პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოთო ნემსაძეს უკრაინულ ფილმში იღებენ
ოთო ნემსაძეს უკრაინულ ფილმში იღებენ

ქარ­თველ მომ­ღე­რალ ოთო ნემ­სა­ძეს, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად უკ­რა­ი­ნუ­ლი "ვო­ი­სის" ("Голос країни") ფი­ნა­ლის­ტია, ცნო­ბი­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი რე­ჟი­სო­რი ან­დრეი დონ­ჩი­კი ("ჟანგბა­დის ქა­ლა­ქი", "მო­პა­რუ­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბა" და სხვა.) ფილმში გა­და­ი­ღებს. ფილ­მს უკ­რა­ი­ნე­ლი კლა­სი­კო­სის ოლგა კო­ბი­ლანსკა­ი­ას მო­თხრო­ბის "У неділю рано зілля копала" მი­ხედ­ვით იღე­ბენ და ის მწერ­ლის 140-ე იუ­ბი­ლეს ეძღვნე­ბა. ნა­წარ­მო­ებ­ში მე­ცხრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნის კარ­პა­ტე­ბის ერთ-ერთ სო­ფელ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბია აღ­წე­რი­ლი.

სვი­ა­ტოს­ლავ ვა­კარ­ჩუ­კის გუნ­დის წევ­რი ოთო ნემ­სა­ძე ამ­ჟა­მად პრო­ექ­ტის ფი­ნა­ლის­თვის ემ­ზა­დე­ბა, რომ­ლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლიც დღეს, 9 ივ­ნისს გა­მოვ­ლინ­დე­ბა.

რე­ჟი­სო­რის თქმით, რო­მელ­საც მუ­სი­კო­სებ­თან მუ­შა­ო­ბის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, ამ ექ­სპე­რი­მენტს ის საკ­მა­ოდ ფრთხი­ლად ეკი­დე­ბა, თუმ­ცა აღი­ა­რებს, რომ სცე­ნა­ზე ოთოს ენერ­გე­ტი­კი­თა და არ­ტის­ტიზ­მით მო­ხიბ­ლუ­ლია. რე­ჟი­სო­რი გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ხიბ­ლა ოთოს მიერ ეროვ­ნუ­ლი, უკ­რა­ი­ნუ­ლი სიმ­ღე­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბის მა­ნე­რამ.

მომ­ღე­რა­ლი მო­ხა­რუ­ლია, რომ ასე­თი შე­თა­ვა­ზე­ბა მი­ი­ღო. ამას­თან, ტე­ლე­შო­უს დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ოთო ნემ­სა­ძე უკ­რა­ი­ნა­ში დარ­ჩე­ნას და ახალ მუ­სი­კა­ლურ პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბას აპი­რებს, მათ შო­რის უკ­რა­ი­ნუ­ლი სიმ­ღე­რე­ბის ჩა­წე­რა­ზე. გარ­და ამი­სა, ოთოს უკ­რა­ი­ნა­ში ხან­გრძლი­ვად დარ­ჩე­ნის სხვა მი­ზე­ზიც აქვს, ის მის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ახალ რო­მან­ტი­კულ გა­ტა­ცე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია tochka.net-ის მი­ხედ­ვით.

იხი­ლეთ ვი­დეო

ოთო ნემსაძეს უკრაინულ ფილმში იღებენ

ოთო ნემსაძეს უკრაინულ ფილმში იღებენ

ქართველ მომღერალ ოთო ნემსაძეს, რომელიც ამჟამად უკრაინული "ვოისის" ("Голос країни") ფინალისტია, ცნობილი უკრაინელი რეჟისორი ანდრეი დონჩიკი ("ჟანგბადის ქალაქი", "მოპარული ბედნიერება" და სხვა.) ფილმში გადაიღებს. ფილმს უკრაინელი კლასიკოსის ოლგა კობილანსკაიას მოთხრობის "У неділю рано зілля копала" მიხედვით იღებენ და ის მწერლის 140-ე იუბილეს ეძღვნება. ნაწარმოებში მეცხრამეტე საუკუნის კარპატების ერთ-ერთ სოფელში განვითარებული მოვლენებია აღწერილი.

სვიატოსლავ ვაკარჩუკის გუნდის წევრი ოთო ნემსაძე ამჟამად პროექტის ფინალისთვის ემზადება, რომლის გამარჯვებულიც დღეს, 9 ივნისს გამოვლინდება.

რეჟისორის თქმით, რომელსაც მუსიკოსებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, ამ ექსპერიმენტს ის საკმაოდ ფრთხილად ეკიდება, თუმცა აღიარებს, რომ სცენაზე ოთოს ენერგეტიკითა და არტისტიზმით მოხიბლულია. რეჟისორი განსაკუთრებით მოხიბლა ოთოს მიერ ეროვნული, უკრაინული სიმღერების შესრულების მანერამ.

მომღერალი მოხარულია, რომ ასეთი შეთავაზება მიიღო. ამასთან, ტელეშოუს დასრულების შემდეგ ოთო ნემსაძე უკრაინაში დარჩენას და ახალ მუსიკალურ პროექტებზე მუშაობას აპირებს, მათ შორის უკრაინული სიმღერების ჩაწერაზე. გარდა ამისა, ოთოს უკრაინაში ხანგრძლივად დარჩენის სხვა მიზეზიც აქვს, ის მის პირად ცხოვრებაში ახალ რომანტიკულ გატაცებას უკავშირდება.

მომზადებულია tochka.net-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება