მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ადამიანების ხალისიანი თავგადასავლები
ცნობილი ადამიანების ხალისიანი თავგადასავლები

ბუბა კი­კა­ბი­ძე, მომ­ღე­რა­ლი: - ერთხელ მე­უღ­ლეს, ირი­ნა ქე­ბა­ძეს ვუ­თხა­რი, რუ­სუ­ლი სიმ­ღე­რა და­გი­წე­რე და მინ­და, მო­გას­მე­ნი­ნო-მეთ­ქი. ასე­თი მი­სამ­ღე­რი ჰქონ­და: "მი­ლა­ია მაია, მატ მაიხ დე­ტეი. ბა­ბუშ­კა ვნუ­კოვ მაიხ, ია მა­ლი­უს ვსე­ვიშ­ნე­ვო, პერ­ვიმ უმე­რეტ, ჩტობ ნე ვი­დეტ სლი­ოზ ტვა­იხ..."მე­უღ­ლემ გა­მო­მი­ცხა­და: ამ სიმ­ღე­რას ან არ იმ­ღე­რებ, ან არა­და, "ბა­ბუშ­კა" ამო­ი­ღეო (იცი­ნის). მა­შინ ისე­თი აღარ გა­მო­ვი­დო­და ის სიმ­ღე­რა, ამი­ტომ მარ­თლაც აღარ მიმ­ღე­რია.

გოგა პი­პი­ნაშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი: - "თე­ატ­რა­ლუ­რის" პირ­ველ კურ­სზე ვსწავ­ლობ­დი და ძა­ლი­ან მინ­დო­და იპოდ­რომ­ზე სი­ა­რუ­ლი, რად­გან ჩემი ყვე­ლა ძმა­კა­ცი, ოღონდ მე­ო­თხე­კურ­სე­ლე­ბი, და­დი­ოდ­ნენ ხში­რად. ადრე იპოდ­რო­მის ხელ­მძღვა­ნელ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც რამ­დენ­ჯერ­მე სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით უა­რით გა­მო­მის­ტუმ­რა. ერთხე­ლაც იმ ხელ­მძღვა­ნელს ხმა­შეც­ვლილ­მა და­ვუ­რე­კე კა­ბი­ნეტ­ში და გა­ვე­ცა­ნი: მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს უფ­რო­სი რე­ფე­რენ­ტი კოტე ღვე­დაშ­ვი­ლი გა­წუ­ხებთ. ჩემს დის­შვილს არ იღებთ თურ­მე იპოდ­რომ­ზე და და­ვი­ჯე­რო, არა­ფერ­ში გჭირ­დე­ბით-მეთ­ქი? - შე­საძ­ლოა, ამ გვა­რი­სა და სა­ხე­ლის ადა­მი­ა­ნი მარ­თლა არ­სე­ბობს, მაგ­რამ ხა­ტის წინ და­ვი­ფი­ცებ, იმ­წუ­თას "შევ­ქმე­ნი" (იცი­ნის)... "კო­ტეს" ზარ­მა აშ­კა­რად გაჭ­რა. ორ წე­ლი­წადს ვი­ა­რე იპოდ­რომ­ზე, კა­პი­კიც არ გა­და­მიხ­დია, ის ხელ­მძღვა­ნე­ლი კი გა­უ­თა­ვებ­ლად მეხ­ვე­წე­ბო­და, უთხა­რი, ბიჭო, ბი­ძა­შენს, იპოდ­რო­მის შე­მო­ღობ­ვა რომ მინ­დაო (იცი­ნის)...

გი­ორ­გი შა­ლუ­ტაშ­ვი­ლი, რე­ჟი­სო­რი: - და­ქორ­წი­ნე­ბამ­დე ჩემს სა­ცო­ლეს - ნინო ალა­ვი­ძეს, იმა­ვე ლუ­ლუს (ყვე­ლა ასე ვე­ძა­ხით), დე­და­ჩემ­მა უთხრა: დიდ ფუ­ფუ­ნე­ბას ვერ გპირ­დე­ბი, შვი­ლო, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა კი გექ­ნე­ბაო. სა­ქორ­წი­ნო მოგ­ზა­უ­რო­ბი­დან დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე და­მე­წყო გა­დარ­ბე­ნე­ბი, ქა­ლა­ქი­დან გას­ვლე­ბი და რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ ლუ­ლუმ წა­ი­წუ­წუ­ნა: არ მინ­დო­და ასე­თი სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა, ჯობ­და, ცოტა მეტი პრო­ზა ყო­ფი­ლი­ყოო (იცი­ნის).

ნო­დარ თო­ფუ­რი­ძე, ნო­დარ დუმ­ბა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი: - ნო­დარს ყო­ველ­თვის "ბა­ბუს" ვე­ძახ­დი და ახ­ლაც ასე ვიხ­სე­ნი­ებ. ჰოდა, "ბა­ბუ­ზე" ერთი ამ­ბა­ვი გა­მახ­სენ­და: 1993-94 წლე­ბია, სუფ­რას­თან ვსხედ­ვართ მე­გობ­რე­ბი და რამ­დე­ნი­მე ჩემ­თვის უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნი. ერ­თმა მე­გო­ბარ­მა მთხო­ვა, ნო­დარ­ზე რამე მოჰ­ყე­ვიო და მეც და­ვი­წყე "მაკ­ვა­რან­ცხი" ამ­ბე­ბის თხრო­ბა: ბა­ბუმ ეს ქნა, ბა­ბუმ ის ქნა-მეთ­ქი... უცებ მო­მიბ­რუნ­და ჭკვი­ა­ნი გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბის, ჰალ­სტუ­ხი­ა­ნი, წარ­ბშეკ­რუ­ლი უც­ნო­ბი და, - რა­ებს ლა­პა­რა­კობ, ბაბუ მა­გას რო­გორ იზამ­დაო! გა­ო­ცე­ბულ­მა გავ­ხე­დე: არ ვიცი, ვის ბა­ბუს გუ­ლის­ხმობ, მაგ­რამ მე ბა­ბუ­ა­ჩემ­ზე ვლა­პა­რა­კობ-მეთ­ქი - იმ­ხა­ნად ხომ ორი ცნო­ბი­ლი "ბაბუ" (ასე იხ­სე­ნი­ებ­დნენ ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე­სა და ას­ლან აბა­ში­ძეს - ი.ხ.) გვყავ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე რომ, მარ­თლა არ ვიცი, რო­მელს გუ­ლის­ხმობ­და (იცი­ნის)...

გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, რე­ჟი­სო­რი: - ნო­დარ დუმ­ბა­ძეს ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ჩემს ფეხ­ზე ხუმ­რო­ბა. სხვის­გან აუ­ცი­ლებ­ლად მე­წყი­ნე­ბო­და, მას კი ვპა­ტი­ობ­დი (იცი­ნის). ერთხელ, მახ­სოვს, რეს­ტორ­ნი­დან გა­მო­ვე­დით. ძა­ლი­ან მაგ­რად წვიმ­და, მე კი, მთვრა­ლი, წვი­მა­ში ვი­დე­ქი და ვი­ღა­ცას და­უს­რუ­ლებ­ლად ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი. ნო­და­რი შე­ფა­რე­ბია იქვე შე­ნო­ბას, მე კი, თურ­მე, დიდ წყალ­ში ჩავ­მდგარ­ვარ და ვერც ვგრძნობ­დი. მო­ბეზ­რდა ნო­დარს ლო­დი­ნი და რამ­დენ­ჯერ­მე და­მი­ძა­ხა, - გიგა, წა­მო­იო! ბო­ლოს ვე­ღარ მო­ით­მი­ნა და, - სა­ნამ ტოტი არ ამო­გი­ვა მაგ ხის ფეხ­ზე, აღარ დე­იძ­რე­ბი ად­გი­ლი­და­ნო, - მო­მა­ძა­ხა (იცი­ნის)!

ირმა ხარ­ში­ლა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

ცნობილი ადამიანების ხალისიანი თავგადასავლები

ცნობილი ადამიანების ხალისიანი თავგადასავლები

ბუბა კიკაბიძე, მომღერალი: - ერთხელ მეუღლეს, ირინა ქებაძეს ვუთხარი, რუსული სიმღერა დაგიწერე და მინდა, მოგასმენინო-მეთქი. ასეთი მისამღერი ჰქონდა: "მილაია მაია, მატ მაიხ დეტეი. ბაბუშკა ვნუკოვ მაიხ, ია მალიუს ვსევიშნევო, პერვიმ უმერეტ, ჩტობ ნე ვიდეტ სლიოზ ტვაიხ..."მეუღლემ გამომიცხადა: ამ სიმღერას ან არ იმღერებ, ან არადა, "ბაბუშკა" ამოიღეო (იცინის). მაშინ ისეთი აღარ გამოვიდოდა ის სიმღერა, ამიტომ მართლაც აღარ მიმღერია.

გოგა პიპინაშვილი, მსახიობი: - "თეატრალურის" პირველ კურსზე ვსწავლობდი და ძალიან მინდოდა იპოდრომზე სიარული, რადგან ჩემი ყველა ძმაკაცი, ოღონდ მეოთხეკურსელები, დადიოდნენ ხშირად. ადრე იპოდრომის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა ადამიანი, რომელმაც რამდენჯერმე სხვადასხვა მიზეზით უარით გამომისტუმრა. ერთხელაც იმ ხელმძღვანელს ხმაშეცვლილმა დავურეკე კაბინეტში და გავეცანი: მინისტრთა საბჭოს უფროსი რეფერენტი კოტე ღვედაშვილი გაწუხებთ. ჩემს დისშვილს არ იღებთ თურმე იპოდრომზე და დავიჯერო, არაფერში გჭირდებით-მეთქი? - შესაძლოა, ამ გვარისა და სახელის ადამიანი მართლა არსებობს, მაგრამ ხატის წინ დავიფიცებ, იმწუთას "შევქმენი" (იცინის)... "კოტეს" ზარმა აშკარად გაჭრა. ორ წელიწადს ვიარე იპოდრომზე, კაპიკიც არ გადამიხდია, ის ხელმძღვანელი კი გაუთავებლად მეხვეწებოდა, უთხარი, ბიჭო, ბიძაშენს, იპოდრომის შემოღობვა რომ მინდაო (იცინის)...

გიორგი შალუტაშვილი, რეჟისორი: - დაქორწინებამდე ჩემს საცოლეს - ნინო ალავიძეს, იმავე ლულუს (ყველა ასე ვეძახით), დედაჩემმა უთხრა: დიდ ფუფუნებას ვერ გპირდები, შვილო, მაგრამ საინტერესო ცხოვრება კი გექნებაო. საქორწინო მოგზაურობიდან დაბრუნებისთანავე დამეწყო გადარბენები, ქალაქიდან გასვლები და რამდენიმე თვის შემდეგ ლულუმ წაიწუწუნა: არ მინდოდა ასეთი საინტერესო ცხოვრება, ჯობდა, ცოტა მეტი პროზა ყოფილიყოო (იცინის).

ნოდარ თოფურიძე, ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი: - ნოდარს ყოველთვის "ბაბუს" ვეძახდი და ახლაც ასე ვიხსენიებ. ჰოდა, "ბაბუზე" ერთი ამბავი გამახსენდა: 1993-94 წლებია, სუფრასთან ვსხედვართ მეგობრები და რამდენიმე ჩემთვის უცნობი ადამიანი. ერთმა მეგობარმა მთხოვა, ნოდარზე რამე მოჰყევიო და მეც დავიწყე "მაკვარანცხი" ამბების თხრობა: ბაბუმ ეს ქნა, ბაბუმ ის ქნა-მეთქი... უცებ მომიბრუნდა ჭკვიანი გამომეტყველების, ჰალსტუხიანი, წარბშეკრული უცნობი და, - რაებს ლაპარაკობ, ბაბუ მაგას როგორ იზამდაო! გაოცებულმა გავხედე: არ ვიცი, ვის ბაბუს გულისხმობ, მაგრამ მე ბაბუაჩემზე ვლაპარაკობ-მეთქი - იმხანად ხომ ორი ცნობილი "ბაბუ" (ასე იხსენიებდნენ ედუარდ შევარდნაძესა და ასლან აბაშიძეს - ი.ხ.) გვყავდა საქართველოში, ასე რომ, მართლა არ ვიცი, რომელს გულისხმობდა (იცინის)...

გიგა ლორთქიფანიძე, რეჟისორი: - ნოდარ დუმბაძეს ძალიან უყვარდა ჩემს ფეხზე ხუმრობა. სხვისგან აუცილებლად მეწყინებოდა, მას კი ვპატიობდი (იცინის). ერთხელ, მახსოვს, რესტორნიდან გამოვედით. ძალიან მაგრად წვიმდა, მე კი, მთვრალი, წვიმაში ვიდექი და ვიღაცას დაუსრულებლად ველაპარაკებოდი. ნოდარი შეფარებია იქვე შენობას, მე კი, თურმე, დიდ წყალში ჩავმდგარვარ და ვერც ვგრძნობდი. მობეზრდა ნოდარს ლოდინი და რამდენჯერმე დამიძახა, - გიგა, წამოიო! ბოლოს ვეღარ მოითმინა და, - სანამ ტოტი არ ამოგივა მაგ ხის ფეხზე, აღარ დეიძრები ადგილიდანო, - მომაძახა (იცინის)!

ირმა ხარშილაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს