სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარიამ გაფრინდაშვილი - "ზუსტად ვიცი, რომ ქვეყნის ნომერ პირველ ტელევიზიაში ვმუშაობ"
მარიამ გაფრინდაშვილი - "ზუსტად ვიცი, რომ ქვეყნის ნომერ პირველ ტელევიზიაში ვმუშაობ"

"რუს­თა­ვი 2" -ში 2009 წლი­დან მუ­შა­ობს, მაგ­რამ ბოლო დროს ყვე­ლა­ზე ხში­რად "კუ­რი­ე­რის" სა­ე­თე­რო ჩარ­თვებ­ში ჩანს. მისი კა­რი­ე­რუ­ლი გზა საკ­მა­ოდ მოკ­ლეა და სწო­რედ ამი­ტომ იკა­ვებ­და თავს ინ­ტერ­ვი­უს­გან მა­რი­ამ გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი, თუმ­ცა მისი და­თან­ხმე­ბა მა­ინც მო­ვა­ხერ­ხეთ. უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ტინ­გე­ბის დროს მი­ი­ღო, რაც, წარ­სულს თუ გა­და­ვავ­ლებთ თვალს, არ დაგ­ვკლე­ბია, თუმ­ცა მი­აჩ­ნია, რომ ყვე­ლა­ფე­რი წინ აქვს.

- პრო­ფე­სი­ით ჟურ­ნა­ლის­ტი ვარ, თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე, ტელე-რა­დი­ოჟურ­ნა­ლის­ტი­კა. შემ­დეგ მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში ჩა­ვა­ბა­რე, დო­კუ­მენ­ტუ­რი კი­ნოს რე­ჟი­სო­რიც ვარ. სულ ვამ­ბობ, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში შემ­თხვე­ვით მოვ­ხვდი. ძა­ლი­ან ცუდი სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი, ხში­რად ვაც­დენ­დი. ჩემი ლექ­ტო­რი იყო ნინო შუბ­ლა­ძე. 2008 წელს გა­მოც­დე­ბი ახ­ლოვ­დე­ბო­და და ლექ­ცი­ა­ზე რომ მი­ვე­დი, სწო­რედ იმ დღეს თქვა ნი­ნომ, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში პრაქ­ტი­კა უნდა გაგ­ვევ­ლო. რო­დე­საც ამის სურ­ვი­ლი გა­მოვ­თქვი, ნი­ნომ მი­თხრა, შენ არ იმ­სა­ხუ­რე­ბო. კი­დევ ვი­მე­ო­რებ, ცუდი სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი (იღი­მე­ბა).

- რო­გორ გახ­სენ­დე­ბა პირ­ვე­ლი გა­და­ღე­ბა?

- პირ­ვე­ლი სი­უ­ჟე­ტი ალ­ბათ ნე­ბის­მი­ერ ჟურ­ნა­ლისტს ახ­სოვს. ჩემი პირ­ვე­ლი სი­უ­ჟე­ტი ეტი­უ­დე­ბის ფეს­ტი­ვალ­ზე იყო და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი წა­ვე­დი გა­და­ღე­ბა­ზე, რად­გან როცა "კუ­რი­ერ­ში" სი­უ­ჟე­ტი გაქვს, უკვე სხვა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. მო­ვი­ტა­ნე მა­სა­ლა, დავ­წე­რე ტექ­სტი და სი­უ­ჟე­ტი ექ­ვსსა­ა­თი­ა­ნი სა­ინ­ფორ­მა­ცი­ოს­თვის უკვე მზად იყო. ავე­დი ნი­უს­რუმ­ში და ვე­ლო­დე­ბო­დი მის ეთერ­ში გას­ვლას, მაგ­რამ არ გა­ვი­და. მერე გა­ირ­კვა, რომ სერ­ვერს შე­ექ­მნა პრობ­ლე­მა და ბოლო წუთს გახ­და ცნო­ბი­ლი. პირ­ველ სი­უ­ჟეტ­ზე ძა­ლი­ან ვი­ნერ­ვი­უ­ლე და არ გა­მი­მარ­თლა. შემ­დეგ გა­და­ღე­ბა­ზე "რუს­თა­ვი 2" -ის ნი­უს­რუმ­ში ვი­ჯე­ქი, რო­დე­საც იკი­თხეს, იმ დღეს გა­და­ღე­ბა­ზე ვინ წა­ვი­დო­და. სურ­ვი­ლი გა­მოვ­თქვი, მაგ­რამ მა­ნამ­დე მიკრო­ფო­ნიც არ მჭე­რო­და ხელ­ში. დღე­საც მახ­სოვს, რომ წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე მივ­დი­ო­დი. არა­ნა­ი­რი გა­მოც­დი­ლე­ბა არ მქო­ნია. დე­დას და­ვუ­რე­კე, რო­მელ­საც ამ სფე­როს­თან არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ აქვს და ვკი­თხე, რა უნდა მე­კი­თხა რეს­პონ­დენ­ტის­თვის. მა­შინ ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა ოპე­რა­ტო­რი. "კუ­რი­ე­რის" ოპე­რა­ტო­რე­ბი არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბის­გა­ნაც ძა­ლი­ან ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე. თა­ვი­დან არა­რე­ა­ლუ­რად მეჩ­ვე­ნე­ბო­და მუ­შა­ო­ბა იმ ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლებ­საც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან ვიც­ნობ­დი (იღი­მე­ბა). ასე მოვ­ხვდი ტე­ლეჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში და მალე მივ­ხვდი, რომ ეს იყო ის ად­გი­ლი, სა­დაც ყოფ­ნა მომ­წონ­და. დღეს "კუ­რი­ე­რი" ჩემი სახ­ლია, სა­დაც ვცხოვ­რობ.

ღა­ტინგ

- შემ­დეგ რო­გორ გაგ­რძელ­და შენი კა­რი­ე­რა?

- ამას მოჰ­ყვა 2009 წელს ცნო­ბი­ლი კარ­ვე­ბის აქ­ცია რუს­თა­ველ­ზე. სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ველ­დღე იქ ვი­ყა­ვი. ღა­მე­ებს ვა­თე­ნებ­დი. აგ­რე­სი­უ­ლი აქ­ცი­ო­ნე­რე­ბიც იყ­ვნენ, მაგ­რამ იმ­დე­ნად ხში­რად ვი­ყა­ვი, რომ ბო­ლოს ბევრ მათ­გან­თან ვმე­გობ­რობ­დი, აღარ მე­ჩხუ­ბე­ბოდ­ნენ.

- პირ­ვე­ლად ჩარ­თვა­ზე რო­დის და­დე­ქი?

- 2011 წელს, 100 000 მო­წა­მის ხსე­ნე­ბის დღეს რი­ყი­დან მქონ­და ჩარ­თვა. წინა დღეს პრო­დი­უ­სერ­მა გა­მაფრ­თხი­ლა, რომ მე­ო­რე დღეს ჩარ­თვა მექ­ნე­ბო­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­მოც­დი­ლე­ბა მქონ­და, მთე­ლი ღამე არ მე­ძი­ნა. ჩარ­თვა­ზე სა­კუ­თა­რი თავი ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა. მინ­დო­და, იმ დღეს ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ იმ­დე­ნად ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, რომ ვერც ეს მო­ვა­ხერ­ხე. მა­შინ ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა ოპე­რა­ტო­რი ნიკა ლეჟა­ვა და რო­დე­საც მოვ­რჩი ჩარ­თვას, იმ­დე­ნად ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, რი­ყე­ზე გზა­ზე დავ­ჯე­ქი და ერთი სა­ა­თი ვერ ვდგე­ბო­დი. ერ­თა­დერ­თი, დღეს რა­ტო­მაც ვარ ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში, "კუ­რი­ე­რის" გუნ­დის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. მი­ზან­და­სა­ხუ­ლი ვარ, მაგ­რამ თუ გა­რე­მო არ მომ­წონს, თავს კომ­ფორ­ტუ­ლად ვერ ვგრძნობ.

- ბოლო დროს ძა­ლი­ან ხში­რად ჩან­ხარ ეთერ­ში.

- შემ­თხვე­ვით ხდე­ბა ასე, შე­იძ­ლე­ბა, რა­ღაც ამ­ბის გა­სა­შუ­ქებ­ლად წა­ვი­დე, რაც იმ წუ­თას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ არის და სა­ღა­მომ­დე პირ­ვე­ლი ჩარ­თვის ამ­ბად იქ­ცეს. ორ კვი­რას მო­მი­წია ქუ­თა­ი­სის პარ­ლა­მენ­ტში მუ­შა­ო­ბამ და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პე­რი­ო­დი იყო. მა­ნამ­დე ამ კუ­თხით გა­მოც­დი­ლე­ბა არ მქო­ნია.

- სა­ხე­ლე­ბი­სა და გვა­რე­ბის და­მახ­სოვ­რე­ბის პრობ­ლე­მა არ გქო­ნია?

- ახლა აღარ, თუმ­ცა იყო პე­რი­ო­დი, რომ მი­ჭირ­და. ერთი ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი ამ­ბა­ვია, ეს ვი­დეო სა­ა­ხალ­წლო კუ­რი­ო­ზებ­შიც გა­ვი­და. 2009 წლის აპ­რი­ლის აქ­ცი­ებ­ზე გია ბურ­ჯა­ნა­ძეს ვწერ­დი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მე­ჩხუ­ბა და ცოტა ვი­კა­მა­თეთ. უცებ მივ­მარ­თე, ქალ­ბა­ტო­ნო გია-მეთ­ქი. მა­შინ ძა­ლი­ან გაბ­რაზ­და და მე­ჩხუ­ბა. ერთხელ ყო­ფილ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ეკა ზღუ­ლა­ძეს­თან ერ­თად ვერ­თვე­ბო­დი, წარ­დგე­ნი­სას სა­ხე­ლი და­მა­ვი­წყდა და რამ­დენ­ჯერ­მე ვახ­სე­ნე, მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე-მეთ­ქი, თუმ­ცა გვა­რი მახ­სოვ­და.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მარიამ გაფრინდაშვილი - "ზუსტად ვიცი, რომ ქვეყნის ნომერ პირველ ტელევიზიაში ვმუშაობ"

მარიამ გაფრინდაშვილი - "ზუსტად ვიცი, რომ ქვეყნის ნომერ პირველ ტელევიზიაში ვმუშაობ"

''რუსთავი 2'' -ში 2009 წლიდან მუშაობს, მაგრამ ბოლო დროს ყველაზე ხშირად ''კურიერის'' საეთერო ჩართვებში ჩანს. მისი კარიერული გზა საკმაოდ მოკლეა და სწორედ ამიტომ იკავებდა თავს ინტერვიუსგან მარიამ გაფრინდაშვილი, თუმცა მისი დათანხმება მაინც მოვახერხეთ. უცნაურია, მაგრამ სერიოზული გამოცდილება მიტინგების დროს მიიღო, რაც, წარსულს თუ გადავავლებთ თვალს, არ დაგვკლებია, თუმცა მიაჩნია, რომ ყველაფერი წინ აქვს.

- პროფესიით ჟურნალისტი ვარ, თეატრალური უნივერსიტეტი დავამთავრე, ტელე-რადიოჟურნალისტიკა. შემდეგ მაგისტრატურაში ჩავაბარე, დოკუმენტური კინოს რეჟისორიც ვარ. სულ ვამბობ, რომ ტელევიზიაში შემთხვევით მოვხვდი. ძალიან ცუდი სტუდენტი ვიყავი, ხშირად ვაცდენდი. ჩემი ლექტორი იყო ნინო შუბლაძე. 2008 წელს გამოცდები ახლოვდებოდა და ლექციაზე რომ მივედი, სწორედ იმ დღეს თქვა ნინომ, რომ ტელევიზიაში პრაქტიკა უნდა გაგვევლო. როდესაც ამის სურვილი გამოვთქვი, ნინომ მითხრა, შენ არ იმსახურებო. კიდევ ვიმეორებ, ცუდი სტუდენტი ვიყავი (იღიმება).

- როგორ გახსენდება პირველი გადაღება?

- პირველი სიუჟეტი ალბათ ნებისმიერ ჟურნალისტს ახსოვს. ჩემი პირველი სიუჟეტი ეტიუდების ფესტივალზე იყო და ძალიან ბედნიერი წავედი გადაღებაზე, რადგან როცა ''კურიერში'' სიუჟეტი გაქვს, უკვე სხვა პასუხისმგებლობაა. მოვიტანე მასალა, დავწერე ტექსტი და სიუჟეტი ექვსსაათიანი საინფორმაციოსთვის უკვე მზად იყო. ავედი ნიუსრუმში და ველოდებოდი მის ეთერში გასვლას, მაგრამ არ გავიდა. მერე გაირკვა, რომ სერვერს შეექმნა პრობლემა და ბოლო წუთს გახდა ცნობილი. პირველ სიუჟეტზე ძალიან ვინერვიულე და არ გამიმართლა. შემდეგ გადაღებაზე ''რუსთავი 2'' -ის ნიუსრუმში ვიჯექი, როდესაც იკითხეს, იმ დღეს გადაღებაზე ვინ წავიდოდა. სურვილი გამოვთქვი, მაგრამ მანამდე მიკროფონიც არ მჭეროდა ხელში. დღესაც მახსოვს, რომ წიგნის პრეზენტაციაზე მივდიოდი. არანაირი გამოცდილება არ მქონია. დედას დავურეკე, რომელსაც ამ სფეროსთან არანაირი შეხება არ აქვს და ვკითხე, რა უნდა მეკითხა რესპონდენტისთვის. მაშინ ძალიან დამეხმარა ოპერატორი. ''კურიერის'' ოპერატორები არიან ადამიანები, რომლებისგანაც ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. თავიდან არარეალურად მეჩვენებოდა მუშაობა იმ ადამიანებთან, რომლებსაც წლების განმავლობაში მხოლოდ ტელეეკრანიდან ვიცნობდი (იღიმება). ასე მოვხვდი ტელეჟურნალისტიკაში და მალე მივხვდი, რომ ეს იყო ის ადგილი, სადაც ყოფნა მომწონდა. დღეს ''კურიერი'' ჩემი სახლია, სადაც ვცხოვრობ.

ღატინგ

- შემდეგ როგორ გაგრძელდა შენი კარიერა?

- ამას მოჰყვა 2009 წელს ცნობილი კარვების აქცია რუსთაველზე. სამი თვის განმავლობაში ყოველდღე იქ ვიყავი. ღამეებს ვათენებდი. აგრესიული აქციონერებიც იყვნენ, მაგრამ იმდენად ხშირად ვიყავი, რომ ბოლოს ბევრ მათგანთან ვმეგობრობდი, აღარ მეჩხუბებოდნენ.

- პირველად ჩართვაზე როდის დადექი?

- 2011 წელს, 100 000 მოწამის ხსენების დღეს რიყიდან მქონდა ჩართვა. წინა დღეს პროდიუსერმა გამაფრთხილა, რომ მეორე დღეს ჩართვა მექნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება მქონდა, მთელი ღამე არ მეძინა. ჩართვაზე საკუთარი თავი ვერ წარმომედგინა. მინდოდა, იმ დღეს ძალიან ლამაზი ვყოფილიყავი, მაგრამ იმდენად ვნერვიულობდი, რომ ვერც ეს მოვახერხე. მაშინ ძალიან დამეხმარა ოპერატორი ნიკა ლეჟავა და როდესაც მოვრჩი ჩართვას, იმდენად ვნერვიულობდი, რიყეზე გზაზე დავჯექი და ერთი საათი ვერ ვდგებოდი. ერთადერთი, დღეს რატომაც ვარ ჟურნალისტიკაში, ''კურიერის'' გუნდის დამსახურებაა. მიზანდასახული ვარ, მაგრამ თუ გარემო არ მომწონს, თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობ.

- ბოლო დროს ძალიან ხშირად ჩანხარ ეთერში.

- შემთხვევით ხდება ასე, შეიძლება, რაღაც ამბის გასაშუქებლად წავიდე, რაც იმ წუთას მნიშვნელოვანი არ არის და საღამომდე პირველი ჩართვის ამბად იქცეს. ორ კვირას მომიწია ქუთაისის პარლამენტში მუშაობამ და ძალიან საინტერესო პერიოდი იყო. მანამდე ამ კუთხით გამოცდილება არ მქონია.

- სახელებისა და გვარების დამახსოვრების პრობლემა არ გქონია?

- ახლა აღარ, თუმცა იყო პერიოდი, რომ მიჭირდა. ერთი ძალიან ცნობილი ამბავია, ეს ვიდეო საახალწლო კურიოზებშიც გავიდა. 2009 წლის აპრილის აქციებზე გია ბურჯანაძეს ვწერდი, რომელიც ძალიან მეჩხუბა და ცოტა ვიკამათეთ. უცებ მივმართე, ქალბატონო გია-მეთქი. მაშინ ძალიან გაბრაზდა და მეჩხუბა. ერთხელ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძესთან ერთად ვერთვებოდი, წარდგენისას სახელი დამავიწყდა და რამდენჯერმე ვახსენე, მინისტრის მოადგილე-მეთქი, თუმცა გვარი მახსოვდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები