პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანდრო ბარნოვი კოკა ყანდიაშვილის განცხადებას საზოგადოების სიცრუეში შეყვანის მცდელობად მიიჩნევს
ანდრო ბარნოვი კოკა ყანდიაშვილის განცხადებას საზოგადოების სიცრუეში შეყვანის მცდელობად მიიჩნევს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნიტ­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ან­დრო ბარ­ნო­ვი კოკა ყან­დი­აშ­ვი­ლის მიერ "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბის სიც­რუ­ე­ში შეყ­ვა­ნის მცდე­ლო­ბას უწო­დებს.

რო­გორც ან­დრო ბარ­ნოვ­მა დღე­ვან­დელ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, დი­ლი­დან "ყვი­თელ პრე­სა­ში" გავ­რცელ­და ვერ­სი­ე­ბი, რომ პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის რო­მე­ლი­მე თა­ნამ­შრო­მე­ლი შე­საძ­ლოა კავ­შირ­ში იყოს მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი ვი­დე­ოკ­ლი­პე­ბის გავ­რცე­ლე­ბას­თან, რაზე რე­ა­გი­რე­ბა­საც პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია არ აპი­რებ­და.

მისი გან­მარ­ტე­ბით, ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბა მას შემ­დეგ გა­და­წყდა, რაც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის "ტი­რა­ჟი­რე­ბა" ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა და­ი­წყეს.

"მინ­და შე­გახ­სე­ნოთ, ვინ არის კოკა ყან­დი­აშ­ვი­ლი - ის შე­ვარ­დნა­ძის დრო­ინ­დე­ლი კად­რია, რო­მე­ლიც პრე­მი­ერ­მა მთა­ვარ პი­ა­რად აირ­ჩია. დღეს ის არის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პირი, მთა­ვა­რი პი­არ­დი­რი­ჟო­რი და კან­ცე­ლა­რი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი არის მისი თა­ნამ­დე­ბო­ბა. პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან არა­ვინ და­კი­თხუ­ლა და და­კი­თხვა­ზეც არა­ვინ და­უ­ბა­რე­ბი­ათ. რო­დე­საც ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი ვრცელ­დე­ბა და ამას იმე­ო­რებს ოფი­ცი­ა­ლუ­რი პირი, რო­მე­ლიც პრე­მი­ერ­თან ყო­ველ­დღი­ურ კონ­ტაქ­ტშია და პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია იმა­ზე, რა მე­სი­ჯებს აწ­ვდის მთავ­რო­ბა და პრე­მი­ე­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბას, არის თუ არა ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის სიც­რუ­ე­ში ცხოვ­რე­ბა, რომ­ლის გა­მე­ო­რე­ბაც პრე­მი­ერს ხში­რად უყ­ვარს. ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რის გან­ცხა­დე­ბას უნდა უძღო­დეს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ქმე­დე­ბა, რაც სა­ხე­ზე არ გვაქვს. ეს არის ყვი­თე­ლი პრე­სის ინ­ფორ­მა­ცია, რო­მელ­საც ტი­რა­ჟი­რე­ბას უკე­თებს ოფი­ცი­ა­ლუ­რი პირი", - აღ­ნიშ­ნა ან­დრო ბარ­ნოვ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა კოკა ყან­დი­აშ­ვილ­მა გან­ცხა­დე­ბა "ფე­ის­ბუქ­ში" სა­კუ­თარ გვერ­დზე დღეს გა­ავ­რცე­ლა. "სამ­წუ­ხა­როა, რომ პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი, "მო­დე­ლი­რე­ბუ­ლი ქრო­ნი­კის" ერთ-ერთი შემ­ქმნე­ლი, გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძის გუნ­დი­დან (რო­გორც ინ­ტერ­ნეტ სა­ა­გენ­ტო­ე­ბი და გა­ზე­თი "ვერ­სია" იუ­წყე­ბა) - იკ­ვე­თე­ბა ამ "ვი­დეო-სა­ძაგ­ლო­ბის" შემ­ქმნე­ლად და გა­მავ­რცე­ლებ­ლად. იმე­დია, გა­მო­ძი­ე­ბა - რო­მელ­საც აწარ­მო­ებს შსს, დრო­უ­ლად და­ად­გენს რო­გორც შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის, ისე დამ­კვე­თე­ბის ვი­ნა­ო­ბას. პ.ს. დარ­ჩი­აშ­ვი­ლის და სხვა ნა­ცაქ­ტი­ვის­ტე­ბის ბოდ­ვა­ზე კი, - პა­სუ­ხი უბ­რა­ლოდ უხერ­ხუ­ლია", - წერს ყან­დი­აშ­ვი­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ანდრო ბარნოვი კოკა ყანდიაშვილის განცხადებას საზოგადოების სიცრუეში შეყვანის მცდელობად მიიჩნევს

ანდრო ბარნოვი კოკა ყანდიაშვილის განცხადებას საზოგადოების სიცრუეში შეყვანის მცდელობად მიიჩნევს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინიტრაციის ხელმძღვანელი ანდრო ბარნოვი კოკა ყანდიაშვილის მიერ "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ განცხადებას საზოგადოების სიცრუეში შეყვანის მცდელობას უწოდებს.

როგორც ანდრო ბარნოვმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დილიდან "ყვითელ პრესაში" გავრცელდა ვერსიები, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის რომელიმე თანამშრომელი შესაძლოა კავშირში იყოს მუქარის შემცველი ვიდეოკლიპების გავრცელებასთან, რაზე რეაგირებასაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ აპირებდა.

მისი განმარტებით, ოფიციალური განცხადების გაკეთება მას შემდეგ გადაწყდა, რაც გავრცელებული ინფორმაციის "ტირაჟირება" ოფიციალურმა პირებმა დაიწყეს.

"მინდა შეგახსენოთ, ვინ არის კოკა ყანდიაშვილი - ის შევარდნაძის დროინდელი კადრია, რომელიც პრემიერმა მთავარ პიარად აირჩია. დღეს ის არის ოფიციალური პირი, მთავარი პიარდირიჟორი და კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი არის მისი თანამდებობა. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან არავინ დაკითხულა და დაკითხვაზეც არავინ დაუბარებიათ. როდესაც ასეთი განცხადებები ვრცელდება და ამას იმეორებს ოფიციალური პირი, რომელიც პრემიერთან ყოველდღიურ კონტაქტშია და პასუხისმგებელია იმაზე, რა მესიჯებს აწვდის მთავრობა და პრემიერი საზოგადოებას, არის თუ არა ეს საზოგადოების სიცრუეში ცხოვრება, რომლის გამეორებაც პრემიერს ხშირად უყვარს. ოფიციალური პირის განცხადებას უნდა უძღოდეს ოფიციალური ქმედება, რაც სახეზე არ გვაქვს. ეს არის ყვითელი პრესის ინფორმაცია, რომელსაც ტირაჟირებას უკეთებს ოფიციალური პირი", - აღნიშნა ანდრო ბარნოვმა.

საქართველოს მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა კოკა ყანდიაშვილმა განცხადება "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე დღეს გაავრცელა. "სამწუხაროა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი, "მოდელირებული ქრონიკის" ერთ-ერთი შემქმნელი, გიორგი არველაძის გუნდიდან (როგორც ინტერნეტ სააგენტოები და გაზეთი "ვერსია" იუწყება) - იკვეთება ამ "ვიდეო-საძაგლობის" შემქმნელად და გამავრცელებლად. იმედია, გამოძიება - რომელსაც აწარმოებს შსს, დროულად დაადგენს როგორც შემსრულებლების, ისე დამკვეთების ვინაობას. პ.ს. დარჩიაშვილის და სხვა ნაცაქტივისტების ბოდვაზე კი, - პასუხი უბრალოდ უხერხულია", - წერს ყანდიაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა