პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთის საზმაუწყებელმა პუტინის განქორწინების შესახებ ხუმრობის გამო გადაცემა დახურა
რუსეთის საზმაუწყებელმა პუტინის განქორწინების შესახებ ხუმრობის გამო გადაცემა დახურა

რუ­სე­თის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა (ОТР) გა­და­ცე­მა "სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი" მას შემ­დეგ და­ხუ­რა, რაც ეთერ­ში პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი­სა და მისი მე­უღ­ლის გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ იუ­მო­რის­ტუ­ლი სი­უ­ჟე­ტი გა­ვი­და. გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნე­ბი უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ტე­ლე­არხს და­ტო­ვე­ბენ.

გა­და­ცე­მის ავ­ტორ­თა ჩა­ნა­ფიქ­რით, პუ­ტი­ნის შე­სა­ხებ გა­და­ცე­მა­ში მა­ყუ­რებ­ლის­თვის საიტ mashable.com-ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი უნდა ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ, რო­მელ­თა გან­თავ­სე­ბაც, წამ­ყვა­ნე­ბის აზ­რით, პრე­ზი­დენტს გაც­ნო­ბის სა­იტ­ზე შე­ეძ­ლო, თუკი ის ცხოვ­რე­ბის ახა­ლი თა­ნამ­გზავ­რის მო­ძებ­ნას ინ­ტერ­ნე­ტით და­ი­წყებ­და. სა­უ­კე­თე­სო­თა შო­რის მოხ­ვდა პუ­ტი­ნის ფოტო ძაღ­ლებ­თან ერ­თად, კო­ლე­გებ­თან, ცხენ­ზე, დელ­ტაპ­ლან­ზე და ხეზე.

ჟურ­ნა­ლის­ტმა ვლა­დის­ლავ სო­რო­კინ­მა, რო­მე­ლიც გა­და­ცე­მა "სო­ცი­ა­ლურ ქსელს" ეკა­ტე­რი­ნა ვო­რო­ნინ­თან ერ­თად უძღვე­ბო­და, "ფე­ის­ბუქ­ში" სა­კუ­თარ გვერ­დზე და­წე­რა, რომ სი­უ­ჟე­ტი ეთე­რი­დან მოხ­სნეს და გა­და­ცე­მა და­ხუ­რეს. ამის შემ­დეგ მათ არ­ხი­დან წას­ვლა არ­ჩი­ეს.

ცოტა ხნის წინ ОТР-ზე კი­დევ ერთი სკან­და­ლი მოხ­და. იმა­ვე გა­და­ცე­მა­ში სერ­გეი სო­ბი­ა­ნი­ნის გა­დად­გო­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­სუ­ლი ხუმ­რო­ბა მოს­კო­ვის ვეცე-მერს არ მო­ე­წო­ნა.

"მე და ჩემ­მა კო­ლე­გამ გა­და­ცე­მა ჩავ­წე­რეთ, სა­დაც იუ­მო­რით და, ჩემი აზ­რით, შე­სა­ნიშ­ნა­ვად გან­ვი­ხი­ლეთ სო­ბი­ა­ნი­ნის გა­დად­გო­მა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ОТР-ს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ვიცე-მერი და­უ­კავ­შირ­და და გა­აკ­რი­ტი­კა. დღეს კი Mashable-ით შთა­გო­ნე­ბუ­ლებ­მა мамбы.ру-სთვის პუ­ტი­ნის ფო­ტო­ე­ბის ვი­დეო-ვერ­სია შევ­ქმე­ნით. გა­და­ცე­მა ეთე­რი­დან მოხ­სნეს. მა­გა­რია! ასე გა­ნაგ­რძეთ! მაგ­რამ უკვე ჩვენს გა­რე­შე. შე­თან­ხმე­ბი­სა­მებრ, 30 ივ­ნი­სამ­დე ვი­მუ­შა­ვებთ და შემ­დეგ ნახ­ვამ­დის!", - წერს სო­რო­კი­ნი.

არ­ხის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ანა­ტო­ლი ლი­სენ­კომ "სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის" გან­ცხა­დე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ გა­და­ცე­მა პუ­ტინ­ზე ხუმ­რო­ბის გამო და­ხუ­რეს, უარ­ყო.

"ეს ყვე­ლა­ფე­რი ტყუ­ი­ლია, არა­ფე­რი დაგ­ვი­ხუ­რავს. გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნე­ბი თავს გმი­რე­ბად ნუ წარ­მო­ა­ჩე­ნენ და ნუ ცრუ­ო­ბენ!", - გა­ნა­ცხა­და ლი­სენ­კომ. მისი თქმით, გა­და­ცე­მა ტექ­ნი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბით მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი იყო.

რუ­სე­თის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა მუ­შა­ო­ბა 2013 წლის 19 მა­ისს და­ი­წყო. მისი შექ­მნის ინი­ცი­ა­ტი­ვით 2011 წლის დე­კემ­ბერ­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვი გა­მო­ვი­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია topnews.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

რუსეთის საზმაუწყებელმა პუტინის განქორწინების შესახებ ხუმრობის გამო გადაცემა დახურა

რუსეთის საზმაუწყებელმა პუტინის განქორწინების შესახებ ხუმრობის გამო გადაცემა დახურა

რუსეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა (ОТР) გადაცემა "სოციალური ქსელი" მას შემდეგ დახურა, რაც ეთერში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და მისი მეუღლის განქორწინების შესახებ იუმორისტული სიუჟეტი გავიდა. გადაცემის წამყვანები უახლოეს მომავალში ტელეარხს დატოვებენ.

გადაცემის ავტორთა ჩანაფიქრით, პუტინის შესახებ გადაცემაში მაყურებლისთვის საიტ mashable.com-ზე გავრცელებული ფოტოები უნდა ეჩვენებინათ, რომელთა განთავსებაც, წამყვანების აზრით, პრეზიდენტს გაცნობის საიტზე შეეძლო, თუკი ის ცხოვრების ახალი თანამგზავრის მოძებნას ინტერნეტით დაიწყებდა. საუკეთესოთა შორის მოხვდა პუტინის ფოტო ძაღლებთან ერთად, კოლეგებთან, ცხენზე, დელტაპლანზე და ხეზე.

ჟურნალისტმა ვლადისლავ სოროკინმა, რომელიც გადაცემა "სოციალურ ქსელს" ეკატერინა ვორონინთან ერთად უძღვებოდა, "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ სიუჟეტი ეთერიდან მოხსნეს და გადაცემა დახურეს. ამის შემდეგ მათ არხიდან წასვლა არჩიეს.

ცოტა ხნის წინ ОТР-ზე კიდევ ერთი სკანდალი მოხდა. იმავე გადაცემაში სერგეი სობიანინის გადადგომასთან დაკავშირებით გასული ხუმრობა მოსკოვის ვეცე-მერს არ მოეწონა.

"მე და ჩემმა კოლეგამ გადაცემა ჩავწერეთ, სადაც იუმორით და, ჩემი აზრით, შესანიშნავად განვიხილეთ სობიანინის გადადგომა. მოგვიანებით ОТР-ს ხელმძღვანელობას ვიცე-მერი დაუკავშირდა და გააკრიტიკა. დღეს კი Mashable-ით შთაგონებულებმა мамбы.ру-სთვის პუტინის ფოტოების ვიდეო-ვერსია შევქმენით. გადაცემა ეთერიდან მოხსნეს. მაგარია! ასე განაგრძეთ! მაგრამ უკვე ჩვენს გარეშე. შეთანხმებისამებრ, 30 ივნისამდე ვიმუშავებთ და შემდეგ ნახვამდის!", - წერს სოროკინი.

არხის გენერალურმა დირექტორმა ანატოლი ლისენკომ "სოციალური ქსელის" განცხადება იმის შესახებ, რომ გადაცემა პუტინზე ხუმრობის გამო დახურეს, უარყო.

"ეს ყველაფერი ტყუილია, არაფერი დაგვიხურავს. გადაცემის წამყვანები თავს გმირებად ნუ წარმოაჩენენ და ნუ ცრუობენ!", - განაცხადა ლისენკომ. მისი თქმით, გადაცემა ტექნიკური მიზეზებით მოუმზადებელი იყო.

რუსეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მუშაობა 2013 წლის 19 მაისს დაიწყო. მისი შექმნის ინიციატივით 2011 წლის დეკემბერში პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი გამოვიდა.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები