პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

11

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 13:51-ზე, მთვარე ტყუპშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრეებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ცუდი დღეა ქორწინებისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მოხდა დიცთან და რატომ დაიბნა საქართველოს ხელისუფლება
რა მოხდა დიცთან და რატომ დაიბნა საქართველოს ხელისუფლება

"ეს იყო ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი, კონ­ტექ­სტი­დან ამო­ვარ­დნი­ლი ქმე­დე­ბა", - ასე აფა­სებს რუ­სე­თის მიერ სა­ო­კუ­პა­ციო ზო­ლის გად­მო­წე­ვას ექ­სპერ­ტი კონ­ფლიქ­ტე­ბის სა­კი­თხებ­ში, გოგი ხუ­ციშ­ვი­ლი. რო­გორც ცნო­ბი­ლია, რუს­მა მე­სა­ზღვრე­ებ­მა შიდა ქარ­თლის რამ­დე­ნი­მე სო­ფელ­ში სა­დე­მარ­კა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ი­წყეს. გო­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ დიც­ში ე.წ. პი­რო­ბი­თი სა­ზღვა­რი 300 მეტ­რით არის გად­მო­წე­უ­ლი.

- ბა­ტო­ნო გოგი, პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი რუ­სეთს ხში­რად პო­ლი­ტი­კურ ხუ­ლიგ­ნა­დაც მო­იხ­სე­ნი­ებთ. რა­ტომ უნდა ყო­ფი­ლი­ყო მის­გან მო­უ­ლოდ­ნე­ლი სა­ო­კუ­პა­ციო ზო­ლის გად­მო­წე­ვა და რა­ტომ შეხ­ვდა ამ ამ­ბავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ასე დაბ­ნე­უ­ლი?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რუ­სეთს კარ­გად ვიც­ნობთ და ვი­ცით, რომ ამ ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან ყვე­ლა­ფე­რია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, ეს ნა­ბი­ჯი მა­ინც მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. ამის მი­ზე­ზი გახ­ლდათ ის, რომ კრემ­ლი მი­ე­სალ­მა ქარ­თუ­ლი მხა­რის ინი­ცი­ა­ტი­ვას, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დათ­ბო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, შე­იქ­მნა ახა­ლი ფორ­მა­ტი ზუ­რაბ აბა­ში­ძი­სა და კა­რა­სი­ნის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, და­ი­წყო სა­უ­ბა­რი რუ­სეთ­ში ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ტის შე­ტა­ნის თა­ო­ბა­ზე. ყვე­ლა­ფე­რი მე­ტყვე­ლებ­და იმა­ზე, რომ ქარ­თულ-რუ­სუ­ლი დი­ა­ლო­გის და­წყე­ბას მწვა­ნე შუქი ჰქონ­და ან­თე­ბუ­ლი. სო­ფელ დიც­თან მომ­ხდარ­მა ამ­ბავ­მა ყვე­ლა­ფე­რი თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნა. ეს არა­ნა­ირ კონ­ტექ­სტში არ ჯდე­ბა... სწო­რედ ამი­ტომ და­იბ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო გუნ­დის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ცდი­ლობ­დნენ, თა­ვი­სე­ბუ­რი შე­ფა­სე­ბა მი­ე­ცათ მომ­ხდა­რი ფაქ­ტი­სათ­ვის. რუ­სე­თის მო­უ­ლოდ­ნელ­მა ნა­ბი­ჯ­მა გა­მო­ა­აშ­კა­რა­ვა, რომ ჩვენ არ გვაქვს თა­ნა­მიმ­დევ­რუ­ლი, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კა, რო­მე­ლიც არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი ამა თუ იმ ინ­ცი­დენ­ტსა და სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რუ­სე­თის მიერ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი არა­ნა­ირ ლო­გი­კას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეს უნდა გა­ეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა.

- მა­ინც რა მიგ­ვა­ნიშ­ნა რუ­სეთ­მა ამ ნა­ბი­ჯით?

- რუ­სეთ­მა შეშ­ფო­თე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი მოგ­ვცა. თუმ­ცა, არ მინ­და ვი­ფიქ­რო, რომ ამ ფორ­მით რუ­სეთს სურს გვაჩ­ვე­ნოს, რომ ჩვენ­თან დი­ა­ლო­გის პერ­სპექ­ტი­ვა არ არ­სე­ბობს. კრემლს რომ დი­ა­ლო­გი არ აინ­ტე­რე­სებ­დეს, არც კა­რა­სი­ნი-აბა­ში­ძის ფორ­მა­ტის შექ­მნას და­უშ­ვებ­და და არც ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ტის რუ­სე­თის ბა­ზარ­ზე შე­ტა­ნის სა­კითხს გა­ნი­ხი­ლავ­და. სხვა­თა შო­რის, მოს­კო­ვის­თვის არც ჟე­ნე­ვის მო­ლა­პა­რა­კე­ბის და­ხურ­ვა წარ­მო­ად­გენს პრობ­ლე­მას...

- მა­შინ რა­შია საქ­მე?

- შე­საძ­ლოა, რა­ღაც გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი მოხ­და, შემ­დეგ კი რუ­სეთ­მა უკან აღარ და­ი­ხია. რო­გორც ჩანს, ცხინ­ვალ­ში არ ჰქონ­დათ იმის გან­ცდა, რომ კრემ­ლი მათ ინ­ტე­რე­სებს ისევ იცავს.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბის ანა­ლო­გად რო­მე­ლი ქვეყ­ნის კონ­ფლიქ­ტი შე­იძ­ლე­ბა მი­ვიჩ­ნი­ოთ?

- პა­ლეს­ტი­ნა-ის­რა­ე­ლის კონ­ფლიქ­ტში გარ­კვე­უ­ლი მსგავ­სი მო­მენ­ტე­ბი არის, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მეტი პა­რა­ლე­ლის გავ­ლე­ბა იუ­გოს­ლა­ვი­ას­თან შე­იძ­ლე­ბა. თუ და­ვაკ­ვირ­დე­ბით, რო­გორ და­ი­შა­ლა იუ­გოს­ლა­ვი­ის რეს­პუბ­ლი­კა, რო­გორ გა­არ­კვი­ეს ამ ქვეყ­ნებ­მა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და რო­გორ ის­წრა­ფოდ­ნენ ევ­რო­კავ­ში­რის­კენ, ბევრ სა­გუ­ლის­ხმო დე­ტალს და­ვი­ნა­ხავთ. კო­სო­ვო-სერ­ბე­თი­სა და ქარ­თულ-ოსურ თუ ქარ­თულ-აფხა­ზურ კონ­ფლიქ­ტებს შო­რის ბევ­რი პა­რა­ლე­ლის გავ­ლე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. სხვა­თა შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ­ბობ­დნენ, კო­სო­ვოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ზე გავ­ლე­ნას არ მო­ახ­დენ­სო, მაგ­რამ დრომ გვიჩ­ვე­ნა, რომ რუ­სე­თის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, - ცხინ­ვა­ლი­სა და სო­ხუ­მის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სწო­რედ კო­სო­ვოს პრე­ცე­დენ­ტით იყო ლე­გი­ტი­მი­რე­ბუ­ლი.

- ფიქ­რობთ, რომ ქარ­თულ-ოსუ­რი თუ ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი კონ­ფლიქ­ტე­ბიც ისე­ვე დამ­თავ­რდე­ბა, რო­გორც კო­სო­ვო-სერ­ბე­თის კონ­ფლიქ­ტი?

- არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში! კო­სო­ვოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ზე მთე­ლი ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­რო შე­თან­ხმდა. ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში კი პი­რი­ქით არის - მთე­ლი მსოფ­ლიო სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას უჭერს მხარს. იმე­დი მაქვს, რომ დი­ცის პრე­ცე­დენ­ტი სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებ­ში არ გა­და­იზ­რდე­ბა.

- რო­გორ ფიქ­რობთ, დღეს არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რა ნა­ბი­ჯი უნდა გა­დად­გას?

- ვფიქ­რობ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­აგ­ვი­ა­ნა რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თვის საპ­რო­ტეს­ტო ნო­ტის გა­და­ცე­მა. ეს უფრო ად­რეც უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა. ახლა ისღა დაგ­ვრჩე­ნია, უფრო მე­ტად გა­აქ­ტი­ურ­დეს ქარ­თუ­ლი დიპ­ლო­მა­ტია, სა­ელ­ჩოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი...

ხა­თუ­ნა ბახ­ტუ­რი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თემურ ჭყონია აქციაზე დაკავებულებზე - ეს არის ჯიბრი, რომ სახელმწიფო უფრო ძლიერია, ვიდრე მოქალაქე და ამას რად უნდა დამტკიცება?

რა მოხდა დიცთან და რატომ დაიბნა საქართველოს ხელისუფლება

რა მოხდა დიცთან და რატომ დაიბნა საქართველოს ხელისუფლება

"ეს იყო ძალიან მოულოდნელი, კონტექსტიდან ამოვარდნილი ქმედება", - ასე აფასებს რუსეთის მიერ საოკუპაციო ზოლის გადმოწევას ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში, გოგი ხუციშვილი. როგორც ცნობილია, რუსმა მესაზღვრეებმა შიდა ქართლის რამდენიმე სოფელში სადემარკაციო სამუშაოები დაიწყეს. გორის რაიონის სოფელ დიცში ე.წ. პირობითი საზღვარი 300 მეტრით არის გადმოწეული.

- ბატონო გოგი, პოლიტოლოგები რუსეთს ხშირად პოლიტიკურ ხულიგნადაც მოიხსენიებთ. რატომ უნდა ყოფილიყო მისგან მოულოდნელი საოკუპაციო ზოლის გადმოწევა და რატომ შეხვდა ამ ამბავს ხელისუფლება ასე დაბნეული?

- მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს კარგად ვიცნობთ და ვიცით, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლებისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ეს ნაბიჯი მაინც მოულოდნელი იყო. ამის მიზეზი გახლდათ ის, რომ კრემლი მიესალმა ქართული მხარის ინიციატივას, ურთიერთობების დათბობასთან დაკავშირებით, შეიქმნა ახალი ფორმატი ზურაბ აბაშიძისა და კარასინის მონაწილეობით, დაიწყო საუბარი რუსეთში ქართული პროდუქტის შეტანის თაობაზე. ყველაფერი მეტყველებდა იმაზე, რომ ქართულ-რუსული დიალოგის დაწყებას მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული. სოფელ დიცთან მომხდარმა ამბავმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ეს არანაირ კონტექსტში არ ჯდება... სწორედ ამიტომ დაიბნა საქართველოს ხელისუფლება. სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები ცდილობდნენ, თავისებური შეფასება მიეცათ მომხდარი ფაქტისათვის. რუსეთის მოულოდნელმა ნაბიჯმა გამოააშკარავა, რომ ჩვენ არ გვაქვს თანამიმდევრული, ჩამოყალიბებული პოლიტიკა, რომელიც არ არის დამოკიდებული ამა თუ იმ ინციდენტსა და სიტუაციაზე. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯი არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება, ხელისუფლებას ეს უნდა გაეთვალისწინებინა.

- მაინც რა მიგვანიშნა რუსეთმა ამ ნაბიჯით?

- რუსეთმა შეშფოთების საფუძველი მოგვცა. თუმცა, არ მინდა ვიფიქრო, რომ ამ ფორმით რუსეთს სურს გვაჩვენოს, რომ ჩვენთან დიალოგის პერსპექტივა არ არსებობს. კრემლს რომ დიალოგი არ აინტერესებდეს, არც კარასინი-აბაშიძის ფორმატის შექმნას დაუშვებდა და არც ქართული პროდუქტის რუსეთის ბაზარზე შეტანის საკითხს განიხილავდა. სხვათა შორის, მოსკოვისთვის არც ჟენევის მოლაპარაკების დახურვა წარმოადგენს პრობლემას...

- მაშინ რაშია საქმე?

- შესაძლოა, რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა, შემდეგ კი რუსეთმა უკან აღარ დაიხია. როგორც ჩანს, ცხინვალში არ ჰქონდათ იმის განცდა, რომ კრემლი მათ ინტერესებს ისევ იცავს.

- საქართველოში არსებული კონფლიქტების ანალოგად რომელი ქვეყნის კონფლიქტი შეიძლება მივიჩნიოთ?

- პალესტინა-ისრაელის კონფლიქტში გარკვეული მსგავსი მომენტები არის, მაგრამ ყველაზე მეტი პარალელის გავლება იუგოსლავიასთან შეიძლება. თუ დავაკვირდებით, როგორ დაიშალა იუგოსლავიის რესპუბლიკა, როგორ გაარკვიეს ამ ქვეყნებმა ურთიერთობები და როგორ ისწრაფოდნენ ევროკავშირისკენ, ბევრ საგულისხმო დეტალს დავინახავთ. კოსოვო-სერბეთისა და ქართულ-ოსურ თუ ქართულ-აფხაზურ კონფლიქტებს შორის ბევრი პარალელის გავლებაა შესაძლებელი. სხვათა შორის, საქართველოში ამბობდნენ, კოსოვოს დამოუკიდებლობა ჩვენს ქვეყანაზე გავლენას არ მოახდენსო, მაგრამ დრომ გვიჩვენა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება, - ცხინვალისა და სოხუმის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით, სწორედ კოსოვოს პრეცედენტით იყო ლეგიტიმირებული.

- ფიქრობთ, რომ ქართულ-ოსური თუ ქართულ-აფხაზური კონფლიქტებიც ისევე დამთავრდება, როგორც კოსოვო-სერბეთის კონფლიქტი?

- არავითარ შემთხვევაში! კოსოვოს დამოუკიდებლობაზე მთელი ცივილიზებული სამყარო შეთანხმდა. ჩვენს შემთხვევაში კი პირიქით არის - მთელი მსოფლიო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს. იმედი მაქვს, რომ დიცის პრეცედენტი სერიოზულ პრობლემებში არ გადაიზრდება.

- როგორ ფიქრობთ, დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებამ რა ნაბიჯი უნდა გადადგას?

- ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დააგვიანა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის საპროტესტო ნოტის გადაცემა. ეს უფრო ადრეც უნდა გაეკეთებინა. ახლა ისღა დაგვრჩენია, უფრო მეტად გააქტიურდეს ქართული დიპლომატია, საელჩოს წარმომადგენლები...

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?