პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოზარ სუბარი - მადლობა თქვან, რომ მერაბიშვილთან რუკა არ შევიდა
სოზარ სუბარი - მადლობა თქვან, რომ მერაბიშვილთან რუკა არ შევიდა

მად­ლო­ბა თქვან, რომ ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­თან რუკა არ შე­ვი­და, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში მა­საც და ცი­ხის თა­ნამ­შრო­მელ­საც სამ-სამი წელი და­ე­მა­ტე­ბო­დათ, - ამის შე­სა­ხებ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა სო­ზარ სუ­ბარ­მა სას­ტუმ­რო "რე­დი­სონ­ში" სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ან­გა­რი­შის პრე­ზენ­ტა­ცი­ამ­დე ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" ჰქონ­და კა­ნო­ნი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ისეთ ნივ­თებ­ზე, მა­გა­ლი­თად, რო­გო­რიც არის სან­თე­ბე­ლა, აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში პა­ტი­მარს სას­ჯე­ლი სამი წლით ემა­ტე­ბო­და. რო­გორც სო­ზარ სუ­ბარ­მა აღ­ნიშ­ნა, მსგავ­სი არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი პი­რო­ბე­ბი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში აუ­ცი­ლებ­ლად გა­მოს­წორ­დე­ბა.

"კა­ნო­ნი უნდა იყოს უზე­ნა­ე­სი და არ ხდე­ბო­დეს ისე­თი უც­ნა­უ­რი რა­ღა­ცე­ე­ბი, რო­გო­რიც არის სას­ჯე­ლის მო­მა­ტე­ბა სან­თე­ბე­ლის­თვის, რის­თვი­საც შე­ეძ­ლოთ 3 წელი და­ე­მა­ტე­ბი­ნათ პა­ტიმ­რის­თვის. ამ ბოლო დროს სა­სა­ცი­ლოდ გამ­ხდა­რი თემა რუკა, რო­მე­ლიც არ შე­ი­ტა­ნეს ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­თან გა­და­ვა­მოწ­მე და მარ­თა­ლი აღ­მოჩ­ნდა, რუ­კის შე­ტა­ნა "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" აქვთ აკ­რძა­ლუ­ლი, მათ მიერ მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნით და თა­ნამ­შრო­მელ­მა, რო­მე­ლიც ძველ რე­ჟიმ­შიც მუ­შა­ობ­და, რუკა ამო­ხია ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის წიგნ­ში, რად­გან იცო­და, რომ შე­ტა­ნა ის­ჯე­ბო­და და ვა­ნო­საც და მა­საც 3-3 წელი და­ე­მა­ტე­ბო­დათ. მად­ლო­ბა თქვან, რომ ეს რუკა მე­რა­ბიშ­ვილ­თან არ შე­ვი­და, თუმ­ცა მსგავ­სი არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი პი­რო­ბე­ბი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში გა­მოს­წორ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და სო­ზარ სუ­ბარ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა სას­ტუმ­რო "რე­დი­სონ­ში" სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ექ­ვსი თვის ან­გა­რი­შის პრე­ზენ­ტა­ცი­ას, რო­გორც სუ­ბარ­მა აღ­ნიშ­ნა, დღე­ი­დან ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მე­ბი მოგ­ვა­რე­ბუ­ლია და უფრო მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­ექ­ცე­ვა ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბას.

"თუ არ გა­უმ­ჯო­ბეს­და ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, ისე­თი ცი­ხე­ე­ბი, რო­გო­რიც არის ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ქვეყ­ნებ­ში, არ გვექ­ნე­ბა. დღე­ი­დან უფრო მეტი ყუ­რა­დღე­ბა სწო­რედ ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბას და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას და­ეთ­მო­ბა", - გა­ნა­ცხა­და სო­ზარ სუ­ბარ­მა.

სას­ტუმ­რო "რე­დი­სონ­ში" სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის 6 თვის ან­გა­რი­შის პრე­ზენ­ტა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს, რო­მელ­საც რო­გორც მი­ნის­ტრი, ასე­ვე სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე­ე­ბი, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეს­წრე­ბი­ან.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

სოზარ სუბარი - მადლობა თქვან, რომ მერაბიშვილთან რუკა არ შევიდა

სოზარ სუბარი - მადლობა თქვან, რომ მერაბიშვილთან რუკა არ შევიდა

მადლობა თქვან, რომ ვანო მერაბიშვილთან რუკა არ შევიდა, ასეთ შემთხვევაში მასაც და ციხის თანამშრომელსაც სამ-სამი წელი დაემატებოდათ, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა სასტუმრო "რედისონში" სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ანგარიშის პრეზენტაციამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, "ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა კანონი, რომლის მიხედვითაც, ისეთ ნივთებზე, მაგალითად, როგორიც არის სანთებელა, აღმოჩენის შემთხვევაში პატიმარს სასჯელი სამი წლით ემატებოდა. როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, მსგავსი არაადამიანური პირობები სასჯელაღსრულების სისტემაში აუცილებლად გამოსწორდება.

"კანონი უნდა იყოს უზენაესი და არ ხდებოდეს ისეთი უცნაური რაღაცეები, როგორიც არის სასჯელის მომატება სანთებელისთვის, რისთვისაც შეეძლოთ 3 წელი დაემატებინათ პატიმრისთვის. ამ ბოლო დროს სასაცილოდ გამხდარი თემა რუკა, რომელიც არ შეიტანეს ვანო მერაბიშვილთან გადავამოწმე და მართალი აღმოჩნდა, რუკის შეტანა "ნაციონალებს" აქვთ აკრძალული, მათ მიერ მიღებული კანონით და თანამშრომელმა, რომელიც ძველ რეჟიმშიც მუშაობდა, რუკა ამოხია ვანო მერაბიშვილის წიგნში, რადგან იცოდა, რომ შეტანა ისჯებოდა და ვანოსაც და მასაც 3-3 წელი დაემატებოდათ. მადლობა თქვან, რომ ეს რუკა მერაბიშვილთან არ შევიდა, თუმცა მსგავსი არაადამიანური პირობები სასჯელაღსრულების სისტემაში გამოსწორდება", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

რაც შეეხება სასტუმრო "რედისონში" სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ექვსი თვის ანგარიშის პრეზენტაციას, როგორც სუბარმა აღნიშნა, დღეიდან ძირითადი პრობლემები მოგვარებულია და უფრო მეტი ყურადღება მიექცევა ინფრასტრუქტურის განვითარებას.

"თუ არ გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა, ისეთი ციხეები, როგორიც არის ცივილიზებულ ქვეყნებში, არ გვექნება. დღეიდან უფრო მეტი ყურადღება სწორედ ინფრასტრუქტურის განვითარებას და გაუმჯობესებას დაეთმობა", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სასტუმრო "რედისონში" სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 6 თვის ანგარიშის პრეზენტაცია მიმდინარეობს, რომელსაც როგორც მინისტრი, ასევე სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილეები, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ