პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით უსუფაშვილი - საქართველო ამაყად დგას იმ სახელმწიფოთა რიგში, რომლებიც ებრძვიან ტერორს
დავით უსუფაშვილი - საქართველო ამაყად დგას იმ სახელმწიფოთა რიგში, რომლებიც ებრძვიან ტერორს

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის, და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, დღეს ყვე­ლა გლო­ვობს, რად­გან სა­ქარ­თვე­ლომ უდი­დე­სი და­ნაკ­ლი­სი გა­ნი­ცა­და. რო­გორც უსუ­ფაშ­ვილ­მა თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში, ავ­ღა­ნეთ­ში და­ღუ­პუ­ლი ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის ჩა­მოს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, დღეს ყვე­ლა ამა­ყი უნდა იყოს, რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს ასე­თი მე­ომ­რე­ბი ჰყავს, იცოდ­ნენ, სამ­შობ­ლოს და­სა­ცა­ვად სად მი­დი­ოდ­ნენ და რა რის­კის ქვეშ აყე­ნებ­დნენ სა­კუ­თარ სი­ცო­ცხლეს.

"დღეს ყვე­ლა ვგლო­ვობთ, ვი­ნა­ი­დან სა­ქარ­თვე­ლომ გა­ნი­ცა­და უდი­დე­სი და­ნაკ­ლი­სი. დღეს მშობ­ლი­უ­რი მი­წა­ზე სა­კუ­თა­რი ფეხი ვერ და­ად­გეს ჩვენ­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა. ჩვენ­მა მე­ომ­რე­ბი თა­ვი­სუფ­ლე­ბას, თა­ვის სამ­შობ­ლოს იცავ­დნენ და სი­ცო­ცხლე შეს­წი­რეს მას, მაგ­რამ უნდა ვი­ყოთ ამა­ყე­ბიც, რად­გან ჩვენ გვყავს ასე­თი ჯარი, ასე­თი მე­ომ­რე­ბი, რომ­ლებ­მაც იცოდ­ნენ, სად მი­დი­ოდ­ნენ, იცოდ­ნენ, რა რის­კის ქვეშ აყე­ნებ­დნენ სა­კუ­თარ სი­ცო­ცხლეს, მაგ­რამ ეს ნა­ბი­ჯი გა­დად­გეს სა­კუ­თა­რი სამ­შობ­ლო­სა და სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის­თვის. სა­მა­რა­დი­სოდ დი­დე­ბა მათ. ქარ­თულ­მა სა­ხელ­მწი­ფომ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ა­კე­თოთ იმის­თვის, რომ მათ­მა ოჯა­ხებ­მა, შვი­ლებ­მა მუდ­მი­ვად და ყო­ველ­დღი­უ­რად იგ­რძნონ ჩვე­ნი ზრუნ­ვა და ის, რომ სამ­შობ­ლოს­თვის სამ­სა­ხუ­რი არა­სო­დეს იქ­ნე­ბა და­ვი­წყე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და უსუ­ფაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო ამა­ყად დგას იმ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის რიგ­ში, რომ­ლე­ბიც ებ­რძვი­ან ტე­რორს, რომ­ლე­ბიც ებ­რძვი­ან ძა­ლა­დო­ბას და, რომ­ლე­ბიც იბ­რძვი­ან მშვი­დო­ბის­თვის მთელ მსოფ­ლი­ო­ში.

"ეს ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა და ჩვენ ღირ­სე­ულ წვლილს შე­ვი­ტანთ მო­მა­ვალ­შიც", - აღ­ნიშ­ნა უსუ­ფაშ­ვილ­მა.

ავ­ღა­ნეთ­ში და­ღუ­პულ სამ­ხედ­რო­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს ჩა­მო­ას­ვე­ნეს. თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში ამე­რი­კუ­ლი სამ­ხედ­რო ლა­ი­ნე­რი 02.25 სა­ათ­ზე და­ეშ­ვა.

ამა­ვე ბორ­ტით დაბ­რუნ­და სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ალა­სა­ნია, რო­მელ­მაც დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ის გამო ბრი­უ­სელ­ში ვი­ზი­ტი შე­წყვი­ტა და ავ­ღა­ნეთ­ში გა­ემ­გზავ­რა.

ქარ­თველ სამ­ხედ­რო­ე­ბის ჩა­მოს­ვე­ნე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხე­ბის ახ­ლობ­ლე­ბი, აგ­რეთ­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრი კახა კა­ლა­ძე, სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი ირაკ­ლი პეტ­რი­აშ­ვი­ლი, უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვა­ნი გიგა ბო­კე­რია, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა აე­რო­პორ­ტი კო­მენ­ტა­რის გა­რე­შე და­ტო­ვა.

ჰელ­მან­დის პრო­ვინ­ცი­ა­ში, ქარ­თულ მო­წი­ნა­ვე ბა­ზას­თან თვით­მკვლელ­მა ტე­რო­რის­ტმა 6 ივ­ნისს თავი აი­ფეთ­ქა. აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­ი­ღუპ­ნენ კაპ­რა­ლი თე­ი­მუ­რაზ ორ­თა­ვი­ძე, კაპ­რა­ლი გი­ორ­გი ადა­მო­ვი, პირ­ვე­ლი კლა­სის რი­გი­თი ზუ­რაბ გურ­გე­ნაშ­ვი­ლი, რი­გი­თი მი­ხე­ილ ნა­რინ­დოშ­ვი­ლი, რი­გი­თი ბო­რის ცუ­გოშ­ვი­ლი, პირ­ვე­ლი კლა­სის რი­გი­თი ზვი­ად სულ­ხა­ნიშ­ვი­ლი, პირ­ვე­ლი კლა­სის რი­გი­თი გი­ორ­გი ღუ­ჭაშ­ვი­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

დავით უსუფაშვილი - საქართველო ამაყად დგას იმ სახელმწიფოთა რიგში, რომლებიც ებრძვიან ტერორს

დავით უსუფაშვილი - საქართველო ამაყად დგას იმ სახელმწიფოთა რიგში, რომლებიც ებრძვიან ტერორს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, დღეს ყველა გლოვობს, რადგან საქართველომ უდიდესი დანაკლისი განიცადა. როგორც უსუფაშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების ჩამოსვენების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს ყველა ამაყი უნდა იყოს, რადგან საქართველოს ასეთი მეომრები ჰყავს, იცოდნენ, სამშობლოს დასაცავად სად მიდიოდნენ და რა რისკის ქვეშ აყენებდნენ საკუთარ სიცოცხლეს.

"დღეს ყველა ვგლოვობთ, ვინაიდან საქართველომ განიცადა უდიდესი დანაკლისი. დღეს მშობლიური მიწაზე საკუთარი ფეხი ვერ დაადგეს ჩვენმა ჯარისკაცებმა. ჩვენმა მეომრები თავისუფლებას, თავის სამშობლოს იცავდნენ და სიცოცხლე შესწირეს მას, მაგრამ უნდა ვიყოთ ამაყებიც, რადგან ჩვენ გვყავს ასეთი ჯარი, ასეთი მეომრები, რომლებმაც იცოდნენ, სად მიდიოდნენ, იცოდნენ, რა რისკის ქვეშ აყენებდნენ საკუთარ სიცოცხლეს, მაგრამ ეს ნაბიჯი გადადგეს საკუთარი სამშობლოსა და საკუთარი ქვეყნისთვის. სამარადისოდ დიდება მათ. ქართულმა სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ მათმა ოჯახებმა, შვილებმა მუდმივად და ყოველდღიურად იგრძნონ ჩვენი ზრუნვა და ის, რომ სამშობლოსთვის სამსახური არასოდეს იქნება დავიწყებული", - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო ამაყად დგას იმ სახელმწიფოების რიგში, რომლებიც ებრძვიან ტერორს, რომლებიც ებრძვიან ძალადობას და, რომლებიც იბრძვიან მშვიდობისთვის მთელ მსოფლიოში.

"ეს ბრძოლა გრძელდება და ჩვენ ღირსეულ წვლილს შევიტანთ მომავალშიც", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

ავღანეთში დაღუპულ სამხედროები საქართველოში დღეს ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკული სამხედრო ლაინერი 02.25 საათზე დაეშვა.

ამავე ბორტით დაბრუნდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, რომელმაც დატრიალებული ტრაგედიის გამო ბრიუსელში ვიზიტი შეწყვიტა და ავღანეთში გაემგზავრა.

ქართველ სამხედროების ჩამოსვენების ცერემონიაზე იმყოფებოდნენ დაღუპულთა ოჯახების ახლობლები, აგრეთვე, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სახელმწიფო მინისტრი ირაკლი პეტრიაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სასულიერო პირები.

მიხეილ სააკაშვილმა აეროპორტი კომენტარის გარეშე დატოვა.

ჰელმანდის პროვინციაში, ქართულ მოწინავე ბაზასთან თვითმკვლელმა ტერორისტმა 6 ივნისს თავი აიფეთქა. აფეთქების შედეგად დაიღუპნენ კაპრალი თეიმურაზ ორთავიძე, კაპრალი გიორგი ადამოვი, პირველი კლასის რიგითი ზურაბ გურგენაშვილი, რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი, რიგითი ბორის ცუგოშვილი, პირველი კლასის რიგითი ზვიად სულხანიშვილი, პირველი კლასის რიგითი გიორგი ღუჭაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა