ამერიკის არმიის ელექტრონული კავშირგაბმულობის საშუალებების პროექტირების კვლევითმა ცენტრმა უნივერსალური დამტენი მოწყობილობა UBC (Universal Battery Charger) გამოიგონა. მათი გამოყენებით საველე პირობებში მყოფი ამერიკელი ჯარისკაცები სხვადასხვა ტიპის საშუალებების დამუხტვას შეძლებენ.
პორტატული რადიოსადგურების გამოგონების შემდეგ, თანამედროვე არმიის ქვეითი ჯარისკაცის აღჭურვილობა ახალ-ახალი ელექტრონული საშუალებებით გამუდმებით ივსება. დღეისთვის 72 საათიანი საბრძოლო დავალების შესასრულებლად, ამერიკელ ჯარისკაცს 9 კგ-მდე საერთო წონის აკუმულატორების ტარება უწევს. წონასთან ერთად პრობლემას, აკუმულატორების განსხვავებული სახეობა წარმოადგენს. შესაბამისად კონკრეტული სახის აკუმულატორი, კონკრეტული ტიპის დამტენ მოწყობილობას საჭიროებს. რაც ჯარისკაცის ზურგით სათრევი ტვირთვის წონას დამატებითად ზრდის.
ახალი UBC საკმაოდ კომპაქტურია და მხოლოდ 2,7 კგ-ს იწონის. მისი შეერთება დენის ნებისმიერ წყაროზე, მათ შორის ავტომობილზეც შეიძლება. სარეზერვო წყაროს სახით, UBC-ის ტიპის დამტენ მოწყობილობაში მზის ელემენტების პანელია ჩამონტაჟებული. მისი გამოყენება საველე პირობებსა და ტენიან კლიმატშიც შეიძლება.
უნივერსალურობის წყალობით, UBC-ს ერთდროულად 8 განსხვავებული ტიპის აკუმულატორისა და 2 USB მოწყობილობის დამუხტვა შეუძლია.
მოამზადა ნუკრი მგელაძემ Popmech.ru-ის მიხედვით.