მსოფლიო
საზოგადოება

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით უსუფაშვილი - გავრცელებულ ვიდეოებსა და ავღანეთში მომხდარ ტერორისტულ შეტევას შორის რაიმე კავშირს გამოვრიცხავ
დავით უსუფაშვილი - გავრცელებულ ვიდეოებსა და ავღანეთში მომხდარ ტერორისტულ შეტევას შორის რაიმე კავშირს გამოვრიცხავ

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი თა­ლი­ბა­ნის სა­ხე­ლით გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ებ­სა და ავ­ღა­ნეთ­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ ტრა­გე­დი­ას შო­რის კავ­შირს სრუ­ლი­ად გა­მო­რი­ცხავს. რო­გორც და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა თბი­ლი­სის იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, არა­ნა­ი­რი პა­ნი­კის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს.

"თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით ძა­ლი­ან ბევ­რი რა­მის ფაბ­რი­კა­ცი­აა შე­საძ­ლე­ბე­ლი. მე სრუ­ლი­ად გა­მოვ­რი­ცხავ რა­ი­მე კავ­შირს ამ ვი­დე­ო­ებ­სა და ავ­ღა­ნეთ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ტე­რო­რის­ტულ შე­ტე­ვას შო­რის. უბ­რა­ლოდ გა­მო­რი­ცხუ­ლია, რომ არ­სე­ბობ­დეს მათ შო­რის კავ­ში­რი. ვი­დე­ო­ე­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე ჯერ სა­ბო­ლოო დას­კვნა არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა ამ სა­კი­თხის გარ­კვე­ვა­ში ჩარ­თუ­ლია რო­გორც შე­სა­ბა­მი­სი სტრუქ­ტუ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს შსს-დან, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან, ასე­ვე ჩვე­ნი პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბი­დან. ვი­ნა­ი­დან ტე­რო­როზ­მი ეს არ არის რო­მე­ლი­მე ერთი ქვეყ­ნის პრობ­ლე­მა. სა­ქარ­თვე­ლოს აქვს ოფი­ცი­ა­ლუ­რად ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, ჩვენ ვართ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სის­ტე­მა­ში, რო­მე­ლიც ებ­რძვის ტე­რო­რიზმს და მათ შო­რის ტე­რო­რიზ­მის იმი­ტა­ცი­ას თუ ტე­რო­რიზ­მით სპე­კუ­ლი­რე­ბას. ამი­ტომ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კვე­ვა და გა­ირ­კვე­ვა ისიც, თუ ვინ და რა მიზ­ნით გა­ა­კე­თა ეს. ვინც ეს ერთხელ გა­ა­კე­თა, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ კვლავ რა­ი­მე მსგავ­სი გა­ა­კე­თოს, ამი­ტომ მე ყვე­ლას ვთხოვ­დი, სა­ზო­გა­დო­ე­ბას, მო­ქა­ლა­ქე­ებს, პო­ლი­ტი­კო­სებს, ჟურ­ნა­ლის­ტებს, არ წა­მო­ვე­გოთ ამ პრო­ვო­კა­ცი­ებ­ზე იმ ხალ­ხის მხრი­დან, რომ­ლებ­საც კარ­გი არ სურთ არც ქვეყ­ნის­თვის და არც მშვი­დო­ბის­თვის", - გა­ნა­ცხა­და და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

დავით უსუფაშვილი - გავრცელებულ ვიდეოებსა და ავღანეთში მომხდარ ტერორისტულ შეტევას შორის რაიმე კავშირს გამოვრიცხავ

დავით უსუფაშვილი - გავრცელებულ ვიდეოებსა და ავღანეთში მომხდარ ტერორისტულ შეტევას შორის რაიმე კავშირს გამოვრიცხავ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი თალიბანის სახელით გავრცელებულ ვიდეოებსა და ავღანეთში დატრიალებულ ტრაგედიას შორის კავშირს სრულიად გამორიცხავს. როგორც დავით უსუფაშვილმა თბილისის იუსტიციის სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს.

"თანამედროვე ტექნოლოგიებით ძალიან ბევრი რამის ფაბრიკაციაა შესაძლებელი. მე სრულიად გამოვრიცხავ რაიმე კავშირს ამ ვიდეოებსა და ავღანეთში განხორციელებულ ტერორისტულ შეტევას შორის. უბრალოდ გამორიცხულია, რომ არსებობდეს მათ შორის კავშირი. ვიდეოების წარმომავლობის თაობაზე ჯერ საბოლოო დასკვნა არ არსებობს, თუმცა ამ საკითხის გარკვევაში ჩართულია როგორც შესაბამისი სტრუქტურები საქართველოს შსს-დან, თავდაცვის სამინისტროდან, ასევე ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან. ვინაიდან ტეროროზმი ეს არ არის რომელიმე ერთი ქვეყნის პრობლემა. საქართველოს აქვს ოფიციალურად ნაკისრი ვალდებულებები, ჩვენ ვართ გაერთიანებული საერთაშორისო სისტემაში, რომელიც ებრძვის ტერორიზმს და მათ შორის ტერორიზმის იმიტაციას თუ ტერორიზმით სპეკულირებას. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი გაირკვევა და გაირკვევა ისიც, თუ ვინ და რა მიზნით გააკეთა ეს. ვინც ეს ერთხელ გააკეთა, არ არის გამორიცხული, რომ კვლავ რაიმე მსგავსი გააკეთოს, ამიტომ მე ყველას ვთხოვდი, საზოგადოებას, მოქალაქეებს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, არ წამოვეგოთ ამ პროვოკაციებზე იმ ხალხის მხრიდან, რომლებსაც კარგი არ სურთ არც ქვეყნისთვის და არც მშვიდობისთვის", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა