მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მერაბ რატიშვილმა "დათა თუთაშხიას" გაგრძელება ჭაბუა ამირეჯიბს მიუძღვნა
მერაბ რატიშვილმა "დათა თუთაშხიას" გაგრძელება ჭაბუა ამირეჯიბს მიუძღვნა

მე­რაბ რა­ტიშ­ვილ­მა წერა ცი­ხე­ში და­ი­წყო და იმავდრო­უ­ლად გა­მო­ი­ცე­მო­და მისი წიგ­ნე­ბი. ალ­ბათ ბევ­რს ახ­სოვს და­რეკ­ლა­მე­ბუ­ლი: "ჯუღა" და "თეთ­რი ლამა". ამას მოჰ­ყვა "და­კარ­გუ­ლი ფურ­ცლე­ბი" და "ოდეს­ღაც". სა­პა­ტიმ­როს და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ ჯერ წე­რის­თვის ვერ მო­ი­ცა­ლა.

მე­რაბ რა­ტიშ­ვი­ლი 1959 წლის 16 მა­ისს და­ი­ბა­და გორ­ში, პე­და­გო­გე­ბის ოჯახ­ში. ჰყავს მე­უღ­ლე, ორი შვი­ლი (ბიჭი და გო­გო­ნა) და ორი შვი­ლიშ­ვი­ლი. და­ამ­თავ­რა მოს­კო­ვის ტრან­სპორ­ტის სა­ინ­ჟინ­რო ინ­სტი­ტუ­ტი, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, მოს­კო­ვის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი აკა­დე­მია. პრო­ფე­სი­ით არის ეკო­ნო­მისტ-ფი­ნან­სის­ტი, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის იუ­რის­ტი და პო­ლი­ტო­ლო­გი. მუ­შა­ობ­და მოს­კო­ვის მეტ­რომ­შენ­ში, მოს­კო­ვის კომ­კავ­ში­რის სა­ქა­ლა­ქო კო­მი­ტეტ­ში, მოს­კო­ვის აღ­მას­რუ­ლე­ბელ კო­მი­ტეტ­ში. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლამ­დე და მას შემ­დეგ ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეწე­ო­და ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბას ენერ­გე­ტი­კი­სა და ფი­ნან­სურ სფე­რო­ებ­ში. მუ­შა­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს სამ­რეწ­ვე­ლო-სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტა­ში, დსთ-ს აღ­მას­რუ­ლე­ბელ სამ­დივ­ნო­ში, 1999 წლი­დან "ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის" პრე­ზი­დენ­ტად. 2004 წელს დაბ­რუნ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. და­ა­არ­სა სა­ქარ­თვე­ლოს გოლ­ფის ეროვ­ნუ­ლი ასო­ცი­ა­ცია. არის რამ­დე­ნი­მე ეკო­ნო­მი­კუ­რი პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი. 2007 წლის 26 ოქ­ტომ­ბერს და­ა­პა­ტიმ­რეს, რო­გორც ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რი და ცხრა წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს. პა­ტიმ­რო­ბის პე­რი­ოდ­ში მე­უღ­ლის დახ­მა­რე­ბით შექ­მნა პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის სა­ი­ტი, რო­მელ­ზეც მა­შინ­დე­ლი მმარ­თვე­ლი რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ კრი­ტი­კულ წე­რი­ლებს და ინ­ტერ­ვი­უ­ებს აქ­ვეყ­ნებ­და. მე­რაბ რა­ტიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბა­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა პო­ლიტ­პა­ტიმ­რად აღი­ა­რეს და ამა­ვე სტა­ტუ­სით 2013 წელს გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

თა­ვის დრო­ზე, თუ­რმე, მე­რაბ რა­ტიშ­ვი­ლი მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და. სპექ­ტაკ­ლებს მე­ზობ­ლებ­თან ერ­თად დგამ­და, სა­კუ­თა­რი მო­გო­ნი­ლი პი­ე­სე­ბის მი­ხედ­ვით დად­გმულ სპექ­ტაკ­ლებ­ში ან დი­რექ­ტო­რი იყო, ან მეფე. თე­ატ­რით გა­ტა­ცე­ბულ­მა მუ­შა­ო­ბა გო­რის დრა­მა­ტულ თე­ატ­რში მსა­ხი­ო­ბად და­ი­წყო. ერთხე­ლაც თე­ატ­რში მი­ვი­და წე­რი­ლი, მას ფილმში "დი­უ­მა კავ­კა­სი­ა­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად იწ­ვევ­დნენ, თუმ­ცა ეს ფურ­ცე­ლი და­უ­მა­ლეს, რად­გან თე­ატ­რში იმ დროს ახალ სპექ­ტაკლზე რე­პე­ტი­ცი­ე­ბი ჰქონ­და და მისი კი­ნო­ში გაშ­ვე­ბა არ სურ­დათ. მოკ­ლედ, კი­ნო­ში გა­და­ღე­ბა არ მო­ხერ­ხდა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით თე­ატრსაც ჩა­მო­შორ­და და მოს­კოვ­ში სას­წავ­ლებ­ლად გა­ემ­გზავ­რა. შემ­დეგ მის­მა ცხოვ­რე­ბამ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბა მი­ი­ღო და ახალ­გაზ­რდუ­ლი გა­ტა­ცე­ბაც წარ­სულს ჩაჰ­ბარ­და...

- ბა­ტო­ნო მე­რაბ, წერა რო­დის და­ი­წყეთ?

- მგო­ნი, ეს ამ­ბა­ვი ჯერ არ­სად მით­ქვამს. წერა ყო­ველ­თვის მი­ტა­ცებ­და, ჩა­ნა­ხა­ტებს, პი­ე­სებს, მო­თხრო­ბებს ვწერ­დი. სტუ­დენ­ტო­ბის დროს მოს­კოვ­ში ქი­რით ვცხოვ­რობ­დი. ქი­რის დიდი ვალი და­მიგ­როვ­და. არ ვი­ცო­დი რა მექ­ნა, გა­მო­სა­ვალს ვერ ვპო­უ­ლობ­დი. იმ ბი­ნა­ში ვი­ნა­ხავ­დი ჩემს ნივ­თებს, მათ შო­რის ჩა­ნა­წე­რებს და ერთხე­ლაც იქ აღარ მი­ვე­დი. ის ვალი, რაც მქონ­და, ჩემს ტან­საც­მელ­ზე მეტი იყო და აღარ მი­ვე­დი. ასე და­ი­კარ­გა ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი ჩა­ნა­წე­რე­ბიც. მათ­ზე გული კი მე­თა­ნაღ­რე­ბო­და, მაგ­რამ ვი­ფიქ­რე, რომ წერა ჩემი ბედი არ იყო.

- ბი­ნის მე­პატ­რო­ნე არ გე­ძებ­დათ?

- არა, ეტყო­ბა მიხ­ვდა, რომ აზრი არ ჰქონ­და. ბი­ნას მალე მი­ა­ქი­რა­ვებ­და სხვას (იღი­მის).

- შემ­დეგ წლე­ბი ისე გა­ვი­და, არა­ფე­რი და­გი­წე­რი­ათ?

- დიახ. სწავ­ლა, მუ­შა­ო­ბა... მე და ჩემს მე­უღ­ლეს მი­ყო­ლე­ბით გაგ­ვიჩ­ნდა შვი­ლე­ბი და მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ოჯა­ხი თა­ვი­სას ითხოვს. თე­ატ­რში სპექ­ტაკ­ლებ­ზე სი­ა­რულ­საც ვე­ღარ ვა­ხერ­ხებ­დი. ჩემ­თვის ხე­ლოვ­ნე­ბას­თან დის­ტან­ცი­რე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა და­ი­წყო, ერთი პე­რი­ო­დი ამას გან­ვიც­დი­დი, მაგ­რამ შემ­დეგ უკვე არა. ვერ გე­ტყვით, რომ ცხოვ­რე­ბა უინ­ტე­რე­სო იყო, პი­რი­ქით, უბ­რა­ლოდ, შორს ვი­ყა­ვი ხე­ლოვ­ნე­ბის­გან და ამას შე­ვე­გუე კი­დეც. 180 გრა­დუ­სით შე­იც­ვა­ლა ყვე­ლა­ფე­რი, როცა ცი­ხე­ში აღ­მოვ­ჩნდი. 2007 წლის 26 ოქ­ტომ­ბერს და­მა­კა­ვეს. გა­მო­ვი­ა­რე რამ­დე­ნი­მე ციხე. ორ­თა­ჭა­ლის, გლ­და­ნის და 2008 წლის 29 თე­ბერ­ვალს რუს­თა­ვის მე-6 სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს. მერე ჩა­ტარ­და სა­სა­მარ­თლო, თუ ამას სა­სა­მარ­თლო ჰქვია და სულ სი­ცილ-ღი­მი­ლით მო­მი­სა­ჯეს ცხრა წელი.

- მახ­სოვს, მა­ნამ­დე გოლ­ფის კლუ­ბის და­არ­სე­ბას გეგ­მავ­დით...

- დიახ, 2004 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვე­დი, გოლ­ფის ეროვ­ნუ­ლი ასო­ცი­ა­ცია შევ­ქმე­ნი და და­ვი­წყე გოლ­ფის მო­ედ­ნის მშე­ნებ­ლო­ბის დაპ­რო­ექ­ტე­ბა. პრე­ზენ­ტა­ცი­აც მქონ­და, მაგ­რამ მცხე­თა­ში ის ტე­რი­ტო­რია ჩა­მო­მარ­თვეს, ისე­ვე, რო­გორც სხვა ყვე­ლა­ფე­რი. ახლა ამ სა­კითხს ღი­მი­ლით ვუ­ყუ­რებ, რად­გან ვიცი, რომ დღეს არა, მაგ­რამ ხვალ მა­ინც და­ვიბ­რუ­ნებ ყვე­ლა­ფერს. ქარ­თლე­ლი კაცი ვარ, სი­ჯი­უ­ტე მა­ხა­სი­ა­თებს. სი­ჯი­უ­ტე და პრინ­ცი­პუ­ლო­ბა და-ძმა­ნი არი­ან. თუ პრინ­ცი­პუ­ლი ხარ და არ გაქვს სი­ჯი­უ­ტე, პრინ­ცი­პუ­ლო­ბას მალე და­გა­კარ­გვი­ნე­ბენ. თუ მხო­ლოდ ჯი­უ­ტი ხარ, მა­შინ ტე­ტია გა­მო­დი­ხარ (იღი­მის).

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

მერაბ რატიშვილმა "დათა თუთაშხიას" გაგრძელება ჭაბუა ამირეჯიბს მიუძღვნა

მერაბ რატიშვილმა "დათა თუთაშხიას" გაგრძელება ჭაბუა ამირეჯიბს მიუძღვნა

მერაბ რატიშვილმა წერა ციხეში დაიწყო და იმავდროულად გამოიცემოდა მისი წიგნები. ალბათ ბევრს ახსოვს დარეკლამებული: "ჯუღა" და "თეთრი ლამა". ამას მოჰყვა "დაკარგული ფურცლები" და "ოდესღაც". საპატიმროს დატოვების შემდეგ ჯერ წერისთვის ვერ მოიცალა.

მერაბ რატიშვილი 1959 წლის 16 მაისს დაიბადა გორში, პედაგოგების ოჯახში. ჰყავს მეუღლე, ორი შვილი (ბიჭი და გოგონა) და ორი შვილიშვილი. დაამთავრა მოსკოვის ტრანსპორტის საინჟინრო ინსტიტუტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოსკოვის დიპლომატიური აკადემია. პროფესიით არის ეკონომისტ-ფინანსისტი, საერთაშორისო სამართლის იურისტი და პოლიტოლოგი. მუშაობდა მოსკოვის მეტრომშენში, მოსკოვის კომკავშირის საქალაქო კომიტეტში, მოსკოვის აღმასრულებელ კომიტეტში. საბჭოთა კავშირის დაშლამდე და მას შემდეგ ხუთი წლის განმავლობაში ეწეოდა ბიზნესსაქმიანობას ენერგეტიკისა და ფინანსურ სფეროებში. მუშაობდა საქართველოს სამრეწველო-სავაჭრო პალატაში, დსთ-ს აღმასრულებელ სამდივნოში, 1999 წლიდან "ეკონომიკური თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციის" პრეზიდენტად. 2004 წელს დაბრუნდა საქართველოში. დააარსა საქართველოს გოლფის ეროვნული ასოციაცია. არის რამდენიმე ეკონომიკური პროექტის ავტორი. 2007 წლის 26 ოქტომბერს დააპატიმრეს, როგორც ოპოზიციური პოლიტიკური ძალების აქტიური მხარდამჭერი და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. პატიმრობის პერიოდში მეუღლის დახმარებით შექმნა პოლიტპატიმრების საიტი, რომელზეც მაშინდელი მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ კრიტიკულ წერილებს და ინტერვიუებს აქვეყნებდა. მერაბ რატიშვილი საქართველოსა და საერთაშორისო ადამიანების უფლებათა ორგანიზაციებმა პოლიტპატიმრად აღიარეს და ამავე სტატუსით 2013 წელს გათავისუფლდა.

თავის დროზე, თუ­რმე, მერაბ რატიშვილი მსახიობობაზე ოცნებობდა. სპექტაკლებს მეზობლებთან ერთად დგამდა, საკუთარი მოგონილი პიესების მიხედვით დადგმულ სპექტაკლებში ან დირექტორი იყო, ან მეფე. თეატრით გატაცებულმა მუშაობა გორის დრამატულ თეატრში მსახიობად დაიწყო. ერთხელაც თეატრში მივიდა წერილი, მას ფილმში "დიუმა კავკასიაში" მონაწილეობის მისაღებად იწვევდნენ, თუმცა ეს ფურცელი დაუმალეს, რადგან თეატრში იმ დროს ახალ სპექტაკლზე რეპეტიციები ჰქონდა და მისი კინოში გაშვება არ სურდათ. მოკლედ, კინოში გადაღება არ მოხერხდა, მოგვიანებით თეატრსაც ჩამოშორდა და მოსკოვში სასწავლებლად გაემგზავრა. შემდეგ მისმა ცხოვრებამ სხვა მიმართულება მიიღო და ახალგაზრდული გატაცებაც წარსულს ჩაჰბარდა...

-  ბატონო მერაბ, წერა როდის დაიწყეთ?

-  მგონი, ეს ამბავი ჯერ არსად მითქვამს. წერა ყოველთვის მიტაცებდა, ჩანახატებს, პიესებს, მოთხრობებს ვწერდი. სტუდენტობის დროს მოსკოვში ქირით ვცხოვრობდი. ქირის დიდი ვალი დამიგროვდა. არ ვიცოდი რა მექნა, გამოსავალს ვერ ვპოულობდი. იმ ბინაში ვინახავდი ჩემს ნივთებს, მათ შორის ჩანაწერებს და ერთხელაც იქ აღარ მივედი. ის ვალი, რაც მქონდა, ჩემს ტანსაცმელზე მეტი იყო და აღარ მივედი. ასე დაიკარგა ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ჩანაწერებიც. მათზე გული კი მეთანაღრებოდა, მაგრამ ვიფიქრე, რომ წერა ჩემი ბედი არ იყო.

-  ბინის მეპატრონე არ გეძებდათ?

-  არა, ეტყობა მიხვდა, რომ აზრი არ ჰქონდა. ბინას მალე მიაქირავებდა სხვას (იღიმის).

-  შემდეგ წლები ისე გავიდა, არაფერი დაგიწერიათ?

-  დიახ. სწავლა, მუშაობა... მე და ჩემს მეუღლეს მიყოლებით გაგვიჩნდა შვილები და მოგეხსენებათ, ოჯახი თავისას ითხოვს. თეატრში სპექტაკლებზე სიარულსაც ვეღარ ვახერხებდი. ჩემთვის ხელოვნებასთან დისტანცირებული ცხოვრება დაიწყო, ერთი პერიოდი ამას განვიცდიდი, მაგრამ შემდეგ უკვე არა. ვერ გეტყვით, რომ ცხოვრება უინტერესო იყო, პირიქით, უბრალოდ, შორს ვიყავი ხელოვნებისგან და ამას შევეგუე კიდეც. 180 გრადუსით შეიცვალა ყველაფერი, როცა ციხეში აღმოვჩნდი. 2007 წლის 26 ოქტომბერს დამაკავეს. გამოვიარე რამდენიმე ციხე. ორთაჭალის, გლდანის და 2008 წლის 29 თებერვალს რუსთავის მე-6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადამიყვანეს. მერე ჩატარდა სასამართლო, თუ ამას სასამართლო ჰქვია და სულ სიცილ-ღიმილით მომისაჯეს ცხრა წელი.

-  მახსოვს, მანამდე გოლფის კლუბის დაარსებას გეგმავდით...

-  დიახ, 2004 წელს საქართველოში ჩამოვედი, გოლფის ეროვნული ასოციაცია შევქმენი და დავიწყე გოლფის მოედნის მშენებლობის დაპროექტება. პრეზენტაციაც მქონდა, მაგრამ მცხეთაში ის ტერიტორია ჩამომართვეს, ისევე, როგორც სხვა ყველაფერი. ახლა ამ საკითხს ღიმილით ვუყურებ, რადგან ვიცი, რომ დღეს არა, მაგრამ ხვალ მაინც დავიბრუნებ ყველაფერს. ქართლელი კაცი ვარ, სიჯიუტე მახასიათებს. სიჯიუტე და პრინციპულობა და-ძმანი არიან. თუ პრინციპული ხარ და არ გაქვს სიჯიუტე, პრინციპულობას მალე დაგაკარგვინებენ. თუ მხოლოდ ჯიუტი ხარ, მაშინ ტეტია გამოდიხარ (იღიმის).

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს