერიკ ბრაუნმა შექმნა მოკლე, ძალიან მისტიკური ისტორია.
"დედამიწაზე ერთადერთი გადარჩენილი ადამიანი იჯდა ოთახში. კარებზე დააკაკუნეს."
2. ოლივერ ჰენრიმ გაიმარჯვა ყველაზე მოკლე ამბავის კონკურსში, რომელსაც სრულფასოვანი ამბავის ყველა ელემენტი უნდა ჰქონოდა:
"მძღოლმა სიგარეტს გაუკიდა და დაიხარა საწვავის ავზთან, რომ შეემოწმებინა ბევრი დარჩა საწვავი თუ არა. გარდაცვლილი 23 წლის იყო."
3. ინგლისელებმაც მოაწყვეს მოკლე ამბავის კონკურსი. კონკურსის პირობების მიხედვით მასში ნახსენები უნდა ყოფილიყო - დედოფალი, ღმერთი, სექსი, საიდუმლოება. პირველი ადგილი დაიკავა ამბავმა:
"ო, ღმერთო, - წამოიყვირა დედოფალმა, - მე ორსულად ვარ და არ ვიცი ვისგან!"