მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა პათოლოგიებს იწვევს 6-7 კილოგრამიანი სასკოლო ჩანთის ტარება
რა პათოლოგიებს იწვევს 6-7 კილოგრამიანი სასკოლო ჩანთის ტარება

სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ჯა­რო სკო­ლის უმ­ცროსკლა­სე­ლის ჩან­თა (შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპე­რი­მენ­ტი ჩა­ვა­ტა­რეთ) სა­შუ­ა­ლოდ, 6-7 კი­ლოგ­რამს იწო­ნის, ანუ საკ­მა­ოდ მძი­მეა. ჩვენ­ში არ არ­სე­ბობს სტან­დარ­ტი, რო­მე­ლიც ამ სა­კითხს მეტ-ნაკ­ლე­ბად და­ა­რე­გუ­ლი­რებს. გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს სას­კო­ლო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს­თვის "გრი­ფის მი­ნი­ჭე­ბის წეს­ში" მისი წო­ნის შე­სა­ხებ არა­ფე­რია ნათ­ქვა­მი. ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში, მა­გა­ლი­თად, ლატ­ვი­ა­ში, ეს­ტო­ნეთ­ში - სას­კო­ლო ჩან­თის წო­ნას ოფი­ცი­ა­ლუ­რი რე­კო­მენ­და­ცია-მი­თი­თე­ბა არე­გუ­ლი­რებს. ამ აქ­ტუ­ა­ლურ პრობ­ლე­მა­ზე თვალ­საზ­რისს ექ­სპერ­ტი გა­ნათ­ლე­ბის სა­კი­თხებ­ში გი­ორ­გი გა­ხე­ლა­ძე და ქი­რურ­გი კოტე ჭან­ტუ­რია გვი­ზი­ა­რე­ბენ.

კოტე ჭან­ტუ­რია ქი­რურ­გი: სა­მე­დი­ცი­ნო თვალ­საზ­რი­სით, მო­ზარ­დის სას­კო­ლო ჩან­თა სამ კი­ლოგ­რამს არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს. მძი­მე ჩან­თის ტა­რე­ბა არა­ერთ პა­თო­ლო­გი­ას იწ­ვევს. სას­კო­ლო ასა­კის ბავ­შვე­ბის, მო­ზარ­დე­ბის ზედ­მე­ტი დატ­ვირ­თვა სა­ზი­ა­ნოა, რად­გან მათი ძვალ­სახ­სრო­ვა­ნი სის­ტე­მა ჩა­მო­უ­ყა­ლი­ბე­ბე­ლი, ჯერ კი­დევ ხრტი­ლო­ვა­ნია, გაძ­ვა­ლე­ბუ­ლი არ არის. ზედ­მეტ­მა წო­ნამ კი შე­საძ­ლოა, ხერ­ხემ­ლის, გულ­მკერ­დის ღრუს, ბე­ჭე­ბი­სა და ტერ­ფე­ბის დე­ფორ­მა­ცია, ასე­ვე ბავ­შვის ზრდა­ში ჩა­მორ­ჩე­ნა გა­მო­იწ­ვი­ოს. ჩან­თის დიდი წონა შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის, სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის მოშ­ლის მი­ზე­ზი, რა­საც მოჰ­ყვე­ბა გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ასე­ვე ხერ­ხემ­ლის სვე­ტის დე­ფორ­მა­ცია, ე.წ. სქო­ლი­ო­ზი, ჩა­მოშ­ვე­ბუ­ლი ბე­ჭე­ბი, ბრტყელ­ტერ­ფი­ა­ნო­ბა, სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის მოშ­ლა და მრა­ვა­ლი სხვა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ბავ­შვე­ბი ზურ­გზე მო­კი­დე­ბუ­ლი ჩა­ნთე­ბით მოძ­რა­ო­ბენ, დარ­ბი­ან, თა­მა­შო­ბენ, რაც ხერ­ხე­მალ­ზე სიმ­ძი­მის არა­თა­ნა­ბარ გა­და­ნა­წი­ლე­ბას იწ­ვევს. ამ ყვე­ლა­ფერს ხან­გრძლი­ვი ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად მოჰ­ყვე­ბა კუნ­თე­ბის, მყე­სე­ბის და­ჭიმ­ვა, მო­დუ­ნე­ბა, რისი შე­დე­გიც სქო­ლი­ო­ზია. ზურგჩან­თას ხელ­ჩან­თას­თან შე­და­რე­ბით უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს, დატ­ვირ­თვა ორი­ვე მხა­რეს თა­ნაბ­რა­დაა გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი და მო­ზარდს მოძ­რა­ო­ბა­ში ხელს ნაკ­ლე­ბად უშ­ლის, მაგ­რამ ზურგჩან­თა მაქ­სი­მა­ლუ­რად ხა­რის­ხი­ა­ნი უნდა იყოს, სა­სურ­ვე­ლია ჰქონ­დეს რბი­ლი სუ­პი­ნა­ტო­რი-ორ­თო­პე­დი­უ­ლი სა­ფე­ნი.

გი­ორ­გი გა­ხე­ლა­ძე, ექ­სპერ­ტი გა­ნათ­ლე­ბის სა­კი­თხებ­ში: ეს პრობ­ლე­მა, რა თქმა უნდა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბას ითხოვს, თუმ­ცა, არ ვფიქ­რობ, რომ ჩან­თი­სა და შე­სა­ბა­მი­სად, სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს წონა სა­ხელ­მწი­ფომ სა­კა­ნონ­მდებ­ლო აქ­ტით უნდა არე­გუ­ლი­როს. შე­საძ­ლოა, სკო­ლამ გან­სა­ზღვროს ჩან­თის წონა, მაგ­რამ მა­შინ ისიც უნდა აკონ­ტრო­ლოს, რა უდევს ბავ­შვს ჩან­თა­ში წიგ­ნე­ბის გარ­და. სას­კო­ლო ჩან­თის წო­ნის სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­გუ­ლი­რე­ბა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის დიდი უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის იშ­ვი­ა­თია, ასე­თი რე­გუ­ლა­ცია არ არ­სე­ბობს გერ­მა­ნი­ა­ში, საფ­რან­გეთ­ში, სკან­დი­ნა­ვი­ის ქვეყ­ნებ­ში. ავ­სტრი­ა­ში, ისე­ვე რო­გორც ეს­ტო­ნეთ­სა და ლატ­ვი­ა­ში, მას რე­კო­მენ­და­ცი­ის და არა რე­გუ­ლა­ცია-მი­თი­თე­ბის სახე აქვს. ამ­გვა­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი სტან­დარ­ტი არ­სე­ბობს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ყვე­ლა­ზე დიდ შტატ­ში - კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში, თუმ­ცა მისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა უჭირთ. ამ რე­კო­მენ­და­ცი­ით, პირ­ვე­ლი­დან მე­ო­თხე კლა­სამ­დე მოს­წავ­ლის თი­თო­ე­უ­ლი წიგ­ნის წონა არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს 3 ფუნტს, ანუ კილო-ნა­ხე­ვარს, მე­ხუ­თე­დან მერ­ვეს ჩათ­ვლით - 4 ფუნტს, ანუ და­ახ­ლო­ე­ბით 2 კი­ლოგ­რამს და ა.შ.

ასე რომ, ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის, მო­ზარ­დის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვის ბევ­რი სხვა სა­შუ­ა­ლე­ბა არ­სე­ბობს - სას­კო­ლო ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის ქსე­ლი მეტი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­თი უნდა მო­ვა­მა­რა­გოთ. თუმ­ცა, შე­საძ­ლოა, სას­კო­ლო ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი გა­ვავ­სოთ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბით (რაც თით­ქოს­და ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლიც აქვს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს უფა­სო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის ამ­ჟა­მინ­დე­ლი პრო­ექ­ტით), მაგ­რამ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი იმგვა­რად იყოს მო­წყო­ბი­ლი, რომ ბავ­შვს მა­ინც მო­უ­წი­ოს წიგ­ნე­ბის ტა­რე­ბამ სახ­ლში, იმის გამო, რომ გაკ­ვე­თი­ლებს, ძი­რი­თა­დად, სახ­ლში სწავ­ლობს. და თუ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი იმგვა­რად იქ­ნე­ბა გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი, რომ გაკ­ვე­თი­ლე­ბის სწავ­ლა სკო­ლა­ში მო­უ­წევთ, ეს პრობ­ლე­მაც მო­იხ­სნე­ბა. ხში­რად მოჰ­ყავთ ფი­ნე­თის მა­გა­ლი­თი, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბის დო­ნით მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი პირ­ვე­ლია, არა­და, მის სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში სწო­რედ ამ­გვა­რი სის­ტე­მაა და­ნერ­გი­ლი. სას­კო­ლო ჩან­თის წო­ნის და­ბა­ლან­სე­ბის, შემ­სუ­ბუ­ქე­ბის კი­დევ ერთი გზაა ელექტრო­ნულ სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე, წიგ­ნებ­ზე გა­დას­ვლაც. ეს გზა უფრო ეფექ­ტუ­რია, ვიდ­რე ჩან­თის ან სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს წო­ნის რე­გუ­ლი­რე­ბა. ამას­თან, ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი უმე­ტე­სად ან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით მოძ­რა­ო­ბენ, ან ფე­ხით, და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­ში კი მათ სპე­ცი­ა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტით ამ­გზავ­რე­ბენ, შე­სა­ბა­მი­სად, ჩან­თის ტა­რე­ბაც მცი­რე დრო­ით უწევთ. აღა­რა­ფერს ვამ­ბობ ჩან­თე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარტზე, ისი­ნი გა­ცი­ლე­ბით მო­ხერ­ხე­ბუ­ლი, კომ­ფორ­ტუ­ლია, ამ მიზ­ნით შე­მო­ი­ღეს მგო­რა­ვი ზურგჩან­თე­ბი და დი­ზა­ი­ნი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სულ უფრო დახ­ვე­წი­ლი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ხდე­ბა.

ესა­უბ­რა ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რა პათოლოგიებს იწვევს 6-7 კილოგრამიანი სასკოლო ჩანთის ტარება

რა პათოლოგიებს იწვევს 6-7 კილოგრამიანი სასკოლო ჩანთის ტარება

საქართველოში საჯარო სკოლის უმცროსკლასელის ჩანთა (შესაბამისი ექსპერიმენტი ჩავატარეთ) საშუალოდ, 6-7 კილოგრამს იწონის, ანუ საკმაოდ მძიმეა. ჩვენში არ არსებობს სტანდარტი, რომელიც ამ საკითხს მეტ-ნაკლებად დაარეგულირებს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასკოლო სახელმძღვანელოსთვის "გრიფის მინიჭების წესში" მისი წონის შესახებ არაფერია ნათქვამი. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, ლატვიაში, ესტონეთში - სასკოლო ჩანთის წონას ოფიციალური რეკომენდაცია-მითითება არეგუ­ლირებს. ამ აქტუალურ პრობლემაზე თვალსაზრისს ექსპერტი განათლების საკითხებში გიორგი გახელაძე და ქირურგი კოტე ჭანტურია გვიზიარებენ.

კოტე ჭანტურია ქირურგი: სამედიცინო თვალსაზრისით, მოზარდის სასკოლო ჩანთა სამ კილოგრამს არ უნდა აღემატებოდეს. მძიმე ჩანთის ტარება არაერთ პათოლოგიას იწვევს. სასკოლო ასაკის ბავშვების, მოზარდების ზედმეტი დატვირთვა საზიანოა, რადგან მათი ძვალსახსროვანი სისტემა ჩამოუყალიბებელი, ჯერ კიდევ ხრტილოვანია, გაძვალებული არ არის. ზედმეტმა წონამ კი შესაძლოა, ხერხემლის, გულმკერდის ღრუს, ბეჭებისა და ტერფების დეფორმაცია, ასევე ბავშვის ზრდაში ჩამორჩენა გამოიწვიოს. ჩანთის დიდი წონა შეიძლება გახდეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის, სისხლის მიმოქცევის მოშლის მიზეზი, რასაც მოჰყვება გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ასევე ხერხემლის სვეტის დეფორმაცია, ე.წ. სქოლიოზი, ჩამოშვებული ბეჭები, ბრტყელტერფიანობა, სისხლის მიმოქცევის მოშლა და მრავალი სხვა. მოგეხსენებათ, ბავშვები ზურგზე მოკიდებული ჩა­ნთებით მოძრაობენ, დარბიან, თამაშობენ, რაც ხერხემალზე სიმძიმის არათანაბარ გადანაწილებას იწვევს. ამ ყველაფერს ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად მოჰყვება კუნთების, მყესების დაჭიმვა, მოდუნება, რისი შედეგიც სქოლიოზია. ზურგჩანთას ხელჩანთასთან შედარებით უპირატესობა აქვს, დატვირთვა ორივე მხარეს თანაბრადაა გადანაწილებული და მოზარდს მოძრაობაში ხელს ნაკლებად უშლის, მაგრამ ზურგჩანთა მაქსიმალურად ხარისხიანი უნდა იყოს, სასურველია ჰქონდეს რბილი სუპინატორი-ორთოპედიული საფენი.

გიორგი გახელაძე, ექსპერტი განათლების საკითხებში: ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და სათანადო ყურადღებას ითხოვს, თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ჩანთისა და შესაბამისად, სახელმძღვანელოს წონა სახელმწიფომ საკანონმდებლო აქტით უნდა არეგულიროს. შესაძლოა, სკოლამ განსაზღვროს ჩანთის წონა, მაგრამ მაშინ ისიც უნდა აკონტროლოს, რა უდევს ბავშვს ჩანთაში წიგნების გარდა. სასკოლო ჩანთის წონის სამართლებრივი რეგულირება განვითარებული ქვეყნების დიდი უმრავლესობისთვის იშვიათია, ასე­თი რეგულაცია არ არსებობს გერმანიაში, საფრანგეთში, სკანდინავიის ქვეყნებში. ავსტრიაში, ისევე როგორც ესტონეთსა და ლატვიაში, მას რეკომენდაციის და არა რეგულაცია-მითითების სახე აქვს. ამგვარი სამართლებრივი სტანდარტი არსებობს ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე დიდ შტატში - კალიფორნიაში, თუმცა მისი განხორციელება უჭირთ. ამ რეკომენდაციით, პირველიდან მეოთხე კლასამდე მოსწავლის თითოეული წიგნის წონა არ უნდა აღემატებოდეს 3 ფუნტს, ანუ კილო-ნახევარს, მეხუთედან მერვეს ჩათვლით - 4 ფუნტს, ანუ დაახლოებით 2 კილოგრამს და ა.შ.

ასე რომ, ამ პრობლემის მოგვარების, მოზარდის ჯანმრთელობაზე ზრუნვის ბევრი სხვა საშუალება არსებობს - სასკოლო ბიბლიოთეკების ქსელი მეტი სახელმძღვანელოთი უნდა მოვამარაგოთ. თუმცა, შესაძლოა, სასკოლო ბიბლიოთეკები გავავსოთ სახელმძღვანელოებით (რაც თითქოსდა ჩაფიქრებულიც აქვს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფასო სახელმძღვანელოების ამჟამინდელი პროექტით), მაგრამ სასწავლო პროცესი იმგვარად იყოს მოწყობილი, რომ ბავშვს მაინც მოუწიოს წიგნების ტარებამ სახლში, იმის გამო, რომ გაკვეთილებს, ძირითადად, სახლში სწავლობს. და თუ სასწავლო პროცესი იმგვარად იქნება გადანაწილებული, რომ გაკვეთილების სწავლა სკოლაში მოუწევთ, ეს პრობლემაც მოიხსნება. ხშირად მოჰყავთ ფინეთის მაგალითი, რომელიც განათლების დონით მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია, არადა, მის საჯარო სკოლებში სწორედ ამგვარი სისტემაა დანერგილი. სასკოლო ჩანთის წონის დაბალანსების, შემსუბუქების კიდევ ერთი გზაა ელექტრონულ საშუალებებზე, წიგნებზე გადასვლაც. ეს გზა უფრო ეფექტურია, ვიდრე ჩანთის ან სახელმძღვანელოს წონის რეგულირება. ამასთან, ჩვენი მოსწავლეები უმეტესად ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობენ, ან ფეხით, დასავლეთის ქვეყნებში კი მათ სპეციალური ტრანსპორტით ამგზავრებენ, შესაბამისად, ჩანთის ტარებაც მცირე დროით უწევთ. აღარაფერს ვამბობ ჩანთების საერთაშორისო სტანდარტზე, ისინი გაცილებით მოხერხებული, კომფორტულია, ამ მიზნით შემოიღეს მგორავი ზურგჩანთები და დიზაინი ამ მიმართულებით სულ უფრო დახვეწილი და მრავალფეროვანი ხდება.

ესაუბრა ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია