ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია - ამ გამოთქმის ჭეშმარიტებას კიდევ ერთხელ ამტკიცებს რიანას ჩაცმულობა. მომხიბვლელმა ქალბატონმა ელეგანტური სტილის შესაქმნელად თავსაფარი წაიკრა და... ძალიან დაემსგავსა ოდრი ჰეპბერნს თუ არა, ვიღაცის ბებიას მაინც.
გამორჩეული სტილის შესაქმნელად შეგიძლიათ მაგალითი ბებიებისგან აიღოთ. სწორედ ასე მოიქცნენ ვარსკვლავები, რომლებმაც არჩევანი თავსაფრებზე შეაჩერეს. რიანა ერთადერთი არ არის, რომელიც ქუჩაში მკვეთრ თავსაფარში გამოწყობილი გამოვიდა, ამგვარ არჩევანს შერონ სტოუნი და კორტნი ლავიც ხშირად მიმართავენ.
ექსტრავაგანტურმა მომღერალმა და დიზაინერმა რიანამ წინააღმდეგობრივი, მაგრამ საინტერესო სახე შექმნა - თავსაფარი და შანელის რეტროსტილის მრგვალი სათვალე, რომლებიც აქამდე თითქოს ღრმად ამოჭრილი პატარა შავი კაბისგან განცალკევებით არსებობდნენ, ერთმანეთს შეუხამა.