Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეგვიპტელებს სჯერათ, რომ საქართველო პირველ ივლისს ევროკავშირში შევა
ეგვიპტელებს სჯერათ, რომ საქართველო პირველ ივლისს ევროკავშირში შევა

"ეგ­ვიპ­ტელ­თა იმიგ­რა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში: აღ­ქმუ­ლი მიწა თუ სუ­ლე­ლე­ბის სა­მო­თხე?" – ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს ეგ­ვიპ­ტუ­რი ვებ­გა­მო­ცე­მა იას­მინ ვა­ლის სტა­ტი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში ეგ­ვიპ­ტელ­თა იმიგ­რა­ცი­ა­ზე.

რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, ქა­ი­რო­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს­თან შეკ­რე­ბი­ლე­ბი ქრის­ტი­ა­ნი ეგ­ვიპ­ტე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში - აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ამ პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა­ში თა­ვი­ან­თი მო­მა­ვა­ლი ცხოვ­რე­ბის ოც­ნე­ბა­ზე სა­უბ­რო­ბონ.

"ეგ­ვიპ­ტის სა­ხელ­მწი­ფო სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტოს (MENA) ინ­ფორ­მა­ცი­ით, აპ­რილ­ში, 90 ათას­მა ეგ­ვიპ­ტელ­მა ქრის­ტი­ან­მა-კოპტ­მა მი­ა­შუ­რა სა­ქარ­თვე­ლოს, მი­უ­ხე­და­ვად იქ არ­სე­ბუ­ლი რე­ლი­გი­უ­რი არე­უ­ლო­ბე­ბის, სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი­სა და პოს­ტრე­ვო­ლუ­ცი­უ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ბრძო­ლი­სა", - წერს იას­მინ ვალი.

თუმ­ცა, რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი წერს, MENA-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას უარ­ყოფს ეგ­ვიპ­ტის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, სა­დაც აცხა­დე­ბენ, რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია "ყალ­ბია".

"2011 წლი­დან 2013 წლის მარ­ტის ჩათ­ვლით, სა­ქარ­თვე­ლო­ში 5 950-მა ეგ­ვიპ­ტელ­მა იმოგ­ზა­უ­რა, რო­მელ­თა­გან 4 606 უკან, სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და. მხო­ლოდ 643-ს ჰქონ­და მი­ნი­ჭე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში დრო­ე­ბი­თი რე­ზი­დენ­ტო­ბა, 12-ს კი მუდ­მი­ვი რე­ზი­დენ­ტო­ბა", - ცი­ტი­რებს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი სა­მი­ნის­ტროს პრესს­პი­კე­რის აბერ ჰა­ბი­ბის გან­ცხა­დე­ბას, რო­მე­ლიც ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში წას­ვლის სურ­ვილს ძი­რი­თა­დად ქრის­ტი­ა­ნი ეგიპ­ტე­ლე­ბი გა­მოთ­ქვა­მენ, რად­გან იქ მათ თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლი­ათ აღას­რუ­ლონ თა­ვი­ან­თი რე­ლი­გი­უ­რი რი­ტუ­ა­ლე­ბი.

"კოპ­ტებს ძა­ლი­ან ეში­ნი­ათ ეგ­ვიპ­ტე­ში ცხოვ­რე­ბის. ეს შიში გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ გამ­ძაფვრდა, რაც აპ­რილ­ში, მუს­ლი­მებ­სა და ქრის­ტი­ა­ნებს შო­რის მომ­ხდა­რი შე­ტა­კე­ბის შემ­დეგ ექ­ვსი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა", - აღ­ნიშ­ნავს სტა­ტი­ის ავ­ტორ­თან სა­უბ­რი­სას აბერ ჰა­ბი­ბი.

სტა­ტი­ის ავ­ტორს ასე­ვე მოჰ­ყავს ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის კო­მენ­ტა­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მას­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მცი­რე ბიზ­ნე­სის და­წყე­ბა უნ­დათ და იქ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ.

"წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ნიშ­ნუ­ლი ვი­ყა­ვი და სა­ცო­ლე მყავ­და, მაგ­რამ ცო­ლად მა­ინც ვერ მო­ვიყ­ვა­ნე, რად­გან ბი­ნის სა­ყი­დე­ლი ფული არ მქონ­და. მე ოც­ნე­ბა მინ­და, ეგ­ვიპ­ტე­ში კი ვერ ვოც­ნე­ბობ", - ცი­ტი­რებს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ახალ­გაზ­რდა ეგ­ვიპ­ტე­ლის სი­ტყვებს.

იას­მინ ვა­ლის­თან სა­უ­ბარ­ში ერთ-ერთი ეგ­ვიპ­ტე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი აღ­ნიშ­ნავს, რომ 6 თვის წინ ქა­ი­რო­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩომ ეგ­ვიპ­ტურ ეკ­ლე­სი­ებს გა­ნუ­ცხა­და, რომ ეგ­ვიპ­ტე­ლი კოპ­ტე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მოგ­ზა­უ­როდ წაყ­ვა­ნა სურ­დათ. ამა­ვე ქალ­ბა­ტო­ნის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში კოპ­ტურ ტუ­რიზმსა და ფი­ნან­სურ ინ­ვეს­ტი­ცი­ებს ხელს უწყო­ბენ, სა­კუ­თა­რი და­სუს­ტე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კის გამ­ძლი­ე­რე­ბის­თვის.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ასე­ვე წერს, რომ ბევ­რი ეგ­ვიპ­ტე­ლის­თვის სა­ქარ­თვე­ლო მდი­და­რი და­სავ­ლე­თის­კენ მი­მა­ვა­ლი პო­ტენ­ცი­უ­რი კა­რიბ­ჭეა.

"სა­ქარ­თვე­ლო ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნაა, რო­მე­ლიც ეგ­ვიპ­ტე­ლებს მუდ­მივ სა­ცხოვ­რე­ბელს სთა­ვა­ზობს, გან­სხვა­ვე­ბით ამე­რი­კის­გან. ეგ­ვიპ­ტელ­თა გარ­კვე­ულ ნა­წილს შე­უძ­ლია აშშ-სა და კა­ნა­და­ში იმიგ­რა­ცია, თუმ­ცა ჩე­მის­თა­ნებს მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში წას­ვლა შე­უძ­ლია", - ცი­ტი­რებს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი 40 წლის აჰ­მედ მო­ჰა­მე­დის სი­ტყვებს, რო­მე­ლიც ასე­ვე ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დას­ვლა იმი­ტომ უნდა, რად­გან სჯე­რა, რომ "1 ივ­ლი­სის­თვის ეს ქვე­ყა­ნა ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ან­დე­ბა".

სტა­ტი­ა­ში ასე­ვე ნათ­ქვა­მია, რომ ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი ეგ­ვიპ­ტე­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­დას­ვლის შემ­თხვე­ვა­ში კარგ სამ­სა­ხურ­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ დახ­მა­რე­ბებს ჰპირ­დე­ბა. თუმ­ცა, რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტორ­თან სა­უ­ბარ­ში სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ამ­ბობს, სა­ქარ­თვე­ლო ეგ­ვიპ­ტე­ლებს ტუ­რის­ტულ ვი­ზებს, ბიზ­ნეს­მე­ნებს კი მუდ­მივ რე­ზი­დენ­ტო­ბას ჰპირ­დე­ბა.

"2003 წლის "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო კვლავ გან­ვი­თა­რე­ბა­დი ქვე­ყა­ნაა. ასე რომ, ეგ­ვიპ­ტის და­ტო­ვე­ბა და იქ გა­დას­ვლა "სუ­ლე­ლე­ბის ოქ­როა", - ცი­ტი­რებს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ერთ-ერთი კოპ­ტი აქ­ტი­ვის­ტის კო­მენ­ტარს, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე ხნის წინ იმ­ყო­ფე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მოგ­ზა­უ­როდ.

იას­მინ ვა­ლი­სი აცხა­დებს, რომ მი­უ­ხე­და­ვად ასე­თი მო­საზ­რე­ბე­ბი­სა, ბევ­რი ეგ­ვიპ­ტე­ლი მა­ინც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ნა­თე­ლი მო­მა­ვა­ლი ელით.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში ოც­ნე­ბე­ბის ას­რუ­ლე­ბა შე­მიძ­ლია – ვი­ყი­დო ბინა და გავ­ზარ­დო ბავ­შვე­ბი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ბიზ­ნესს წა­მო­ვი­წყებ და მე და ჩემი ცოლი იმა­ზე უკეთ ვი­ცხოვ­რებთ, ვიდ­რე აქ ვცხოვ­რობთ", - ცი­ტი­რებს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ახალ­გაზ­რდა ეგ­ვიპ­ტე­ლის სი­ტყვებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

ეგვიპტელებს სჯერათ, რომ საქართველო პირველ ივლისს ევროკავშირში შევა

ეგვიპტელებს სჯერათ, რომ საქართველო პირველ ივლისს ევროკავშირში შევა

"ეგვიპტელთა იმიგრაცია საქართველოში: აღქმული მიწა თუ სულელების სამოთხე?" – ამ სათაურით აქვეყნებს ეგვიპტური ვებგამოცემა იასმინ ვალის სტატიას საქართველოში ეგვიპტელთა იმიგრაციაზე.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ქაიროში, საქართველოს საელჩოსთან შეკრებილები ქრისტიანი ეგვიპტელები საქართველოში - აღმოსავლეთ ევროპის ამ პატარა ქვეყანაში თავიანთი მომავალი ცხოვრების ოცნებაზე საუბრობონ.

"ეგვიპტის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს (MENA) ინფორმაციით, აპრილში, 90 ათასმა ეგვიპტელმა ქრისტიანმა-კოპტმა მიაშურა საქართველოს, მიუხედავად იქ არსებული რელიგიური არეულობების, სამოქალაქო დაპირისპირებებისა და პოსტრევოლუციური ეკონომიკური ბრძოლისა", - წერს იასმინ ვალი.

თუმცა, როგორც სტატიის ავტორი წერს, MENA-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტრო, სადაც აცხადებენ, რომ ეს ინფორმაცია "ყალბია".

"2011 წლიდან 2013 წლის მარტის ჩათვლით, საქართველოში 5 950-მა ეგვიპტელმა იმოგზაურა, რომელთაგან 4 606 უკან, სამშობლოში დაბრუნდა. მხოლოდ 643-ს ჰქონდა მინიჭებული საქართველოში დროებითი რეზიდენტობა, 12-ს კი მუდმივი რეზიდენტობა", - ციტირებს სტატიის ავტორი სამინისტროს პრესსპიკერის აბერ ჰაბიბის განცხადებას, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში წასვლის სურვილს ძირითადად ქრისტიანი ეგიპტელები გამოთქვამენ, რადგან იქ მათ თავისუფლად შეუძლიათ აღასრულონ თავიანთი რელიგიური რიტუალები.

"კოპტებს ძალიან ეშინიათ ეგვიპტეში ცხოვრების. ეს შიში განსაკუთრებით მას შემდეგ გამძაფვრდა, რაც აპრილში, მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის მომხდარი შეტაკების შემდეგ ექვსი ადამიანი დაიღუპა", - აღნიშნავს სტატიის ავტორთან საუბრისას აბერ ჰაბიბი.

სტატიის ავტორს ასევე მოჰყავს ადგილობრივების კომენტარები, რომლებიც მასთან საუბარში აღნიშნავენ, რომ საქართველოში მცირე ბიზნესის დაწყება უნდათ და იქ ამის შესაძლებლობა აქვთ.

"წელიწადნახევრის განმავლობაში დანიშნული ვიყავი და საცოლე მყავდა, მაგრამ ცოლად მაინც ვერ მოვიყვანე, რადგან ბინის საყიდელი ფული არ მქონდა. მე ოცნება მინდა, ეგვიპტეში კი ვერ ვოცნებობ", - ციტირებს სტატიის ავტორი ახალგაზრდა ეგვიპტელის სიტყვებს.

იასმინ ვალისთან საუბარში ერთ-ერთი ეგვიპტელი ქალბატონი აღნიშნავს, რომ 6 თვის წინ ქაიროში, საქართველოს საელჩომ ეგვიპტურ ეკლესიებს განუცხადა, რომ ეგვიპტელი კოპტების საქართველოში სამოგზაუროდ წაყვანა სურდათ. ამავე ქალბატონის თქმით, საქართველოში კოპტურ ტურიზმსა და ფინანსურ ინვესტიციებს ხელს უწყობენ, საკუთარი დასუსტებული ეკონომიკის გამძლიერებისთვის.

სტატიის ავტორი ასევე წერს, რომ ბევრი ეგვიპტელისთვის საქართველო მდიდარი დასავლეთისკენ მიმავალი პოტენციური კარიბჭეა.

"საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ეგვიპტელებს მუდმივ საცხოვრებელს სთავაზობს, განსხვავებით ამერიკისგან. ეგვიპტელთა გარკვეულ ნაწილს შეუძლია აშშ-სა და კანადაში იმიგრაცია, თუმცა ჩემისთანებს მხოლოდ საქართველოში წასვლა შეუძლია", - ციტირებს სტატიის ავტორი 40 წლის აჰმედ მოჰამედის სიტყვებს, რომელიც ასევე ამბობს, რომ საქართველოში საცხოვრებლად გადასვლა იმიტომ უნდა, რადგან სჯერა, რომ "1 ივლისისთვის ეს ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდება".

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ტურისტული კომპანიები ეგვიპტელებს საქართველოში გადასვლის შემთხვევაში კარგ სამსახურსა და ადგილობრივი მოქალაქეებისთვის განკუთვნილ დახმარებებს ჰპირდება. თუმცა, როგორც სტატიის ავტორთან საუბარში საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ამბობს, საქართველო ეგვიპტელებს ტურისტულ ვიზებს, ბიზნესმენებს კი მუდმივ რეზიდენტობას ჰპირდება.

"2003 წლის "ვარდების რევოლუციის" შემდეგ საქართველო კვლავ განვითარებადი ქვეყანაა. ასე რომ, ეგვიპტის დატოვება და იქ გადასვლა "სულელების ოქროა", - ციტირებს სტატიის ავტორი ერთ-ერთი კოპტი აქტივისტის კომენტარს, რომელიც რამდენიმე ხნის წინ იმყოფებოდა საქართველოში სამოგზაუროდ.

იასმინ ვალისი აცხადებს, რომ მიუხედავად ასეთი მოსაზრებებისა, ბევრი ეგვიპტელი მაინც დარწმუნებულია, რომ საქართველოში ნათელი მომავალი ელით.

"საქართველოში ოცნებების ასრულება შემიძლია – ვიყიდო ბინა და გავზარდო ბავშვები. საქართველოში ბიზნესს წამოვიწყებ და მე და ჩემი ცოლი იმაზე უკეთ ვიცხოვრებთ, ვიდრე აქ ვცხოვრობთ", - ციტირებს სტატიის ავტორი ახალგაზრდა ეგვიპტელის სიტყვებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა