27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კოტე თოლორდავა: "ეჭვიანი ვარ, მაგრამ როცა ლამაზი ცოლი გყავს, სიფრთხილეც უნდა გამოიჩინო"
კოტე თოლორდავა: "ეჭვიანი ვარ, მაგრამ როცა ლამაზი ცოლი გყავს, სიფრთხილეც უნდა გამოიჩინო"

მსა­ხი­ობ კოტე თო­ლორ­და­ვას ავად­მყო­ფო­ბის ამ­ბა­ვი მთელ­მა თბი­ლის­მა გა­ი­გო. "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" ერთ-ერთი მთა­ვა­რი გმი­რის, დი­ტოს რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელს წი­თე­ლა შე­ე­ყა­რა და ბა­ტო­ნე­ბი ისე გა­ურ­თულ­და, რომ ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნით გა­და­იყ­ვა­ნეს. ამის გამო სე­რი­ა­ლის რე­ჟი­სორს, გი­ორ­გი ლი­ფო­ნა­ვას სცე­ნა­რის შეც­ვლამ მო­უ­წია. დიტო ბა­თუმ­ში გა­უშ­ვეს და მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სე­რი­ა­ლის ბოლო სე­რი­ებ­ში რამ­დე­ნი­მე სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რით შე­მო­ი­ფარ­გლა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დამ­თავ­რდა და კოტე სახ­ლში გა­ნაგ­რძობს მკურ­ნა­ლო­ბას. რამ­დე­ნი­მე დღე­ში პრე­მი­ე­რა აქვს რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში და უკვე რე­პე­ტი­ცი­ებ­ზეც და­დის. მო­რი­გი ასე­თი რე­პე­ტი­ცი­ის შემ­დეგ კო­ტეს და მის მე­უღ­ლეს, განო მე­ლი­თა­ურს რუს­თა­ვე­ლის თე­ატრთან შევ­ხვდით, მათ­თან ინ­ტერ­ვიუ კო­ტეს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­კი­თხვით და­ვი­წყეთ.

კოტე:

- ფო­ტო­ე­ბი­და­ნაც ჩანს, რაც გა­და­ვი­ტა­ნე. ფაქ­ტობ­რი­ვად, აღარ დავ­რჩი. რაღა და­გი­მა­ლოთ და მი­ვის­წრა­ფო­დი კი­დეც გახ­დო­მის­კენ. "ზოგი ჭირი მარ­გე­ბე­ლია" და­მე­მარ­თა, მაგ­რამ ეს მე­ტის­მე­ტი ჭირი იყო. არ ვიცი, რამ­დე­ნი კილო და­ვი­კე­ლი, მაგ­რამ ძა­ლი­ან მსუ­ბუ­ქად ვგრძნობ თავს. ჯერ ბო­ლომ­დე არ გა­მოვ­ჯან­მრთე­ლე­ბულ­ვარ, მაგ­რამ "გა­დამ­დე­ბი" აღარ ვარ. და­ვი­წყე რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე სი­ა­რუ­ლი, სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბებ­ზეც და­მი­ძა­ხე­ბენ ალ­ბათ, ჩა­მო­ვალ ბა­თუ­მი­დან. "მიდი, გა­ერ­თე, ბაბუ", სა­წო­ლი­დან ჩავ­წე­რეთ (იცი­ნის). ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რა ჩემი საქ­მე, გა­და­ღე­ბე­ბი.

- განო, რო­გო­რი ასა­ტა­ნია ავად­მყო­ფი კოტე სახ­ლში?

- ზო­გა­დად კო­ტეს ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი ვაჟ­კა­ცუ­რად გა­და­აქვს, თუმ­ცა წი­თე­ლა ამ ასაკ­ში ნერ­ვებ­ზეც ძა­ლი­ან მოქ­მე­დებს. ზო­გა­დად კა­ცე­ბი ავად­მყო­ფო­ბი­სას რომ უფრო სუს­ტე­ბი არი­ან, ვიდ­რე ქა­ლე­ბი, ჩემი მო­გო­ნი­ლი არ არის. თან კო­ტეს ძგი­დის გამ­რუ­დე­ბა აქვს და სურ­დო­ზეც სა­ში­ნე­ლი დის­კომ­ფორ­ტი ექ­მნე­ბა. იწყებს წუ­წუნს, 37 გრა­დუ­სი სი­ცხე სამ­ყა­როს და­სას­რუ­ლი ჰგო­ნია. ამ შემ­თხვე­ვა­შიც იყო ექ­სცე­სე­ბი, ძა­ლი­ან გა­ნი­ცა­და ისიც, რომ ბავ­შვე­ბიც ავად იყ­ვნენ. მოკ­ლედ, არც ისე იოლი პა­ცი­ენ­ტია.

კოტე:

- არაპ­რო­დუქ­ტი­უ­ლი ტიპი გა­ვი­ჩი­თე, არაფ­რის­თვის გა­მო­სა­დე­გი, ვი­წე­ქი და ჭერს მივშტე­რე­ბო­დი. ჩე­მით ჭა­მაც კი არ შე­მეძ­ლო. გავ­გიჟ­დი, აბა, რა მო­მი­ვი­დო­და.

განო:

- რთუ­ლად მო­სავ­ლე­ლია, თან ურ­წმუ­ნო თო­მაა, უნდა უთხრა ყო­ველ­დღე - აი, დღეს უკეთ ხარ, ხვალ უფრო უკეთ იქ­ნე­ბი და არც სჯე­რა. ჭა­მა­ზეც კი მაწ­ვა­ლებ­და, ახლა ვერ ვყლა­პავ, არ შე­მიძ­ლი­აო, მე­უბ­ნე­ბო­და. ოღონდ, მარ­თლა ცუ­დად იყო, არ ამე­ტებ­და. მა­ღა­ლი სი­ცხე­ე­ბი ჰქონ­და, სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა, სპაზ­მი. რაც უფრო ნერ­ვი­უ­ლობ­და, უფრო ცუ­დად ხდე­ბო­და. ბა­ტო­ნებს სიმ­შვი­დე სჭირ­დე­ბა.

კოტე:

- ერთი-ორ­ჯერ გა­მა­გი­ჟეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. ექი­მი რომ გე­ტყვის, მე აქ შენ­თვის კი არ ვარო, როცა ყუ­რა­დღე­ბას ითხოვ, რო­გორ გინ­და სიმ­შვი­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნო?! თუ პა­ცი­ენ­ტის­თვის არაა, აბა, ვის­თვის არის ექი­მი. ისე ვიღ­რი­ა­ლე, სუნ­თქვა შე­მეკ­რა, პა­ნი­კა­ში ჩავ­ვარ­დი, მე­გო­ნა ვიხ­რჩო­ბო­დი. შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე რომ არ გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი, წა­მოს­ვლა და­ვა­პი­რე, გა­ნომ მო­მაბ­რუ­ნა. მერე მიხ­ვდნენ, რომ კარ­გად არ მო­იქ­ცნენ და ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობ­დნენ სი­ტუ­ა­ცი­ის გა­მოს­წო­რე­ბას. სამ­წუ­ხა­როდ, მარ­ტო ექი­მებ­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქა­უ­რი სი­ტუ­ა­ცია. როცა ექიმს მე­დი­კა­მენ­ტი არ აქვს, რომ გიმ­კურ­ნა­ლოს, რა უნდა ქნას. სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ამ სა­ერ­თოდ გა­დამ­რია, ყო­ველ­თვი­უ­რად საკ­მა­ოდ სო­ლი­დურ თან­ხას ვუხ­დი, ოჯა­ხუ­რი პა­კე­ტი მაქვს. როცა ავად ხარ, შენ აღარ უნდა გჭირ­დე­ბო­დეს სირ­ბი­ლი და იმის გარ­კვე­ვა, ვინ რას იხ­დის და ვინ ვის უნა­ზღა­უ­რებს მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯებს. სა­და­ზღვე­ვო კი არა "ხიშ­ნი­კე­ბი" არი­ან ეგე­ნი. სულ არ ვარ სკან­და­ლის­ტი ტიპი, მაგ­რამ ჭკუ­ი­დან გა­და­მიყ­ვა­ნეს, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ბავ­შვებ­მა იოლ ფორ­მებ­ში გა­და­ი­ტა­ნეს ბა­ტო­ნე­ბი.

- განო, ზე­პო­პუ­ლა­რუ­ლია დღეს კოტე, ვხე­დავ­დი, რო­გორ გა­ჩე­რებ­დნენ ქუ­ჩა­ში და რო­გორ იღებ­დნენ მას­თან ფო­ტო­ებს. ეს ხომ არ გა­ღი­ზი­ა­ნებს?

- ეს იმის დას­ტუ­რია, რომ მან რა­ღაც, თუნ­დაც მი­ზე­რუ­ლი გა­ა­კე­თა. მსა­ხი­ო­ბის­თვის ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მე მა­ხა­რებს, რომ ასე უყ­ვართ კოტე. ავად­მყო­ფო­ბის შემ­დეგ პირ­ველ დღეს კო­ტეს­თან ერ­თად სახ­ლი­დან რომ გა­მო­ვე­დი, სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი მო­დი­ოდ­ნენ და გვე­კი­თხე­ბოდ­ნენ, გა­და­ურ­ჩით ინ­ფექ­ცი­ურს, გა­მოძ­ვე­რით? გვი­ლო­ცავ­დნენ.

კოტე:

- თუმ­ცა იყო პე­რი­ო­დი, როცა მე ვი­ყა­ვი გა­ნოს ქმა­რი, ანუ მი­სით მცნობ­დნენ. ეს თან მი­ხა­რო­და და თან მე­ცი­ნე­ბო­და. ამ­დე­ნი წლის მსა­ხი­ობს ვე­რა­ვინ მცნობ­და და განო ტე­ლე­შოუ "შე­გირ­დი­დან" გახ­და უც­ბად პო­პუ­ლა­რუ­ლი. მიყ­ვარს ჩემი მა­ყუ­რე­ბე­ლი, ვგრძნობ მათ გულ­შე­მატ­კივ­რო­ბას. ჯიგ­რე­ბი არი­ან.

- განო, საკ­მა­ოდ მომ­ხიბ­ვლე­ლი პარტნი­ო­რე­ბი ჰყავს კო­ტეს სე­რი­ალ­ში, კა­ტოს რო­ლის შემ­სრუ­ლებ­ლებს ვგუ­ლის­ხმობ, არ ეჭ­ვი­ა­ნობ?

- არა, მე და კო­ტეს ისე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს, ავად არის თუ კარ­გად, ნა­ჩხუბ­რე­ბი ვართ თუ შე­რი­გე­ბუ­ლე­ბი, ყო­ველ ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე ვგრძნობ, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და ერ­თა­დერ­თი ქალი ვარ მის­თვის. ჩვე­ნი ჩხუ­ბის მი­ზე­ზი ეჭ­ვი­ა­ნო­ბა არას­დროს ყო­ფი­ლა.

- კოტე, არც შენ ხარ ეჭ­ვი­ა­ნი?

- ეჭ­ვი­ა­ნი ვარ, მაგ­რამ ამის აფი­ში­რე­ბა არ მი­წევს და იმე­დია, არც მო­მი­წევს. სა­კუ­თა­რი თა­ვის მჯე­რა და ბო­ლომ­დე ვენ­დო­ბი გა­ნოს. როცა ლა­მა­ზი მე­უღ­ლე გყავს, ფორ­მა­შიც უნდა იყო და სიფრ­თხი­ლეც უნდა გა­მო­ი­ჩი­ნო.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

კოტე თოლორდავა: "ეჭვიანი ვარ, მაგრამ როცა ლამაზი ცოლი გყავს, სიფრთხილეც უნდა გამოიჩინო"

კოტე თოლორდავა: "ეჭვიანი ვარ, მაგრამ როცა ლამაზი ცოლი გყავს, სიფრთხილეც უნდა გამოიჩინო"

მსახიობ კოტე თოლორდავას ავადმყოფობის ამბავი მთელმა თბილისმა გაიგო. "ჩემი ცოლის დაქალების" ერთ-ერთი მთავარი გმირის, დიტოს როლის შემსრულებელს წითელა შეეყარა და ბატონები ისე გაურთულდა, რომ ინფექციურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს. ამის გამო სერიალის რეჟისორს, გიორგი ლიფონავას სცენარის შეცვლამ მოუწია. დიტო ბათუმში გაუშვეს და მისი მონაწილეობა სერიალის ბოლო სერიებში რამდენიმე სატელეფონო ზარით შემოიფარგლა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა და კოტე სახლში განაგრძობს მკურნალობას. რამდენიმე დღეში პრემიერა აქვს რუსთაველის თეატრში და უკვე რეპეტიციებზეც დადის. მორიგი ასეთი რეპეტიციის შემდეგ კოტეს და მის მეუღლეს, განო მელითაურს რუსთაველის თეატრთან შევხვდით, მათთან ინტერვიუ კოტეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკითხვით დავიწყეთ.

კოტე:

-  ფოტოებიდანაც ჩანს, რაც გადავიტანე. ფაქტობრივად, აღარ დავრჩი. რაღა დაგიმალოთ და მივისწრაფოდი კიდეც გახდომისკენ. "ზოგი ჭირი მარგებელია" დამემართა, მაგრამ ეს მეტისმეტი ჭირი იყო. არ ვიცი, რამდენი კილო დავიკელი, მაგრამ ძალიან მსუბუქად ვგრძნობ თავს. ჯერ ბოლომდე არ გამოვჯანმრთელებულვარ, მაგრამ "გადამდები" აღარ ვარ. დავიწყე რეპეტიციებზე სიარული, სერიალის გადაღებებზეც დამიძახებენ ალბათ, ჩამოვალ ბათუმიდან. "მიდი, გაერთე, ბაბუ", საწოლიდან ჩავწერეთ (იცინის). ძალიან მომენატრა ჩემი საქმე, გადაღებები.

-  განო, როგორი ასატანია ავადმყოფი კოტე სახლში?

-  ზოგადად კოტეს ფიზიკური ტკივილი ვაჟკაცურად გადააქვს, თუმცა წითელა ამ ასაკში ნერვებზეც ძალიან მოქმედებს. ზოგადად კაცები ავადმყოფობისას რომ უფრო სუსტები არიან, ვიდრე ქალები, ჩემი მოგონილი არ არის. თან კოტეს ძგიდის გამრუდება აქვს და სურდოზეც საშინელი დისკომფორტი ექმნება. იწყებს წუწუნს, 37 გრადუსი სიცხე სამყაროს დასასრული ჰგონია. ამ შემთხვევაშიც იყო ექსცესები, ძალიან განიცადა ისიც, რომ ბავშვებიც ავად იყვნენ. მოკლედ, არც ისე იოლი პაციენტია.

კოტე:

-  არაპროდუქტიული ტიპი გავიჩითე, არაფრისთვის გამოსადეგი, ვიწექი და ჭერს მივშტერებოდი. ჩემით ჭამაც კი არ შემეძლო. გავგიჟდი, აბა, რა მომივიდოდა.

განო:

-  რთულად მოსავლელია, თან ურწმუნო თომაა, უნდა უთხრა ყოველდღე - აი, დღეს უკეთ ხარ, ხვალ უფრო უკეთ იქნები და არც სჯერა. ჭამაზეც კი მაწვალებდა, ახლა ვერ ვყლაპავ, არ შემიძლიაო, მეუბნებოდა. ოღონდ, მართლა ცუდად იყო, არ ამეტებდა. მაღალი სიცხეები ჰქონდა, სუნთქვის უკმარისობა, სპაზმი. რაც უფრო ნერვიულობდა, უფრო ცუდად ხდებოდა. ბატონებს სიმშვიდე სჭირდება.

კოტე:

-  ერთი-ორჯერ გამაგიჟეს საავადმყოფოში. ექიმი რომ გეტყვის, მე აქ შენთვის კი არ ვარო, როცა ყურადღებას ითხოვ, როგორ გინდა სიმშვიდე შეინარჩუნო?! თუ პაციენტისთვის არაა, აბა, ვისთვის არის ექიმი. ისე ვიღრიალე, სუნთქვა შემეკრა, პანიკაში ჩავვარდი, მეგონა ვიხრჩობოდი. შეურაცხყოფაზე რომ არ გადავსულიყავი, წამოსვლა დავაპირე, განომ მომაბრუნა. მერე მიხვდნენ, რომ კარგად არ მოიქცნენ და ყველანაირად ცდილობდნენ სიტუაციის გამოსწორებას. სამწუხაროდ, მარტო ექიმებზე არ არის დამოკიდებული იქაური სიტუაცია. როცა ექიმს მედიკამენტი არ აქვს, რომ გიმკურნალოს, რა უნდა ქნას. სადაზღვევო კომპანიამ საერთოდ გადამრია, ყოველთვიურად საკმაოდ სოლიდურ თანხას ვუხდი, ოჯახური პაკეტი მაქვს. როცა ავად ხარ, შენ აღარ უნდა გჭირდებოდეს სირბილი და იმის გარკვევა, ვინ რას იხდის და ვინ ვის უნაზღაურებს მკურნალობის ხარჯებს. სადაზღვევო კი არა "ხიშნიკები" არიან ეგენი. სულ არ ვარ სკანდალისტი ტიპი, მაგრამ ჭკუიდან გადამიყვანეს, საბედნიეროდ, ბავშვებმა იოლ ფორმებში გადაიტანეს ბატონები.

-  განო, ზეპოპულარულია დღეს კოტე, ვხედავდი, როგორ გაჩერებდნენ ქუჩაში და როგორ იღებდნენ მასთან ფოტოებს. ეს ხომ არ გაღიზიანებს?

-  ეს იმის დასტურია, რომ მან რაღაც, თუნდაც მიზერული გააკეთა. მსახიობისთვის ასეთი სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანია. მე მახარებს, რომ ასე უყვართ კოტე. ავადმყოფობის შემდეგ პირველ დღეს კოტესთან ერთად სახლიდან რომ გამოვედი, სრულიად უცხო ადამიანები მოდიოდნენ და გვეკითხებოდნენ, გადაურჩით ინფექციურს, გამოძვერით? გვილოცავდნენ.

კოტე:

-  თუმცა იყო პერიოდი, როცა მე ვიყავი განოს ქმარი, ანუ მისით მცნობდნენ. ეს თან მიხაროდა და თან მეცინებოდა. ამდენი წლის მსახიობს ვერავინ მცნობდა და განო ტელეშოუ "შეგირდიდან" გახდა უცბად პოპულარული. მიყვარს ჩემი მაყურებელი, ვგრძნობ მათ გულშემატკივრობას. ჯიგრები არიან.

-  განო, საკმაოდ მომხიბვლელი პარტნიორები ჰყავს კოტეს სერიალში, კატოს როლის შემსრულებლებს ვგულისხმობ, არ ეჭვიანობ?

-  არა, მე და კოტეს ისეთი ურთიერთობა გვაქვს, ავად არის თუ კარგად, ნაჩხუბრები ვართ თუ შერიგებულები, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ, რომ განსაკუთრებული და ერთადერთი ქალი ვარ მისთვის. ჩვენი ჩხუბის მიზეზი ეჭვიანობა არასდროს ყოფილა.

-  კოტე, არც შენ ხარ ეჭვიანი?

-  ეჭვიანი ვარ, მაგრამ ამის აფიშირება არ მიწევს და იმედია, არც მომიწევს. საკუთარი თავის მჯერა და ბოლომდე ვენდობი განოს. როცა ლამაზი მეუღლე გყავს, ფორმაშიც უნდა იყო და სიფრთხილეც უნდა გამოიჩინო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"