მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვის აძლევს ხელს ქაოსი ჩვენს ქვეყანაში?!"
"ვის აძლევს ხელს ქაოსი ჩვენს ქვეყანაში?!"

უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა, სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ილია II-მ სამ­ძიმ­რის წე­რილ­ში ავ­ღა­ნეთ­ში და­ღუ­პუ­ლი ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის მშობ­ლებს, ახ­ლობ­ლებ­სა და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს ჭირ­სა ში­გან სიმ­ტკი­ცე და მშვი­დო­ბა უსურ­ვა. მარ­თლაც, დღეს ქვე­ყა­ნას ყვე­ლა­ზე მე­ტად სიმ­ტკი­ცე და მშვი­დო­ბა სჭირ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს უკვე პირ­და­პირ და­ე­მუქ­რა სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­რო­რიზ­მი. დღეს თვით­მკვლე­ლი ტე­რო­რის­ტე­ბი გა­აფ­თრე­ბით უტე­ვენ ავ­ღა­ნეთ­ში ქარ­თულ ბა­ზებს, ხვალ კი, შე­საძ­ლოა, საფრ­თხე თი­თო­ე­ულ ჩვენს ქუ­ჩა­სა და სახ­ლს და­ე­მუქ­როს. ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­ში­ნე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე დიდი შეც­დო­მა ის იქ­ნე­ბა, თუ სი­ნამ­დვი­ლეს თვალს არ გა­ვუს­წო­რებთ, ყურს მო­ვიყ­რუ­ებთ და თვალს და­ვიბრმა­ვებთ.

რამ­დე­ნი­მე ევ­რო­პულ­მა ქვე­ყა­ნამ მსგავ­სი შეც­დო­მა და­უშ­ვა, - "ალ-ქა­ი­და­სა" თუ "თა­ლი­ბა­ნის" მათი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბა გაზ­ვი­ა­დე­ბულ საფრ­თხედ აღიქ­ვა, რა­მაც შე­დე­გად ის მო­ი­ტა­ნა, რომ ასო­ბით მო­ქა­ლა­ქის ოჯა­ხი გამ­წარ­და. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მთა­ვა­რი მო­ვა­ლე­ო­ბა საფრ­თხე­ე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა, მისი თა­ვი­დან აცი­ლე­ბაა და არა პოს­ტფაქ­ტუმ რე­ა­გი­რე­ბა. ამ მო­საზ­რე­ბას ეთან­ხმე­ბა პო­ლი­ტო­ლო­გი, ტე­რო­რიზ­მის კვლე­ვის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი ბად­რი ნა­ჭყე­ბია, რო­მე­ლიც მი­იჩ­ნევს, რომ საფრ­თხე ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლია და ზო­მე­ბის მი­ღე­ბამ არ უნდა და­ა­ყოვ­ნოს.

- დიდი ტრა­გე­დი­აა ავ­ღა­ნეთ­ში შვი­დი ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცის და­ღუპ­ვა. ისიც გვახ­სოვს, რომ მა­ის­ში ქარ­თულ ბა­ზა­ზე თვით­მკვლე­ლი ტე­რო­რის­ტის თავ­დას­ხმა ასე­ვე მსხვერ­პლით დას­რულ­და. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ რამ­დე­ნი­მე კვი­რის წი­ნან­დე­ლი თავ­დას­ხმის შემ­დეგ ქარ­თუ­ლი კონ­ტინ­გენ­ტი ერ­თგვა­რად მო­დუ­ნე­ბუ­ლი იყო. არა­და,პრინ­ცი­პი, რომ ნაღ­მი ერ­თსა და იმა­ვე ად­გი­ლას ორ­ჯერ არ და­ი­დე­ბა, ტე­რო­რიზმს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

მა­გა­ლი­თად, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში რამ­დე­ნი­მე წლის წი­ნან­დე­ლი პირ­ვე­ლი ტე­რაქ­ტის შემ­დეგ იქა­უ­რი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი მო­დუნ­დნენ, თუმ­ცა ტე­რაქ­ტი კვლავ გან­მე­ორ­და და პირ­ველ­ზე ნაკ­ლე­ბად მას­შტა­ბუ­რი არ ყო­ფი­ლა. იგი­ვე მოხ­და რამ­დე­ნი­მე ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­ში.

არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ ტე­რო­რის­ტებს აქვთ თა­ვი­ან­თი ანა­ლი­ტი­კუ­რი სამ­სა­ხუ­რი, დაზ­ვერ­ვა, კონ­ტრდაზ­ვერ­ვა, და­გეგ­მვის ჯგუ­ფი. მით უმე­ტეს, ეს არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს მა­შინ, რო­დე­საც ლა­პა­რა­კია ისეთ ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ზე, რო­გო­რი­ცაა "ალ-ქა­ი­და" და "თა­ლი­ბა­ნი".

სხვა­თა შო­რის, თა­ვის დრო­ზე, "თა­ლი­ბა­ნის" შექ­მნა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და პა­კის­ტა­ნის უმძლავ­რე­სი სპეც­სამ­სა­ხუ­რი - უწყე­ბა­თა­შო­რი­სი დაზ­ვერ­ვა. მა­შინ "თა­ლი­ბა­ნის" შექ­მნის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო ავ­ღა­ნე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ძა­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის გან­მუხ­ტვა. ამ ქვე­ყა­ნა­ში რამ­დე­ნი­მე მძLლავ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა მოქ­მე­დებ­და. მათ­გან გა­მო­სა­ყო­ფია ჩრდი­ლო­ე­თის დაჯ­გუ­ფე­ბა, რო­მელ­საც აჰ­მად შაჰ-მა­სუ­დი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. ის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბად გა­დაც­მულ­მა თა­ლი­ბებ­მა მოკ­ლეს. ავ­ღა­ნეთ­ში იყ­ვნენ პუშ­ტუ­ნე­ბის საკ­მა­ოდ მსხვი­ლი ძა­ლე­ბი, უზ­ბე­კე­ბის დაჯ­გუ­ფე­ბა გე­ნე­რალ დუს­თუ­მის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, არ­ცთუ მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვან როლს ას­რუ­ლებ­დნენ ბე­ლუ­ჯე­ბის დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი და ა. შ. მოკ­ლედ, ავ­ღა­ნეთ­ში სა­ყო­ველ­თაო ქა­ო­სი იყო და აშშ-სა და პა­კის­ტანს ამ დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა უნ­დო­დათ. ამის­თვის უპირ­ვე­ლე­სად გა­მო­ი­ყე­ნეს ოსა­მა ბინ ლა­დე­ნი და თა­ლი­ბე­ბი. ამ პრო­ცეს­ში ფი­ნან­სუ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კომ­პა­ნია "იუ­ნი­ქა­ლი" და მა­ლა­ი­ზი­უ­რი კომ­პა­ნია "პეტ­რო­ნა­სი". ავ­ღა­ნეთ­ში ვი­თა­რე­ბის და­წყნა­რე­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ის იყო, შუა აზი­ის ენერ­გო­მა­ტა­რებ­ლებს უპ­რობ­ლე­მოდ ემოძ­რა­ვათ პა­კის­ტან-ავ­ღა­ნე­თის გავ­ლით.

ერთხანს მარ­თლაც ასე იყო, მაგ­რამ შემ­დეგ "თა­ლი­ბა­ნი" უკონ­ტრო­ლო გახ­და. დღეს "თა­ლი­ბა­ნი­სა" და "ალ-ქა­ი­დას" მთა­ვა­რი სა­მიზ­ნე ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი კო­ა­ლი­ცი­აა, რომ­ლის წევ­რი სა­ქარ­თვე­ლოც არის. ჩემ­თვის ძა­ლი­ან ნი­შან­დობ­ლი­ვია ეს­პა­ნეთ­ში 2006 წლის მარ­ტში მო­წყო­ბი­ლი ტე­რაქ­ტი, რო­მელ­საც 160-ზე მეტი კაცი ემსხვერ­პლა. ამ ტე­რაქ­ტით და­დას­ტურ­და, რომ "თა­ლი­ბა­ნი­სა" და "ალ-ქა­ი­დას" სა­მიზ­ნე­ე­ბი მხო­ლოდ ის ქვეყ­ნე­ბი კი არ არი­ან, რომ­ლე­ბიც ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი კო­ა­ლი­ცი­ის სა­თა­ვე­ში დგა­ნან, არა­მედ ეს­პა­ნე­თის მსგავ­სი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბიც, რომ­ლე­ბიც კო­ა­ლი­ცი­ა­ში ფარ­თოდ არ არი­ან წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

- გა­სულ წლებ­ში ავ­ღა­ნეთ­ში მდე­ბა­რე ქარ­თულ ბა­ზებს ასე ინ­ტენ­სი­უ­რად და მას­შტა­ბუ­რად არ ეს­ხმოდ­ნენ თავს. ტე­რო­რის­ტე­ბის შე­ტე­ვე­ბის გახ­ში­რე­ბა რით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი - ქარ­თუ­ლი კონ­ტინ­გენ­ტის გაზ­რდით, ავ­ღა­ნე­თის მი­სი­ა­ში ჩვე­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის აქ­ტი­უ­რად გა­პი­ა­რე­ბით თუ რა­ი­მე სხვა ფაქ­ტო­რით?

- არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ქარ­თულ ბა­ზებ­ზე შე­ტე­ვის ერთ-ერთი მი­ზე­ზი კონ­ტინ­გენ­ტის გაზ­რდა, ჩვე­ნი რი­ტო­რი­კა და ავ­ღა­ნე­თის მი­სი­ა­ში ჩვენს წვლილ­ზე ხაზ­გას­მაა. ჩვენ თავი მოგ­ვაქვს, რომ დიდ როლს ვას­რუ­ლებთ ავ­ღა­ნეთ­ში ან­ტი­ტე­რო­რის­ტულ მი­სი­ა­ში, რაც "თა­ლი­ბანს" აღი­ზი­ა­ნებს. გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლია, მა­გა­ლი­თად, ქვეყ­ნის ლი­დე­რე­ბის ვი­ზი­ტი ამა თუ ამ ბა­ზა­ში, მათი და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი და ა.შ.

- ამ დღე­ებ­ში არა­ერ­თხელ გა­მახ­ვილ­და ყუ­რა­დღე­ბა იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად სწო­რია, რომ პრე­ზი­დენ­ტი ასე­თი ინ­ტენ­სი­ვო­ბით ჩა­დის ქარ­თულ ბა­ზებ­ში და ამის ამ­სახ­ვე­ლი ტე­ლე­მა­სა­ლა ჯა­რის­კა­ცე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მა­თა და­უც­ვე­ლად გა­დის ეთერ­ში.

- არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის ვი­ზი­ტებ­მაც შე­ას­რუ­ლა გამ­ღი­ზი­ა­ნებ­ლის როლი. თუმ­ცა იყო თუ არა ეს ბა­ზა­ზე თავ­დას­ხმის მთა­ვა­რი მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი, ამა­ზე ვე­რა­ფერს გე­ტყვით.

- ავ­ღა­ნეთ­ში ქარ­თულ ბა­ზა­ზე თავ­დას­ხმამ­დე YouTube-ზე გავ­რცელ­და ვი­დე­ო­ფი­რი სა­ხელ­წო­დე­ბით "ჯი­ჰა­დი ავ­ღა­ნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ჯა­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ". გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ინ­ტერ­ნეტ­სა­იტ­ზე არა ავ­ღა­ნე­თი­დან ან პა­კის­ტა­ნი­დან, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლო­დან არის ატ­ვირ­თუ­ლი. ზო­გი­ერ­თი ექ­სპერ­ტი იმა­საც ამ­ბობს, რომ ვი­დე­ო­ფირს "თა­ლი­ბა­ნუ­რი" ხელ­წე­რა არა აქვს...

- ასე­თი ტი­პის მი­მარ­თვა სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მთავ­რო­ბი­სად­მი, რომ­ლე­ბიც ან­ტი­ტე­რო­რის­ტულ ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, "თა­ლი­ბანს" არა­ერ­თხელ გა­უვრცე­ლე­ბია. თუმ­ცა

ვი­დე­ო­მა­სა­ლას "ჯი­ჰა­დი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ" აშ­კა­რად "ევ­რო­პუ­ლი ელ­ფე­რი" აქვს. ვგუ­ლის­ხმობ იმას, რომ ის არ ჰგავს სხვა "ჯი­ჰა­დურ" ვი­დე­ო­მა­სა­ლებს.

მა­გა­ლი­თად, არ არის მოყ­ვა­ნი­ლი ყუ­რა­ნის ფრა­ზე­ბი, არ ახ­ლავს არა­ბუ­ლი მუ­სი­კა, ტრა­დი­ცი­უ­ლი რე­ლი­გი­უ­რი მო­წო­დე­ბე­ბი, შა­ჰი­დე­ბის ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი. ამი­ტო­მაც არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ვი­დე­ო­ფი­რის ავ­ტო­რი არ არის ავ­ღა­ნე­ლი, არა­ბი ან მო­ჯა­ჰე­დი. ამ ყვე­ლა­ფერ­ზე სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ანა­ლი­ტი­კო­სებ­მა უნდა იმუ­შა­ონ.

- და­ვუშ­ვათ, ეს ვი­დე­ო­ფი­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში აიტ­ვირ­თა. ალ­ბათ, ორ ვერ­სი­ა­ზე უნდა ვი­ლა­პა­რა­კოთ, ვი­ღა­ცამ გარ­კვე­უ­ლი მიზ­ნე­ბის­თვის ხალ­ხის პა­ნი­კა­ში ჩაგ­დე­ბა გა­და­წყვი­ტა, ან "თა­ლი­ბანს" სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰყავს და­საყ­რდე­ნი. თუმ­ცა, ალ­ბათ, ხაზი უნდა გა­ვუს­ვათ - ვი­დე­ო­ფი­რის ატ­ვირ­თვი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ქარ­თულ ბა­ზას თავს და­ესხნენ. არა მგო­ნია, ეს უბ­რა­ლო დამ­თხვე­ვა იყოს.

- სა­ზო­გა­დოდ, ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს ტე­რაქ­ტის და­ა­ნონ­სე­ბა არ სჩ­ვე­ვი­ათ. რო­გორც წესი, მხო­ლოდ შემ­დგომ ავ­რცე­ლე­ბენ ვი­დე­ო­მა­სა­ლას.

სწო­რედ ვი­დე­ო­მა­სა­ლის გავ­რცე­ლე­ბი­სა და ტე­რაქ­ტის დამ­თხვე­ვა აძ­ლი­ე­რებს ეჭვს, - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვი­დე­ო­ფი­რი ჯი­ჰა­დის კლა­სი­კუ­რი ნი­მუ­ში არ არის, მის გავ­რცე­ლე­ბა­სა და ტე­რაქტს შო­რის კავ­ში­რია. შე­საძ­ლოა, ვი­ღა­ცას უმტყუ­ნა ნერ­ვებ­მა და ვი­დე­ო­ფი­რი ადრე ატ­ვირ­თა.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

"ვის აძლევს ხელს ქაოსი ჩვენს ქვეყანაში?!"

"ვის აძლევს ხელს ქაოსი ჩვენს ქვეყანაში?!"

უწმინდესმა და უნეტარესმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ სამძიმრის წერილში ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების მშობლებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს ჭირსა შიგან სიმტკიცე და მშვიდობა უსურვა. მართლაც, დღეს ქვეყანას ყველაზე მეტად სიმტკიცე და მშვიდობა სჭირდება. საქართველოს უკვე პირდაპირ დაემუქრა საერთაშორისო ტერორიზმი. დღეს თვითმკვლელი ტერორისტები გააფთრებით უტევენ ავღანეთში ქართულ ბაზებს, ხვალ კი, შესაძლოა, საფრთხე თითოეულ ჩვენს ქუჩასა და სახლს დაემუქროს. ჩვენი თანამოქალაქეების დაშინება არ შეიძლება, მაგრამ ყველაზე დიდი შეცდომა ის იქნება, თუ სინამდვილეს თვალს არ გავუსწორებთ, ყურს მოვიყრუებთ და თვალს დავიბრმავებთ.

რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ მსგავსი შეცდომა დაუშვა, - "ალ-ქაიდასა" თუ "თალიბანის" მათი სახელმწიფოებით დაინტერესება გაზვიადებულ საფრთხედ აღიქვა, რამაც შედეგად ის მოიტანა, რომ ასობით მოქალაქის ოჯახი გამწარდა. ხელისუფლების მთავარი მოვალეობა საფრთხეების გაანალიზება, მისი თავიდან აცილებაა და არა პოსტფაქტუმ რეაგირება. ამ მოსაზრებას ეთანხმება პოლიტოლოგი, ტერორიზმის კვლევის ცენტრის დირექტორი ბადრი ნაჭყებია, რომელიც მიიჩნევს, რომ საფრთხე ძალიან სერიოზულია და ზომების მიღებამ არ უნდა დააყოვნოს.

- დიდი ტრაგედიაა ავღანეთში შვიდი ქართველი ჯარისკაცის დაღუპვა. ისიც გვახსოვს, რომ მაისში ქართულ ბაზაზე თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმა ასევე მსხვერპლით დასრულდა. არ გამოვრიცხავ, რომ რამდენიმე კვირის წინანდელი თავდასხმის შემდეგ ქართული კონტინგენტი ერთგვარად მოდუნებული იყო. არადა,პრინციპი, რომ ნაღმი ერთსა და იმავე ადგილას ორჯერ არ დაიდება, ტერორიზმს არ შეესაბამება.

მაგალითად, დიდ ბრიტანეთში რამდენიმე წლის წინანდელი პირველი ტერაქტის შემდეგ იქაური სპეცსამსახურები მოდუნდნენ, თუმცა ტერაქტი კვლავ განმეორდა და პირველზე ნაკლებად მასშტაბური არ ყოფილა. იგივე მოხდა რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტერორისტებს აქვთ თავიანთი ანალიტიკური სამსახური, დაზვერვა, კონტრდაზვერვა, დაგეგმვის ჯგუფი. მით უმეტეს, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს მაშინ, როდესაც ლაპარაკია ისეთ ტერორისტულ ორგანიზაციებზე, როგორიცაა "ალ-ქაიდა" და "თალიბანი".

სხვათა შორის, თავის დროზე, "თალიბანის" შექმნაში მონაწილეობდა პაკისტანის უმძლავრესი სპეცსამსახური - უწყებათაშორისი დაზვერვა. მაშინ "თალიბანის" შექმნის მთავარი მიზანი იყო ავღანეთის ტერიტორიაზე დაძაბული ვითარების განმუხტვა. ამ ქვეყანაში რამდენიმე მძLლავრი დაჯგუფება მოქმედებდა. მათგან გამოსაყოფია ჩრდილოეთის დაჯგუფება, რომელსაც აჰმად შაჰ-მასუდი ხელმძღვანელობდა. ის ჟურნალისტებად გადაცმულმა თალიბებმა მოკლეს. ავღანეთში იყვნენ პუშტუნების საკმაოდ მსხვილი ძალები, უზბეკების დაჯგუფება გენერალ დუსთუმის ხელმძღვანელობით, არცთუ მეორეხარისხოვან როლს ასრულებდნენ ბელუჯების დაჯგუფებები და ა. შ. მოკლედ, ავღანეთში საყოველთაო ქაოსი იყო და აშშ-სა და პაკისტანს ამ დაჯგუფებების განეიტრალება უნდოდათ. ამისთვის უპირველესად გამოიყენეს ოსამა ბინ ლადენი და თალიბები. ამ პროცესში ფინანსურად მონაწილეობდნენ ტრანსნაციონალური კომპანია "იუნიქალი" და მალაიზიური კომპანია "პეტრონასი". ავღანეთში ვითარების დაწყნარების მთავარი მიზანი ის იყო, შუა აზიის ენერგომატარებლებს უპრობლემოდ ემოძრავათ პაკისტან-ავღანეთის გავლით.

ერთხანს მართლაც ასე იყო, მაგრამ შემდეგ "თალიბანი" უკონტროლო გახდა. დღეს "თალიბანისა" და "ალ-ქაიდას" მთავარი სამიზნე ანტიტერორისტული კოალიციაა, რომლის წევრი საქართველოც არის. ჩემთვის ძალიან ნიშანდობლივია ესპანეთში 2006 წლის მარტში მოწყობილი ტერაქტი, რომელსაც 160-ზე მეტი კაცი ემსხვერპლა. ამ ტერაქტით დადასტურდა, რომ "თალიბანისა" და "ალ-ქაიდას" სამიზნეები მხოლოდ ის ქვეყნები კი არ არიან, რომლებიც ანტიტერორისტული კოალიციის სათავეში დგანან, არამედ ესპანეთის მსგავსი სახელმწიფოებიც, რომლებიც კოალიციაში ფართოდ არ არიან წარმოდგენილი.

- გასულ წლებში ავღანეთში მდებარე ქართულ ბაზებს ასე ინტენსიურად და მასშტაბურად არ ესხმოდნენ თავს. ტერორისტების შეტევების გახშირება რით არის გამოწვეული - ქართული კონტინგენტის გაზრდით, ავღანეთის მისიაში ჩვენი მონაწილეობის აქტიურად გაპიარებით თუ რაიმე სხვა ფაქტორით?

- არ გამოვრიცხავ, რომ ქართულ ბაზებზე შეტევის ერთ-ერთი მიზეზი კონტინგენტის გაზრდა, ჩვენი რიტორიკა და ავღანეთის მისიაში ჩვენს წვლილზე ხაზგასმაა. ჩვენ თავი მოგვაქვს, რომ დიდ როლს ვასრულებთ ავღანეთში ანტიტერორისტულ მისიაში, რაც "თალიბანს" აღიზიანებს. გამაღიზიანებელია, მაგალითად, ქვეყნის ლიდერების ვიზიტი ამა თუ ამ ბაზაში, მათი დაუფიქრებელი განცხადებები და ა.შ.

- ამ დღეებში არაერთხელ გამახვილდა ყურადღება იმაზე, თუ რამდენად სწორია, რომ პრეზიდენტი ასეთი ინტენსივობით ჩადის ქართულ ბაზებში და ამის ამსახველი ტელემასალა ჯარისკაცების უსაფრთხოების ნორმათა დაუცველად გადის ეთერში.

- არ არის გამორიცხული, რომ სააკაშვილის ვიზიტებმაც შეასრულა გამღიზიანებლის როლი. თუმცა იყო თუ არა ეს ბაზაზე თავდასხმის მთავარი მაპროვოცირებელი ფაქტორი, ამაზე ვერაფერს გეტყვით.

- ავღანეთში ქართულ ბაზაზე თავდასხმამდე YouTube-ზე გავრცელდა ვიდეოფირი სახელწოდებით "ჯიჰადი ავღანეთში საქართველოს ჯარების წინააღმდეგ". გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინტერნეტსაიტზე არა ავღანეთიდან ან პაკისტანიდან, არამედ საქართველოდან არის ატვირთული. ზოგიერთი ექსპერტი იმასაც ამბობს, რომ ვიდეოფირს "თალიბანური" ხელწერა არა აქვს...

- ასეთი ტიპის მიმართვა სხვადასხვა ქვეყნის მთავრობისადმი, რომლებიც ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობენ, "თალიბანს" არაერთხელ გაუვრცელებია. თუმცა

ვიდეომასალას "ჯიჰადი საქართველოს წინააღმდეგ" აშკარად "ევროპული ელფერი" აქვს. ვგულისხმობ იმას, რომ ის არ ჰგავს სხვა "ჯიჰადურ" ვიდეომასალებს.

მაგალითად, არ არის მოყვანილი ყურანის ფრაზები, არ ახლავს არაბული მუსიკა, ტრადიციული რელიგიური მოწოდებები, შაჰიდების ფოტოსურათები. ამიტომაც არ გამოვრიცხავ, რომ ვიდეოფირის ავტორი არ არის ავღანელი, არაბი ან მოჯაჰედი. ამ ყველაფერზე სპეცსამსახურების ანალიტიკოსებმა უნდა იმუშაონ.

- დავუშვათ, ეს ვიდეოფირი საქართველოში აიტვირთა. ალბათ, ორ ვერსიაზე უნდა ვილაპარაკოთ, ვიღაცამ გარკვეული მიზნებისთვის ხალხის პანიკაში ჩაგდება გადაწყვიტა, ან "თალიბანს" საქართველოში ჰყავს დასაყრდენი. თუმცა, ალბათ, ხაზი უნდა გავუსვათ - ვიდეოფირის ატვირთვიდან რამდენიმე საათში ქართულ ბაზას თავს დაესხნენ. არა მგონია, ეს უბრალო დამთხვევა იყოს.

- საზოგადოდ, ტერორისტულ ორგანიზაციებს ტერაქტის დაანონსება არ სჩვევიათ. როგორც წესი, მხოლოდ შემდგომ ავრცელებენ ვიდეომასალას.

სწორედ ვიდეომასალის გავრცელებისა და ტერაქტის დამთხვევა აძლიერებს ეჭვს, - მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოფირი ჯიჰადის კლასიკური ნიმუში არ არის, მის გავრცელებასა და ტერაქტს შორის კავშირია. შესაძლოა, ვიღაცას უმტყუნა ნერვებმა და ვიდეოფირი ადრე ატვირთა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა