მილანში ღამის 12 საათის შემდეგ ნაყინის გაყიდვა აიკრძალა. აკრძალვამ პალაცო მარინოს წინ საპროტესტო აქცია გამოიწვია. სიტუაცია ისე გამწვავდა, რომ ქალაქის მერი ჯულიანო პიზაპია აკრძალვის ოფიციალური უარყოფით გამოვიდა.
"ეს უკან დახევაა, რადგან სამშაბათს ღამით ქცევის წესების შესახებ განკარგულება ძალაში შევიდა, საქმე ის არის, რომ მოსახლეობას მშვიდად ძილი სურს, გამყიდველები და ბარების მეპატრონეები კი გვიან ღამემდე კლიენტებს მუსიკით ართობენ. ქალაქის მთავრობამ გადაწყვიტა, ნავილის რაიონში, არკო დელა პაჩესა და გარიბალდის გამზირზე ღამე სანაყინეების საქმიანობა აკრძალოს. საუბარი ეხება შაუღამისას პროდუქციით ან სასმელით გარე ვაჭრობას. სხვა სიტყვებით, ნაყინი, ქაბაბი ან ალკოჰოლური სასმელი მხოლოდ დაწესებულებაში უნდა მოიხმარონ. დამრღვევებს ჯარიმა ემუქრებათ",- წერს გამოცემა La Repubblica.
პირველად, ახალი წესის წინააღმდეგ მწარმოებლები გამოვიდნენ, რომლებიც უამინდობის გამო ისედაც ცუდად ვაჭრობენ. მათ განაცხადეს, რომ რეგიონალურ სასამართლოს მიმართავდნენ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, აღშფოთებულმა მოქალაქეებმა საპროტესტო აქციის გამართვის შესახებ განაცხადეს. მერი იძულებული გახდა განეცხადებინა: "მილანელებს შეუძლიათ ნაყინით 24:00 სთ-ს შემდეგაც ისიამოვნონ. მოგვიანებით კი განკარგულების ყველა გაუგებარი პუნქტი იქნება განმარტებული".
მომზადებულია La Repubblica-ს მიხედვით.