პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი სამხედროების ავღანეთიდან გამოყვანის მოთხოვნით პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს
ქართველი სამხედროების ავღანეთიდან გამოყვანის მოთხოვნით პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

"გა­მო­იყ­ვა­ნეთ ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი ავ­ღა­ნე­თი­დან", "შე­წყდეს ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის სის­ხლისღვრა ავ­ღა­ნეთ­ში", - ამ ლო­ზუნ­გე­ბით პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ მდუ­მა­რე აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს.

აქ­ცი­ა­ში ძი­რი­თა­დად ახალ­გაზ­რდე­ბი და რამ­დე­ნი­მე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობს. აქ­ცი­ა­ზე მი­ვი­და მწე­რა­ლი ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე, რო­მე­ლიც ნატო-ში ქარ­თუ­ლი სამ­ხედ­რო ჯა­რე­ბის ყოფ­ნას აპ­რო­ტეს­ტებს.

ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პო­ლი­ტი­კა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვია. იგი თვლის, რომ უნდა მოხ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ხედ­რო ჯა­რე­ბის ნა­წი­ლე­ბის სრუ­ლი გა­მოყ­ვა­ნა ავ­ღა­ნე­თი­დან.

"რაში სჭირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ავ­ღა­ნე­ლი ქა­ლე­ბი­სა და ბავ­შვე­ბის ხოც­ვა. რაში სჭირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ჯერ და­ამ­ყა­როს კავ­ში­რი ვა­ჰა­ბი­ტებ­თან და შემ­დეგ მო­ნა­წი­ლე­ობ­დეს მათ ამო­ხოც­ვა­ში, რაში სჭირ­დე­ბა ვი­ყოთ სხვის მი­წა­ზე ოკუ­პან­ტე­ბი. არ გვყოფ­ნის, რომ ჩვენს მი­წა­ზე სხვე­ბი არი­ან ოკუ­პან­ტე­ბი. სა­ა­კაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვია და უნდა მოხ­დეს ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო კონ­ტინ­გენ­ტის გა­მოყ­ვა­ნა ავ­ღა­ნე­თი­დან", - აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძემ.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო ოპი­უ­მის და ჰე­რო­ი­ნის ომ­შია ჩაბ­მუ­ლი, რათა ვი­ღა­ცე­ებ­მა შემ­დეგ გა­ა­კე­თონ ფული. მან დე­მა­გო­გია უწო­და იმას, რომ სა­ქარ­თვე­ლო ავ­ღა­ნეთ­ში არ­სე­ბუ­ლი კონ­ტინ­გენ­ტით ტე­რო­რიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს. მისი შე­ფა­სე­ბით, იმ­პე­რი­ა­ლიზ­მის და­სა­მარ­ცხებ­ლად ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო გზა - მშვი­დო­ბი­ა­ნი გზაა.

აქ­ცი­ა­ზე მო­ვი­და ასე­ვე გე­ნე­რა­ლი ტრის­ტან წი­თე­ლაშ­ვი­ლი, ქვე­და­ნა­ყოფ "ავა­ზას" ყო­ფი­ლი მე­თა­უ­რი.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას ტრის­ტან წი­თე­ლაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, იგი თა­ნაგ­რძნო­ბას უცხა­დებს ავ­ღა­ნეთ­ში და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხის წევ­რებს და მი­იჩ­ნევს, რომ სა­ქარ­თვე­ლო ტე­რო­რიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში ავ­ღა­ნეთ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი უნდა იყოს მხო­ლოდ ერთი ბა­ტა­ლი­ო­ნით.

წი­თე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ჯა­რე­ბის გა­მოყ­ვა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კი­თხე­ბი პარ­ლა­მენ­ტში და მთავ­რო­ბა­ში უნდა წყდე­ბო­დეს და არა ქუ­ჩა­ში, ანუ ეს თემა არის ძა­ლი­ან ფა­ქი­ზი და მისი გა­და­წყვე­ტა უნდა ხდე­ბო­დეს პარ­ლა­მენ­ტში და მთავ­რო­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ქართველი სამხედროების ავღანეთიდან გამოყვანის მოთხოვნით პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

ქართველი სამხედროების ავღანეთიდან გამოყვანის მოთხოვნით პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

"გამოიყვანეთ ქართველი სამხედროები ავღანეთიდან", "შეწყდეს ქართველი სამხედროების სისხლისღვრა ავღანეთში", - ამ ლოზუნგებით პარლამენტის შენობის წინ მდუმარე აქცია მიმდინარეობს.

აქციაში ძირითადად ახალგაზრდები და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი მონაწილეობს. აქციაზე მივიდა მწერალი ირაკლი კაკაბაძე, რომელიც ნატო-ში ქართული სამხედრო ჯარების ყოფნას აპროტესტებს.

ირაკლი კაკაბაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის და "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკა დანაშაულებრივია. იგი თვლის, რომ უნდა მოხდეს საქართველოს სამხედრო ჯარების ნაწილების სრული გამოყვანა ავღანეთიდან.

"რაში სჭირდება საქართველოს ავღანელი ქალებისა და ბავშვების ხოცვა. რაში სჭირდება საქართველოს ჯერ დაამყაროს კავშირი ვაჰაბიტებთან და შემდეგ მონაწილეობდეს მათ ამოხოცვაში, რაში სჭირდება ვიყოთ სხვის მიწაზე ოკუპანტები. არ გვყოფნის, რომ ჩვენს მიწაზე სხვები არიან ოკუპანტები. სააკაშვილის პოლიტიკა დანაშაულებრივია და უნდა მოხდეს ქართველი სამხედრო კონტინგენტის გამოყვანა ავღანეთიდან", - აღნიშნა ირაკლი კაკაბაძემ.

მისი თქმით, საქართველო ოპიუმის და ჰეროინის ომშია ჩაბმული, რათა ვიღაცეებმა შემდეგ გააკეთონ ფული. მან დემაგოგია უწოდა იმას, რომ საქართველო ავღანეთში არსებული კონტინგენტით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობს. მისი შეფასებით, იმპერიალიზმის დასამარცხებლად ყველაზე საუკეთესო გზა - მშვიდობიანი გზაა.

აქციაზე მოვიდა ასევე გენერალი ტრისტან წითელაშვილი, ქვედანაყოფ "ავაზას" ყოფილი მეთაური.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ტრისტან წითელაშვილმა განაცხადა, იგი თანაგრძნობას უცხადებს ავღანეთში დაღუპულთა ოჯახის წევრებს და მიიჩნევს, რომ საქართველო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ავღანეთში წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ ერთი ბატალიონით.

წითელაშვილის განცხადებით, ჯარების გამოყვანასთან დაკავშირებით პოლიტიკური საკითხები პარლამენტში და მთავრობაში უნდა წყდებოდეს და არა ქუჩაში, ანუ ეს თემა არის ძალიან ფაქიზი და მისი გადაწყვეტა უნდა ხდებოდეს პარლამენტში და მთავრობაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა