პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასჯელაღსრულების სისტემის ზოგიერთ თანამშრომელს წერა-კითხვა უჭირს
სასჯელაღსრულების სისტემის ზოგიერთ თანამშრომელს წერა-კითხვა უჭირს

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტმა 6 თვის ან­გა­რი­შის პრე­ზენ­ტა­ცია გა­მარ­თა. სას­ტუმ­რო "რე­დი­სონ­ში" გა­მარ­თულ პრე­ზენ­ტა­ცი­ას სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე­ე­ბი, ასე­ვე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა და მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­ეს­წრნენ.

რო­გორც პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე აღი­ნიშ­ნა, ამ­ნის­ტი­ის შე­დე­გად გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია 11 789 ადა­მი­ა­ნი, ხოლო შე­წყა­ლე­ბის შე­დე­გად - 1 791 პა­ტი­მა­რი.

დღე­ვან­დელ პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა გარ­დაც­ვა­ლე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლის შე­სა­ხებ მი­ა­წო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ინ­ფორ­მა­ცია. კერ­ძოდ, მისი თქმით, 5 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­პა­ტიმ­რო­ებ­ში 11 პა­ტი­მა­რი გარ­და­იც­ვა­ლა, რაც წინა პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით გა­ცი­ლე­ბით შემ­ცი­რე­ბუ­ლია.

პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა. რო­გორც მი­ხე­ილ ღურწკა­ი­ამ აღ­ნიშ­ნა, ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს ე.წ. მა­ყუ­რებ­ლე­ბის პრობ­ლე­მა.

რო­გორც მი­ხე­ილ ღურწკა­ი­ამ გა­ნა­ცხა­და, 15-დან 12 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში პრობ­ლე­მა არ­სე­ბობს და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რათა მი­ნი­მუ­მამ­დე და­იყ­ვა­ნოს ე.წ. მა­ყუ­რებ­ლის ინ­სტი­ტუ­ტის პრობ­ლე­მა.

მი­ხე­ილ ღურწკა­ი­ამ დღე­ვან­დელ პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე სი­ახ­ლე­ე­ბის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა. კერ­ძოდ, რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, უახ­ლო­ე­სი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რუს­თა­ვის #16-ე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­ე­წყო­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლა, სა­დაც მსჯავ­რდე­ბუ­ლებს ექ­ვსი პრო­ფე­სი­ულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბით ექ­ნე­ბათ პრო­ფე­სი­ის და­უფ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. მი­სი­ვე თქმით, მიმ­დი­ნა­რე­ობს ბიზ­ნეს­მე­ნებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი #16-ე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სა­წარ­მოს გახ­სნის შე­სა­ხებ, სა­დაც მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი და­საქმდე­ბი­ან და მი­ე­ცე­მათ ხელ­ფა­სე­ბი.

კი­დევ ერთი სი­ახ­ლე, რო­მე­ლიც სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა წარ­მო­ად­გი­ნა ორი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრის შექ­მნაა, სა­დაც ფსი­ქი­უ­რად და­ა­ვა­დე­ბულ და ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბულ პა­ტი­მარ­თა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია მოხ­დე­ბა.

ღურწკა­ი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასე­ვე იგეგ­მე­ბა ქალ­თა და­წე­სე­ბუ­ლე­ბის რუს­თა­ვი­დან თბი­ლის­ში ე.წ. მატ­რო­სო­ვის ცი­ხე­ში გად­მო­ტა­ნა. ასე­ვე, უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბა აღ­კვე­თილ­თათ­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მო­წყო­ბა, რო­მე­ლიც 150 უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა­მის­ჯილ­ზე იქ­ნე­ბა გათ­ვლი­ლი.

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასე­ვე მოხ­დე­ბა ცი­ხის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის ტეს­ტი­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. მისი თქმით, სის­ტე­მა­ში რჩე­ბი­ან ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც წერა-კი­თხვა უჭირთ. მათ­თვის ჩა­ტარ­დე­ბა ტეს­ტი­რე­ბა და ამის შემ­დეგ გა­მო­ცხად­დე­ბა ვა­კან­ტურ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე კონ­კურ­სი, რის შე­დე­გა­დაც, ცი­ხის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ჩა­ნაც­ვლდე­ბი­ან ახა­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბით.

ცვლი­ლე­ბე­ბი იგეგ­მე­ბა შინა გა­ნა­წეს­შიც. რო­გორც ღურწკა­ი­ამ აღ­ნიშ­ნა, ამ­ჟა­მად სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი ერთი შინა გა­ნა­წე­სით მოქ­მე­დე­ბენ, რაც მისი თქმით, სწო­რი არ არის და უახ­ლო­ეს პე­რი­დო­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბის შე­დე­გად, თი­თო­ე­ულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შინა გა­ნა­წე­სი ექ­ნე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, ნა­ხევ­რად ღია და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მყოფ პა­ტიმ­რებს შე­საძ­ლოა ული­მი­ტო ტე­ლე­ფო­ნით სარ­გებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა მი­ე­ცეთ. ხოლო და­ხუ­რუ­ლი ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გან­თავ­სე­ბულ მსჯავ­რდე­ბუ­ლებს დღე­ში ერთხელ, რიგ შემ­თხვე­ვებ­ში კი ორ­ჯერ, ტე­ლე­ფო­ნით სარ­გებ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ.

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა სო­ზარ სუ­ბარ­მა 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­მი­ნის­ტრო­სა და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის საქ­მი­ა­ნო­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლად შე­ა­ფა­სა. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, დღე­ის შემ­დეგ და­ი­წყე­ბა ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სასჯელაღსრულების სისტემის ზოგიერთ თანამშრომელს წერა-კითხვა უჭირს

სასჯელაღსრულების სისტემის ზოგიერთ თანამშრომელს წერა-კითხვა უჭირს

სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა 6 თვის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. სასტუმრო "რედისონში" გამართულ პრეზენტაციას სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილეები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ამნისტიის შედეგად გათავისუფლებულია 11 789 ადამიანი, ხოლო შეწყალების შედეგად - 1 791 პატიმარი.

დღევანდელ პრეზენტაციაზე, სასჯელაღსრულების მინისტრმა გარდაცვალების მაჩვენებლის შესახებ მიაწოდა საზოგადოებას ინფორმაცია. კერძოდ, მისი თქმით, 5 თვის განმავლობაში საპატიმროებში 11 პატიმარი გარდაიცვალა, რაც წინა პერიოდთან შედარებით გაცილებით შემცირებულია.

პრეზენტაციაზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დაწესებულებაში არსებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მიხეილ ღურწკაიამ აღნიშნა, ჯერ კიდევ არსებობს ე.წ. მაყურებლების პრობლემა.

როგორც მიხეილ ღურწკაიამ განაცხადა, 15-დან 12 დაწესებულებაში პრობლემა არსებობს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ყველაფერს აკეთებს, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს ე.წ. მაყურებლის ინსტიტუტის პრობლემა.

მიხეილ ღურწკაიამ დღევანდელ პრეზენტაციაზე სიახლეების შესახებაც ისაუბრა. კერძოდ, როგორც მან აღნიშნა, უახლოესი წლების განმავლობაში რუსთავის #16-ე დაწესებულებაში მოეწყობა საგანმანათლებლო სკოლა, სადაც მსჯავრდებულებს ექვსი პროფესიულ-საგანმანათლებლო მიმართულებით ექნებათ პროფესიის დაუფლების შესაძლებლობა. მისივე თქმით, მიმდინარეობს ბიზნესმენებთან მოლაპარაკებები #16-ე დაწესებულებაში საწარმოს გახსნის შესახებ, სადაც მსჯავრდებულები დასაქმდებიან და მიეცემათ ხელფასები.

კიდევ ერთი სიახლე, რომელიც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა წარმოადგინა ორი სპეციალური სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნაა, სადაც ფსიქიურად დაავადებულ და ნარკოდამოკიდებულ პატიმართა რეაბილიტაცია მოხდება.

ღურწკაიას ინფორმაციით, ასევე იგეგმება ქალთა დაწესებულების რუსთავიდან თბილისში ე.წ. მატროსოვის ციხეში გადმოტანა. ასევე, უვადო თავისუფლება აღკვეთილთათვის სპეციალური დაწესებულების მოწყობა, რომელიც 150 უვადო პატიმრობამისჯილზე იქნება გათვლილი.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ასევე მოხდება ციხის თანამშრომლებისთვის ტესტირების ჩატარება. მისი თქმით, სისტემაში რჩებიან ისეთი ადამიანები, ვისაც წერა-კითხვა უჭირთ. მათთვის ჩატარდება ტესტირება და ამის შემდეგ გამოცხადდება ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი, რის შედეგადაც, ციხის ყოფილი თანამშრომლები ჩანაცვლდებიან ახალი თანამშრომლებით.

ცვლილებები იგეგმება შინა განაწესშიც. როგორც ღურწკაიამ აღნიშნა, ამჟამად სასჯელაღსრულების დაწესებულებები ერთი შინა განაწესით მოქმედებენ, რაც მისი თქმით, სწორი არ არის და უახლოეს პერიდოში აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, თითოეულ დაწესებულებას ინდივიდუალური შინა განაწესი ექნება.

მისივე თქმით, ნახევრად ღია დაწესებულებაში მყოფ პატიმრებს შესაძლოა ულიმიტო ტელეფონით სარგებლობის უფლება მიეცეთ. ხოლო დახურული ტიპის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებს დღეში ერთხელ, რიგ შემთხვევებში კი ორჯერ, ტელეფონით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ.

სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა 6 თვის განმავლობაში სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საქმიანობა წარმატებულად შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, დღეის შემდეგ დაიწყება ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით აქტიური მუშაობა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ