პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანი ნადარეიშვილი: პრემიერ-მინისტრთან კითხვა მაქვს, თუ იცის, რაზე უზის ციხეში ბაჩო ახალაია?
ანი ნადარეიშვილი: პრემიერ-მინისტრთან კითხვა მაქვს, თუ იცის, რაზე უზის ციხეში ბაჩო ახალაია?

ბაჩო ახა­ლა­ი­ას სი­სას­ტი­კე­ზე უამ­რა­ვი ჭორი თუ მარ­თა­ლი ვრცელ­დე­ბო­და. ის არა­სო­დეს კონ­ტაქ­ტობ­და მე­დი­ას­თან. მისი ოჯა­ხის შე­სა­ხე­ბაც თით­ქმის არა­ფე­რი იყო ცნო­ბი­ლი. არ­ჩევ­ნებ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ ნა­წილს ტა­რი­ფე­ბის გა­ნა­ხევ­რე­ბა­ზე მე­ტად ახა­ლა­ი­ას და­კა­ვე­ბა ეჩ­ქა­რე­ბო­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ახა­ლა­ია 7 ნო­ემ­ბერს და­ი­ჭი­რეს. სწო­რედ ამის შემ­დეგ გა­იც­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მისი მე­უღ­ლე, ანი ნა­და­რე­იშ­ვი­ლი. ბა­ჩოს პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე ირი­ნა ჰე­ი­ბე­ლი გახ­ლდათ. წყვილს სა­ერ­თო შვი­ლი, 13 წლის მაქ­სი ჰყავს. მე­ო­რე მე­უღ­ლე - ანი, აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის, გარ­დაც­ვლი­ლი თა­მაზ ნა­და­რე­იშ­ვი­ლის შვი­ლი გახ­ლავთ. წყვი­ლი 2009 წელს და­ო­ჯახ­და, ჰყავთ წლის და ორი თვის კესო, ანის პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან - 13 წლის მა­რი­ამ კე­რე­სე­ლი­ძე.

- ბოლო დროს ხში­რად ლა­პა­რა­კო­ბენ, რომ ვი­ღა­ცას აწყობ­და ბაჩო ახა­ლა­ი­ას­თვის ცუდი იმი­ჯის შექ­მნა, თქვენ, რო­გორც მე­უღ­ლე, არ ურ­ჩევ­დით მე­დი­ას­თან უფრო აქ­ტი­უ­რად კონ­ტაქტს?

- ბაჩო ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს სა­ხით უდი­დეს მონ­სტრს ებ­რძო­და, რაც კარ­გად გა­მო­უ­ვი­და და წელ­ში გა­ტე­ხა ისი­ნი. მათი სა­ხით ძა­ლი­ან დიდი მტე­რი ჰყავ­და და ამი­ტომ გა­საკ­ვი­რი არ არის, ვინ ავ­რცე­ლებ­და ამ ჭო­რებს. რაც შე­ე­ხე­ბა რჩე­ვებს, ბავ­შვო­ბი­დან მიჩ­ვე­უ­ლი ვარ ჭო­რებს, ჩემს ოჯახ­ზე, მა­მა­ზეც ბევ­რს ჭო­რა­ო­ბენ და ვიცი, რომ შური ქარ­თვე­ლე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნი­შა­ნია. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ რვა თვე გა­ვი­და, შვი­დი თვეა, რაც ბაჩო ცი­ხე­შია, ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში უამ­რავ ადა­მი­ან­თან მაქვს კონ­ტაქ­ტი, პარ­ტი­უ­ლი ნიშ­ნის მი­უ­ხე­და­ვად. თა­ვი­დან, რო­დე­საც ბაჩო და­ი­ჭი­რეს, მწერ­დნენ, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, აი, ხომ და­ი­ჭი­რეს შენი ქმა­რი, აწი, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ცი­ხე­ში იქ­ნე­ბაო. არა­ვის ვბლო­კავ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ყო­ველ­თვის მა­ინ­ტე­რე­სებს მათი აზრი, თან, რო­დე­საც მარ­თა­ლი ხარ და ამის დამ­ტკი­ცე­ბა შე­გიძ­ლია. ის აგ­რე­სი­უ­ლი ხალ­ხი, რო­მე­ლიც პირ­ველ ხა­ნებ­ში მე­მუქ­რე­ბო­და, რომ ჩემს ქმარს ვე­რა­სო­დეს ვნა­ხავ­დი, ახლა მწერს, ქარ­თვე­ლი კა­ცის ბუ­ნე­ბა ისე­თია, რომ არ ჩი­ვი­ან, თო­რემ და­ნა­შა­უ­ლი ბევ­რი აქ­ვსო.

- მძი­მე არ იყო მე­უღ­ლის შე­სა­ხებ მსგავ­სი ჭო­რე­ბის მოს­მე­ნა?

- რა თქმა უნდა, ოჯა­ხის წევ­რებს, მე­გობ­რებს, მის­თვის ხში­რად გვით­ქვამს, რომ რა­ღა­ცა­ზე მა­ინც გა­ე­ცა პა­სუ­ხი, ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქო­ნო­და მე­დი­ას­თან, მაგ­რამ ამ­ბობ­და, რომ არ ეცა­ლა რეკ­ლა­მის­თვის, მა­ი­მუ­ნო­ბე­ბის­თვის, საქ­მე უნდა ეკე­თე­ბი­ნა და ეს ყო­ველ­თვის გა­მოჩ­ნდე­ბო­და.

- სა­ხელ­მწი­ფო მა­შინ მუდ­მი­ვად ზრუ­ნავ­და სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი­სა და მი­ნის­ტრე­ბის პი­არ­ზე, მაგ­რამ ბა­ჩო­ზე ნაკ­ლე­ბად მახ­სენ­დე­ბა, გარ­და პრე­ზი­დენ­ტის რამ­დე­ნი­მე გან­ცხა­დე­ბი­სა.

- ეს, პირ­ველ რიგ­ში, ბა­ჩოს ბრა­ლია, არა­სო­დეს ჩნდე­ბო­და კა­მე­რებ­თან. არ­ქი­ვი­დან მა­სა­ლე­ბის ამო­ღე­ბა მინ­და მას­ზე და მარ­ტო იქ ჩანს, სა­დაც პრე­ზი­დენ­ტია თა­ვი­სი კა­მე­რით მი­სუ­ლი. არა­ვინ იცის დღეს, რომ თუნ­დაც ბავ­შვთა სახ­ლი გა­ა­რე­მონ­ტა, რად­გან იქ კა­მე­რა არ ყო­ფი­ლა.

- მისი ქველ­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი გვსმე­ნია.

- დიახ, მისი ბრა­ლი იყო და დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან ეს იყო ბა­ჩოს სა­ბე­დის­წე­რო შეც­დო­მა.

- მა­შინ­დე­ლი მი­ნის­ტრე­ბის მე­ო­რე ნა­ხევ­რებ­თან ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რა მე­დი­ის­თვის ფუ­ფუ­ნე­ბა და წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რამ იყო, თქვენ მა­ინც არ გიც­დი­ათ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სხვა­ნა­ი­რად და­გე­ნახ­ვე­ბი­ნათ მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი?

- არა, ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მოც­დი­ლე­ბაა და ახლა ვის­წავ­ლი ჭკუ­ას. დიდი სა­ნაც­ნო­ბო წრე და ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს, მა­შინ ვფიქ­რობ­დი, რომ ხალ­ხს ეცო­დი­ნე­ბო­და, არ ვი­ყა­ვით მონ­სტრე­ბი, მაგ­რამ ასე არ ყო­ფი­ლა. არა­სო­დეს ვჩნდე­ბო­დი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ად­გი­ლებ­ში, არ­სად დავ­დი­ო­დი.

- ბევ­რმა არ იცო­და, ვინ იყო ბაჩო ახა­ლა­ი­ას მე­უღ­ლე.

- დიახ, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბით ვცხოვ­რობ­დით, მე­უღ­ლე ყო­ველ­თვის მუ­შა­ობ­და და მე ვცდი­ლობ­დი, მის­თვის ხელი შე­მე­წყო. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვმუ­შა­ობ­დი, მაგ­რამ ბა­ჩოს რომ ცო­ლად გავ­ყე­ვი, სამ­სა­ხურს თავი და­ვა­ნე­ბე, იმი­ტომ რომ მას ვე­ღარ ვნა­ხავ­დი. ის ხში­რად ბრუნ­დე­ბო­და სახ­ლში დი­ლის 7-8 სა­ათ­ზე და მე რომ სამ­სა­ხურ­ში 9 სა­ათ­ზე წავ­სუ­ლი­ყა­ვი, ერ­თმა­ნეთს ავ­ცდე­ბო­დით. შემ­დეგ იყო ფეხ­მძი­მო­ბა, ბავ­შვი გაჩ­ნდა და მა­ინც მო­მი­წევ­და სახ­ლში ყოფ­ნა. ცალ­კე ვცხოვ­რობ­დით მე და ბაჩო.

- თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი მოგ­ვი­ყე­ვით.

- ერ­თმა­ნე­თი 2005 წლის ზა­ფხულ­ში გა­ვი­ცა­ნით. 2004 წელს მამა გარ­და­მეც­ვა­ლა... ამას იმი­ტომ ვუს­ვამ ხაზს, რომ ჭორი გა­ვი­გე, ვი­თომ მე რომ ბა­ჩოს გავ­ყე­ვი, მამა იმი­ტომ გარ­და­იც­ვა­ლა. ყვე­ლა­ზე მე­ტად იმას გან­ვიც­დი, რომ მამა ბა­ჩოს ვერ მო­ეს­წრო, იმი­ტომ რომ ძა­ლი­ან ია­მა­ყებ­და მი­სით და ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბო­და, რომ ის ჩემი მე­უღ­ლეა. მე და ბა­ჩომ ერ­თმა­ნე­თი კუ­რი­ო­ზულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­ვი­ცა­ნით. მე მა­შინ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ვმუ­შა­ობ­დი, ბაჩო სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მო­ად­გი­ლე იყო. ეუთო, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი და პრო­კუ­რა­ტუ­რა ერ­თად ვა­ხორ­ცი­ე­ლებ­დით მო­ნი­ტო­რინგს ცი­ხე­ებ­სა და წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტო­რებ­ში. ერთ-ერთი მო­ნი­ტო­რინ­გის დროს მე, ეუ­თოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და ბა­ჩოს მხრი­დან გოგა ონი­ა­ნი ვი­ყა­ვით ცი­ხე­ში შე­სუ­ლი. ინ­ფორ­მა­ცია გვქონ­და, რომ ვი­ღა­ცას ინ­სუ­ლი­ნი სჭირ­დე­ბო­და და არ აძ­ლევ­დნენ. შე­ვე­დით და ჩუ­მად გა­და­ვუ­ღეთ ამ პა­ტი­მარს. დაგ­ვი­ნა­ხეს და ძა­ლი­ან დიდი ამ­ბა­ვი ატყდა. ცი­ხე­ში ჩაგ­ვკე­ტეს, რის შემ­დე­გაც ბევ­რი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია მო­ვი­და. იქ იყო ბა­ჩოც, მა­შინ ვნა­ხე პირ­ვე­ლად. მა­შინ და­ი­წყო ჩვე­ნი მე­გობ­რო­ბა. მერე უკვე სიყ­ვა­რულ­ში გა­და­ი­ზარ­და და 2009 წელს დავ­ქორ­წინ­დით. მე ვი­ცო­დი, რომ ჩემი მე­უღ­ლე ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო და ამით ვა­მა­ყობ­დი. მა­მა­ჩემ­საც ვამ­სგავ­სებ­დი, ერ­თნა­ი­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი აერ­თი­ა­ნებთ - სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და თავ­და­დე­ბა.

- ამ­ბობთ, რომ ბა­ჩომ წელ­ში გა­ტე­ხა ქურ­დუ­ლი სამ­ყა­რო, მაგ­რამ ისი­ნი არ­სად წა­სუ­ლან, მათი ხომ არ შეგ­ში­ნე­ბი­ათ?

- რო­დე­საც ქალი ხარ, ასეთ რა­ღა­ცებ­ზე ფიქ­რობ, მაგ­რამ პა­ნი­კა­ში არ ვყო­ფილ­ვარ. ამის გამო დაც­ვით არა­სო­დეს მივ­ლია და არც ახლა დავ­დი­ვარ. პი­რა­დად ჯერ არ მო­სუ­ლა ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც უთ­ქვამს, რომ ბა­ჩომ გა­ამ­წა­რა. რო­დე­საც ამ თე­მა­ზე მწე­რენ და უნ­დათ, ნერ­ვე­ბი მო­მი­შა­ლონ, მა­გა­ლი­თად მოჰ­ყავთ, მათი მე­ზობ­ლის რძლის ნა­თე­სავ­მა რა თქვა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ანი ნადარეიშვილი: პრემიერ-მინისტრთან კითხვა მაქვს, თუ იცის, რაზე უზის ციხეში ბაჩო ახალაია?

ანი ნადარეიშვილი: პრემიერ-მინისტრთან კითხვა მაქვს, თუ იცის, რაზე უზის ციხეში ბაჩო ახალაია?

ბაჩო ახალაიას სისასტიკეზე უამრავი ჭორი თუ მართალი ვრცელდებოდა. ის არასოდეს კონტაქტობდა მედიასთან. მისი ოჯახის შესახებაც თითქმის არაფერი იყო ცნობილი. არჩევნებში ''ქართული ოცნების'' გამარჯვების შემდეგ საზოგადოების დიდ ნაწილს ტარიფების განახევრებაზე მეტად ახალაიას დაკავება ეჩქარებოდა. საქართველოში დაბრუნებული ახალაია 7 ნოემბერს დაიჭირეს. სწორედ ამის შემდეგ გაიცნო საზოგადოებამ მისი მეუღლე, ანი ნადარეიშვილი. ბაჩოს პირველი მეუღლე ირინა ჰეიბელი გახლდათ. წყვილს საერთო შვილი, 13 წლის მაქსი ჰყავს. მეორე მეუღლე - ანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის, გარდაცვლილი თამაზ ნადარეიშვილის შვილი გახლავთ. წყვილი 2009 წელს დაოჯახდა, ჰყავთ წლის და ორი თვის კესო, ანის პირველი ქორწინებიდან - 13 წლის მარიამ კერესელიძე.

- ბოლო დროს ხშირად ლაპარაკობენ, რომ ვიღაცას აწყობდა ბაჩო ახალაიასთვის ცუდი იმიჯის შექმნა, თქვენ, როგორც მეუღლე, არ ურჩევდით მედიასთან უფრო აქტიურად კონტაქტს?

- ბაჩო ქურდული სამყაროს სახით უდიდეს მონსტრს ებრძოდა, რაც კარგად გამოუვიდა და წელში გატეხა ისინი. მათი სახით ძალიან დიდი მტერი ჰყავდა და ამიტომ გასაკვირი არ არის, ვინ ავრცელებდა ამ ჭორებს. რაც შეეხება რჩევებს, ბავშვობიდან მიჩვეული ვარ ჭორებს, ჩემს ოჯახზე, მამაზეც ბევრს ჭორაობენ და ვიცი, რომ შური ქართველების ყველაზე დიდი დამახასიათებელი ნიშანია. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ რვა თვე გავიდა, შვიდი თვეა, რაც ბაჩო ციხეშია, ამ ხნის განმავლობაში უამრავ ადამიანთან მაქვს კონტაქტი, პარტიული ნიშნის მიუხედავად. თავიდან, როდესაც ბაჩო დაიჭირეს, მწერდნენ, მეუბნებოდნენ, აი, ხომ დაიჭირეს შენი ქმარი, აწი, მთელი ცხოვრება ციხეში იქნებაო. არავის ვბლოკავ სოციალურ ქსელში, ყოველთვის მაინტერესებს მათი აზრი, თან, როდესაც მართალი ხარ და ამის დამტკიცება შეგიძლია. ის აგრესიული ხალხი, რომელიც პირველ ხანებში მემუქრებოდა, რომ ჩემს ქმარს ვერასოდეს ვნახავდი, ახლა მწერს, ქართველი კაცის ბუნება ისეთია, რომ არ ჩივიან, თორემ დანაშაული ბევრი აქვსო.

- მძიმე არ იყო მეუღლის შესახებ მსგავსი ჭორების მოსმენა?

- რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებს, მეგობრებს, მისთვის ხშირად გვითქვამს, რომ რაღაცაზე მაინც გაეცა პასუხი, ურთიერთობა ჰქონოდა მედიასთან, მაგრამ ამბობდა, რომ არ ეცალა რეკლამისთვის, მაიმუნობებისთვის, საქმე უნდა ეკეთებინა და ეს ყოველთვის გამოჩნდებოდა.

- სახელმწიფო მაშინ მუდმივად ზრუნავდა სამინისტროებისა და მინისტრების პიარზე, მაგრამ ბაჩოზე ნაკლებად მახსენდება, გარდა პრეზიდენტის რამდენიმე განცხადებისა.

- ეს, პირველ რიგში, ბაჩოს ბრალია, არასოდეს ჩნდებოდა კამერებთან. არქივიდან მასალების ამოღება მინდა მასზე და მარტო იქ ჩანს, სადაც პრეზიდენტია თავისი კამერით მისული. არავინ იცის დღეს, რომ თუნდაც ბავშვთა სახლი გაარემონტა, რადგან იქ კამერა არ ყოფილა.

- მისი ქველმოქმედების შესახებ არაფერი გვსმენია.

- დიახ, მისი ბრალი იყო და დღევანდელი გადასახედიდან ეს იყო ბაჩოს საბედისწერო შეცდომა.

- მაშინდელი მინისტრების მეორე ნახევრებთან ინტერვიუს ჩაწერა მედიისთვის ფუფუნება და წარმოუდგენელი რამ იყო, თქვენ მაინც არ გიცდიათ, რომ საზოგადოებისთვის სხვანაირად დაგენახვებინათ მეორე ნახევარი?

- არა, ეს ყველაფერი გამოცდილებაა და ახლა ვისწავლი ჭკუას. დიდი სანაცნობო წრე და ბევრი მეგობარი მყავს, მაშინ ვფიქრობდი, რომ ხალხს ეცოდინებოდა, არ ვიყავით მონსტრები, მაგრამ ასე არ ყოფილა. არასოდეს ვჩნდებოდი საზოგადოებრივ ადგილებში, არსად დავდიოდი.

- ბევრმა არ იცოდა, ვინ იყო ბაჩო ახალაიას მეუღლე.

- დიახ, ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობდით, მეუღლე ყოველთვის მუშაობდა და მე ვცდილობდი, მისთვის ხელი შემეწყო. მთელი ცხოვრება ვმუშაობდი, მაგრამ ბაჩოს რომ ცოლად გავყევი, სამსახურს თავი დავანებე, იმიტომ რომ მას ვეღარ ვნახავდი. ის ხშირად ბრუნდებოდა სახლში დილის 7-8 საათზე და მე რომ სამსახურში 9 საათზე წავსულიყავი, ერთმანეთს ავცდებოდით. შემდეგ იყო ფეხმძიმობა, ბავშვი გაჩნდა და მაინც მომიწევდა სახლში ყოფნა. ცალკე ვცხოვრობდით მე და ბაჩო.

- თქვენი სიყვარულის ამბავი მოგვიყევით.

- ერთმანეთი 2005 წლის ზაფხულში გავიცანით. 2004 წელს მამა გარდამეცვალა... ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ ჭორი გავიგე, ვითომ მე რომ ბაჩოს გავყევი, მამა იმიტომ გარდაიცვალა. ყველაზე მეტად იმას განვიცდი, რომ მამა ბაჩოს ვერ მოესწრო, იმიტომ რომ ძალიან იამაყებდა მისით და ბედნიერი იქნებოდა, რომ ის ჩემი მეუღლეა. მე და ბაჩომ ერთმანეთი კურიოზულ სიტუაციაში გავიცანით. მე მაშინ პროკურატურაში ვმუშაობდი, ბაჩო სახალხო დამცველის მოადგილე იყო. ეუთო, სახალხო დამცველი და პროკურატურა ერთად ვახორციელებდით მონიტორინგს ციხეებსა და წინასწარი დაკავების იზოლატორებში. ერთ-ერთი მონიტორინგის დროს მე, ეუთოს წარმომადგენელი და ბაჩოს მხრიდან გოგა ონიანი ვიყავით ციხეში შესული. ინფორმაცია გვქონდა, რომ ვიღაცას ინსულინი სჭირდებოდა და არ აძლევდნენ. შევედით და ჩუმად გადავუღეთ ამ პატიმარს. დაგვინახეს და ძალიან დიდი ამბავი ატყდა. ციხეში ჩაგვკეტეს, რის შემდეგაც ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მოვიდა. იქ იყო ბაჩოც, მაშინ ვნახე პირველად. მაშინ დაიწყო ჩვენი მეგობრობა. მერე უკვე სიყვარულში გადაიზარდა და 2009 წელს დავქორწინდით. მე ვიცოდი, რომ ჩემი მეუღლე ღირსეული ადამიანი იყო და ამით ვამაყობდი. მამაჩემსაც ვამსგავსებდი, ერთნაირი ღირებულებები აერთიანებთ - სამშობლოს სიყვარული, პასუხისმგებლობა და თავდადება.

- ამბობთ, რომ ბაჩომ წელში გატეხა ქურდული სამყარო, მაგრამ ისინი არსად წასულან, მათი ხომ არ შეგშინებიათ?

- როდესაც ქალი ხარ, ასეთ რაღაცებზე ფიქრობ, მაგრამ პანიკაში არ ვყოფილვარ. ამის გამო დაცვით არასოდეს მივლია და არც ახლა დავდივარ. პირადად ჯერ არ მოსულა ადამიანი, რომელსაც უთქვამს, რომ ბაჩომ გაამწარა. როდესაც ამ თემაზე მწერენ და უნდათ, ნერვები მომიშალონ, მაგალითად მოჰყავთ, მათი მეზობლის რძლის ნათესავმა რა თქვა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია