პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მედია პალიტრის" ორგანიზებით ვერის პარკში აქცია გაიმართა
"მედია პალიტრის" ორგანიზებით ვერის პარკში აქცია გაიმართა

ვე­რის პარკში "მე­დია პა­ლიტ­რის" ორ­გა­ნი­ზე­ბით აქ­ცია "ერ­თად და­ვიც­ვათ გა­რე­მო - ჩვენ სუფ­თა ქვე­ყა­ნა გვინ­და" გა­ი­მარ­თა. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ვე­რის ბაღი და მისი მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია ნაგ­ვის ნარ­ჩე­ნე­ბის­გან გა­ა­სუფ­თა­ვეს. აქ­ცი­ა­ზე და­რიგ­და ქა­ღალ­დის პარ­კე­ბი წარ­წე­რით "ნარ­ჩე­ნის ურ­ნა­ში ჩაგ­დე­ბას 4 წამი სჭირ­დე­ბა".

და­სუფ­თა­ვე­ბის აქ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა "მე­დია პა­ლიტ­რის" თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და რი­გით­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა მი­ი­ღეს, ძი­რი­თა­დად პა­ტა­რა ბავ­შვე­ბი აქ­ტი­უ­რობ­დნენ.

რო­გორც "მე­დია პა­ლიტ­რის" კრე­ა­ტი­ულ­მა დი­რექ­ტორ­მა მა­რი­კა დარ­ჩი­ამ გა­ნა­ცხა­და, "პა­ლიტ­რამ" გა­და­წყვი­ტა, რომ დიდი ეკოპ­რო­ექ­ტის ინი­ცი­ა­ტო­რი იყოს.

"ამ კვი­რა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით მი­ვაქ­ცი­ეთ ამ სა­კითხს ყუ­რა­დღე­ბა, იმი­ტომ რომ 5 ივ­ნი­სი იყო გა­რე­მოს დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე. ჩვე­ნი გა­ზე­თე­ბი და ჟურ­ნა­ლე­ბი გა­მო­ვი­და მწვა­ნე ფოთ­ლით, რო­მელ­საც ეწე­რა "შე­ი­ნარ­ჩუ­ნე და მო­უ­ა­რე გა­რე­მოს". დღეს გვაქვს დიდი აქ­ცია. ეს აქ­ცი­ე­ბი გაგ­რძელ­დე­ბა სხვა­დას­ხვა მწვა­ნე წერ­ტი­ლებ­ში, ბა­ღებ­ში, რომ და­ვა­ლა­გოთ და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვა­ღე­ბი­ნოთ ბევრ ადა­მი­ანს. ეს ჩვე­ნი ქა­ლა­ქია და ჩვენ თუ არ მივ­ხე­დავთ, არ და­ვა­ლა­გებთ და მერე და­ნაგ­ვი­ა­ნე­ბულს არ ავი­ღებთ, ამას ვე­რა­ვინ ვერ გა­ა­კე­თებს", - აღ­ნიშ­ნა მა­რი­კა დარ­ჩი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, დღე­ვან­დელ აქ­ცი­ას არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბიც შე­უ­ერ­თდნენ.

"ეს არის შე­მეც­ნე­ბი­თი და თან სა­ჭი­რო აქ­ცია" , - გა­ნა­ცხა­და "პა­ლიტ­რის" კრე­ა­ტი­ულ­მა დი­რექ­ტორ­მა.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს სა­ჩუქ­რად გა­და­ე­ცათ ჟურ­ნა­ლე­ბის: "გზის", "რე­ი­ტინ­გის" და "კა­რუ­სე­ლის" ნომ­რე­ბი, ნა­ტუ­რა­ლუ­რი მი­ნე­რა­ლუ­რი წყლის კომ­პა­ნია "სნოს­გან" კი სას­მე­ლი წყა­ლი.

აქ­ცი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად გა­ი­მარ­თა გა­მო­ფე­ნა "FX"-ის ფო­ტო­კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­თა ფო­ტო­ე­ბის, ასე­ვე ჟურ­ნალ "კა­რუ­სელ­ში" ბავ­შვე­ბის მიერ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ფო­ტო­ე­ბის.

ღო­ნის­ძი­ე­ბის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან: გა­რე­მო დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო, თბი­ლი­სის მე­რია, "კო­ლორ პარ­კი", "სუფ­თა სა­ქარ­თვე­ლო", "მწვა­ნე სკო­ლა", "ვი­სოლ ჯგუ­ფი" და მისი შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნია "სმარ­ტი", წყა­ლი "სნო".

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"მედია პალიტრის" ორგანიზებით ვერის პარკში აქცია გაიმართა

"მედია პალიტრის" ორგანიზებით ვერის პარკში აქცია გაიმართა

ვერის პარკში "მედია პალიტრის" ორგანიზებით აქცია "ერთად დავიცვათ გარემო - ჩვენ სუფთა ქვეყანა გვინდა" გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ვერის ბაღი და მისი მიმდებარე ტერიტორია ნაგვის ნარჩენებისგან გაასუფთავეს. აქციაზე დარიგდა ქაღალდის პარკები წარწერით "ნარჩენის ურნაში ჩაგდებას 4 წამი სჭირდება".

დასუფთავების აქციაში მონაწილეობა "მედია პალიტრის" თანამშრომლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა მიიღეს, ძირითადად პატარა ბავშვები აქტიურობდნენ.

როგორც "მედია პალიტრის" კრეატიულმა დირექტორმა მარიკა დარჩიამ განაცხადა, "პალიტრამ" გადაწყვიტა, რომ დიდი ეკოპროექტის ინიციატორი იყოს.

"ამ კვირაში განსაკუთრებით მივაქციეთ ამ საკითხს ყურადღება, იმიტომ რომ 5 ივნისი იყო გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე. ჩვენი გაზეთები და ჟურნალები გამოვიდა მწვანე ფოთლით, რომელსაც ეწერა "შეინარჩუნე და მოუარე გარემოს". დღეს გვაქვს დიდი აქცია. ეს აქციები გაგრძელდება სხვადასხვა მწვანე წერტილებში, ბაღებში, რომ დავალაგოთ და მონაწილეობა მივაღებინოთ ბევრ ადამიანს. ეს ჩვენი ქალაქია და ჩვენ თუ არ მივხედავთ, არ დავალაგებთ და მერე დანაგვიანებულს არ ავიღებთ, ამას ვერავინ ვერ გააკეთებს", - აღნიშნა მარიკა დარჩიამ.

მისივე თქმით, დღევანდელ აქციას არასამთავრობო ორგანიზაციებიც შეუერთდნენ.

"ეს არის შემეცნებითი და თან საჭირო აქცია" , - განაცხადა "პალიტრის" კრეატიულმა დირექტორმა.

აქციის მონაწილეებს საჩუქრად გადაეცათ ჟურნალების: "გზის", "რეიტინგის" და "კარუსელის" ნომრები, ნატურალური მინერალური წყლის კომპანია "სნოსგან" კი სასმელი წყალი.

აქციის პარალელურად გაიმართა გამოფენა "FX"-ის ფოტოკონკურსში მონაწილეთა ფოტოების, ასევე ჟურნალ "კარუსელში" ბავშვების მიერ გამოგზავნილი ფოტოების.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: გარემო დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია, "კოლორ პარკი", "სუფთა საქართველო", "მწვანე სკოლა", "ვისოლ ჯგუფი" და მისი შვილობილი კომპანია "სმარტი", წყალი "სნო".

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია